imedi /  18 ოქტომბერი 2021, 16:22 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: რეანიმაციებში კოვიდპაციენტების 98% აუცრელია - ჩვენი ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

ბავშვთა კლინიკებში მწოლიარე ბავშვების მშობლების მხოლოდ ერთ პროცენტზე ნაკლებია აცრილი, ყველა აუცრელი მშობელი, თავისი შვილებთან ერთად, კლინიკებში წევს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ვიცით რეანიმაციები, სადაც 98 პროცენტი აუცრელი ადამიანები მკურნალობენ, ამის გაძლება შეუძლებელია, ჩვენი ქვეყანა ამას დიდი ხანი ვერ გაუძლებს. ყველა დღე, როდესაც ვაქცინაციის ნიშნულს მაღლა ავწევთ, რომელიც ახლა ძალიან ქვემოთ არის ჩამოსული, პირდაპირ ნიშნავს გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 260-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორო4 681ნავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

29 ნოემბერი 2021, 12:17

პოლიტიკა

ვრცელდება კადრები, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებენ ფულს სავარაუდოდ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს

​მედიაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციიდან კადრები ვრცელდება, რომლებზეც ჩანს თუ როგორ ურიგებს მოქალაქე ადამიანებს ფულს. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, ის აქციის მონაწილეა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.

29 ნოემბერი 2021, 12:15

სამართალი

საქალაქო სასამართლოსთან, ვითარების დაძაბვისას, სამართალდამცველი დაშავდა - მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მხარდამჭერი დაცვის ჯიხურზე ავიდა და პოლიციელებს დაუპირისპირდა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ვითარება დაძაბულია. ცოტა ხნის წინ, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის დროს სამართალდამცველი დაშავდა.

29 ნოემბერი 2021, 12:15

სამართალი

საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზა გადაკეტეს

შედეგად აღმაშენებლის ხეივანში, ორივე მიმართულებით ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა გზის სავალ ნაწილებზე იმყოფებიან და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ. აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებიან აღმაშენებლის ხეივანში არსებულ გადასასვლელ ხიდზეც.

29 ნოემბერი 2021, 12:09

COVID19

ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა მიიღო. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

29 ნოემბერი 2021, 12:07

საზოგადოება

​საქართველოს სასკოლო განათლებაში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის პროექტი „გავიღიმოთ“ იწყება

პროექტის „გავიღიმოთ“ საზეიმო გახსნის ღონისძიება „ფრონტლაინ კლუბში“ გაიმართა, სადაც საორგანიზაციო გუნდმა და მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინიციატივის და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

29 ნოემბერი 2021, 11:55

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დაუფლების საქმზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიწყო. განხილვას თავად ბრალდებულიც ესწრება. საქმეს სამი მოსამართლე განიხილავს. პროცესის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავს.

29 ნოემბერი 2021, 11:54

საზოგადოება

ტყიბულში, კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული კაცი გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ტყიბულში კარიერის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა, გარდაიცვალა. ვიტალი ტურძილაძე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.

29 ნოემბერი 2021, 11:52

COVID19

ჯანმო: გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია

გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კელი დეგნანი

29 ნოემბერი 2021, 11:42

პოლიტიკა

კელი დეგნანი: იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ

„იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. მათ, რა თქმა უნდა, პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვთ, მაგრამ აქ მთავარი სიტყვა არის „მშვიდობიანი“ და იმედი მაქვს, რომ ხელს არ შეუშლიან მართლმსაჯულების განხორციელებას, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ამ სცენარში“, - განაცხადა დეგნანმა.

29 ნოემბერი 2021, 11:40

სამართალი

შსს: მოვუწოდებთ სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს - ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

29 ნოემბერი 2021, 11:35

სამართალი

რა ხდება ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს

თითქმის ორ თვიანი პატიმრობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს სხდომათა დარბაზში პირველად დაესწრება. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი რამდენიმე წუთში დაიწყება. სასამართლოში უკვე იმყოფებიან სააკაშვილის უფლებადამცველები, ბრალდების მხარე. მედია სასამართლო დარბაზში არ იმყოფება. პროცესს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაიღებს და შემდეგ კადრებს გაავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:35

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, სამუშაო ჯგუფი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპაში გაემგზავრება, სადაც იმ ქვეყნების გამოცდილებას გეცნობა, რომლებმაც სოციალური პოლიტიკის რეფორმა განახორციელეს

„რაც შეეხება სოციალურ პოლიტიკას, დეკემბრის დასაწყისში, სამუშაო ჯგუფი, ბატონ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გაემგზავრება. ჩვენ გვექნება ინტენსიური მუშაობა, ჩამოვიტანთ საუკეთესო გამოცდილებას ევროპიდან, ვინც გააკეთა აღნიშნული სოციალური პოლიტიკის რეფორმა და ვფიქრობ, ესეც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:32

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს

საქართველოს მთელს ევროპაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:31

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციები

„დაპირებისამებრ, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებს, რომელიც ბატონმა ფინანსთან მინისტრმა მოამზადა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ბექა ბასილაია

29 ნოემბერი 2021, 11:25

სამართალი

ბექა ბასილაია: ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა

„ველოდებით სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას. ბუნებრივია, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, იმიტომ რომ ეს არ არის ისეთი პროცესი, როდესაც რაღაც ბრალდება წარუდგინეს ადამიანს და უნდა ჩარიხინდეს ისე, რომ საზოგადოება არ იყოს ცოცხალ რეჟიმში ინფორმირებული. ეს არის პროცესი, რომლისადმი არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არცერთ პროცესზე აქამდე არ ყოფილა. არსებობს პრეცედენტები, როდესაც ლაივ-რეჟიმში გადაიცემა სასამართლო სხდომები და ეს სხდომაც უნდა იყოს გადაცემული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შუამდგომლობა ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე და პროცესზე გავაჟღერებთ. პროცესის შემდეგ ყველა ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გავაკეთებთ დეტალურ განმარტებებს“, - განაცხადა ბასილაიამ.

29 ნოემბერი 2021, 11:24

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, იაპონიის მთავრობა უცხოელებს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:12

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: აზარტულ თამაშებზე წვდომა მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს შეეზღუდება

„ჩვენ მიერ ინიცირებული რეგულაციები გულისხმობს შემდეგს: ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის, გათვალისწინებული იქნება ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმის შემოღება და ჯამურად, სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ასაკობრივ ზღვარზეც გაამახვილა ყურადღება.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება

„საპარტნიორო ფონდის“ რესტრუქტურიზაცია იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმას ვიწყებთ. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია. ამის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით დოკუმენტი პარლამენტში დეკემბრის თვეში დარეგისტრირდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

29 ნოემბერი 2021, 11:10

პოლიტიკა

პრემიერის თქმით, კანონპროექტი ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის შესახებ პარლამენტს დეკემბერში წარედგინება

„დაპირებისამებრ, აქტიურად ვმუშაობთ ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციაზე. ფარმაცევტული ბაზრის შესაბამისი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარდგენილი იქნება პარლამენტში დეკემბერში. ასეთია ჩვენ სურვილი და, რა თქმა უნდა, ინტენსიურად ვიმუშავებთ პარლამენტთან ამ საკითხზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

29 ნოემბერი 2021, 10:58

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 954 თბილისში, 313 იმერეთში, 106 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა - 105, იმერეთი - 313, ქვემო ქართლი - 97, შიდა ქართლი - 85, გურია - 43, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 106, კახეთი - 84, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11