imedi /  18 ნოემბერი 2021, 19:07 / სანდო წყარო

თეა ახვლედიანი: მიმდინარეობს კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა, ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, რაც კორონავირუსის გავრცელების პირველივე ეტაპიდან რამდენიმე კომპონენტად, ძირითადად, აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით განხორციელდა, სამედიცინო საშუალებების მიწოდების, ცნობიერების ამაღლების, ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების ჩათვლით, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა. ამ დრომდე, კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 800-ზე მეტ კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს.

„ამ მიზნით, რეკორდულად სწრაფ დროში აღიჭურვა და ამოქმედდა რუხში არსებული კლინიკა.

გაწეული ძალისხმევის შედეგად ასევე შესაძლებელი გახდა:

- პაციენტების მართვა საველე ჰოსპიტალში ენგურის ხიდთან;

- დახმარების გამოყოფა ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული 247 სტუდენტისთვის;

- COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული სქემის გავრცელება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე გამარტივებული წესით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

- აღსანიშნავია, ასევე, რომ ე.წ. გადასასვლელის ხანგრძლივი ჩაკეტვის პირობებში, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, მოხერხდა ჰუმანიტარული კორიდორის ამოქმედება, პირველ ეტაპზე პენსიონერების, მრავალშვილიანი ოჯახების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ენგურის ხიდთან პენსიისა და სხვა შემწეობის, ასევე სააფთიაქო მომსახურების მისაღებად.

- ისევე როგორც - შევძელით აფხაზეთის რეგიონიდან 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ორგანიზებულად გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გასაგრძელებლად.

- გადასასვლელის ეტაპობრივი გახსნის შედეგად აფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე აღდგენილია მიმოსვლა, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1500-მდე ადამიანი სარგებლობს.

- აფხაზეთის რეგიონში საერთაშორისო პარტნიორებმა ჩვენი თანხმობით დაიწყეს ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-ზე მეტი ახალი პროექტი.

- ჩვენ არაერთხელ, საჯაროდ თუ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა არხის გამოყენებით, დავადასტურეთ და ახლაც ვაცხადებთ მზაობას ანალოგიური დახმარება გავუწიოთ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას, თუმცა ცხინვალის დესტრუქციული მიდგომის და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან იმისთვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ყველა სიახლე

07 დეკემბერი 2021, 00:55

ტაბლოიდი

მოდის გამოცემა Elle ცხოველის ტყავის გამოყენების პოპულარიზაციას წყვეტს

Elle-ი პირველი მსხვილი მოდის გამოცემა გახდება, რომელიც თავის სარედაქციო და სარეკლამო კონტენტში ცხოველთა ბეწვის პოპულარიზაციას შეწყვეტს. გამოცემის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ცხოველთა კეთილდღეობის მხარდასაჭერად და მომხმარებლის გემოვნების ცვლილებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

კონკურსის გრან-პრის მდლობელი ფოტო

07 დეკემბერი 2021, 00:40

კულტურა

აფრიკის ველური ბუნების ფონდმა თავისი პირველი ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა📷ფოტოგალერეა

ფონდი აფრიკის ცხოველების და მათი ბინადრობის არეალების დაცვით უკვე 60 წელია დაკავებული. წელს კი ფონდში გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხისადმი ყურადღება ფოტოკონკურსის მეშვეობით გაზარდონ.

დედამიწის შავი ყუთი

07 დეკემბერი 2021, 00:22

ტექნოლოგიები

ავსტრალიაში „დედამიწის შავ ყუთს“ დადგამენ, რომელიც ცივილიზაციის დაცემის შესახებ მონაცემებს ჩაიწერს

ინფორმაციის მატარებლებზე ჩაწერენ ცნობებს კლიმატის ცვლილების, სახეობების გადაშენების, გარემოს დაბინძურების შესახებ. შემდეგ ამ მონაცემებს კონსტრუქციაში მოათავსებენ, რომელიც მომავალი თაობებისთვის ერთგვარ არქივად იქცევა. მათ საშუალება ექნებათ მიიღონ დისკებზე ჩაწერილი ინფორმაცია და გაიგონ რა მოხდა პლანეტაზე.

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2021, 00:20

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა

ბაიდენი ვირუსის დამარცხებას აპირებდა, თუმცა ნაცვლად ამისა, ვირუსმა ის დაამარცხა, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მონბლანი

06 დეკემბერი 2021, 23:49

მსოფლიო

ფრანგმა ალპინისტმა მონბლანზე ნაპოვნი განძის ნახევარი მიიღო💎

ალპინისტმა თავისი აღმოჩენა პოლიციაში მიიტანა და რადგან განძის მფლობელის ნათესავები ამ დრომდე არ გამოჩენილან, კანონის მიხედვით, ქვები მპოვნელსა და სახელმწიფოს შორის თანაბრად გაიყო. განძის თითოეული ნახევრის ღირებულება დაახლოებით 150 ათას ევროს შეადგენს.

06 დეკემბერი 2021, 23:30

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საფრანგეთში ღამის კლუბები ერთი თვით დაიხურება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

06 დეკემბერი 2021, 23:25

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და მეცენატობას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და კრიმინალ სააკაშვილს ქვეყნის „დამფუძნებელ“ მამად მოიხსენიებენ, აი ეგ არის სექტანტობა და მარაზმი

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასა და მეცენატობას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და კრიმინალ სააკაშვილს ქვეყნის „დამფუძნებელ“ მამად მოიხსენიებენ, აი ეგ არის სექტანტობა და მარაზმი, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

06 დეკემბერი 2021, 22:51

მსოფლიო

თეთრი სახლი: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზად არის, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება განიხილოს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ მზად არის, აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერება განიხილოს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.

06 დეკემბერი 2021, 22:43

სამართალი

15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 2 არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან არსებობს, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე.

06 დეკემბერი 2021, 22:29

რეგიონი

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაცით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 43-ე კილომეტრზე მოძრაობა ქვისცვენისა და ზვავსაშიშროების გამო იყო აკრძალული.

06 დეკემბერი 2021, 22:00

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 7 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

06 დეკემბერი 2021, 21:31

COVID19

ივანე ჩხაიძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვაფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გრიპის შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვაქცინები „ომიკრონზე“ ნაკლებად მოქმედებს თუ არა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

06 დეკემბერი 2021, 21:21

მსოფლიო

CNN: რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს

რუსეთის უკრაინაში შეჭრისგან შეკავების მიზნით, აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფართო პაკეტის დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლევან ვეფხვაძე

06 დეკემბერი 2021, 20:57

სამართალი

პროკურორი: არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანს, მეორემ იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო, მეორე არასრულწლოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს - ორივე არასრულწოვანი ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

06 დეკემბერი 2021, 20:51

COVID19

იტალიაში, არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა

იტალიაში, არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ლაშა დარსალია

06 დეკემბერი 2021, 20:49

პოლიტიკა

ლაშა დარსალია: საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა აისახება ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზეც

მთავრი თემა, რა თქმა უნდა, არის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულება, წინსვლა უსაფრთხოების საკითხებზე და ადგილზე არსებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საკითხები, იქნება ეს უკანონო დაკავებები თუ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. საერთაშორისო ფორუმებზე ნატოსა და ეუთოს ფარგლებში საქართველოს ძალიან მტკიცე მხარდაჭერა დაფიქსირდა, რაც თავისთავად აისახება ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზეც, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2021, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს და ცდილობენ, ეს ტვირთი მოიცილონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიხეილ სააკაშვილს აღიქვამენ, როგორც ტვირთს. მისი თქმით, როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში არის“ მცდელობა, რომ ეს ტვირთი მოიცილონ.

06 დეკემბერი 2021, 20:31

მსოფლიო

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს

გერმანია ირანს მოუწოდებს, ბირთვულ მოლაპარაკებებს რეალისტური წინადადებებით დაუბრუნდეს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

06 დეკემბერი 2021, 19:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წამების დეფინიცია ბევრმა საქილიკო საგნად გადააქცია

ჩემი გონივრული ეჭვია, რომ იმ განცხადებების შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოში აკეთა, ვიღაცას ძალიან აწყობს, მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცოტა სხვა წარმოდგენები იყოს, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას, რომლის თანახმად, „საპატიმრო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აძლევდნენ, რისი არაადეკვატური გამოყენებაც ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება“.

რომის პაპი ფრანცისკე

06 დეკემბერი 2021, 19:43

მსოფლიო

რომის პაპი: ევროკავშირი დამფუძნებელი მამების იდეალებს უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთიანობისა და სიდიადის იდეალებია, და ფრთხილად უნდა იყოს, რათა იდეოლოგიური კოლონიზაციის გზაზე არ დადგეს

ევროკავშირი დამფუძნებელი მამების იდეალებს უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთიანობისა და სიდიადის იდეალებია, და ფრთხილად უნდა იყოს, რათა იდეოლოგიური კოლონიზაციის გზაზე არ დადგეს, რადგან ეს ქვეყნების დაყოფითა და ევროკავშირის მარცხით შეიძლება დასრულდეს, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.