IMEDI /  07 ოქტომბერი 2021, 13:21 / სანდო წყარო

მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაუტარდეთ

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში, მეორე აცრა განსხვავებული ვაქცინით ჩაუტარდეთ.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, პირებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც დაიგეგმება ვაქცინაცია.

„გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე და ისინი ითხოვდნენ აცრას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად, მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციების თანახმად, განსხვავებული ვაქცინით აცრა დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ.

ამდენად, ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ განმეორებითი ვაქცინაცია იმ პირებისთვის, რომლებსაც ექნებათ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით. ვაქცინა შეიძლება იყოს „ფაიზერი“ ან ნებისმიერი სხვა, რომელსაც ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება, იღებს. ამისთვის პირებმა უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებებს და თან იქონიონ მიზნობრიობის, ანუ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის მიხედვითაც დაიგეგმება ვაქცინაცია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ყველა სიახლე

18 ოქტომბერი 2021, 10:28

თემა

მოხდება თუ არა პოლექსიტი და ევრომაიდანი ვარშავაში? პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის შიდა კანონები ევროპულზე პრიორიტეტულია

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა კანონმდებლობა ევროკავშირის კანონებზე პრიორიტეტულია. ბრიუსელში განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციას გააანალიზებენ. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ გადაწყვეტილების „საფასურად“, ვარშავამ ევროკავშირისგან ათობით მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება ვერ მიიღოს. როგორ წარმოიშვა ბოლო წლების ყველაზე სერიოზული კონფლიქტი ვარშავასა და ბრიუსელს შორის და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს? ამ კითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია. პოლონური ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეიძლება ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყოს. თუმცა ხელისუფლება, რომელმაც ამ საქმის განხილვა წამოიწყო, დარწმუნებულია, რომ პოლონეთის მომავალს ევროკავშირში არაფერი ემუქრება. ერთი მხრივ, ექსპერტები პოლონეთში მზარდ სამართლებრივ ქაოსზე საუბრობენ. მეორე მხრივ კი, ქვეყნის უდიდესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა დონალდ ტუსკმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ისინი, ვისაც სურს "ევროპული პოლონეთი" დაიცვას, ვარშავის ცენტრალურ მოედანზე უნდა გამოვიდნენ.

გიორგი ხელაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 10:25

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა

„მომდევნო სამი წელი ამ ასპექტში მნიშვნელოვანია და ოსტინის ვიზიტი საქართველოს მთავრობასა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობისთვის, სწორი მიმართულების განსასაზღვრად უნდა იქნას გამოყენებული“, - წერს ხელაშვილი.

18 ოქტომბერი 2021, 10:08

ეკონომიკა

დღეს, სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

სავაჭრო პალატის ორგანიზებით, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელზეც სლოვაკეთის ბიზნესდელეგაციას წარმოადგენენ მსხვილი სლოვაკური კომპანიები ენერგეტიკის, ტურიზმის (სათხილამურო კურორტები), ტელეკომუნიკაციების, საკვები პროდუქციის, სამედიცინო და ნანო ტექნოლოგიების სექტორებიდან.

18 ოქტომბერი 2021, 09:53

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

18 ოქტომბერი 2021, 09:29

თემა

არის თუ არა მერკელის წასვლა მაკრონისთვის შანსი? შეძლებს თუ არა საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზინდეტი ევროპის ლიდერი გახდეს?

ანგელა მერკელი თანამდებობას 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მას "თავისუფალი მსოფლიოს კანცლერს", ევროპის ლიდერსა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს - "ლიბერალური დასავლეთის უკანასკნელ დამცველსაც" კი უწოდებდნენ. თუმცა ევროპულ პოლიტიკაზე არანაკლები გავლენა ჰქონდა საფრანგეთს. ახლა, როდესაც მერკელი ხელისუფლებაში აღარ არის, ემანუელ მაკრონს შანსი გამოუჩნდა. რამდენად დიდია ალბათობა, რომ საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ევროპის ლიდერობას შეძლებს, ამას პასუხი BBC-მ გასცა.

ჯუანშერ ბურჭულაძე

18 ოქტომბერი 2021, 09:08

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ლოიდ ოსტინის ვიზიტი ისტორიულია და ეს არის ძალიან ნათელი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ

დღეს დაიწყო მაღალი დონის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ამერიკელი კოლეგის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

კელი დეგნანი

18 ოქტომბერი 2021, 08:45

პოლიტიკა

კელი დეგნანი: ლოიდ ოსტინის ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“, - განაცხადა დეგნანმა.

18 ოქტომბერი 2021, 08:25

საზოგადოება

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გარეკახეთის, დოესის, ავლიპ ზურაბიშვილის, კოშკოვანის, ნოსირის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის, ძევერის, კობარეთის, აწყურისა და კასპის ქუჩების მოსახლეობას.

18 ოქტომბერი 2021, 08:03

ეკონომიკა

დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის შემაჯამებელი განხილვა გაიმართება

ამით ბიუჯეტის საკომიტეტო განხილვები დასრულდება და პროცედურის მიხედვით, პროექტი საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:37

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია. ვიდეო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში დილის 06:00 საათზე ჩამოფრინდა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:27

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს

აშშ მტკიცედ განწყობილია, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინი

18 ოქტომბერი 2021, 06:17

პოლიტიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში ჩამოვიდა. ლოიდ ოსტინი თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

ანტონიო გუტერეში

18 ოქტომბერი 2021, 05:39

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში: ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს

ვაქცინის გავრცელების უთანასწორობა კორონავირუსის ვარიანტებს განვითარების საშუალებას აძლევს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

ენტონი ბლინკენი

18 ოქტომბერი 2021, 05:05

მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ყატარის საგარეო საქმეთა მინისტრთან ავღანეთში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 03:43

მსოფლიო

ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გეირ პედერსენი

18 ოქტომბერი 2021, 03:30

მსოფლიო

სირიის მთავრობა და ოპოზიცია ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ

სირიის საკითხზე გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, გეირ პედერსენმა განაცხადა, რომ სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის თანათავმჯდომარეები ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე შეთანხმდნენ.

ნიკოლა დე ბუიან დე ლაკოსტი

18 ოქტომბერი 2021, 03:05

მსოფლიო

AFP: ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა

ბელარუსის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, საფრანგეთის ელჩმა ბელარუსი დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 02:42

პოლიტიკა

პენტაგონი: საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა

საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ხაზს გაუსვამს იმას, რომ ნატოს კარი ღიაა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

18 ოქტომბერი 2021, 00:51

ტაბლოიდი

ბრიტანელმა ჰარი პოტერმა აუქციონზე „ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემა გაყიდა

წიგნი პოტერს მისმა მამამ, დევიდ ჯეიმს პოტერმა აჩუქა. დიდი ხნის განმავლობაში ოჯახი წიგნს გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს. ჰარი პოტერი გაყიდვების მენეჯერად მუშაობს და აცხადებს, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში უწევს სხვებს აუხსნას, რომ ეს მისი ნამდვილი სახელი და გვარია.

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი

18 ოქტომბერი 2021, 00:28

ტაბლოიდი

მეგან ფოქსი ქმარს დაშორდა

მეგან ფოქსი მსახიობ ბრაიან ოსტინ გრინს დაშორდა. წყვილმა განქორწინების საბუთებს ხელი უკვე მოაწერა, რითაც, 11 წლიანი ოფიციალური ურთიერთობა დაასრულა. მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ - ყველაზე უფროსი 9 წლისაა, შუათანა 7-ის, უმცროსი კი 5 წლის.