imedi /  26 ოქტომბერი 2021, 01:14 / სანდო წყარო

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება

თეთრმა სახლმა აშშ-ში საერთაშორისო მოგზაურობის ახალი წესები წარადგინა, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდება. 8 ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებული უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს მოხსნის.

როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტეს, 18 წლამდე ასაკის პირმა თვითმფრინავში ჩასხდომამდე კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს, თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნისგან გათავისუფლდება.

გარდა ამისა, ის პირები, რომლებიც აშშ-ში არატურისტული ვიზებით იმ ქვეყნებიდან მიემგზავრებიან, სადაც მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია აცრილი, ასევე გათავისუფლდებიან ვაქცინაციის მოთხოვნისგან.

სხვა გამონაკლისები მოიცავს მათ, ვისაც გარკვეული სამედიცინო მდგომარეობა აქვს, ვინც კლინიკური კვლევის მონაწილეა და მათ, ვინც გადაუდებელი ან ჰუმანიტარული მიზეზების გამო მოგზაურობს.

ამერიკის მოქალაქეობის არმქონე პირებისა და არაიმიგრანტების უმეტესობას, რომლებიც ამერიკაში საჰაერო გზით ჩადიან, ვაქცინაციისა და კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის მტკიცებულების წარდგენა მოუწევს, რომელიც გამგზავრებამდე, სულ მცირე, სამი დღით ადრე უნდა იყოს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ სრულად ვაქცინირებულ უცხოელებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

9 ოქტომბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილ საერთაშორისო ვიზიტორებს მიიღებს.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2021, 15:08

საზოგადოება

1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება

1-ლი დეკემბრიდან, აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების, იმპორტის წინასწარი შეტყობინების გარეშე, საქართველოს ბაზარზე განთავსება ვერ განხორციელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ზარქუა

30 ნოემბერი 2021, 15:08

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებენ და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე

„უფრო მეტსაც გეტყვით და ეს არა მხოლოდ ჩვენი აღქმაა, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის კვლევებით, მათ შორის, ხუთწლიანი პროგნოზით და მოლოდინებით ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს საქართველოს, ეს უნდა გაიგოთ, ეს უნდა მივიღოთ, მათ შორის საგარეო ვაჭრობაში. ბატონ ჰერმან საბომ თქვა და მივესალმები მის იმ განცხადებას, მეც მაქსიმალურად და ჩვენი გუნდი აქცენტირებული იქნება თანამშრომლობაზე იქ, სადაც დისკუსია იქნება სწორი, ადეკვატური, ჯანსაღი, იდეებზე და ა. შ., ოღონდ ჩასაფრებულის პოზიციიდან ერთმანეთის ხელის გადაგრეხვა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2021, 15:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სულ მალე ვნახავთ, იმ საკრებულოში, რომელშიც ბიუჯეტი დამტკიცდა, რამდენად შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე

„სხვა გადაწყვეტილებებით, სულ მალე ვნახავთ იქ, სადაც ბიუჯეტი დამტკიცდა, რამდენად შეძლებენ კონსოლიდაციას სხვა საკითხებზე“,- ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2021, 15:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე 19 აპრილის შეთანხმებაზე: ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - ცალმხრივი კომპრომისის საფუძველზე კონსენსუსი წარმოუდგენელია

„ასე არ გამოვა - მოდით, ხელი მოვაწეროთ რაღაც შეთანხმებას, რომლის შემდეგაც მაინც რადიკალურ პოზიციაზე დავრჩებით, არაფერს არ შევასრულებთ და მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეასრულოს, თან, 100 პროცენტით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, 19 აპრილის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავა

30 ნოემბერი 2021, 14:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი EUROCONTROL-ის წევრებს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თვალსაზრისით

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) მმართველი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

30 ნოემბერი 2021, 14:58

COVID19

საბერძნეთში, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება

საბერძნეთში, 60 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2021, 14:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ სახალხო დამცველი ფუნქციას სწორად შეასრულებს, მადლობას გადავუხდით და ობიექტურები ვიქნებით

„როდესაც სახალხო დამცველი ჩაერთვება იმ ნარატივსა და მესიჯბოქსში, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ალაგებს ამ ქვეყანაში, ბუნებრივია, ჩვენ მას გავაკრიტიკებთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

30 ნოემბერი 2021, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილს სადიზმის საშუალება არ აქვს და ცრუპენტელობა დარჩა ერთადერთ რესურსად, რასაც ის იყენებს

მიხეილ სააკაშვილს სადიზმის საშუალება არ აქვს და აქედან გამომდინარე, ცრუპენტელობა დარჩა ერთადერთ რესურსად, რასაც ის იყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ნანა კაკაბაძე

30 ნოემბერი 2021, 14:50

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სააკაშვილის გუშინდელი გამოსვლა იყო განაცხადი - რაც გავაკეთე, სწორი იყოო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა

გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ არც თვითონ სააკაშვილს და არც მის გარემოცვას არ აქვს განცდა, რა დანაშაულები აქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე. ის გამოსვლა, რომელიც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, პირდაპირ იყო განაცხადი, რომ დიახაც, რაც გავაკეთე იყო სწორიო, თურმე, ეს ყოფილა აღმშენებლობა, ეს ყოფილა ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ის არაფერს ნანობს.

სოსო რობაქიძე

30 ნოემბერი 2021, 14:50

საზოგადოება

ბუტა რობაქიძის მამა მიხეილ სააკაშვილს: მეგონა, რომ სასამართლოზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი არა შეცდომებზე, არამედ ჩადენილ დანაშაულებზე და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს

„მთავარსარდლის გარეშე, ერთი ჯარისკაცი ვერ დატოვებს ადგილს, სადაც მათი ბაზაა. მე მეგონა, რომ სასამართლოზე მოხვიდოდი, ქართველ ხალხს მუხლებზე დაუდგებოდი, ბოდიშს მოიხდიდი არა შეცდომებზე, არამედ ჩადენილ დანაშაულებზე და ერთი წუთით მაინც დახრიდი თავს, ჰიმნის მოსმენისას, მათ, ვინც იმქვეყნად გაისტუმრე, პატივს მაინც სცემდი“, - თქვა სოსო რობაქიძემ.

ბეჟან წაქაძე

30 ნოემბერი 2021, 14:49

პოლიტიკა

პარლამენტმა ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ღონისძიება გატარდა უკანონო მოპოვების კუთხით, იგი კვლავაც ხდება და , სამწუხაროდ, ადამიანებს იწირავს. მინდა, მოვუწოდო შესაბამის სამსახურებს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს კონტროლი ამ მიმართულებით, რათა არ მოხდეს მსგავსი ტრაგედიები“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

30 ნოემბერი 2021, 14:41

COVID19

თიანეთში, კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერ ლევან წიკლაურთან და მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელ, რეგიონის კოორდინატორ ბადრი კუკულაძესთან ერთად, დაბა თიანეთის კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებთან ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.

ალუდა ღუდუშაური

30 ნოემბერი 2021, 14:35

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: სააკაშვილისგან ვერ მოვისმინეთ, რის გამო სცემეს უმოწყალოდ 7 ნოემბერს ჟურნალისტებს, რის გამო გააწამეს ჩვენი თანამოქალაქეები

ვერ მოვისმინეთ, 7 ნოემბერს უმოწყალოდ რის გამო სცემეს ჟურნალისტებს, რის გამო გააწამეს ჩვენი თანამოქალაქეები და მოუწყვეს პრაქტიკულად ბართლომეს ღამე - როდესაც თავშესაფარს ითხოვდნენ ისინი აფთიაქებში, სუპერმარკეტებში, ამ დროს თურმე ყოფილი პრეზიდენტი ტელევიზიით უყურებდა და როგორც ჩანს, ტკბებოდა ამ სცენით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

30 ნოემბერი 2021, 14:34

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა 7 ნოემბერს და ყველაფერი ვანო მერაბიშვილს გადააბრალა - შეუძლებელია, სააკაშვილის გარეშე ეს მომხდარიყო

„რას უნდა ველოდოთ მომავალ პროცესებზე?! - ველოდოთ რომ მას არ უნდოდა თვითმფრინავი გაფრენილიყო სუშის ჩამოსატანად ჰოლანდიაში და ამას აძალებდა მისი დაცვის უფროსი, რომ მას არ უნდოდა ჩამოეყვანათ გერმანიიდან მასაჟისტი ომის წაგებიდან ერთ კვირაში და ამას აკეთებდა მისი დაცვის უფროსი. მას არ უნდოდა 18 ათასი დოლარი ყოფილიყო გადახდილი მის სასტუმროში, რომელიც კერძო ვიზიტით იყო ტაილანდში და ამას აკეთებდა მის ნაცვლად მისი დაცვის უფროსი თემურ ჯანაშია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იაგო ხვიჩია

30 ნოემბერი 2021, 14:32

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სხვისკენ თითის გაშვერა არც მიხეილ სააკაშვილს არგებს და არც ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რადგან არსებობს მომენტები, როდესაც პასუხისმგებლობის აღება გიწევს

სხვისკენ თითის გაშვერა არც მიხეილ სააკაშვილს არგებს და არც ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რადგან არსებობს მომენტები, როდესაც პასუხისმგებლობის აღება გიწევს - ეს ყველაზე სწორი გამოსავალია და არიდების მცდელობა სერიოზულად არ გამოიყურება, - ამის შესახებ საპარლამენტო- პოლიტიკური ჯგუფის „გირჩი“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი 2021, 14:31

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: გუშინ სააკაშვილმა გვაჩვენა, რომ არანაირი მეტამორფოზა არ განუცდია, საკუთარი მმართველობიდან არანაირი დასკვნა არ გამოუტანია და არანაირი სინანული არ აქვს იმ ჯოჯოხეთურ რაღაცებზე, რაც ჩადენილი აქვს

„მოქალაქეების“ ლიდერის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაკეთებული განცხადებები სამარცხვინოა. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ დანასაულების სხვებისთვის გადაბრალება ექსპრეზიდენტის ჩვეული წესია.

დიმიტრი ხუნდაძე

30 ნოემბერი 2021, 14:21

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ქვეყანაში გვაქვს მძიმე პანდემიური მდგომარეობა და სხვა გამოწვევები, პრემიერის განცხადებებიც სწორედ ამ აქცენტებით იყო გაკეთებული

ქვეყანაში გვაქვს მძიმე პანდემიური მდგომარეობა, გვაქვს სხვა გამოწვევებიც და ვისაუბროთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ხალხს აწუხებს. პრემიერის განცხადებებიც სწორედ ამ აქცენტებით იყო გაკეთებული, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ჰერმან საბო

30 ნოემბერი 2021, 14:15

პოლიტიკა

ჰერმან საბო: ოპოზიციონერი კოლეგები ამ პარლამენტს ბევრ რამეს უწუნებენ, მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას ჩემთვის - ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის

„ოპოზიციონერი კოლეგები ამ პარლამენტს ბევრ რამეს უწუნებენ, მაგრამ მე ამას ვუყურებ, როგორც შესაძლებლობას ჩემთვის - ახალგაზრდა პოლიტიკოსისთვის. ჩემთვის, აქ ყოფნა იქნება, მინიმუმ, ძალიან საინტერესო გამოცდილება, ხოლო მაქსიმუმ, ვეცდები, თქვენთან ვიმუშაო ყველა იმ საკითხზე, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობას მოუტანს სიმდიდრესა და საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონობას“, - აღნიშნა ჰერმან საბომ.

დიმიტრი ხუნდაძე

30 ნოემბერი 2021, 14:12

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა

მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ საქართველოს გუშინდელი დღეა ცუდი მოგონებებით და უპატიებელი დანაშაულებით და ამას სასამართლო განსჯის - ჩვენი პოლიტიკური განაჩენი იყო არჩევნების შედეგები და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ ცვლილებებს ნურავინ ნუ ელის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.

მაკა ბოჭორიშვილი

30 ნოემბერი 2021, 14:07

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტში განსაკუთრებული ინტერესია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ კოლეგა ევროპარლამენტარებთან რეგულარული დიალოგი და თანამშრომლობა გვქონდეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ირლანდიაში, ლიეტუვასა და სტრასბურგში განხორციელებულ საერთაშორისო ვიზიტებზე ისაუბრა და მათი მნიშვნელობა შეაფასა.