IMEDI /  26 აგვისტო 2021, 09:49 / სანდო წყარო

წლის ბოლომდე საქართველოში Pfizer​-ის მილიონ-ნახევარი დოზა შემოვა

ქვეყანაში Pfizerზე მოთხოვნა იზრდება. ვაქცინის დოზები საკმარისია იმისთვის, რომ სექტემბრის ბოლომდე მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრას.

ამირან გამყრელიძის თქმით, თუკი ვაქცინაცია ასეთი აქტიური ტემპით გაგრძელდება Pfizer-ის გახარჯვა სექტემბრის ბოლომდე შესაძლებელია, რაც ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში საგრძნობლად დაეხმარება.

წლის ბოლომდე საქართველოში კვლავ შემოვა Pfizer​-ის მილიონ-ნახევარი დოზა.

ყველა სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 ოქტომბერი 2021, 20:09

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა

თურქეთის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების ინსტრუქცია მისცა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, 10 ქვეყნის ელჩებმა ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

23 ოქტომბერი 2021, 19:58

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირადად გააცნო

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ავარიულ სახლებში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდა და სამთავრობო პროგრამის - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ გადაწყვეტილება პირადად გააცნო. შესაბამისი პროცედურები უკვე დაწყებულია და წელსვე 630 ოჯახზე მეტს, რომლებიც ცხოვრობენ საფრთხის შემცველ გარემოში, ბინების პრობლემა მოუგვარდებათ. მოსახლეობას ბინები გადაეცემა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში, ბინების საკუთრებაში გადაცემამდე მოხდება ოჯახების ქირით უზრუნველყოფა.

23 ოქტომბერი 2021, 19:50

რეგიონი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დასრულდა

ბათუმში, კოლონადებთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია სლოგანით „ბრძოლა გამარჯვებამდე“ ჩატარდა. აქტივისტებს თან ჰქონდათ ბანერები -„ერთად თავისუფლებისთვის და ცვლილებებისთვის“ , „თავისუფლება მიშას“.

ეკატერინე ტიკარაძე

23 ოქტომბერი 2021, 18:52

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდაა ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა

​​​​​​​კორონავირუსის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა არის ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რომ სწორედ ამ რეგიონებში იყო ვაქცინაციის დაბალი აქტივობა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 600-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 785 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ვირუსს 614 ადამიანი ემსხვერპლა.

23 ოქტომბერი 2021, 18:23

მსოფლიო

BBC: ლონდონში, ცხოველების ორჯერ მეტი ქანდაკებაა, ვიდრე - ქალების

გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში სულ 1 500-მდე ძეგლი დგას. ბრიტანული მაუწყებლის ცნობით, მათგან 100 ცხოველს გამოსახავს, 50 ძეგლი კი ქალისაა. ამასთან, BBC ხაზს უსვამს, რომ 50-დან მხოლოდ 3 ქანდაკება ეძღვნება არათეთრკანიან ქალს.

23 ოქტომბერი 2021, 17:52

რეგიონი

„ქართული ოცნების“ თელავის შტაბის ხელმძღვანელი „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს პროვოკაციაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“თელავის შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის მერობის კანდიდატ გიორგი ბოტკოველის დახმარებით, რადიკალური ოპოზიციის აგიტატორებმა, ცესკოს ოფიციალური გვერდიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები ამოიღეს და თელავის სხვადასხვა ქუჩის საცხოვრებელ ჭიშკრებზე განათავსეს. კალმახელიძე აცხადებს, რომ ამ ქმედების მიზანია მმართველი პარტიის დისკრედიტაცია. „ნაცმოძრაობა“ მომხდარში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეხვედრები დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრები მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებთან, საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან და მხარდამჭერებთან.

კახა კალაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:32

საზოგადოება

კახა კალაძე: უნდა დავუმტკიცოთ ყველას, რომ ვართ ღირსეულები, ვემსახუროთ თბილისს და თბილისელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარების თაობაზე, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით, საკუთარი ხედვა წარუდგინა.

გრიგოლ ვაშაძე

23 ოქტომბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილი მოინახულა: წყალს წაუღია ყველა პარტია, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 17:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ

„მელია არის ჩვეულებრივი ზონდერი, კრიმინალი, უინტელექტო კაცი, რომელმაც უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ; კაცი, რომელიც პარლამენტში შენობის შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ ბრბოს, კრიმინალების ბრბოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში, ნიკა მელიას განცხადებებზე ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ტიტე აროშიძე

23 ოქტომბერი 2021, 17:04

რეგიონი

ტიტე აროშიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში პროვოკაციებსა და დესტაბილიზაციას გეგმავს“, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ტიტე აროშიძემ განაცხადა. ის დღეს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო მოხელეების მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს. მისი ინფორმაციით, აქციაზე დააანონსებენ, თითქოს, აქციას ბათუმის მერიის თანამშრომლები უერთდებიან. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს პროვოკაციებს.

23 ოქტომბერი 2021, 17:01

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბაღდათში ჩვენს კანდიდატს 55 ხმა დააკლდა, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია

მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მედიას, რომ ასე აქტიურად აშუქებთ ჩვენს ტურს, ჩვენს ვიზიტებს, შეხვედრა გვქონდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საარჩევნო შტაბთან, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენს კანდიდატს, ძალიან ღირსეული კანდიდატი გვყავს, სულ რაღაც 55 ხმა დააკლდა იმისთვის, რომ პირველივე ტურში გაემარჯვა, წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ, თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ უკვე 9 წელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაღდათში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:56

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში, პირადად მექნება კონტროლი ყველა იმ სამუშაოსა და პროექტზე, რომელიც მიმდინარეობს და რომელსაც დავიწყებთ მომავალი წლიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირადად იქნება ჩართული ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოში და პირადად ექნება ამაზე კონტროლი.

23 ოქტომბერი 2021, 16:55

ეკონომიკა

სითი მოლი 10 წლისაა – შეასხი ფრთები შენს სურვილებს!

სითი მოლის დაბადების დღის აღსანიშნავად 25–31 ოქტომბრის ჩათვლით, მხოლოდ სითი მოლში ექსკლუზიური ფასდაკლებები, საჩუქრები და უამრავი სიურპრიზი დაგხვდებათ!

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:47

პოლიტიკა

პრემიერი ნიკა მელიასა და მამამისზე: რატომ აწვალებს ამ კაცს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობაზე - საკუთარ მშობელს რომ არ უფრთხილდება, როგორ გაუფრთხილდება სხვების შვილებს, მშობლებს, ოჯახის წევრებს?

„ნიკა მელია არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ზონდერი, უინტელექტო კაცი, რომელმაც, სახელმწიფოს წინააღმდეგ, უბინძურეს პროვოკაციაში მიიღო მონაწილეობა - კაცი, რომელიც პარლამენტში შენობაში შეჭრისკენ მოუწოდებდა და აორგანიზებდა პოლიციელების, სპეცრაზმელების წინააღმდეგ აგრესიულ, კრიმინალების ბრბოს. ასეთი კაცი დღეს თბილისის მერობის კანდიდატია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტს მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამით დაზარალდება მოსახლეობა

ჩვენ გვახსოვს 2012-2014 წლებში, როგორ იყენებდა მაშინდელი გამგებლის პოზიციებს „ნაციონალური მოძრაობა“ საბოტაჟისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის ინტერესებს აზიანებდა. ამის მაგალითი იყო გიგი უგულავა, რომელიც არც ინფრასტრუქტურას უვლიდა, არაფერს აღარ აკეთებდა და მთელი ქალაქის განკუთვნილი ბიუჯეტი საკუთარი პარტიული აქტივის დასაქმებისკენ მიმართა - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი 2021, 16:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ქართულ ოცნებას“ ბაღდათში ღირსეული კანდიდატი ჰყავს, კახა ენუქიძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ბაღდათში ვიზიტის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და პარტიას ბაღდათში საკმაოდ ღირსეული კანდიდატი ჰყავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:29

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ხაზარაძე იყო სააკაშვილის კრიმინალური დავალებების მოსამსახურე - ბიზნესების დატერორების, ქონებების წართმევისა და, შემდეგ, ბანკის ტრანზაქციების გატარების უბადლო შემსრულებელი

„ხაზარაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს. ის ყოველთვის იყო სააკაშვილის ერთგული მსახური“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძეს საზოგადოებამ სათანადოდაც უპასუხა და არჩევნებზე, 2%-ზე მეტი არ ერგო.

ირაკლი ღარიბაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 16:23

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გვახსოვს, როგორ არჩევნებს ატარებდა სააკაშვილი, ადგილი ჰქონდა მანიპულაციას, ძალადობასა და აგრესიას

„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნები არის სანიმუშო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩატარებული არჩევნები გაიხსენა და განაცხადა, რომ ათასობით ხმა ყალბდებოდა და სპეციალური სქემით საარჩევნო ყუთებში ყალბი ბიულეტენები იყრებოდა.