12 ოქტომბერი 2021, 15:06 / სანდო წყარო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ვაქცინაცია განიხილა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ჰოსპიტალური სექტორის მზაობა და ვაქცინაცია განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ვაქცინაციის ტემპის გაზრდას, ისე მოქმედი რეგულაციების აღსრულებას - სოციალური დისტანციის დაცვასა და პირბადის ტარებას, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში.

აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, იწყება ვაქცინაციის მარათონი რეგიონებში. ამ მიზნით, მობილური ბრიგადები იგზავნება სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს მათ სერვისი ადგილზე მიაწოდონ.

დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზით, აცრილია მილიონზე მეტი მოქალაქე, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 879 630 პირი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.

ამასთან, როგორც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა ე.წ. ბუსტერ დოზის გამოყენება 50 წლის ასაკის შემდგომ და იმ პირებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. სრულად ვაქცინირებულ პირებს, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში, შეუძლიათ ბუსტერ დოზის გაკეთება „ფაიზერით“, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ხოლო „ასტრაზენეკათი“ ბუსტერ დოზა არ კეთდება. იმ პირებს, რომელთაც ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ „ასტრაზენეკათი“, ბუსტერ დოზის სახით „ფაიზერის“ გაკეთების შესაძლებლობა მიეცემათ.

გარდა ამისა, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ აცრილ მოქალაქეებს, სასწავლო თუ საქმიანი ვიზიტის მიზნებიდან გამომდინარე, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან 28 დღის შემდეგ, ეძლევათ დამატებითი ვაქცინაციის ჩატარების შესაძლებლობა „ფაიზერით“, იმ ქვეყნის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სადაც ისინი მიემგზავრებიან. ამისთვის, საჭირო იქნება ამცრელ დაწესებულებაში მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა და მიზნობრიობის დასაბუთება. ასევე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვებია 12 წლიდან ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, გაუფრთხილდნენ საკუთარ და ახლობელთა ჯანმრთელობას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 640 358 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 603 995 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 306 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 71 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 749 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 616 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ყველა სიახლე

20 ოქტომბერი 2021, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.11%-ს შეადგენს

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 675 771 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 619 258, გარდაიცვალა 9 588 პაციენტი.

20 ოქტომბერი 2021, 10:43

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 42 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

20 ოქტომბერი 2021, 10:42

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 5219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2348 პაციენტი.

20 ოქტომბერი 2021, 10:33

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე ევროპის საბჭოს პროექტის მმართველი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის მეშვიდე შეხვედრაში.

მარინა ენდელაძე

20 ოქტომბერი 2021, 10:30

COVID19

მარინა ენდელაძე: კოვიდის წინა ტალღებზე უფრო მეტი მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა - ეს ვაქცინაციის შედეგია

„ახლა ძალიან ბევრი კოვიდინფიცირებული პაციენტია და ვფიქრობ, ეს უკვე მეხუთე ტალღაა. წინა ტალღებზე, ამ რაოდენობის პაციენტებში უფრო მეტი ძალიან მძიმე პაციენტი იყო, ვიდრე ახლა და ვფიქრობ, ეს ვაქცინაციის შედეგია“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

20 ოქტომბერი 2021, 10:28

ტექნოლოგიები

The Verge: Facebook-ი სახელწოდების შეცვლას გეგმავს

The Verge-ის მონაცემებით, ახალი სახელწოდება შესაძლოა უკავშირდებოდეს Horizon-ს - Facebook-ის ახალ აპლიკაციას, რომელიც ვირტუალურ ოფისებში მუშაობისთვის გამოიყენება. კომპანიაში სახელწოდების შეცვლის შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

20 ოქტომბერი 2021, 10:27

სპორტი

Australian Open-ის მონაწილე ყველა ჩოგბურთელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი

Australian Open-ის მონაწილე ყველა ჩოგბურთელი ორჯერადად უნდა იყოს აცრილი. ამის შესახებ ავსტრალიის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და კულტურული მრავალფეროვნების მინისტრმა, ალექს ჰოუკმა განაცხადა.

ანდრიუს კუბილიუსი

20 ოქტომბერი 2021, 10:21

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი სააკაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე: ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს

როდესაც მე ვესაუბრე „ქართულ ოცნებას“, აღვნიშნე, რომ მათ ძალიან მალე მოუწევდათ მარტივი კითხვისთვის პასუხის გაცემა, როდესაც პოლიტიკოსები ბრიუსელში დაიწყებდნენ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ვითარების შედარებას იმასთან, რაც მოხდა უკრაინაში იანუკოვიჩის დროს ტიმოშენკოსთან მიმართებით. რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ეს განსხვავებული ისტორიებია და მათ განსხვავებული ლეგალური მახასიათებლები აქვთ, მაგრამ ბრიუსელში, პირველ რიგში, საკითხი ეხება აღქმებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 10:00

მსოფლიო

სირიის დედაქალაქში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა

სირიის დედაქალაქ დამასკოში სამხედრო ძალების ავტობუსი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 ოქტომბერი 2021, 09:44

საზოგადოება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი, რომ რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა „ფეიკ ნიუსია“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს - ე.წ. ფეიკ ნიუსს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რამდენიმე სკოლა მერხებისა და სკამების გარეშე დარჩა. „იმედინიუსი“ განათლების სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

20 ოქტომბერი 2021, 09:31

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ოქტომბერს ქუთაისში წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

20 ოქტომბერი 2021, 09:11

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 ოქტომბერი 2021, 08:59

მსოფლიო

იაპონიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო განგაშის მე-3 დონე გამოცხადდა

იაპონიაში კუნძულ კიუსიუზე ვულკანი ასო ამოიფრქვა, - ინფორმაციას Reuters იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

20 ოქტომბერი 2021, 08:49

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტზე: ერთადერთი მიზანი ამ ფარსისა, შეიძლება იყოს ფორმატის აღდგენა, რომელიც შალვა ნათელაშვილის გარშემო იყო გაერთიანებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციის მხრიდან თბილისის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნის ინიციატივას ფარსს უწოდებს. მისი თქმით, ამ ფარსის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს იმ ფორმატის აღდგენა, რომელიც შალვა ნათელაშვილის გარშემო იყო გაერთიანებული.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ოქტომბერი 2021, 08:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არცერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პოზიციას, არამედ კავშირშია კონკრეტული ადამიანების ჩაგვრასა და წამებასთან

„როგორაა მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი, როცა მის მიმართ კონკრეტული სისხლის სამართლებრივი საქმეებია და უკვე გადაწყვეტილებაა დამდგარი?! არცერთი სისხლის სამართლებრივი საქმე არ უკავშირდება მის პოლიტიკურ პოზიციას, არამედ უკავშირდება მის მიერ კონკრეტული ადამიანების ჩაგვრასა და წამებას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ივანე ჩხაიძე

20 ოქტომბერი 2021, 08:18

COVID19

ივანე ჩხაიძემ განმარტა რა შემთხვევაში შეწყვეტს ცირკულაციას COVID 19-ის ვირუსი

COVID 19-ის გავრცელება კვლავ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. ქვეყანაში კიდევ 800 000 ორჯერ აცრილი ადამიანი უნდა იყოს, რომ ვირუსმა ცირკულაცია შეწყვიტოს, - ამის შესახებ „ქრონიკას“ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

20 ოქტომბერი 2021, 08:11

რეგიონი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ჩამოწოლილმა მეწყერმა გადაადგილების პრობლემაც შექმნა, თუმცა ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია. დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. თუმცა ამ შემთხვევაშიც „ენერგო-პრო ჯორჯიის“ თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს დენის მიწოდება აღუდგა.

ხავიერ კოლომინა

20 ოქტომბერი 2021, 08:06

პოლიტიკა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს

რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტს განაგრძობს.

20 ოქტომბერი 2021, 00:52

კულტურა

ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year გამარჯვებულები დასახელდნენ📷ფოტოგალერეა

ლონდონში ბრიტანეთის სამეფო მეტეოროლოგიურმა საზოგადოებამ ყოველწლიური ფოტოკონკურსის Weather Photographer of the Year („ამინდის წლის ფოტოგრაფი“) გამარჯვებულები დასახელა. წელს კონკურსში 114 ქვეყნიდან 3 300-ზე მეტი ფოტოგრაფი მონაწილეობდა.

ჭინჭრის ჯინსები

20 ოქტომბერი 2021, 00:31

ტაბლოიდი

ბრენდმა Pangaia ჭინჭრისგან დამზადებული ჯინსების კოლექცია გამოუშვა

ახალი ქსოვილი ჰიმალაური ველური ჭინჭრისა და ორგანული ბამბისგან არის დამზადებული. ქსოვილის შეცვლის მიზანი პლანეტის ეკოლოგიაზე ზრუნვაა. საქმე იმაშია, რომ ჭინჭრის წარმოებას, ბამბის წარმოებასთან შედარებით, გაცილებით ნაკლები წყალი სჭირდება. ამასთან, მცენარე ბევრ წყალს არც ზრდის პროცესში ითხოვს.