imedi /  01 ნოემბერი 2021, 19:40 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: უახლესი კვლევებით „რემდესივირი“ COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არა მხოლოდ აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას, არამედ ამცირებს სიკვდილობის რისკებს

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

უახლესი კვლევების მონაცემებით იდება დამატებითი მტკიცებულებები, რომ ანტივირუსული მედიკამენტი რემდესივირი COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში არა მხოლოდ აუმჯობესებს დაავადების კლინიკურ მიმდინარეობას და ამოკლებს გამოჯანმრთელების პერიოდს, არამედ სარწმუნოდ ამცირებს სიკვდილობის რისკებს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ასე მაგალითად, ამერიკელი ავტორების მიერ 40 ათასზე მეტ COVID ავადმყოფზე ჩატარებული ძალიან სერიოზული დიდი მულტიცენტრული კვლევის მიხედვითრემდესივირი სარწმუნოდ ამცირებდა სიკვდილობას - 24%-ით დაავადების მე-14 დღისთვის და 11%-ით - 28-ე დღისთვის.

რიგი სხვა უახლესი კვლევების მიხედვით რემდესივირიაგრეთვე ამცირებდა სიკვდილობის ალბათობას COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფებში 21%-დან 61%-მდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

რიგი სერიოზული კვლევების თანახმად COVID-19-ის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტის - იანუს კინაზას ინჰიბიტორის ბარიციტინიბის გამოყენება „რემდესივირთან“ კომბინაციაში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში ზრდიდა ეფექტიანობას და სარწმუნოდ ამცირებდა გამოჯანმრთელების დროს, ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის ბლოკში მოხვედრის სიხშირეს და სიკვდილობის რისკს.

საქართველოში COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირს“ ვიყენებთ 2020 წლის დეკემბრიდან, ხოლო ა.წ. ოქტომბრიდან უკვე დავიწყეთ ბარიციტინიბის გამოყენება „რემდესივირთან “ და/ან სტეროიდებთან კომბინაციაში, რაც ვფიქრობთ დიდად შეუწყობს ხელს გამოსავლების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციით დაბალი მოცვის, პირბადეების ტარების დაბალი მაჩვენებლისა და ხალხმრავალი შეკრებების სიმრავლის პირობებში ძალიან მაღალია COVID-19-ის ახალი შემთხვევების და COVID აქტიური პაციენტების რაოდენობა.

ზემოთაღნიშნული კვლევების შედეგები და უკვე საქართველოს გამოცდილებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობას (ბარიციტინიბთან კომბინაციაში ან მის გარეშე) COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული ავადმყოფების სამკურნალოდ და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის იმ COVID კლინიკებმა, რომლებიც გაუგებარი მიზეზით დღემდე არ იყენებენ „რემდესივირს“ და შესაბამისად, ხელიდან უშვებენ COVID პაციენტების მკურნალობის ეფექტიანობის ამაღლების და გამოსავლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

კიდევ ერთი სიახლე:

ა.წ. 22 სექტემბერს კომპანია „Gilead“-მა გამოაცხადა, რომ მედიკამენტმარემდესივირმა“ დადებითი შედეგი აჩვენა მე-3 ფაზის რანდომიზებულ ორმაგად ბრმა, პლაცებო კონტროლირებად კვლევაში (კვლევა ჩატარდა 105 ლოკაციაზე) დაავადების დამძიმების რისკის მქონე COVID-19-ით არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებმაც COVID დამადასტურებელი ტესტი მიიღეს კვლევაში ჩართვამდე მაქსიმუმ 4 დღის განმავლობაში, რემდესივირის 3-დღიანმა კურსმა სტატისტიკურად სარწმუნოდ - 87% შეამცირა ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და აგრეთვე შეამცირა სიკვდილობის რისკი. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ „რემდესივირის“ გამოყენება არაჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ ჯერჯერობით არის საცდელი და მის პრაქტიკაში დანერგვამდე საჭიროა დამატებითი კვლევები“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

01 დეკემბერი 2021, 17:15

მსოფლიო

ირანის პარლამენტში ხანძარი გაჩნდა

ირანის პარლამენტის შენობაში ხანძარი გაჩნდა. გამოცემის ცნობით, პარლამენტიდან დეპუტატების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

01 დეკემბერი 2021, 17:12

მსოფლიო

მიუნხენში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები

გერმანიაში, მიუნხენში, დონერსბერგერ ბრუექეს (Donnersbergerbrücke) რკინიგზის ხალხმრავალ სადგურთან აფეთქება მოხდა. პოლიციით ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სამი ადამინი დაშავდა. აფეთქება სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ზვიად შალამბერიძე

01 დეკემბერი 2021, 17:08

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: იმერეთში ბევრი ობიექტია, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტის“ გამოყენება

,,ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო დღეიდან მთლიანად საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს კოვიდპასპორტების გამოყენებას. იმერეთში ბევრია ისეთი ობიექტი, სადაც უნდა გაკონტროლდეს ,,მწვანე პასპორტის“ გამოყენება. ჩვენ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ შეექმნათ დისკომფორტი, როგორც მომხმარებლებს ასევე ბიზნეს სუბიექტებს“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 დეკემბერი 2021, 17:02

COVID19

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი უნდა განიხილოს.

თამარ ტალიაშვილი

01 დეკემბერი 2021, 17:01

საზოგადოება

თამარ ტალიაშვილი: რომ არა 2012 წლიდან განათლებაში განხორციელებული ძალისხმევა, პანდემიის დროს განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა გართულდებოდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს, 2012 წლიდან განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

შოთა რეხვიაშვილი

01 დეკემბერი 2021, 16:50

პოლიტიკა

შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის მოადგილედ დაინიშნა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის 2021 წლის 1-ლი დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, შოთა რეხვიაშვილი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ლაშა შავდათუაშვილი და ილია სულამანიძე

01 დეკემბერი 2021, 16:39

სპორტი

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებს ხმის მიცემით გამოავლენს. სიაში ორი ქართველია

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2021 წლის სეზონის მიხედვით შემაჯამებელ გამოკითხვას აწყობს, რომელიც 10 დეკემბრამდე გასტანს. გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდებიან.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 დეკემბერი 2021, 16:38

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილს: ფრთხილად, საკუთარ ძმას „განაჩენი“ არ გამოუტანო!

,,ანუ რას ამბობს, ჩემი ძმა იყო მინისტრი გახარიას მოადგილე და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაზარალებულს კაფეში შეხვდა და კონვერტი გადასცაო?’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ხოჯევანიშვილს, რომელიც აცხადებს, რომ მისი ძმა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს ზაზა სარალიძეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეხვდა.

დავით ქართველიშვილი

01 დეკემბერი 2021, 16:36

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“

დეპუტატი ხოჯევანიშვილი საკუთარ ძმას ნაცების მეთოდით „აპრავებს“! მინისტრის მოადგილეები დაზარალებულებს რომ ხვდებიან კაფეებში და კონვერტებით - ნორმალურია? - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ქართველიშვილი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მისი ძმა შს მინისტრის მოადგილე იყო და დაზარალებულთან შეხვედრა ნორმალურია.

01 დეკემბერი 2021, 16:33

COVID19

ევროკომისია: ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაურო შეზღუდვები ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გადაიხედოს

ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ კორონავირუსის „ომიკრონის“ ვარიანტის გამო შეზღუდვების დასაწესებლად. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

01 დეკემბერი 2021, 16:31

სამართალი

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა - მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორების მიმართ

ცვლილების თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში - 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაღვრა.

01 დეკემბერი 2021, 16:30

სამართალი

მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა

1-29 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთის, ირანისა და ქუვეითის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 306 400 აშშ დოლარი, 90445 ევრო და 9027 აზერბაიჯანული მანათი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 16:20

საზოგადოება

2020 წელს, საქართველოში, მოხუცებულთა თავშესაფრებში 76 ადამიანი განთავსდა

გასული წლის განმავლობაში, საქართველოში, მოხუცებულთა თავშესაფრებში 76 ადამიანია განთავსებული, მათგან 48 ქალი და 28 კაცია. მოხუცებულთა თავშესაფრებში განთავსებულთა რაოდენობა წლების მიხედვით: 2010 წელი - 60 ადამიანი; 2011 წელი - 37 ადამიანი; 2012 წელი - 45 ადამიანი...

ივან კორჩოკი

01 დეკემბერი 2021, 16:07

პოლიტიკა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება

სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა.

თენგიზ ცერცვაძე

01 დეკემბერი 2021, 16:06

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ინფიცირებიდან პირველი 8-10 დღის განმავლობაში თუ მოგვმართავენ, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებენ

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი ადამიანი კოვიდ-ინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში მათ მიმართავს, დაავადების დამძიმებას თავიდან აიცილებს.

01 დეკემბერი 2021, 15:46

COVID19

საქართველოში გამოკითხული 1600-ზე მეტი ადამიანიდან, 3%-ის თქმით, საერთოდ არ წუხს, რომ შეიძლება, თავად ან თავისი ოჯახის წევრი COVID-19-ით მძიმედ დაავადდეს

საქართველოში ჩატარდა ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე COVID-19-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, მოქალაქეებმა შეკითხვაზე, არიან თუ არა შეწუხებულნი, რომ თავად ან თავიათი ოჯახის წევრი, შეიძლება, COVID-19-სგან მძიმედ ავად გახდეს, შემდეგი პასუხები გასცეს...

01 დეკემბერი 2021, 15:45

სამართალი

სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით 3 პირი: 1966 წელს დაბადებული ე.ს. 1963 წელს დაბადებული ლ.ს. და 1972 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს, - ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

01 დეკემბერი 2021, 15:23

პოლიტიკა

​ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველომ ალიანსის 2030 წლის სტრატეგიასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ქ.რიგაში მიმდინარე ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ალიანსის და ლატვიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში, რომელიც ალიანსის 2030 წლის სტრატეგიას მიეძღვნა.

01 დეკემბერი 2021, 14:56

ტექნოლოგიები

Twitter-ი წაშლის ფოტოებს, რომლებიც მათზე გამოსახული ადამიანების ნებართვის გარეშე გამოქვეყნდება

ფოტოს წასაშლელად მომხმარებელს საჩივრის გაგზავნა მოუწევს. ახალი წესები არ გავრცელდება პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეების სურათებზე, ასევე მასობრივი ღონისძიებებიდან რეპორტაჟებზე და საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ტვიტებზე.

დონალდ ტრამპი მეგან მარკლი

01 დეკემბერი 2021, 14:55

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპი: პირველი დღიდანვე არ მომწონდა მეგან მარკლი - მან ჰარი საშინლად გამოიყენა და ჰარი ოდესმე ინანებს ამას

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მეგან მარკლი პრინც ჰარის გამოყენებასა და დედოფლის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.