imedi /  20 ოქტომბერი 2021, 11:28 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: მეოთხე ტალღის პიკური პერიოდის დროს მობილიზებული 9 000 საწოლიდან ამჟამად დაკავებულია 5 679

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ მეოთხე ტალღის პიკური პერიოდის დროს მობილიზებული 9 000 საწოლიდან ამჟამად დაკავებულია 5 679, დანარჩენი კი თავისუფალია.

მისივე თქმით, უფრო მეტი თავისუფალი საწოლია აჭარასა და თბილისში, ვინაიდან ამ რეგიონებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია.

„ამჟამად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს, რაც შედარებით დაბალია იმაზე, რაც კორონავირუსის წინა ტალღების დროს გვქონდა. გარკვეულწილად, ამის მიზეზია ვაქცინაცია და შემთხვევების შედარებითი სიმსუბუქე. ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება - დაახლოებით 9 000 საწოლი, რომელიც მობილიზებული იყო მეოთხე ტალღის პიკურ პერიოდში, კვლავ მობილიზებული დარჩა. აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი კი თავისუფალია. უფრო მეტი თავისუფალი საწოლია აჭარასა და თბილისში, ვინაიდან ამ რეგიონებში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. შესაბამისად, ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის ვიყენებთ მეოთხე ტალღისთვის“, - ამბობს თამარ გაბუნია.

ყველა სიახლე

04 დეკემბერი 2022, 13:43

კულტურა

დღეს თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.)

შალვა პაპუაშვილი

04 დეკემბერი 2022, 13:28

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.

აგნიშეკა ჰოლანდი

04 დეკემბერი 2022, 13:12

კულტურა

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი, აგნიეშკა ჰოლანდი ჩამოვიდა. პოლონელი რეჟისორი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინო ფესტივალის გახსნას დაესწრება, სადაც ასევე ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“.

სალომე ზურაბიშვილი

04 დეკემბერი 2022, 12:54

პოლიტიკა

პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - ,,წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

04 დეკემბერი 2022, 12:46

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ტყეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს - 1960 წელს დაბადებულ ო.გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

04 დეკემბერი 2022, 12:29

საზოგადოება

ალექსანდრე დარახველიძემ და სამინისტროს წარმომადგენლებმა 16-დღიან კამპანიის ფარგლებში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საკონსულტაციო ჯგუფთან (Task Force on EVAWG) სამუშაო შეხვედრა გამართა.

04 დეკემბერი 2022, 12:09

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 5 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

04 დეკემბერი 2022, 11:30

საზოგადოება

ბისო-შატილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ66-კმ106 (ბისო-შატილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

04 დეკემბერი 2022, 11:21

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საღმრთო ლიტურგია სრულდება.

04 დეკემბერი 2022, 09:57

რეგიონი

გოდერძის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

04 დეკემბერი 2022, 09:54

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

04 დეკემბერი 2022, 09:19

სპორტი

ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ნინა თიბილაშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში, საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები რაპირით ასპარეზობაში მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელ ოლგა იესინას 15:2 მოუგო. ფინალში ასეთივე ანგარიშით იტალიელი ბიაჯინი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 დეკემბერი 2022, 08:52

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა

რუსული ნავთობის ფასზე 60 აშშ დოლარის ზედა ზღვრის დაწესება სუსტი პოზიცია და არასერიოზული გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს მსოფლიოში დასრულდა, სამწუხაროდ, სერიოზული გადაწყვეტილებების გარეშე დისკუსია ზედა ზღვარზე, ანუ რუსული ნავთობის საექსპორტო ფასზე შეზღუდვებზე. რადგან ვერ დაარქმევ სერიოზულად რუსულ ფასებზე ისეთ ზღვარს, რომელიც სრულიად კომფორტულია ტერორისტი სახელმწიფოს

04 დეკემბერი 2022, 08:23

მსოფლიო

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე ზედა ზღვარი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსული ნავთობის ერთი ბარელის ფასზე 60 აშშ დოლარის ოდენობის ზედა ზღვარი დაამტკიცა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სალომე ზურაბიშვილი

04 დეკემბერი 2022, 07:57

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში, ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებსა და მეგობრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.

კახაბერ ხაჭაპურიძე

04 დეკემბერი 2022, 00:52

საზოგადოება

კახაბერ ხაჭაპურიძე: ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება ხდება მაშინ, როდესაც ჭარბი წონა გადადის პათოლოგიურ სიმსუქნეში

როდესავ პაციენტს ჭარბი წონა აქვს, არ ნიშნავს ეს, რომ პირდაპირ უნდა მივმართოთ ბარიატრიას. როცა ჭარბი წონა გადადის ავადმყოფურ, პათოლოგიურ სიმსუქნეში, სწორედ მაშინ ხდება ბარიარტრიული ოპერაციის ჩატარება, - ამის შესახებ ქირურგმა კახაბერ ხაჭაპურიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2022, 00:19

პოლიტიკა

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდა

სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

03 დეკემბერი 2022, 23:41

თემა

არის თუ არა დედამიწაზე საკმარისი ადგილი და რესურსი, რომ 8 მილიარდ ადამიანს ეყოს?

დედამიწის მოსახლეობის მატებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსები იწურება. თუმცა მდგრადი განვითარების ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა არა მხოლოდ მოსახლეობის ზრდაა, არამედ - ჭარბი მოხმარებაც. რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა?- ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

03 დეკემბერი 2022, 23:40

თემა

ილონ მასკი Apple-ს ეჩხუბა. რას ნიშნავს ეს Twitter-ისთვის?

Twitter-ის ახალი მფლობელი ილონ მასკი ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან კონფლიქტშია. მასკის თქმით, კონცერნმა Twitter-ზე თავისი რეკლამების უმეტესობა შეაჩერა. ამასთანავე, Apple-ი იმუქრება, რომ Twitter-ის აპლიკაციას თავის ონლაინ-მაღაზია App Store-დან წაშლის. რატომ გაირბინა შავმა კატამ მასკსა და Apple-ს შორის, BBC-მ გაარკვია.

ოთარ შამუგია

03 დეკემბერი 2022, 23:20

საზოგადოება

ოთარ შამუგია: კონკურენცია ძალიან დიდია და ამიტომ ჩვენ ფერმერებს უნდა დავეხმაროთ, რომ მათ იზრუნონ ხარისხზე, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რომ ევროკავშირის ბაზარზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ

„დაახლოებით 270 რეგულაცია გვაქვს დასაახლოებელი სურსათის უვნებლობის მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციებთან, აქედან 170 უკვე მიღებული გვაქვს, ამ პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ბოლომდე შევასრულოთ. ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, გვეხმარება ევროკავშირი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.