Imedi /  23 სექტემბერი 2021, 13:26 / სანდო წყარო

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რასაც ევროპის მოქალაქეები იღებენ

ეკატერინე ტიკარაძე; თამარ ბარკალაია

ეკატერინე ტიკარაძე;
თამარ ბარკალაია

სოციალური უფლებებისა და სოციალური მომსახურების მიწოდების პროცესის გაუმჯობესების, ასევე შრომითი უფლებების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის ხელშეწყობის მიზნით ევროპის საბჭო ახალ პროექტს - „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“, იწყებს.

პროექტის ონლაინ პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში დღეს გაიმართა. ღონისძიება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების დირექტორმა ქრისტოფ პუარელმა გახსნა. მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„სახელმწიფომ უკანასკნელი წლების განმავლობაში რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და რეფორმები განახორციელა, განსაკუთრებით კი, შრომითი უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, თავიდანვე ცხადი გახდა, საჭირო იყო დამატებით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი პრაქტიკაში განხორციელება. 2013 წლის ე.წ. პირველ ტალღას მოჰყვა 2019 წლის 19 თებერვალს ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა დამსაქმებლის ვალდებულება, დაიცვას პირთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი და დაზუსტდა შევიწროებისა და სექსუალური შევიწროების ცნებები არსებულ კანონმდებლობაში და სხვა.

ეს იყო პირველი ეტაპი სახელმწიფოს მხრიდან შეესრულებინა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, რასაც გაგრძელება მოჰყვა და 2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებმა მოიცვა შრომის სამართალს მიკუთვნებული ყველა დირექტივის მოთხოვნა. უკანასკნელი ცვლილებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შრომით უფლებებს და ქმნის არა მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაცვის, არამედ სათანადოდ აღსრულების გარანტიებს, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი, აღმასრულებელი უწყების შრომის ინსპექციის შექმნას.

გარდა ამისა, საქართველო როგორც ევროპის სოციალური ქარტიის წევრი ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომ იბრძოლებს ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. საქართველოს მიერ ამჟამად რატიფიცირებულია „ევროპის სოციალური ქარტიის“ მე-19 მუხლის, 63-ე პუნქტი, რითაც სახელმწიფომ აიღო მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, უმაღლესი და პროფესიული განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებთან და სხვა უფლებებთან.

ყველა ის მიმართულება, რასაც ევროპის საბჭოს ახალი პროექტი ისახავს მიზნად, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის, ვინაიდან შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ამ პროცესის უაღრესად აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. დასასრულს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სახელმწიფო სისტემურად მიუდგა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს და ყოველდღიურად ძალიან აქტიური ნაბიჯებს დგამს შრომის უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების განმტკიცების მიმართულებით. ბუნებრივია, ყოველივე აღნიშნული არ გვაძლევს მოდუნებისა და თვითკმაყოფილების საშუალებას. ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ამ პროცესს სჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში ღირსეულად და სათანადოდ იყოს დაცული შრომის უფლებები, შეიქმნას უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, რაც თავის მხრივ წარმოადგენს შრომის პროდუქტიულობის ამაღლებისა და ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საფუძველს. შრომის პროდუქტიულობის ამაღლება და შესაბამისი გარემო ნამდვილად არის როგორც დასაქმებულების, ისე ბიზნესის კეთილდღეობის მყარი გარანტი.

ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ყოველივე ამის პარალელურად გვაქვს საკმაოდ ამბიციური წამოწყება, რაც გულისხმობს საქართველოში სოციალური კოდექსის შემუშავებას. ამასთან მიმართებაში ევროკავშირის ქვეყნებისა და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან მოვა ისეთ თანხვედრაში, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვცემს ჩვენი მოქალაქეებს სრულ დაცულობასა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უმაღლეს ხარისხში იქნება აყვანილი.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ აქტიური ჩართულობისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის და ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ, დავაფიქსირო მზაობა - მაქსიმალურად მოხდეს თითოეული პუნქტისა და საჭიროების დაახლოება ევროპულ კანონმდებლობასთან, ევროპული ოჯახის ხედვებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველო შეძლებს, ყველაფრის ისე აღსრულებას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან იმ სიკეთის მიმღები, რომელსაც ევროპელი მოქალაქე იღებს“ , - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ყველა სიახლე

ნატალია გავრილიცა

22 ოქტომბერი 2021, 18:09

მსოფლიო

ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

ენერგოკრიზისის ფონზე, მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. მანამდე, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვში ენერგოკომპანია „გაზპრომთან“ გაზის შეძენის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებული არ არის, რომ ხელისუფლება შეთანხმების მიღწევას შეძლებს.

დავით სერგეენკო

22 ოქტომბერი 2021, 17:59

პოლიტიკა

დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილზე: ადამიანურად და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მოვუწოდებდი, რომ შიმშილობას თავი დაანებოს - არ მგონია, ამან არჩევნების მეორე ტურზე რაიმე გავლენა იქონიოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. მისი შეფასებით, მისი შიმშილობა არჩევნების მეორე ტურზე რაიმე გავლენას ვერ იქონიებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:53

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 10-მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში ძველ ბათუმში ავარიული სახლების რეაბილიტაციას დავიწყებთ

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველ ბათუმში 20-30 ლოკაციაა, სადაც შენობებს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებათ. მისი თქმით, 10 მილიონი ლარის დაფინანსების ფარგლებში ამ შენობების რეაბილიტაცია ეტაპობრივად დაიწყება.

დავით სერგეენკო

22 ოქტომბერი 2021, 17:52

პოლიტიკა

დავით სერგეენკო სააკაშვილზე: ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს

ქვეყანაში ექსპრეზიდენტის ასეთი გზით შემოსვლა ყურადღებას იმსახურებს და არჩევნების წინა დღეს მისმა ჩამოსვლამ გადაწყვეტილებების მიღებაში გარკვეული დისონანსი შეიტანა, თუმცა საბოლოო ჯამში ეს არაა ის ფაქტორი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკური სივრცე უნდა შეცვალოს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:43

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: დღეიდან დავიწყებთ საბინაო ფონდის გამოყენებას, რომ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები 630-ზე მეტი ოჯახი დავაკმაყოფილოთ

დღეიდან უკვე დავიწყებთ საბინაო ფონდის გამოყენებას, რომ ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებზე მცხოვრები ადამიანები დავაკმაყოფილოთ. ეს იქნება 630-ზე მეტი ოჯახი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკემ რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:38

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე ავარიულ სახლებზე: დღეიდან ყველა შესაბამისმა უწყებამ მიიღო დავალება და არსებული ფონდით უკვე 600 ოჯახს დასრულებულ, გარემონტებულ ბინას შევთავაზებთ

„არსებული ავარიული სახლებიდან 99%-ის რეაბილიტაცია ან მათი გამაგრებითი სამუშაოები შეუძლებელია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიდგომები იქნება ისე, როგორც ეს ესაჭიროება ამ კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკემ რიჟვაძემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.

22 ოქტომბერი 2021, 17:37

COVID19

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა 5-11 წლის ბავშვებში კორონავირუსის წინააღმდეგ 90.7%-ით ეფექტურია. აღნიშნულ მონაცემებს კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.

22 ოქტომბერი 2021, 17:33

კულტურა

არემჯის მხარდაჭერით, მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნი გამოიცა

თურმანი - ასე ეწოდება მე-20 საუკუნის მოდერნისტი მწერლის, ბასილ მელიქიშვილის წიგნს, რომელიც მის შემოქმედებას, გასულ საუკუნეში გამოქვეყნებულ და დღემდე უცნობ ნაწარმოებებს აერთიანებს.

თორნიკე რიჟვაძე

22 ოქტომბერი 2021, 17:31

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: 2025 წლისთვის ავარიული სახლების პრობლემა ბათუმში სრულად უნდა აღმოვფხვრათ

უკვე რამდენიმე წელია, რაც დავიწყეთ ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის პრობლემის მოგვარება. თუმცა ეს იყო ლოკალური, მუნიციპალური პროგრამა. ავარიული სახლების რაოდენობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ პროგრამას მიეცეს სამთავრობო პროგრამის სახე შესაბამისი დაფინანსებით, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ფლორანს პარლი

22 ოქტომბერი 2021, 17:22

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს

უფრო ძლიერი ევროპა ხელს შეუწყობს გაძლიერებულ და უფრო მდგრად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ფლორანს პარლიმ ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

ლევან ქარუმიძე

22 ოქტომბერი 2021, 17:17

პოლიტიკა

ლევან ქარუმიძე: ათენში ვიზიტისას, პარტნიორებს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები გავაცანით

ათენში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი დღეს დასრულდება. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან ქარუმიძემ „ქრონიკასთან“ ვიზიტის შედეგები შეაფასა. „სრულდება ვიზიტი საბერძნეთში. გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრები ჩვენს პარტნიორებთან. ათენში გამართულ შეხვედრებზე დეტალურად ვისაუბრეთ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე“, - აღნიშნა ქარუმიძემ.

მიხეილ დუნდუა

22 ოქტომბერი 2021, 17:13

ეკონომიკა

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე

SolAbility-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მიღებული შედეგი, ქვეყანას, მთავრობას აძლევს მოტივაციას, ყველა რეფორმა მიიყვანოს ბოლომდე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის შეფასებისას, რომელიც ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა. მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ამ ინდექსში.

22 ოქტომბერი 2021, 17:05

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა

კოვიდსიტუაციის გაუარესების ფონზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში, სკოლები 2 კვირით დაიხურა. ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 614 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 ოქტომბერი 2021, 16:58

სპორტი

ლუკა კურტანიძე, რომელიც ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანთა შორის, საქართველოში დაბრუნდა

ქართველი მოჭიდავე, ლუკა კურტანიძე, რომელიც, საბერძნეთში, ზედიზედ მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანთა შორის, სამშობლოში დაბრუნდა. ქალაქ ლუტრაკში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

22 ოქტომბერი 2021, 16:51

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.

22 ოქტომბერი 2021, 16:46

რეგიონი

National Geographic Traveller აჭარაზე: აქ ყველაფერია ბუნების მოყვარულთათვის

„საქართველოს ზღვისპირა და მთიანი რეგიონი აჭარა მდიდარი ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა“ - ასე იწყებს აჭარაზე მომზადებულ სტატიას National Geographic Traveller-ის ბრიტანული გამოცემა. სტატიაში, რომელსაც მილიონობით მკითხველი ეცნობა, საუბარია აჭარის ეკოტურისტულ შესაძლებლობებსა და იუნესკოს მიერ აღიარებულ ეროვნულ პარკებზე.

22 ოქტომბერი 2021, 16:44

კულტურა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ლია შველიძის გამოფენა გაიხსნა

20 ნოემბრის ჩათვლით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ხელოვან ლია შველიძის ნამუშევრებს მასპინძლობს. ნამუშევრების სერია „მზერის“ („The Gaze”) სათაურით ერთიანდება.

22 ოქტომბერი 2021, 16:39

ეკონომიკა

EFSE და TBC ლიზინგი აერთიანებენ ძალებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის მხარდასაჭერად

ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.

22 ოქტომბერი 2021, 16:21

საზოგადოება

თიბისი ახალგაზრდული Eurobest 2021-ის მხარდამჭერია

23-26 ოქტომბერს საქართველოში ახალგაზრდული „ევრობესთის“ ადგილობრივი შეჯიბრება ჩატარდება. კონკურსში ორი ადამიანისგან დაკომპლექტებულ გუნდებს შეუძლიათ მონაწილეობა. სავალდებულოა, რომ გუნდის ორივე მონაწილე წარმოადგენდეს კრეატიულ სფეროს. გუნდების წევრთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

22 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი იყო.