www.imedi.ge /  09 ნოემბერი 2021, 10:49 / სანდო წყარო

დღე-ღამეში საქართველოში 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 75 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 761 067 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 696 921, გარდაიცვალა 10 584 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

17 იანვარი 2022, 19:29

რეგიონი

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს

მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე თუშეთიდან თელავში, საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.

17 იანვარი 2022, 19:22

სამართალი

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 17 იანვარს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული ოფისის რეგისტრატორი ზ.გ. დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 19:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის რეგიონულ დირექტორს, ქრისტოფერ ლევიკს და ფონდის გარემოსდაცვითი დემოკრატიის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტოფერ ლევიკს მადლობა გადაუხადა ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიერ საქართველოსა და პარლამენტში განხორციელებული და მიმდინარე პროგრამებისთვის.

დიმიტრი ხუნდაძე

17 იანვარი 2022, 19:08

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში“ დევნილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და მსგავს საპროტესტო ფაქტებთან შეხება აღარ გვექნება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

17 იანვარი 2022, 19:07

COVID19

კანონპროექტის თანახმად, ავსტრიაში, არავაქცინირებული ზრდასრულები 600 ევროთი დაჯარიმდებიან

1-ლი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაციის მანდატი ამოქმედდება, რომელიც არავაქცინირებული ზრდასრულების დაჯარიმებას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ირაკლი ლატარია

17 იანვარი 2022, 19:02

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: კარგად ჩანს, რატომაც ებრძვით თეას, იმ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა კულტურა გახადოს კულტურის ნაწილი და არა პოლიტიკურ თავშესაფრად

წულუკიანი არის ძლიერი, ობიექტური და სამართლიანი მინისტრი და სწორედ ამიტომ მიადგნენ ეს ჭინკები, მაგრამ არაფერი გამოგივათ, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლიდანაც ირკვევა, რომ ანა კალანდაძის ორი ლექსი სხვა ავტორს მიაკუთვნეს.

თამილა ბარკალაია

17 იანვარი 2022, 19:02

საზოგადოება

თამილა ბარკალაია: ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 67-ვე ტერიტორიულ ერთეულში სოციალური სერვისების მიწოდება შეუფერხებლად ხორციელდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

გია გაბრიჭიძე

17 იანვარი 2022, 18:59

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: ატყდა ნაცურ-ლიბერასტული ჟრიამული, თურმე, როგორ გაბედა თეა წულუკიანმა და საკითხის შესწავლა დაიწყო

კი ვიცით რა მუცლის გვრემაც აწუხებთ „ლიტერატურაზე შეყვარებულ“ უწიგნურებს და ეს გვრემა კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, როცა კულტურის სამინისტრო მუზეუმებიდან უკანონოდ გატანილი საგანძურების აღრიცხვას და შესწავლას დაიწყებს - ექსპერტი გია გაბრიჭიძე ანა კალანდაძის ლექსის სხვა ავტორზე მიკუთვნებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ლევან დავითაშვილი

17 იანვარი 2022, 18:50

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს ახალ ბაზრებზე ქართული ღვინის კომპანიები კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

17 იანვარი 2022, 18:48

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო: 2024 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

17 იანვარი 2022, 18:34

სამართალი

რა კავშირი აქვს პარტია „დროას“ დევნილთა დასახლებაში მომხდარ ტრაგედიასთან

სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი ტრაგედიაზე გამოძიება გრძელდება. მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები. „ქრონიკა“ ესაუბრა პარტია „დროას“ იურისტს. როგორც მან განაცხადა, შემთხვევამდე ის დევნილებს შეხვდა და ტრაგედიასაც უშუალოდ შეესწრო. გიგა ლემონჯავა განმარტავს, რომ დევნილებთან შეხვედრაზე იურიდიული კონსულტაციებისთვის იმყოფებოდა.

ზურაბ ქადაგიძე

17 იანვარი 2022, 18:30

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „შავი სიები“ არის ჩვეულებრივად დაგეგმილი პროვოკაცია, საბოტაჟი იმ კონკრეტული ინსტიტუტის სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ალბათ ყველაზე საფუძველთა საფუძველია სახელმწიფოსი

„შავი სიები“ არის ჩვეულებრივად დაგეგმილი პროვოკაცია, საბოტაჟი იმ კონკრეტული ინსტიტუტის სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ალბათ ყველაზე საფუძველთა საფუძველია სახელმწიფოსი, - ამის შესახებ ექსპერტმა ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

17 იანვარი 2022, 18:27

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გრძელდება პოლიტიკურ პროცესებში ისეთი სერიოზული სახელმწიფო ინსტიტუტის ჩათრევა, როგორიც სასამართლო ხელისუფლებაა

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან გრძელდება პოლიტიკურ პროცესებში ისეთი სერიოზული სახელმწიფო ინსტიტუტის ჩათრევა, როგორიც სასამართლო ხელისუფლებაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ ჩიქოვანი

17 იანვარი 2022, 18:25

რეგიონი

არჩილ ჩიქოვანი: ბათუმის ბულვარში სტიქიის შედეგად დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენა ორი დღის განმავლობაში მოხდება

ჩიქოვანის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში მოსულმა უხვმა ნალექმა და ზღვაზე შტორმმა გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24-საათიან რეჟიმზეა გადასული და შესაბამისად, დღეს დილიდან სატრანსპორტო და საფეხმავლო მიმოსვლა აღდგენილია. გაწმენდილია სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან მისასვლელი გზები. მუდმივად კონტროლდება სანიაღვრე სისტემები და მათი გაწმენდა მიმდინარეობს, რათა თოვლის დნობამ დამატებით პრობლემები არ შეუქმნას ქალაქს.

ანალენა ბერბოკი

17 იანვარი 2022, 18:16

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ეკონომიკური, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ნებისმიერ შემდგომ აგრესიულ ქმედებას რუსეთისთვის მაღალი ფასი ექნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის საკითხზე რუსეთთან დაძაბულობა დიპლომატიური გზით მოგვარდება.

17 იანვარი 2022, 18:03

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. კარლ ჰარცელმა შალვა პაპუაშვილს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

17 იანვარი 2022, 17:48

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დიდთოვლობასთან დაკავშირებული საკითხები და ღონისძიებები, რაც შექმნილი გამოწვევების აღმოსაფხვრელად უნდა გატარდეს. ამ ეტაპზე ყველა მიმართულებით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ირაკლი ლექვინაძე

17 იანვარი 2022, 17:47

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე: იაფფასიანი მედიკამენტი უხარისხო მედიკამენტს არ ნიშნავს

„ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით ქვეყანაში უნდა არსებობდეს ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტი, რითაც ერთი და იგივე დანიშნულებისა და ფასებით განსხვავებულ მედიკამენტებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე მედიკამენტის ხარისხის სტანდარტის შემოღება, როგორც იმპორტის ასევე ადგილობრივი წარმოების დონეზე. ამის შესაბამისი ინსტრუქციები და აღსრულების მექანიზმები არსებობს და ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათა საქართველოს ბაზარზე იყოს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი და იაფფასიანი მედიკამენტი უხარისხო მედიკამენტს არ ნიშნავდეს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ირაკლი ლექვინაძე

17 იანვარი 2022, 17:42

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძე თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნაზე: ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს მოქალაქეების დანახარჯებზე

დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს მთავრობის სხდომაზე და ეს გადაწყვეტილებები იყო ორი მიმართულებით, რომლის მთავარი მიზანი არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება და უფრო მეტი ხელმისაწვდომობის ზრდა, - ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

17 იანვარი 2022, 17:42

სამართალი

ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.