IMEDI /  04 ნოემბერი 2021, 12:48 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

ე.წ. ვაქცინაციის მარათონი წარმატებული გამოდგა და თავის მიზანს ასრულებს. მისივე თქმით, მარათონის პერიოდში მოსახლეობის დამყოლობა თანდათან გაიზრდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი აზრით, მარათონს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც ადამიანები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მშობლიურ ენაზე იღებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის მარათონის პერიოდში ჯერ მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ აცრილა, დამატებით 2 500-მდე ადამიანია აცრილი, მარათონი თავის მიზანს მაინც ასრულებს. კარდაკარით სიარულის დროს მოსახლეობის დამყოლობა უფრო იზრდება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში, სადაც თავიანთ მშობლიურ ენაზე ეძლევათ მეტი ინფორმაცია და ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე. ეს მარათონი არა ერთი ან ორი კვირა, არამედ მთელი წელი ან მეტხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, ახალქალაქში ყოფნისას, გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად აუცილებელი წინაპირობა არის ვაქცინაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 33 პროცენტი, რაც საკმარისი არ არის.

„ახალქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს მოცვის მაჩვენებელი, ამიტომ ვესაუბრეთ ექიმებს. ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტი არის აცრილი, უნდა აიცრას სულ მცირე მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი, შემდეგ უფრო მეტი, 80 პროცენტამდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ახალი წელი იყოს კარგი ყველასთვის. აქ ჩემს კოლეგებთან დისკუსია მქონდა, სამწუხაროდ, ისინი აკეთებენ ბავშვთა აცრებს [გეგმური], მაგრამ არ ცრიან მოზრდილებს კოვიდზე. ისინი რამდენჯერმე გადამზადდნენ, მაგრამ შიში აქვთ და ეს შიშის სინდრომი უნდა მოიხსნას.

მე-5 ტალღაა, დღესაც კორონავირუსის 4 000 ახალი შემთხვევაა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ, უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის. ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე, თავი ავარიდოთ ყველანაირ შეკრებას. ასევე, არ მივესალმებით არანაირი მიზნით გამართულ დიდ შეკრებებს, რომელიც ინფექციის გავრცელების მომატებული რისკფაქტორია. გვექნება ასეთი ტალღები ყოველ ორ თვეში ერთხელ, ახლა ცოტა დაიკლებს, შემდეგ ისევ მოიმატებს და სამწუხაროდ, გვექნება ყოველდღიურად ასეთი ცუდი გამოსავალი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ მომხრეა, აცრებთან დაკავშირებით ქვეყანაში რეგულაციები გამკაცრდეს.

ყველა სიახლე

ანრი ოხანაშვილი

02 დეკემბერი 2021, 20:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: არცერთ სახელმწიფო მოხელეს უფლება არ აქვს თავს უფლება მისცეს ოჯახსა და საკუთარ თავს რაიმე თანხა არადანიშნულებისამებრ მოახმაროს

„სინამდვილეში ეს არის არა „პიჯაკების“, არა ე.წ. ბილეთის ხარჯის საქმე, არამედ ეს არის არამიზნობრივად, არადანიშნულებისამებრ, პირადი ფუფუნებისთვის ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვის საქმე“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

02 დეკემბერი 2021, 20:45

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა

„ძალიან მასშტაბური ინვესტიცია განხორციელდა იმისთვის, რომ რუსთავს ჰქონოდა სავაჭრო მოლი. მთავარი არის ის, რომ აქ დასაქმდება არაერთი რუსთაველი. ამ ეტაპზე დასაქმებულია 1000 ადამიანი და მას შემდეგ, რაც „რუსთავი მოლი“ სრულად დაიტვირთება, სამუშაო ადგილების რაოდენობა 5000-მდე გაიზრდება, ეს კი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები და ადგილობრივ მოსახლეობას აქვს რეალური დასაქმების შესაძლებლობა“, - განაცხადა ლაცაბიძემ.

02 დეკემბერი 2021, 20:44

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: კვლავ მოვითხოვთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს ევროკავშირთან საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ორგანიზება

კვლავ მოვითხოვთ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმმა დაუყოვნებლივ და სრულად შეაჩეროს ევროკავშირთან საზღვარზე არალეგალური მიგრაციის ორგანიზება, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ირაკლი ბათიაშვილი

02 დეკემბერი 2021, 20:33

პოლიტიკა

ირაკლი ბათიაშვილი: 26 მაისს აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო, ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ

„თავისუფლების მოედნის მხრიდან, რუსთაველის მხრიდან, ზევიდან, ქვევიდან - აბსოლუტურად ყველაფერი გადაკეტილი იყო. ალყა იყო შემორტყმული და თავიდანვე დაიწყეს შემოტევა და ძალიან დიდი რაოდენობით ძალები ჰყავდათ მობილიზებულები. ხალხს მოსაკლავად მისდევდნენ. მე პირდაპირ მოსაკლავად მომდევდნენ, სროლა-სროლით მოდიოდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები, როდესაც რუსთაველის კინოთეატრის ზემოთ ავედით სახურავზე“, - ამბობს ბათიაშვილი.

02 დეკემბერი 2021, 20:12

მსოფლიო

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა

ევროკავშირმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი დააწესა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

02 დეკემბერი 2021, 19:49

COVID19

ბორის ჯონსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აიცრა.

02 დეკემბერი 2021, 19:25

პოლიტიკა

თბილისში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, კონფერენცია „ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის პლატფორმა“ გაიმართა

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პლატფორმის მიზანია გააერთიანოს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ექსპერტები, რომელთაც აქვთ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისა და მოქალაქეების ჩართულობის გამოცდილება და ასევე, თვითმმართველ ერთეულებში საბიუჯეტო პროცესის განვითარების ხელშეწყობა.

02 დეკემბერი 2021, 19:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად, დღეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბრალის აღიარება მოვისმინეთ

„ახლა ერთი ნაბიჯი დარჩა, დაადასტუროს, რომ ეს იყო დანაშაული. მიხეილ სააკაშვილს ბოტოქსის გარეშე რომ შეხედავდა ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი აფხაზეთს აღიარებდა? მისი ახსნა ყოველგვარ ზღვარს სცდება. ველოდები როდის გამოეხმაურებიან ამას ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კორუფციის საკითხებით არიან დაკავებული და ბოლოს და ბოლოს ამას თავის სახელს დაარქმევენ – ეს არის კორუფცია, კორუფციული სქემა. საჭიროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

დავით ზალკალიანი
მიხაელ ლინჰარტი

02 დეკემბერი 2021, 19:16

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს მიხაელ ლინჰარტს შეხვდა.

ოლაფ შოლცი

02 დეკემბერი 2021, 19:10

მსოფლიო

8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას კენჭს უყრის

8 დეკემბერს, ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე ოლაფ შოლცის კანდიდატურას კენჭს უყრის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro გერმანიის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2021, 18:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასა და ურყევ კურსს. გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

02 დეკემბერი 2021, 18:49

საზოგადოება

იაპონიის მთავრობის დახმარებით, დევნილთა 3 დასახლებას მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა.

02 დეკემბერი 2021, 18:49

COVID19

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:45

რეგიონი

ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ სერვისებს მიიღებს, როგორებიცაა გზები, კანალიზაცია, სასმელი და სანიაღვრე სისტემები.

02 დეკემბერი 2021, 18:43

თავდაცვა

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დაკვირვებისთვის, საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა, რომლებიც 28 ნოემბერს ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდნენ და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმისთვის.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ

„შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მთავარი მწამებელი მეგის ქარდავა და თავად ამ რეჟიმის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან სულ რაღაც ორიოდე კვირის დაშორებით აღმოჩნდნენ ქართული მართლმსაჯულების ხელსა და ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში. ორივეს მოუწევს სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ“, - განაცხადა სუბარმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 დეკემბერი 2021, 18:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დავკარგეთ და ომში გავიმარჯვეთო, ამის შემდეგ ჩემთვის მისი განცხადებები საინტერესო არ არის

როგორც სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანამ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დაკარგა. დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება უინტერესო ხდება.

თამარ ტალიაშვილი

02 დეკემბერი 2021, 18:34

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი PACE-ის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე წარდგა.

02 დეკემბერი 2021, 18:24

COVID19

ECDC: მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „ომიკრონმა“ ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, ევროპაში რამდენიმე თვეში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტმა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს.