IMEDI /  06 ოქტომბერი 2021, 10:51 / სანდო წყარო

დღე-ღამეში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით,ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 830 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 594 669 , გარდაიცვალა 9 134 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

დავით მაღრაძე

24 ოქტომბერი 2021, 20:05

საზოგადოება

პარიზის წიგნის ფესტივალის ფორმატში, დღეს დავით მაღრაძის წიგნის - „ბარაქიანი მიწის“ ფრანგული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

,,დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის - ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმოსური იმედით. ამ ტექსტუალური და ეგზისტენციალური ტრანსფორმაციის ბოლოს გადაიშლება ბარაქიანი მიწა, რომელიც ხელახლა შედის ჰარმონიაში სიცოცხლესთან, მატერიის ფორმებთან და სულიერებასთან, წმინდასთან და თავისუფალთან“, - აღნიშნულია ვერონიკა ბერგენის რეცენზიაში.

მამუკა წოწერია

24 ოქტომბერი 2021, 19:32

რეგიონი

მამუკა წოწერია: მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება

მოსახლეობა ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების მუხრუჭი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატ, ანზორ მელიას მოუწოდა, რეალურად შეაფასოს ზუგდიდში არსებული ვითარება. წოწერიას აღნიშნა, რომ მის კონკურენტს სათანადო საარჩევნო კამპანიაც არ უწარმოებია.

24 ოქტომბერი 2021, 19:12

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნიკა გვარამიას მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაესაუბრება

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი გვარამიას დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით 25 ოქტომბერს გაესაუბრება.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 19:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი ლევან ანდრიაშვილია

თელავს სჭირდება განვითარება და ამისთვის საუკეთესო კანდიდატი არის ლევან ანდრიაშვილი, რომელიც 30 ოქტომბერს გამარჯვების შემდეგ თელავის ღირსეული მერი იქნება, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თელავში გამართული შეხვედრის შემდეგ.

ლევან ანდრიაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:36

პოლიტიკა

ლევან ანდრიაშვილი: 30 ოქტომბერს ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას

ზუსტად ვიცით, რომ 30 ოქტომბერს შევხვდებით გამარჯვებულები, ღირსეულად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დავუსვამთ გაურკვევლობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თელავის მერობის კანდიდატმა, ლევან ანდრიაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

24 ოქტომბერი 2021, 18:31

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თელავში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, უმრავლესობის წევრები ირაკლი ქადაგიშვილი, დავით სონღულაშვილი, დავით მათიკაშვილი, გელა სამხარაული, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში ირაკლი შიოშვილი, „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პლატონ კალმახელიძე.

24 ოქტომბერი 2021, 18:11

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე

გიორგი ბოტკოველი არის სააკაშვილის, მოძალადე, მწამებელი პარტიის სახე. აუპატიურებდნენ ადამიანებს და საშინელებებს სჩადიოდნენ. აი, ასეთი პარტიის სახეა ბოტკოველი და ძალიან დიდი სირცხვილია ამ ადამიანისთვის ხმის მიცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გივი სიხარულიძე

24 ოქტომბერი 2021, 18:06

რეგიონი

გივი სიხარულიძე: იოსებ ხახალეიშვილი ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, ვაჟკაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში

„მე არც „ოცნების“ წევრი ვარ, არც „ნაციონალების“, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ვარ „ოცნების“ მხარეს, რადგან აქ ქართული სული ტრიალებს. ქართველი ერის მიმართ სიყვარულია. მე არაფერი ლიბერალური არ მომწონს. ახლა მერად რომ ირჩევენ, ახალგაზრდა ბიჭია, იოსებ ხახალეიშვილი, მომწონს იმით, რომ ვიცი, ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი და ვიცი, რომ ვაჟკაცია, ვიცი, რომ კაცია, რომელიც ქართულ სულიერებას გააბრწყინებს თავის ქალაქში", - განაცხადა სიხარულიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 18:03

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში, ლევან ანდრიაშვილმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, თელავის მოსახლეობა ძალიან ბევრ პროგრესს მიიღებს, ამას მე პირადად ვპირდები

ჩვენ სრული მობილიზაცია გვაქვს გამოცხადებული, რომ არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში. უნდა გავიმარჯვოთ დიდი უპირატესობით, ლევანმა უნდა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, მე ამის მჯერა და ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობა და წინასწარი გამოკითხვების შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს თელავში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თელავში განუცხადა.

ნინო ლაცაბიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:44

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს „ნაციონალური მოძრაობაა“

„დღეს რუსთავში დაპირისპირება და ხელოვნურად შექმნილი მძიმე საარჩევნო ფონი თუ ვინმეს აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა - ადამიანების დაშინება, ზეწოლა, ფიზიკური შეურაცხყოფა და განსაკუთრებულად კარგად ეს ყოველთვის დავით კირკიტაძეს გამოსდიოდა. დღესაც წარმატებით აგრძელებს ამას რუსთავში. მთელი არჩევნების განმავლობაში მოვუწოდებდით, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მიეცათ რუსთაველებისთვის შესაძლებლობა მშვიდ გარემოში ჩაგვეტარებინა საარჩევნო კამპანია და მშვიდ გარემოში მივსულიყავით არჩევნებზე და მიგვეცა ხმა. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ერთი რამით არიან დაკავებულები - ეს არის დესტრუქცია, ტყუილზე აგებული საარჩევნო კამპანია და ამას აგრძელებენ დღესაც. 3 და 4 ადამიანი კი არა, ათასობით ადამიანი, ოჯახები იყვნენ რეპრესირებულები მათ დროს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ამაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც ძალადობის მეტი არაფერი უკეთებია და დღესაც ამას აგრძელებს“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან

მჯერა, რომ თელავი ხმას მისცემს პროგრესს, კეთილსინდისიერებას, მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებასა და კიდევ ერთხელ უარს ეტყვის ძალადობას, წამებასა და ყველა იმ დემაგოგიას, რომელიც მომდინარეობს სააკაშვილის პარტიისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:34

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რუსთავში მომხდარ დაპირისპირებაზე: სამწუხარო ფაქტია, მნიშვნელოვანია, 30 ოქტომბრამდე მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთავში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, სიმშვიდის შენარჩუნება.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 17:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უნდა დავივიწყოთ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, ჩავაბაროთ წარსულს და 30 ოქტომბრიდან გადავერთოთ საქმის კეთებაზე

„30 ოქტომბერს დასრულდება კიდევ ერთი, სამწუხაროდ, პოლარიზებული არჩევნები და 3 წელი არავითარი არჩევნები აღარ იქნება ქვეყანაში 2024 წლამდე. ეს გვაძლევს მშვიდი განვითარების საშუალებას. შემდეგი 3 წელი თავიდან ბოლომდე ამ ქვეყნის, ამ რეგიონის, თელავის განვითარებას დაეთმობა და ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც ამ კუთხისთვისა და მთლიანად ქვეყნისთვის არის აუცილებელი. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს - 12%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის პირველი მაჩვენებელი რეგიონის, ევროპის მასშტაბით. მთავარია, ეს ტემპი შევინარჩუნოთ, დანარჩენი ჩვენი საქმე შემდეგი 3 წლის განმავლობაში იქნება თავიდან ბოლომდე ქვეყანასა და ყველა რეგიონზე ზრუნვა. ეს არის ჩვენი დღის წესრიგი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება, ხალხი დაიღალა, ის არის მატყუარა კაცი, სიმულიანტობს

სააკაშვილის ეს მასკარადი და თეატრი 30 ოქტომბერს დასრულდება. ხალხი დაიღალა, სირცხვილია უბრალოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება პრივილეგირებული პატიმარი.

ირაკლი ღარიბაშვილი

24 ოქტომბერი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას - ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება

„მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინები, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში და ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ 2 მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც 3 თვეში. ეს მე ვფიქრობ, საკმაოდ ეფექტური შედეგია. ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ამერიკაში, არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია. ეს არის დეზინფორმაცია. ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პოლიციის მანქანა

24 ოქტომბერი 2021, 16:58

რეგიონი

სვანეთში დაკარგულ კაცს ეძებენ

გაუჩინარებული წალენჯიხის მკვიდრია. ოჯახის ინფორმაციით, ის მესტიის სოფელ ჭუბერში მდებარე ხის საამქროში მუშაობდა. კაცი საამქროდან სახლის მიმართულებით ერთი კვირის წინ წავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი დაიკარგა. ოჯახის ცნობით, კაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოებში ჩართული არიან სამართალდამცავები და სამაშველო ბრიგადები.

ნინო ლაცაბიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:57

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ ისეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში

დავით კირკიტაძემ იცის, რომ რუსთავს გარდაუვლად წააგებს, ნერვებმაც უმტყუნა და გადავიდნენ ისეთ მეთოდებზე, რომ პროვოკაციით შექმნან ამ ტიპის დაძაბული სიტუაცია რუსთაველებში. რუსთაველებს აპირისპირებს ერთმანეთს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, „ინტერპრესნიუსთან, „ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადების პასუხად.

24 ოქტომბერი 2021, 16:37

რეგიონი

ხათუნა ჟორდანია: მთელი საქართველო ღირებულებითი არჩევანის წინაშეა, მე უპირობოდ ვუჭერ მხარს იოსებ ხახალეიშვილს

„ქუთაისი ჩემი დედულეთია, მივეცი ჩემს თავს უფლება ჩამოვიდე და ასე ხმამაღლა დავუდგე გვერდით ბატონ სოსოს“, - ამის შესახებ ხათუნა ჟორდანიამ ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

24 ოქტომბერი 2021, 16:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თიანეთში გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაური, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში

„როგორც მოგეხსენებათ, 20 მუნიციპალიტეტში იმართება მეორე ტური. თიანეთში, სადაც ასევე მეორე ტური იმართება, ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული კანდიდატი ლევან წიკლაურის სახით, დარწმუნებული ვართ მის გამარჯვებაში. მას პირველ ტურშიც ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, აქედან გამომდინარე, არ გაუჭირდება მეორე ტურში არჩევნების მოგება. თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა ამომრჩევლისა და ჩვენი აქტივის მობილიზაცია. ზუსტად ამაზე გვქონდა დღეს საუბარი. მას შემდეგ, რაც ლევან წიკლაური გაიმარჯვებს 30 ოქტომბერს, ჩვენ უნდა გადავერთოთ თავიდან ბოლომდე იმ საქმეზე, რასაც თიანეთის განვითარება ჰქვია . ლევან წიკლაური ამ მუნიციპალიტეტში ყველაზე ღირსეული კანდიდატია და თიანეთის განვითარება ღირსეულ ხელში იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.