24 სექტემბერი 2021, 11:24 / სანდო წყარო

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, $15-მილიონიანი სესხით დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

პროქტი დაეხმარება საქართველოს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაახლოებით 700,000 დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში. სესხს აფინანსებს ADB-ის აზია-წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის $9 მილიარდიანი პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის განვითარებად წევრ ქვეყნებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სწრაფ და მიუკერძოებელ დახმარებას სთავაზობს.

„ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია COVID-19-ის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად. ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ.

საქართველოს მთავრობის მიზანია, 2021 წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ანუ 1.7 მილიონი ადამიანის აცრა. ADB-ის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის აცრას გახდის შესაძლებელს, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს. მთავრობის ვაქცინაციის პროგრამის პრიორიტეტია ჯანდაცვის მუშაკები, ხანგრძლივი მოვლის ცენტრების ბინადრები და მომსახურე პერსონალი, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და პირველადი სერვისების მომწოდებლები.

ADB-ის დახმარება ასევე გააძლიერებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაძლებლობებს ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცის პროგრამის განხორციელებაში. ჯანდაცვის მუშაკებისა და ვაქცინაციის პერსონალი გადამზადდება გენდერულ საკითხებზე. გენდერის თემა ასევე ჩართული იქნება მობილური ამცრელი ჯგუფების საკომუნიკაციო გეგმებსა და გზამკვლევებში ქალებსა და სხვა მარგინალიზებულ ჯგუფებთან წვდომის გასაუმჯობესებლად.

ახლადდამტკიცებული პროექტი ADB-ის მიერ საქართველოს COVID-19-ის საპასუხოდ გაწეული დახმარების კიდევ ერთი საფეხურია. ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100-მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად. $200-მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5-მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად.

საქართველო ADB-ის წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ, ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამი 3.92 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ტექნიკური დახმარების პროექტები 28.9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობისაა. საქართველოში ADB-ის განვითარების მთავარ პრიორიტეტებს შორისაა ვაჭრობის გაფართოება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და სიღარიბის დამარცხება ეკონომიკური დერეფნების განვითარების გზით.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ყველა სიახლე

გოგა ხაინდრავა

24 ოქტომბერი 2021, 00:55

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: სააკაშვილი რუსულ თამაშს ვეღარ ითამაშებს, აწი თუ ითამაშებს, მხოლოდ დომინოს

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია. მისი თქმით, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აწყობს და სჭირდება არეულობა უკრაინასა და საქართველოში, სადაც დესტაბილიზაციის ფაქტორია საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

გოგა ხაინდარავა

24 ოქტომბერი 2021, 00:53

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ძალიან კარგი დროა, რომ კოჰაბიტაციაც დამთავრდეს და ჩვენი ქვეყანა წავიდეს საკუთარი გზით, ვფიქრობ, ამისთვის ირაკლი ღარიბაშვილი სწორად დგამს პირველ ნაბიჯებს

„კოჰაბიტაცია იყო მოგონილი, ფოტიგებისა და მისნაირების მიერ შემოგდებული თემა. ძალიან კარგი დროა, რომ კოჰაბიტაციაც დამთავრდეს და ჩვენი ქვეყანა წავიდეს საკუთარი გზით, არა იმ გზით, რომელზეც სხვები, მარჯვნიდან, მარცხნიდან, უკნიდან თუ წინიდან გვეუბნებიან, მიგვითითებენ“, - განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“.

გოგა ხაინდრავა

24 ოქტომბერი 2021, 00:31

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ოპოზიცია არ ემზადება არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან მეორე დღისთვის

„ის, რომ სააკაშვილი მაცივარში აღმოჩნდა არ არის სააკაშვილის მოფიქრებული. სააკაშვილი ნებაყოფლობით მაცივარში არასოდეს ჩაჯდებოდა. ის დაარწმუნეს, რომ მაცივარში ყველთან ერთად უნდა ყოფილიყო. ადრე ქინძი იყო, ახლა ყველი გახდა. ეს იყო ვოიაჟი, რომელიც წუთობრივად იყო დაგეგმილი და საკმაოდ საინტერესოდ ჩატარებული. ესენი არ ემზადებიან არჩევნებისთვის, ესენი ემზადებიან მეორე დღისთვის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მამუკა არეშიძე

24 ოქტომბერი 2021, 00:24

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: ბევრი რამ საზოგადოების იმ წევრებზეა დამოკიდებული, რომელთაც სიტყვა ეთქმით - ჩვენ შეგვიძლია, ეს ქვეყანა ისევ სახელმწიფოდ ვაქციოთ

მედია შეგნებულად ქმნის პოლარიზებულ სივრცეს ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ძალიან რთულია გაარღვიო ის მოჯადოებული წრე და კედელი, რომელიც არსებობს, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“. განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ბევრი რამ საზოგადოების იმ წევრებზეა დამოკიდებული, რომელთაც სიტყვა ეთქმით - Ჩვენ შეგვიძლია, ეს ქვეყანა ისევ სახელმწიფოდ ვაქციოთ.

გოგა ხაინდრავა

24 ოქტომბერი 2021, 00:21

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ვითომ მედიები, საროსკიპოები, რატომღაც ჰგონიათ, რომ ეჭიდავებიან ივანიშვილს, რეალურად კი ანგრევენ ქვეყანას, თავისი შვილების მომავალს

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი რადიკალურად განწყობილი მედიაა. მისი თქმით, ეს ვითომ მედიები, საროსკიპოები, რომლებიც ანგრევენ ქვეყანას, რეალურად გონიერ ადამიანებში ამაგრებენ „ქართული ოცნების“ პოზიციას.

გოგა ხაინდრავა

24 ოქტომბერი 2021, 00:20

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: კუბილიუსების, ფოტიგების, ბრაიზების მეგობრობა კარგად გამოჩნდა ბათუმის ტრაგედიის შემდეგ - არგენტინის პრეზიდენტმაც კი მოგვისამძიმრა და მათ არც გახსენებიათ, რომ საქართველოს მეგობრები არიან

არ არის სერიოზული მეთიუ ბრაიზების განცხადებები. გვესმის განცხადებები, თითქოს მაგათ გარდა ევროკავშირსა და ამერიკაში მობეზრდათ საქართველო, თურმე მარტო ამათ ახსოვთ. როგორ ახსოვთ საქართველო და როგორი მეგობრები არიან, მე დავასკვენი ბათუმის ტრაგედიის მერე, როდესაც არგენტინის პრეზიდენტმაც გამოგვიგზავნა სამძიმარი და არც ერთმა ამ „მეგობარმა“, არც კუბილიუსმა, არც ფოტიგამ, არც მეთიუ ბრაიზამ, არც რინკევიჩსმა გაიხსენა საქართველო. ისინი არ არიან მეგობრები. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

23 ოქტომბერი 2021, 23:59

რეგიონი

ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელებლების მოძრაობა აღდგა

ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებელებლების მოძრაობა აღდგა, - ამ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დაახლოებით 35 წუთში დაიძვრება თბილისი-ბათუმის, ხოლო 45 წუთში თბილისი-ფოთის მატარებლები.

გოგა ხაინდრავა

23 ოქტომბერი 2021, 23:57

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ბუნდესტაგში არჩევნები მოიგო პარტიამ, რომელმაც 29% აიღო, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47% და 64 რეგიონიდან 44-ში გაიმარჯვა

ჩვენი მთავარი საფრთხეები არის გარე საფრთხეები, ჩვენ შიგნით საფრთხე პრაქტიკულად არ გაქვს - ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სექტა ჰყავს, რომელიც არც გაზრდილა და არც შემცირებულა.

მამუკა არეშიძე

23 ოქტომბერი 2021, 23:51

პოლიტიკა

მამუკა არეშიძე: პოლიტიკური იწილო-ბიწილოს გამო, ოკუპირებულ რეგიონებში განვითარებული მოვლენები ყურადღების მიღმაა, მაგალითად გალში ქართული სკოლების საბოლოოდ დახურვა

კოჰაბიტაციის უმახინჯესმა ფორმამ და ბევრმა სხვა ნიუანსმა, ასევე იმან, რომ საბოლოო ჯამში სამართლიანობა არ აღდგა, მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ორიენტირებულია ამ „პოლიტიკური იწილო-ბიწილოს“ თემაზე, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

23 ოქტომბერი 2021, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: არანაირი კატასტროფული შედეგები არ დამდგარა - არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ თითქმის ნახევარი, 47-48% მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“

„არანაირი კატასტროფული შედეგები არ დამდგარა - არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ თითქმის ნახევარი, 47-48% მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდით, ეს რომ 47-48% კი არა, 41-43% ყოფილიყო“ , - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი რუხაძე

23 ოქტომბერი 2021, 23:24

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: მელიას ამბიცია ის კი არაა, რომ მერი იყოს, არამედ ის, თუ როგორ მოიყვანოს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სათავეში

„თბილისში, არჩევნების მეორე ტურზე, ერთ მხარესაა კახი კალაძე, რომელიც, მე თუ მკითხავთ, ძალიან კარგი მერი იყო, უამრავი კარგი რამ გააკეთა და მეორე მხარესაა მელია. მელია რომ იყოს რომელიმე სხვა, ნორმალური პარტიის წარმომადგენელი, შეიძლება, მე კალაძე მომწონდეს ან არ მომწონდეს, მაგრამ იმის შიში არ მექნებოდა, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია“, - განაცხადა „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

ირაკლი რუხაძე

23 ოქტომბერი 2021, 23:20

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: კოალიციური მთავრობის ის ვარიაცია, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის დამღუპველი იქნება

ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის ის ვარიაცია, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის დამღუპველი იქნება. ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჩვენ დღეს კოალიციური მთავრობა არ გვჭირდება.

ირაკლი რუხაძე

23 ოქტომბერი 2021, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: 3 ათასამდე ოპოზიციური დამკვირვებელი იყო და ყველა მათგანმა თქვა, რომ ნორმალურად ჩატარდა არჩევნები - ვისაც ხალხი აირჩევს, ის უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, ეს არის დემოკრატია და არა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ

ვისაც ხალხი აირჩევს, ის უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, ეს არის დემოკრატია და არა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი live“-ში ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

23 ოქტომბერი 2021, 23:12

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ ლეღვის ფოთლებივით აქვს აფარებული პატარა პარტიები, რათა არ გამოჩნდეს, როგორი შიშვლები არიან

მხოლოდ ერთ კაცს ეკუთვნოდა ყველა ტელევიზია. დღეს მიდის საუბრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და უყვებიან რა საშინელება ხდება ქართულ მედიაში. წარმოიდგინეთ რა ხდებოდა მაშინ, ერთ ადამიანს ეკუთვნოდა ყველა ტელევიზია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედი live“-ში ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.

ირაკლი რუხაძე

23 ოქტომბერი 2021, 23:10

პოლიტიკა

ირაკლი რუხაძე: დიდი პრობლემა, რომელსაც ეს ქვეყანა ვერ გაექცა, არის ის, რომ ჩვენ გვყავს „ნაციონალური მოძრაობა“ - მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს კატასტროფა მოახდინა, ბოლო 9 წელია არიან როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია და ცდილობენ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რაც ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იქნება. ყველაზე დიდი ამოცანა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ეს არის, რომ არ დავუშვათ დესტრუქციული და კრიმინალური ძალის უკან დაბრუნება“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

ანრი ოხანაშვილი

23 ოქტომბერი 2021, 22:48

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რომელი უფრო სწორია, „გაერთიანებული ოპოზიცია“ თუ, „ჭეშმარიტ ნაცთა ერთობა”?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ წერს და განმარტავს, რეალურად რატომ გაერთიანდნენ ერთი პოლიტიკური ქოლგის ქვეშ ეს პოლიტიკოსები.

არჩილ ჩიქოვანი

23 ოქტომბერი 2021, 22:31

პოლიტიკა

არჩილ ჩიქოვანი: მჯერა, რომ ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოში ბათუმის ევროპულ მომავალს ექნება მხარდაჭერა

ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, რა კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს წარმოდგენილი ბათუმის საკრებულო, „ქართული ოცნება“ დაგეგმილ რეფორმებს მაინც განახორციელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე ახლად არჩეული ბათუმის საკრებულოს შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ილაპარაკა.

არჩილ ჩიქოვანი

23 ოქტომბერი 2021, 22:12

პოლიტიკა

არჩილ ჩიქოვანი: ჩვენი ხედვა და მოქალაქეების ჩართულობა გვაძლევს იმედს, რომ არჩევნების მეორე ტურში ბათუმში აბსოლუტურ მხარდაჭერას მივიღებთ

ბათუმის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში ელექტორატის აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი აქვს. მან „ქრონიკაში“ ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ ვერ დასრულდა პირველივე ტურში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

რატი ბრეგაძე

23 ოქტომბერი 2021, 21:57

სამართალი

რატი ბრეგაძე: ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, - მის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. „მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრაზე საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე! ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ“, - წერსრატი ბრეგაძემ.

გიორგი კალანდარიშვილი

23 ოქტომბერი 2021, 21:48

პოლიტიკა

გიორგი კალანდარიშვილი: ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში

ისევე როგორს არჩევნების პირველ ტურში, საარჩევნო ადმინისტრაცია მეორე ტურშიც ყველაფერ გააკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისთვის სათანადო პირობები და უსაფრთხოება. ამომრჩეველს ექნება შესაძლებლობა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.