imedi /  22 ოქტომბერი 2021, 10:52 / სანდო წყარო

კოვიდთან მებრძოლი ექიმი ლელა კოპალეიშვილი: იმ პიროვნებებს, რომლებიც ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულნი, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი დროის გმირები

ლელა კოპალეიშვილი

ლელა კოპალეიშვილი

„ერთად გავუმკლავდეთ!“ - ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან ომის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

კოვიდთან მებრძოლები“ და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - „ერთად გავუმკლავდეთ“ კოვიდ ვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

ექიმი ლელა კოპალეიშილი:

კოვიდ განყოფილების ხელმძღვანელი გახლავართ, მყავს მეუღლე და სამი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი „მონაპოვარია“, ჩემს პროფესიას ძალიან დიდ დროსა და ენერგიას ვუთმობ. ჩემი აზრით, ექიმი მედიცინას უნდა უყურებდეს არა მხოლოდ როგორც მეცნიერებას, არამედ, პროფესიას, რომელიც მუდმივ განვითარებას, ცოდნას, გამოცდილებასა და სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობის, თანაგანცდის ნიჭსა და უნარს მოითხოვს. შეიძლება ითქვას, რომ მედიცინა არის მეცნიერება ცხოვრების შესახებ. ვფიქრობ, ექიმის მთავარ დანიშნულებას პაციენტის მიმართ, სწორედ, ემპათიისა და მზრუნველობის გამოხატვა წარმოადგენს, რადგან „თუ ავადმყოფსა და ექიმს შორის ნდობასა და სიყვარულზე დამყარებული ურთიერთობა არ შედგება, მაშინ ექიმიც ძალას დაკარგავს, მისი ღვაწლიც გაუფასურდება“.

ძალიან განვიცდი ჩემს განყოფილებაში შემოსული თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ვცდილობ, მათთვის ვიყო არა მხოლოდ ექიმი, არამედ, ის ადამიანი, რომლისგანაც ისინი მუდმივ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას იგრძნობენ. მრავალი სიცოცხლისთვის მებრძოლი პიროვნება მინახავს, განსაკუთრებით პანდემიის დროს, პაციენტები მძიმე გართულებებით შემოდიან კლინიკაში, მე და ჩემი გუნდი კი ყველაფერს ვაკეთებთ მათ დასახმარებლად.

თითოეული გამოჯანმრთელებული პაციენტი მახსოვს, განსაკუთრებით, ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა და დაბალი სატურაცია ჰქონდა. ცამეტ-დღიანი, ძალიან მძიმე, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ, როდესაც კლინიკიდან მიდიოდა, გაწერის წინ, ვუთხარი - უფლის ნებითა და შემწეობით, ჩვენ ეს შევძელით-მეთქი, მან კი ბევრი ფიქრის გარეშე მიპასუხა, - „უფალი ახლა თქვენით მოქმედებსო“... „დიახ, ასეა...უფალი მოქმედებს ყველა იმ ადამიანის სახით, რომელიც მას ენდობა და მისთვის იღვწისო“... სიცოცხლის შენარჩუნებით გახარებულმა პაციენტმა ლამაზი ჩანახატითაც გადაგვიხადა მადლობა მე და ჩემს ერთგულ გუნდს. როდესაც ადამიანი სიცოცხლეს ებრძვის, ის ექიმს ისე უყურებს, როგორც ყოვლისშემძლეს, მის მხსნელსა და გადამრჩენელს, სწორედ ამიტომ, ვცდილობ, პაციენტს იმედი არასდროს გავუცრუო.

დაახლოებით ერთი წელია, კოვიდთან ბრძოლაში პირველ ხაზზე ვდგავარ, საიმედო გუნდთან ერთად. იმ პიროვნებებს, რომლებიც ვერაგ ვირუსთან ბრძოლაში არიან ჩართულნი, თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი დროის გმირები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა დააყენეს საფრთხის წინაშე, რათა სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინათ. რომ არა არაერთი დადებითი და წარმატებული შედეგი, ალბათ, რთული იქნებოდა ამ ვითარებასთან გამკლავება. დიახ, ჩვენ უარს ვამბობთ ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გამოწვევებზე, აქედან გამომდინარე, მთავარ პრევენციად კვლავაც რჩება - პირბადე, დისტანცია და მასობრივი ვაქცინაცია. „მეტი გადარჩენილი სიცოცხლე“ - ერთად გავუმკლავდეთ ამ დაავადებას!“

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 23:50

COVID19

კორონავირუსის შტამი „ომიკრონი“ გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა

გერმანიაში კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი ორ ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულები მიუნხენში იყოფებიან. ისინი ქვეყანაში 24 ნოემბერს ჩავიდნენ და ახლა იზოლაციაში იმყოფებიან. AFP-ს ცნობით, „ომიკრონი“ იტალიაშიც გამოავლინეს.

27 ნოემბერი 2021, 23:33

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: სიცრუის გამრუდებულ სამყაროში, ბელადის მსჯავრის გარდაუვალი დამძიმების უახლოესი პერსპექტივის ფონზე საფრთხის მოგერიების ნაცადი ხერხის გარდა, „ნაცსექტას“ აღარაფერი დარჩენია

„იმედია პროკურატურა და სასამართლო მორიგ გვერდს გადაფურცლავენ კომპლექსურ საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ოღონდ არა იმ, სტრასბურგში რომ აქეთ გვიჩივის, არამედ ამ ქვეყნის წინაშე, საკუთარი დანაშაულის ჭრელ ნუსხაში. ხოლო, რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიერ „ბარგის ჩალაგებას“ - არა მგონია ერთ ჩანთაზე მეტი იყოს: ორშაბათს ბელგიის სამეფოში მიემგზავრება საქვეყნო საქმეთა გასაკეთებლად და მორიგ, უმაღლეს დონეზე, შეხვედრების გასამართად“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

თენგიზ ცერცვაძე

27 ნოემბერი 2021, 23:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ცალსახად ვემხრობი, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მწვანე პასპორტის მფლობელი

ცალსახად ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერი კოვიდგადატანილი არ იყოს მფლობელი მწვანე პასპორტის, რამეთუ ჩვენი და საერთაშორისო დაკვირვებით კოვიდის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი რჩება ექვსი თვის მანძილზე, შეიძლება ვიღაცას რჩება მეტი ან ნაკლები ხნით, მაგრამ საშუალოდ ექვსი თვე, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ირაკლი ლატარია

27 ნოემბერი 2021, 23:06

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: მელაძის დღევანდელი სიუჟეტი იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის მიმართ პროკურატურას გამართული და არგუმენტირებული ბრალდებები აქვს, სწორედ ამიტომ შეუდგა „ტვ პირველი“ პროკურორებისა და პროკურატურის დისკრედიტაციას

„ნოდარ მელაძე და ზოგადად, „ტვ პირველი“ ჩემი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწევიან. მაგრამ მელაძეს ავიწყდება ერთი ძირითადი რამ: დღეს გარეთ 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი მისი ფეიკ ინფორმაცია, მაქსიმუმ 10 წუთით ცოცხლობს, ხოლო შემდეგ ყველამ იცის რეალობა და რაც მთავარია, ყველა ხედავს, რომ „ტვ პირველი“ იქცა სააკაშვილის ძირითად მხარედ და საზოგადოებაში მათ ნდობის ხარისხი აქვთ ნულს ქვემოთ. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც სააკაშვილის ტელევიზიები ასე გამალებით ებრძვიან პროკურატურას. რატომ? იმიტომ, რომ სწორედ მათი ამ ბრძოლის შედეგად ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად და სამართლიანად მუშაობენ. გინდათ შეაფასოთ დღევანდელი პროკურორების მუშაობა? შეხედეთ რა დღეში არიან მიშას ჯიბის ჟურნალისტები და თქვენვე მიხვდებით საით დგას სიმართლე“, - წერს ლატარია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ნოემბერი 2021, 22:48

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რაც უფრო ახლოვდება კრიმინალი სააკაშვილის სასამართლო, ნაცმედიამ დაიწყო პროკურატურის და სასამართლოს წინააღმდეგ ბინძური კამპანია

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განაჩენი ტელეკომპანია „TV პირველი“ პროკურატურის დიკრედიტაციას ცდილობს.

27 ნოემბერი 2021, 22:28

რეგიონი

მაშველებმა ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტყიბულში, ქვანახშირის კარიერზე მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ორი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიების ფარგლებში კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი უკვე ამოსვენებულია კარიერიდან და ადგილზე სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.

თენგიზ ცერცვაძე

27 ნოემბერი 2021, 22:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში არ დავუშვათ

„წინა ოთხ შტამს - „ალფა“, „ბეტა“, „გამა“, „დელტა“, ჰქონდა მინიჭებული შეშფოთების სტატუსი მაგრამ ასე სწრაფად ეს სტატუსი არცერთს მიუღია. ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრი მუტაციაა, დაახლოებით 32 მუტაციას ამბობენ მარტო იმ ცილაში, რომლითაც ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს“, - ამბობს ცერცვაძე.

ვანო გრიქუროვი

27 ნოემბერი 2021, 21:27

სპორტი

მწვრთნელი ვანო გრიქუროვი გარდაიცვალა

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, საქართველოსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის - ივანე (ვანო) გრიქუროვის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად ძალოსნობის ოჯახს ამ უდიდეს დანაკარგს“, - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:15

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა

მსგავსი ტიპის მიდგომები - საზოგადოებრივი შრომა სოციალური ბენეფიტების ნაცვლად, უკვე არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველთვის უკეთესია, ვიდრე სოციალური დახმარების მიღება. ჯერ ერთი, თანხაში ეს უფრო მეტია და თანაც ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება და არ სჭირდებოდეთ რაღაცების დამალვა, შეფუთვა. გვესმის, რომ ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკაში“ სოციალურ პოლიტიკის სფეროში პრემიერის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

27 ნოემბერი 2021, 21:03

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში, მერე შეიძლება ფიქრობდეს, რომ სოციალური დახმარება აღარ ექნება, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ

„ძირითადი დემოტივატორი ფაქტორები უნდა გამოვრიცხოთ. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც ადამიანი ერთვება სეზონურ ან სხვა ტიპის დროებით სამუშაოებში და მერე შეიძლება ფიქრობდეს: „ამ სამუშაოს მიღების შემდეგ შეიძლება ისევ უმუშევარი დავრჩე და ამ შემთხვევაში განწირული ვარ სიღარიბისთვის, არ მექნება სოციალური დახმარება“, ეს პირველ რიგში უნდა გამოვასწოროთ. დღეს უკვე გადადგმულია ამ კუთხით ნაბიჯი. იცით, რომ ბოლო პერიოდში თუ სოციალურად დაუცველი საქმდება, მას სოციალური ანაზღაურება ერთი წლის განმავლობაში მაინც უნარჩუნდება. ეს დაცვის ელემენტი უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, მაგრამ ყოველთვის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მართლაც სოციალურად დაუცველია, მას სჭირდება გარკვეული კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან და არ გააჩნია სამსახური“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვინმე იტყვის, რომ საჭიროა მობილიზება რათა მათი ბელადი დაიხსნან ტყვეობიდან, უნდათ ჯახი და სისხლისღვრა

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ან საერთაშორისო სასამართლოსთვის გადაცემა, ასეთი თეორია არც განიხილება. ჯერ ერთი, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და თანაც, მხოლოდ სააკაშვილის და მიდი მომხრეები ხომ არ არიან, აქ არის საზოგადოება, რომელიც უყურებს რამდენად სამართლებრივად მიმდინარეობს პროცესები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:36

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიციამ ვერ მოაგვარა ის, რომ ქვეყნის საგარეო კურსი პროპაგანდისტული ნაწილიდან ამოიღოს

ამბობენ, რომ საქართველო გაქრა რადარებიდან და თურმე, „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყო ხელისუფლებაში, მაშინ სხვანაირად იყო. ისე გამოჰყავთ, რომ გულუბრყვილო ადამიანმა, რომელიც მოწყვეტილია ყოველდღიურობას, შეიძლება დაიჯეროს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:35

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ

„ფაქტი ერთია, მოკლე დასკვნა რომ გავაკეთო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად ისეთ ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანა თავისი მოკავშირე პოლიტიკური პარტიები, რომ აქედან გამოსვლა ძალიან გაუჭირდებათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 20:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო

„ვითარება არ არის მარტივი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ საკმაოდ მწვავეა და კრიტიკული განცხადებების მიღმა არის ის ფასი, რასაც რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით იხდის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინასთან დამოკიდებულების გამო“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

27 ნოემბერი 2021, 20:01

კულტურა

ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა

სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში „საერთაშორისო ეთნოლოგიური ფესტივალი – საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყანა 2021“ გაიმართა. ღონისძიება საზეიმოდ გახსნა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარემ, სანდრა ბოჟიჩმა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 19:53

სამართალი

პროკურატურა: „ტვ პირველის“ ანონსში დასახელებული საქართველოს გენერალური პროკურატურის თითოეული წარმომადგენლის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია მიზანმიმართული სიცრუე და ცილისწამებაა

„ასევე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ცალმხრივ და ყალბ სიუჟეტს შესაბამისი პირების მხრიდან მოჰყვება სამოქალაქო სამართლებრივი რეაგირება და ხსენებული გადაცემის ავტორებს აუცილებლად მოუწევთ ბოდიშის მოხდა საჯაროდ მათ მიერ გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:26

რეგიონი

მაშველებმა ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი დაადგინეს, მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება

„სამაშველო ჯგუფების მიერ უკვე დადგენილია მეორე მოქალაქის ადგილსამყოფელი და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი გამოყვანის ღონისძიება. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები. მობილიზებულები არიან ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს სპეციალისტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

27 ნოემბერი 2021, 19:24

სპორტი

საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეული გუნდური ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

რუსეთის ქალაქ უფაში დღეს სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა შერეულ გუნდებს შორის. შეჯიბრი კაცებსა (73, 90 და +90 კგ.) და ქალებს (57, 70 და +70 კგ.) შორის სამ-სამ წონით კატეგორიაში ჩატარდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ფინალში ნიდერლანდების ძლიერი გუნდი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა. თავისი ბრძოლები მოიგეს – ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე დაამარცხა.

27 ნოემბერი 2021, 18:58

საზოგადოება

დღეს თბილისის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, კომპანია გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს. გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

27 ნოემბერი 2021, 18:42

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, გარკვეული რეგულაციები წესდება

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება, - ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.