imedi  /  25 ოქტომბერი 2021, 11:11 / სანდო წყარო

ჯანმოს დირექტორი: პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას ყველა ქვეყანა დაიწყებს

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა ქვეყანა არსებული ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენებას დაიწყებს.

„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო გადაწყვეტს მის დასრულებას. ეს ჩვენს ხელშია. ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტური საშუალებები და ეფექტური სამედიცინო ინსტრუმენტები. თუმცა, მსოფლიომ ეს ინსტრუმენტები კარგად არ გამოიყენა. კვირაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 50 ათასს აღწევს, პანდემია შორსაა დასრულებისგან“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დაასრულოს პანდემია დანარჩენ მსოფლიოსთან იზოლაციით.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:47

საზოგადოება

კახა კალაძე: დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და ამ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

09 დეკემბერი 2021, 11:36

საზოგადოება

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:28

საზოგადოება

კახა კალაძე: შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება

„შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თამარ არჩუაძე

09 დეკემბერი 2021, 11:27

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

09 დეკემბერი 2021, 11:17

თემა

მსოფლიო „ომიკრონით“ გამოწვეულ პირველ დანაკარგს ითვლის. კორონავირუსის ახალმა შტამმა ეკონომიკა უკვე დააზარალა

მსოფლიომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ თითქმის არაფერი იცის და “ომიკრონმა“ ადამიანების კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა. COVID-19-ის ახალმა შტამმა გააქრო შეგრძნება, რომ ყველაზე ცუდი დასრულდა და ამით კოროვირუსული პანდემიის ორი წლის შემდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესიც შეანელა. რას ნიშნავს ეს და რა ზარალზეა საუბარი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხები BBC-მ გასცა.

09 დეკემბერი 2021, 11:17

COVID19

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა.

09 დეკემბერი 2021, 11:15

თავდაცვა

თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ედვარდ ვაუჰანი დაესწრო.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძის ინიციატივით, გამგეობებსა და თბილისის მერიაში, კვირაში 2 დღე მოქალაქეებთან შეხვედრებს დაეთმობა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე დაუთმონ მოქალაქეებთან შეხვედრას. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეიძლება ბევრისთვის მერობა ან დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არის თბილისელების მსახურება

დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ქალაქის მართვის 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ 4 წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემსახურა ამ ქალაქისთვის. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

09 დეკემბერი 2021, 10:58

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს საბინ ტიეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრე რეიშარდტს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 დეკემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

09 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 253 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

09 დეკემბერი 2021, 10:51

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 10 660 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 660-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 276 478 აცრა გაკეთდა.

09 დეკემბერი 2021, 10:49

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,06%-ია

7 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის - 7,06%, ბოლო 14 დღის - 8,22%, ბოლო 7 დღის - 7,91%

09 დეკემბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3562 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4145 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

09 დეკემბერი 2021, 10:47

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 63 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108, გარდაიცვალა 12 582 პაციენტი.

კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი, რომელიც ბიჭის დაკარგვის დროს, თეთრი იყო

09 დეკემბერი 2021, 10:43

მსოფლიო

აშშ-ში 45 წლის წინ დაკარგული ბიჭის ავტომობილი და, სავარაუდოდ, მისი ძვლები იპოვეს

აშშ-ში 1976 წელს გაუჩინარებული 22 წლის სტუდენტის, კაილ ქლინქსქეილსის ავტომობილი იპოვეს. ის სახლიდან, ჯორჯიის შტატიდან, ალაბამაში მდებარე უნივერსიტეტისკენ საკუთარი ავტომობილით, Ford Pinto-თი მიემგზავრებოდა, თუმცა, ამ დღის შემდეგ აღარავის უნახავს. მშობლებმა პოლიციას 1976 წლის 27 იანვარს მიმართეს და ძებნა გამოცხადდა.

09 დეკემბერი 2021, 10:27

COVID19

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა.

09 დეკემბერი 2021, 10:13

სამართალი

თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

09 დეკემბერი 2021, 10:10

პოლიტიკა

„ჯეოქეისი“: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადებას უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად აქვეყნებს

ანალიტიკურმა ორგანიზაცია „ჯეოქეისმა“ უკრაინულ და მოლდოვურ ორგანიზაციებთან ერთად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადების ხელმომწერები „ასოცირებული ტრიოს“ შექმნას მიესალმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ 2021 წლის 17 მაისს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი და 19 ივლისს სახელმწიფო მეთაურების დონეზე მიღებული პეტრას დეკლარაცია დასტურია ევროინტეგრაციის გზაზე რეგიონული ხედვის მეტად განვითარებისა.