IMEDI /  15 ოქტომბერი 2021, 20:22 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: დიახ, უგულავამ დაარღვია რეგულაციის წესი - გუშინ აქციაზე დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით იყო გაუმართლებელი, - ასე ეხმაურება ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ მასშტაბურ აქციას.

თენგიზ ცერცვაძე გიგი უგულავას აქციაზე მისვლის ფაქტსაც გამოეხმაურა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და განაცხადა, რომ მან რეგულაცია დაარღვია.

„დიახ, მან დაარღვია რეგულაციის წესი. თუ მედიკოსმა მისცა მას ამის უფლება, მედიკოსმაც დაარღვია რეგულაციის წესი და გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას. მეორეა, ის არის თუ არა გადამდები, მე ვერ ვიტყვი, ზოგიერთი პაციენტი ვირუსისგან ადრე თავისუფლდება, ზოგიერთი გვიან. თუ მან გაიკეთა ტესტი და მართლაც უარყოფითია, ეს არავინ იცის და ამას ვერ გადავამოწმებთ, მაშინ ის არ იქნებოდა გადამდები, მაგრამ რამდენადაც ჩვენთან მაინც მიღებულია 10-12 დღე და მთელს მსოფლიოში ასეა მიღებული რაღაც გამონაკლისების გარდა, 10-12 დღის განმავლობაში პაციენტი მაინც ითვლება პოტენციურად გადამდებად. რა თქმა უნდა, ჯობდა არ გაეკეთებინა. მაინცდამაინც ნუ გამოვიტანთ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევად ბატონ გიგის შემთხვევას.

გასაგებია, გუშინ იყო მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იყო ძალიან დიდი თავყრილობა, თვლიდნენ ყველა, რომ იქ უნდა მდგარიყვნენ, გამოჩენილიყვნენ და მოტივაციამ გადასძალა გონებრივ მიდგომას და რეგულაციის დაცვას. რამდენი ვინმეა ასე, რამდენი გიგია, რომელიც არ იცავს რეგულაციას?! თქვენ რა გგონიათ, გუშინ იქ დაახლოებით 30 000 კაცი იყო და შეიძლება გიგიზე ბევრად მეტი გადამდები იყვნენ სხვები. გიგი ამბობს მაინც, რომ მერვე დღე იყო და გავიტესტე და არ ვარ გადამდებიო, თუმცა ღმერთმა იცის ასე იყო თუ არა. მაგრამ სხვა ადამიანი რამდენი იყო უფრო მოკლე დროის წინ დაინფიცირებული და რამხელა გავრცელების რისკი ტრიალებდა, ეს ყველამ იცის. რად უნდა ამას საუბარი, რომ ასეთი დიდი აქციები არის რისკის ფაქტორი ახალი შემთხვევების მატების. მაგრამ ამაზე მიდის ჩვენი საზოგადოება, ვინაიდან არის უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია, არის არჩევნების პერიოდი და პრინციპული მეორე ტურის წინა პერიოდი. თუ კი მოსახლეობის დიდი ნაწილი ისედაც არ იცავს რეგულაციებს, რა გიკვირთ, როდესაც ასეთი მოტივაცია ჰქონდათ, ისინი არ დაიხევდნენ უკან და შეიკრიბებოდნენ. ეს არის ცალსახად არასწორი.

რა ვქნათ, ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ რეკომენდაციები და რჩევები მივცეთ, იყო რჩევა, რომ ხალხმრავალი შეკრებები არ ჩატარებულიყო, ჩაატარეს და ეს ახსნეს ძალიან დიდი მოტივაციით. ეს იყო რეგულაციების დარღვევა და სამედიცინო თვალსაზრისით ეს იყო გაუმართლებელი. მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალი, ასეთი რაღაცები ადრეც ხდებოდა, ახლაც ხდება და მომავალშიც მოხდება, უბრალოდ, მასშტაბები იყო დიდი.

მეორე მხარე, რომელიც რიცხობრივად ბევრად აღემატება იმ მხარეს, რომელიც გუშინ გამოვიდა მაქსიმალური მობილიზაციის შედეგად, რამდენიმე ათეული ათასი კაცი გამოიყვანეს, მეორე მხარეს რომ გაუჩნდეს რაღაც პროტესტის გრძნობა და ერთი კვირის შემდეგ გამოიყვანოს სამი იმდენი ხალხი, რა იქნება ეს? ესეც ცუდი იქნება და ეს იქნება რეგულაციის დარღვევა და კატეგორიულად არ შეიძლება, მაგრამ მე ამასაც არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდეს“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2022, 15:04

რეგიონი

სამეგრელოში დიდთოვლობით შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

სამეგრელოში, დიდთოვლობით შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია. რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ყველა სოფლამდე მისასვლელი გზის გაწმენდა გუშინვე მოხერხდა და ადმინისტრაციულ ერთეულებამდე გადაადგილება შეუფერხებლად შეიძლება.

ილია მეორე

16 იანვარი 2022, 14:51

საზოგადოება

ილია II-ის ბრძანებით, ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიენიჭა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, საპატრიარქოსადმი გამოსცა ბრძანება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი უნდა მიენიჭოს.

16 იანვარი 2022, 14:48

COVID19

ხვალიდან ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება

ხვალიდან, 17 იანვრიდან, საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება. ეს ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:40

COVID19

ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, სტუდენტების აცრის მაჩვენებელი - არასახარბიელო

„ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:35

COVID19

ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გავრცელების პირობებში, სასწავლო დაწესებულების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 90% უნდა იყოს აცრილი.

16 იანვარი 2022, 14:22

რეგიონი

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ამირან გამყრელიძე

16 იანვარი 2022, 14:16

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული

„დღეს ჰოსპიტლებში მყოფი პირების საკმაო რაოდენობა „ომიკრონითაა“ ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50 ათას გადასცდა, ჯერჯერობით, ჰოსპიტალური დატვირთვა არ იზრდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას.

16 იანვარი 2022, 14:07

COVID19

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე სრულად აცრილია მოსახლეობის 40%.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

16 იანვარი 2022, 13:59

სპორტი

აუცრელობის გამო, ნოვაკ ჯოკოვიჩი Australian Open-ზე ვერ იასპარეზებს და ავსტრალიას დეპორტით დატოვებს

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია. შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწევს.

მოჰამედ იბრაჰი

16 იანვარი 2022, 13:44

მსოფლიო

სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაჭრილია მაღალჩინოსანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც Al Jazeera წერს, მისი სამიზნე სომალის მთავრობის სპიკერი, მოჰამედ იბრაჰიმ მოალიმუ იყო, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

16 იანვარი 2022, 13:27

რეგიონი

ქუთაისში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

16 იანვარი 2022, 13:26

რეგიონი

მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გორის ქუჩები ინტენსიურად იწმინდებოდა, ცენტრალურ გზაზე კი ტექნიკური მარილი დაყარეს

გორში უამინდობა იყო - თოვა 15 იანვრის საღამოს დაიწყო და თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა მუნიციპალური სამსახური.

16 იანვარი 2022, 13:20

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:11

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სინაგოგაში მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი გათავისუფლებულია

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში, მძევლად აყვანილი 4-ვე ადამიანი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. დაშავებული არცერთი არაა. პირი, ვინც ადამიანები მძევლად აიყვანა, გარდაცვლილია, თუმცა, პოლიცია არ ასახელებს მიზეზს და უცნობია, ის მოკლეს თუ თავი მოიკლა.

16 იანვარი 2022, 12:48

COVID19

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1189 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შინეიდ ოკონორი

16 იანვარი 2022, 12:31

მსოფლიო

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ერთი კვირის შემდეგ, რაც შინეიდ ო'კონორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე შემაშფოთებელი პოსტი დაწერა.

16 იანვარი 2022, 12:23

COVID19

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკის ზრდა „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ნინო ჩერუტი, 1989 წელი

16 იანვარი 2022, 12:12

მსოფლიო

მოდის იტალიელი ლეგენდა ნინო ჩერუტი გარდაიცვალა

პიემონტიში მდებარე საავადმყოფოში, მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლისა გარდაიცვალა. ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ის საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხნის მართვას ჩაუდგა სათავეში, 1967 წელს კი, პირველი საკუთარი ბუტიკი პარიზში გახსნა.

16 იანვარი 2022, 12:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას მკაცრად გმობს

„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.