imedi  /  04 ნოემბერი 2021, 14:04 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 3 006 463 შემთხვევა დადასტურდა, 70 146 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 2 479 138 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კორონავირუსის 27 377 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 699 ადამიანი გარდაიცვალა.

26 ოქტომბერს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) უკრაინა მოგზაურობისთვის ძალიან მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა.

უკრაინაში კორონავირუსის ახალი ტალღის გავრცელების გამო, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ქვეყანას საფრთხის უმაღლესი, მეოთხე კატეგორია მიანიჭა.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

02 დეკემბერი 2021, 18:57

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას

ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასა და ურყევ კურსს. გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

02 დეკემბერი 2021, 18:49

საზოგადოება

იაპონიის მთავრობის დახმარებით, დევნილთა 3 დასახლებას მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა.

02 დეკემბერი 2021, 18:49

COVID19

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს

გერმანია არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:45

რეგიონი

ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა

იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში, ახალგორის მუნიციპალიტეტს, კერძოდ, ფრეზეთის, წეროვანისა და წილკნის დევნილთა დასახლებებს მძიმე ტექნიკა გადაეცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ხელს შეუწყობს ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაუმჯობესებულ მუნიციპალურ სერვისებს მიიღებს, როგორებიცაა გზები, კანალიზაცია, სასმელი და სანიაღვრე სისტემები.

02 დეკემბერი 2021, 18:43

თავდაცვა

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

02 დეკემბერი 2021, 18:43

პოლიტიკა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების დაკვირვებისთვის, საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა

ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჯაფაროვი, ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეხვდა, რომლებიც 28 ნოემბერს ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდნენ და მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმისთვის.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილსა და ქარდავას მოუწევთ სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ

„შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, მთავარი მწამებელი მეგის ქარდავა და თავად ამ რეჟიმის შემქმნელი, მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან სულ რაღაც ორიოდე კვირის დაშორებით აღმოჩნდნენ ქართული მართლმსაჯულების ხელსა და ქართული სასჯელაღსრულების სისტემაში. ორივეს მოუწევს სასჯელების მოხდა, რომელიც მათ მიესაჯათ“, - განაცხადა სუბარმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

02 დეკემბერი 2021, 18:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დავკარგეთ და ომში გავიმარჯვეთო, ამის შემდეგ ჩემთვის მისი განცხადებები საინტერესო არ არის

როგორც სამხარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, ექსპრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თქვა, რომ ქვეყანამ რამდენიმე ქვა-ღორღიანი სოფელი დაკარგა. დეპუტატის თქმით, ამის შემდეგ მისი ნებისმიერი განცხადება უინტერესო ხდება.

თამარ ტალიაშვილი

02 დეკემბერი 2021, 18:34

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი PACE-ის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე მოხსენებით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის წინაშე წარდგა.

02 დეკემბერი 2021, 18:24

COVID19

ECDC: მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში „ომიკრონმა“ ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს

ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) განცხადებით, ევროპაში რამდენიმე თვეში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტმა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი შეიძლება გამოიწვიოს.

02 დეკემბერი 2021, 18:24

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძემ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლი დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 4 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლებია: ბაილეთის ადმინისტრაციული ერთეული, გიორგი ქათამიძე, ნაგომრის ადმინისტრაციულ ერთეული, მიხეილ ცქვიტიშვილი, სილაურის ადმინისტრაციულ ერთეული, გიზო გოგუაძე, ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეული, ირაკლი ჩავლეშვილი.

კრისტიან ერიქსენი

02 დეკემბერი 2021, 18:22

სპორტი

კრისტიან ერიქსენმა ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა

იტალიელმა მედიკოსებმა ერიქსენს სერია ა-ში თამაში აუკრძალეს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუდგეს. ლიგის წესები კი ამ მოწყობილობით თამაშს კრძალავს. „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ასევე აღნიშნა, რომ მზად არის დანიელი კლუბიდან გაუშვას.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:15

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: უამრავი ადამიანია, რომელსაც არ ეგონა, რომ სასჯელი შეეხებოდა, მაგრამ დიახ, ისინი აგებენ პასუხს

ვინც დესტაბილიზაციას შეეცდება, ის აგებს პასუხს კანონის შესაბამისად. არც ძალიან მკაცრად, არც რბილად, არც ლიბელაურად, არც კონსერვატიულად - ჩვეულებრივად, როგორც კანონი მოითხოვს, ისე აგებენ პასუხს და ამას მგონი თვითონაც ნელნელა ეგუებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 18:11

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილი ისტორიაში შევა იმ ფაქტით, რომ მან ხელ-ფეხი გაუხსნა ოკუპანტს და მისი მმართველობის პერიოდში მოხდა საქართველოს ტერიტორიის 22%-ის ოკუპაცია

სააკაშვილს არანაირი სახელმწიფო ინსტიტუტები არ შეუქმნია - მან შექმნა კუდ-ი, რომელიც იყო აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, მან შექმნა სოდ-ი, რომელიც ასევე კანონს მიღმა მდგომი ქვედანაყოფი და მის სახელს უკავშირდება სასამართლო სისტემა, სადაც არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოდიოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 18:08

პოლიტიკა

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო, გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომლის თანახმად, შემოსულობების ნაწილი 166 მლნ ლარით იზრდება და შეადგენს 18 მლრდ 99 მლნ ლარს. ხარჯვითი ნაწილი იზრდება 297 მლნ ლარით და შეადგენს 19 მლრდ 796 მლნ ლარს, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება და 6,9%-ის ნაცვლად 6,7%-ის ოდენობით განისაზღვრება.

02 დეკემბერი 2021, 18:08

რეგიონი

ადიგენის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა შეემატა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სკოლაში განთავსებულია 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყო ეზო, სადაც სპორტული მოედანია განთავსებული.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: სააკაშვილმა თქვა, თითქოს მისი მეუღლის დამსახურება იყო ტუბერკულოზთან ბრძოლა, როცა მის დროს ციხეებში ყოველწლიურად ტუბერკულოზის 2000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა, ჩვენ ეს ციფრი 60-მდე ჩამოვიყვანეთ

ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს გარეთ იკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. მისი მომხრეებიც ეჩვევიან და ეგუებიან, რომ სააკაშვილი არის ციხეში და იქ დიდიხნით მოუწევს ჯდომა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

გიორგი ცუცქირიძე

02 დეკემბერი 2021, 17:56

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის ხელწერა რეჟიმებისათვის დამახასიათებელი სისასტიკითა და უნდობლობით გამოირჩეოდა - ადგილზე ლიკვიდაციის გარდა, სხვა არანაკლებ არაადამიანური ინსტრუმენტებიც უხვად ჰქონდათ

მათ არსენალში არც წამება და არც ფიზიკური დამახინჯება იყო უცხო ხილი. მორალურ ზიანზე არაფერს ვიტყვი. ამ ტიპის ტრავმების შედეგად მრავალი ადამიანი დაამახინჯეს, ნაწილს კი დარჩენილი სიცოცხლის წლები ჯოჯოხეთად უქციეს!, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მმართველობის პერიოდში დაზარალებულ ადამიანებზე საუბრობს.

სოზარ სუბარი

02 დეკემბერი 2021, 17:55

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილი პირადად ესწრებოდეს პროცესებს, ასეთ დროს უფრო ადვილია დავინახოთ სინამდვილეში რა ადამიანთან გვაქვს საქმე

„ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - ძალიან მნიშვნელოვანია სააკაშვილი პირადად ესწრებოდეს პროცესებს, იმიტომ რომ ასეთ დროს უფრო ადვილია დავინახოთ სინამდვილეში რა პიროვნებასთან და რა ადამიანთან გვაქვს საქმე. როგორც {სლობოდან} მილოშევიჩს პროცესები იხილა მთელმა მსოფლიომ და დარწმუნდა რა სასტიკ დამნაშავესთან გვქონდა საქმე, ასევე თითოეულ ამ პროცესზე ყოველდღიურად გამოჩნდება არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მისი რეჟიმის სახე და ჩამოეხსნება ფარდა იმ დანაშაულთა კასკადს, რომელიც ამ ადამიანმა ჩაიდინა“, - განაცხადა სუბარმა.

02 დეკემბერი 2021, 17:48

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ როსარია პუგლისისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ როსარიას, საქართველოში მისი ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის. პირადად მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ნატო-სთან დაახლოების პროცესში. მსურს, მას მომდევნო საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.