imedi /  22 ნოემბერი 2021, 20:45 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით მაღალი სიკვდილობის მიზეზი არ არის კლინიკური მართვის არასათანადო ხარისხი, ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დავუშვებთ

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმების, ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში „კოვიდ-19“-ის კლინიკური მართვის ხარისხის თაობაზე მათი ინსინუაციები და დემაგოგია სიმართლისგან ძალიან შორს არის.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით მაღალი სიკვდილობის მიზეზი არ არის კლინიკური მართვის არასათანადო ხარისხი და ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დაუშვებენ.

„ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ქ-ნი ნანა გეგეჭკორი თავის პოსტში უკვე მერამდენედ უაღრესად არაკორექტულად და ცინიკურად მიმართავს საქართველოს მოსახლეობას. კერძოდ, ის წერს – „იქნებ ეს მაინც (რეგენერონის მონოკლონური ანტისხეულები, თ.ც.) იქონიოს საქართველომ, რომ ასე არ დახოცოს საკუთარი მოსახლეობა (?! თ. ც.). ჩვენ (ამერიკაში) უკვე დიდი ხანია, ვიყენებთ რუტინულად. „იქნებ მოსთხოვოთ თქვენს მთავრობას, „სისხლიანი ბანერების“ ნაცვლად სიცოცხლის გადარჩენა დააფინანსოს. და კიდევ რაც მთავარია სიცოცხლესთან ერთად ადამიანად დარჩენის საშუალება მოგცეთ“ (?! თ. ც.). ასევე ამერიკაში მცხოვრები მეორე ქართველი ექიმი ბ-ნი ზურაბ გურული ნიშნის მოგებით ამბობს, რომ დღეში COVID-ით 100 კაცი გვიკვდება (ტყუილი. თ. ც.) და რომ „ქართული COVID კლინიკები არ ცდილობენ პროაქტიული ჩარევით პრევენციულად აღკვეთონ სიტუაციის დამძიმება და ციტოკინური შტორმისგან უკვე განადგურებული ფილტვებით ცდილობენ რეანიმაციაში უშედეგო ბრძოლას“ (დიდი ტყუილი. თ. ც.).

ჩვენ პატივს ვცემთ ქ-ნ ნანას და მითუმეტეს ბ-ნ ზურაბს მისი არაორდინალური (არამარტო საექიმო) ნიჭის გამო. მათი პოლიტიკური გემოვნებაც მათი საქმეა, მაგრამ ვერაფრით ვერ მივცემთ მათ ჩვენი მოსახლეობის და ექიმების შეურაცხყოფის უფლებას მითუმეტეს, რომ მათი ინსინუაციები და დემაგოგია სიმართლისგან ძალიან შორს არის. საიდან ამდენი ღვარძლი და ბოღმა?

ქ-ნო ნანა და ბ-ნო ზურაბ. რატომ მიმართავთ ასეთი ღვარძლით და ნიშნის მოგებით საკუთარ სამშობლოს? იმისთვის, რომ მას არა აქვს ისეთი მატერიალური შესაძლებლობები, როგორიც 21 ტრილიონი დოლარი GDP-ის მქონე მსოფლიოში უმდიდრეს და უძლიერეს ამერიკას? თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ამერიკის და მისი მედიცინის ძლიერებაში რაიმე წვლილი მიგიძღვით. თუ რამე მართლა შეგიძლიათ, ან რაიმე ჩვენზე მეტი იცით, ამერიკიდან კი ნუ გვედიდგულებით, არამედ ჩამობრძანდით აქ და ადგილზე შეეცადეთ იმაზე მეტი COVID ავადმყოფი გადაარჩინოთ, ვიდრე ამას ჩვენ ვახერხებთ“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე რამდენიმე ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რატომ არის საქართველო ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების და შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი.

„სიმართლე ასეთია: სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში საქართველო ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ სულ სხვა მიზეზებია – ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარება და პერმანენტული, ძალიან ხალმხრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციები, რასაც სამწუხაროდ, თქვენც ახალისებთ.

უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს კარგა ხანია, შემოტანილი აქვს ორი სხვადასხვა მწარმოებლის „Regeneron/Roche“-ის და „Eli Lilly“-ის მონოკლონური ანტისხეულები და მათ ვიყენებთ როგორც ამბულატორიული (ბინაზე დარჩენილი), ისე ჰოსპიტალიზებული COVID ავადმყოფების (განსხვავებული, უფრო მაღალი დოზებით) სამკურნალოდ ბრიტანეთის მიერ ა.წ. ივნისში დადებული ძალიან სერიოზული კვლევის შედეგების და NHS-ის რეკომენდაციის გათვალისწინებით. რამდენადაც ვიცით, თქვენთან ამერიკაშიც კი ჯერ ამ ანტისხეულებს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში (კლინიკებში) არ იყენებთ, რადგან FDA-ის რეკომენდაციას ელოდებით. ეს ისე ცნობისთვის, თქვენი ტყუილების პასუხად. რაც შეეხება „ადამიანად დარჩენას“ – ნამდვილად არ გვგონია, რომ ეს თქვენგან შეიძლება გვესწავლებოდეს. ყველამ თავის ადამიანობას მიხედოს.

ბ-ნო ზურაბ! რატომ გეცოტავებათ საქართველოში დღეში 49,08 COVID გარდაცვლილი (საშუალოდ ოქტომბერ-ნოემბერში) და რატომ გინდათ მაინც და მაინც 100 იყოს? ან საიდან მოიტანეთ ეს დიდი ტყუილი ქართული COVID კლინიკების შესახებ. რა იცით იქ როგორ მკურნალობენ, რომელიმე მათგანში ცალი თვალით მაინც შეგიხედავთ? სინამდვილეში ჩვენს კლინიკებში გაცილებით ადრე დავიწყეთ მულტიდისციპლინური მიდგომებიც და პროაქტიური მკურნალობაც, ვიდრე თქვენ ამერიკაში. სწორედ ამიტომ ჰყავდა ვაქცინაციის დაწყებამდე საქართველოს ამერიკასა და ევროპის უმეტეს ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები გარდაცვლილი და მხოლოდ სრულად ვაქცინაციის (და არა უკეთესი კლინიკური მართვის) შემდეგ გამოიხედეთ თვალში. დღეს ჩვენს კლინიკებში აქტიურად და ძალიან წარმატებულად ვიყენებთ სწორედ პროაქტიურ მეთოდებს და პრაქტიკულად ყველა თანამედროვე მედიკამენტებს და მიდგომებს (რემდესივირი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულები, სისხლის ექსტრაკორპორული გაწმენდა სხვადასხვა ფილტრებისა და სორბენტების გამოყენებით და სხვ.) და თუ COVID ავადმყოფი დროულად შემოვა კლინიკაში, ისინი რეანიმაციაში ძალიან იშვიათად ხვდებიან. რეანიმაციაში ხვდებიან მხოლოდ დაგვიანებით შემოსული პაციენტები და ისიც ძირითადად არავაქცინირებული. აი, დაბალი ვაქცინაცია (მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 25%) ნამდვილად არის ჩვენი სუსტი ადგილი და ამას გარკვეულწილად ქ-ნი ნანას არაკორექტულმა გამონათქვამებმაც შეუწყო ხელი, რომელიც ა.წ. აპრილში აცხადებდა, რომ საქართველოს „არ აქვს უნარი ვაქცინაციის მარტივი გართულებები უპრობლემოდ მართოს“ და „მისი (ქ-ნ ნანას. თ.ც.) სიცოცხლე ქართულ ჯანდაცვის სისტემას რომ ებაროს, თავს დაუცველად ვერ იგრძნობდა“. არადა, საქართველოში მოსახლეობის საუკეთესო COVID ვაქცინებით ვაქცინაციისთვის პრაქტიკულად იდეალური პირობებია შექმნილი და 2 მილიონზე მეტი ვაქცინაციიდან მძიმე გართულებით მხოლოდ ერთი შემთხვევა დასრულდა.

ახლა ის ფაქტები, რომლის მოსმენაც თქვენ ყველაზე მეტად არ გიყვართ. თქვენ კარგად იცით, რომ COVID ავადმყოფების კლინიკური მართვის (და არა მთლიანად პანდემიის მართვის) ხარისხის ერთადერთი ობიექტური კრიტერიუმია ყველა დადასტურებული შემთვევიდან გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (case fatality rate). ისიც კარგად იცით, რომ ვაქცინაცია COVID სიკვდილობას სულ ცოტა 10-ჯერ მაინც ამცირებს და ამის მიუხედავად სრულად ვაქცინირებულ ამერიკაში მთლიანი პანდემიის მანძილზე 48 558 229 COVID ავადმყოფიდან 793 539 ავადმყოფი მოგიკვდათ (CFR-1.63%). მაშინ, როდესაც არავაქცინირებულ საქართველოში 812 246 COVID ავადმყოფიდან გარდაიცვალა 11 498 ავადმყოფი (CFR-1.42%). უფრო მეტიც – ჩვენთვის ყველაზე მძიმე ა.წ. ოქტომბერ-ნოემბერში ამერიკაში 4 270 281 COVID ავადმყოფიდან 76 488 ავადმყოფი მოგიკვდათ (CFR – 1.79%), ხოლო საქართველოში ამავე ოქტომბერ-ნოემბერში 199 234 COVID ავადმყოფიდან 2522 ავადმყოფი გარდაიცვალა (CFR – 1.27%). ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღესაც კი არავაქცინირებულ საქართველოში ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე შეუდარებლად უფრო მდიდარ და ძლიერი ჯანდაცვის მქონე და თან სრულად ვაქცინირებულ ამერიკაში. მესმის, რომ ამის აღიარება ცოცხალი თავით არ გინდათ, მაგრამ ერთხელ მაინც იყავით გულწრფელი და თქვით, ეს ფაქტი (რომელსაც წყალი არ გაუვა) საქართველოში COVID-ის კარგ კლინიკურ მართვაზე მიუთითებს, თუ ცუდზე? მე ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, საქართველოში მაღალი COVID სიკვდილობის მიზეზი არამც და არამც არ არის კლინიკური მართვის არასათანადო ხარისხი და ამ თემაზე სპეკულაციებს ვერ დავუშვებთ.

აი, ასეთია სინამდვილე საქართველოში COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის თაობაზე და თუ არ გვეთანხმებით, დაგვიმტკიცეთ ციფრებით, მაჩვენებლებით და არა ნიშნის მოგებით, ბოღმით, ქილიკით და შეურაცხყოფით ან კიდევ იმ ბანალური ფრაზით – „როგორ ვბედავთ ამერიკასთან შედარებას“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

კრიშტიანუ რონალდუ

03 დეკემბერი 2021, 01:55

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში მე-800 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა კარიერაში მე-800 გოლი ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ პრემიერ-ლიგის მორიგ ტურში გაიტანა.

ალბერტ ბურლა

03 დეკემბერი 2021, 01:44

COVID19

Pfizer-ის ხელმძღვანელი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მრავალი წლის განმავლობაში იქნება საჭირო.

ხავიერ კოლომინა

03 დეკემბერი 2021, 01:26

პოლიტიკა

ხავიერ კოლომინა: ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება

ნატოს მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი რჩება, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ.

03 დეკემბერი 2021, 01:15

მსოფლიო

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიეროს

უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის გამო, რუსეთის მიმართ სანქციები გააძლიეროს.

ეკატერინე ტიკარაძე

03 დეკემბერი 2021, 00:55

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის არ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ საველე ჰოსპიტლები საჭირო იყოს

„ამ ეტაპისთვის თავისუფალი გვაქვს 2 000-დან 2 200-მდე საწოლი. რა თქმა უნდა, ინფიცირების რიცხვი მაღალია, მაგრამ ასევე საკმაოდ მაღალია გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ საწოლების ბრუნვის მაჩვენებელი საკმაოდ გააქტიურებული გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჰოსპიტალურ სექტორში ის გარკვეული საცობები არ წარმოიქმნება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დავით ზალკალიანი

03 დეკემბერი 2021, 00:52

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: აღიარებულია, რომ საქართველო უკვე მოქმედებს ფაქტობრივად, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

აღიარებულია, რომ საქართველო უკვე მოქმედებს ფაქტობრივად, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა. ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, რომელიც ნატოში ინტეგრაციის კუთხით ჩვენი მთავარი მექანიზმია, ფაქტობრივად იგივეა, რაც გაწევრიანების გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ შვედეთიდან ჩართვისას განაცხადა, სადაც ეუთოს მინისტერიალი ტარდება.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: გვირგვინი, ჰილარი კლინტონის დაპატიჟება შეიძლება თავისი არსით წარმომადგენლობითი ხარჯი იყოს, თუმცა აქ უკვე დგება სამართლებრივი პრობლემა, რომ დაიხარჯა არასათანადო ბიუჯეტიდან

„სხვათა შორის, მასთან ერთად იმ დროს იმყოფებოდა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედის“ ხემძღვანელი გიორგი არველაძე. რა უნდოდა პრეზიდენტთან ერთად დასასვენებლად დუბაიში? ესეც ხომ აჩვენებს, რა კავშირი იყო, ამიტომ არანაირი გამართლება ამ ხარჯებს არ აქვს. სამარცხვინოა ის არგუმენტაცია, რასაც ის მოიშველიებდა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. ეს არის კიდევ ერთხელ ცხადად და ხაზგასმით ელიტური კორუფციის მაგალითი. ეს არის საერთო ჯამში ისტორიული პროცესი იმ კუთხით, რომ ხდება „ნაცმოძრაობის“ გასამართლება ელიტური კორუფციის გამო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:44

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ისტორიული დღეა - საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა

„რა თქმა უნდა, ამით, ერთი მხრივ, მყარდება ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მეორე მხრივ, საქართველოს უჩნდება ძალიან ძლიერი ბერკეტები და ინსტრუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანოს მსოფლიო ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ქვეყანას შეეძლება ჩართული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ჩვენი ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის სწრაფად აღდგენას და გაძლიერებას“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი გაჩეჩილაძე

03 დეკემბერი 2021, 00:40

პოლიტიკა

გიორგი გაჩეჩილაძე: სააკაშვილის მომხრეები აღქმებით ცხოვრობენ, რომ მან ქვეყანა დააფუძნა, შუქი აგვინთო - როგორც კი ფაქტებს აჩვენებ, შეტევაზე გადმოდიან

სააკაშვილის მომხრეები აღქმებით ცხოვრობენ, რომ აი, ქვეყანა დააფუძნა, შუქი აგვინთო - ეს ყველაფერი აღქმებია. როგორც კი ფაქტებს აჩვენებ, წამსვე შეტევაზე გადმოდიან, - ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილსა და მის მომხრეებზე საუბრისას განაცხადა.

გია გაჩეჩილაძე

03 დეკემბერი 2021, 00:31

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე: ახლა, ვითომ ჰუმანურობას ამოფარებული ხელოვანები და არა მარტო ხელოვანები გამოჩნდნენ და განცხადებებს აკეთებენ, აბსოლუტური ფარსია ეს ყველაფერი. სად იყვნენ ეს ადამიანი მაშინ, ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა ქვეყანაში?

„მაგრამ სად იყვნენ ეს ადამიანი მაშინ, გამაგებინეთ. მაშინ ცოცხლები არ იყვნენ? ვერ ხედავდნენ რა ხდებოდა ქვეყანაში? ესე იგი, ეს იმაზე მეტყველებს რომ ხეირობდნენ მაშინ და მიბმულები იყვნენ ამა თუ იმ ფორმით მათთან. ან ენატრებათ ეს დრო. ეს არის, თორემ როგორ შეიძლება იმ დროში ცოცხალი ყოფილიყავი ადამიანი და გაჩუმებულიყავი, ხმა არ ამოგეღო?“ - ამბობს გაჩეჩილაძე.

გია გაჩეჩილაძე

03 დეკემბერი 2021, 00:30

პოლიტიკა

გია გაჩეჩილაძე სააკაშვილზე: ვინც არ იცის რა ხდებოდა, იმათ თავში უნდა ჩაუდოს, რომ თვითონ არის წამებული გმირი, პუტინის პატიმარი

„ვინც არ იცის რა ხდებოდა, იმათ თავში უნდა ჩაუდოს ის, რომ თვითონ არის წამებული გმირი, პუტინის პატიმარი და სუყველა დანარჩენი პუტინის დავალებების შემსრულებლები. ეს არის მაგის ამოცანა. 2008 წლის ომზე პასუხისმგებელი ვინ არის?! მაგ დროს ხელისუფლებაში ვინ იყო?! მე ხომ არ ვიყავი, სააკაშვილი არ იყო? პასუხისმგებელი ვინ არის კობა დავითაშვილის სიკვდილზე, „იმედში“ შემოვარდნაზე - „იმედში სპეცრაზმი შემოვარდა ისე, რომ სააკაშვილმა არაფერი იცოდა?“, - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

03 დეკემბერი 2021, 00:27

მსოფლიო

ნიუ-იორკის პოლიციამ გაეროს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა

ქალაქ ნიუ-იორკის პოლიციამ გაეროს შტაბბინასთან შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. მანამდე უცნობი მამაკაცი შეეცადა გაეროს შტაბბინის ტერიტორიაზე მოხვედრილიყო, რის გამოც, გაეროს შტაბბინასთან სამართალდამცველების მობილიზება მოხდა.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რატომ უნდა ერჩოდეს პუტინი სააკაშვილს? რა არ გაუკეთა სააკაშვილმა პუტინს? რა უნდოდა პუტინს და არ გაუკეთა?

„დღეს ჩემმა კოლეგამ თქვა: „საერთოდ, რატომ უნდა ერჩოდეს პუტინი სააკაშვილს? რა არ გაუკეთა სააკაშვილმა პუტინს? რა უნდოდა პუტინს და არ გაუკეთა?“ ასე რომ, ეს ნარატივიც ხომ ჩვენ თვალწინ დაიმსხვრა. ეს არის მხოლოდ საკუთარი მიმდევრების ზომბირება. აქ უკვე მხარდაჭერაზეც საუბარი რთულია, ეს არიან ადამიანები, რომლებიც ცხად საკითხებზე თვალს ხუჭავენ. ისინი გარკვეული იდეოლოგიის მიმდევრები არიან, რომლებიც სიმართლეს ვერ უსწორებენ თვალს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ხატია მოისწრაფიშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:09

პოლიტიკა

ხატია მოისწრაფიშვილი: არ ვიცი, რას ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის განცხადება გიორგი სანაიაზე და რა ბენეფიტი მიიღო, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, რაც შემდეგ ამას სოციალურ ქსელში მოჰყვა

არ ვიცი, რას ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის ეს განცხადება და რა ბენეფიტი მიიღო აქედან, მაგრამ, კიდევ უფრო ძნელია ჩემთვის იმის შეფასება, რაც შემდეგ ამას სოციალურ ქსელში მოჰყვა, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გიორგი სანაიასთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი გაჯიუტებული ახალგაზრდასავით იქცევა, როდესაც რაღაც დააშავა ადამიანმა და არ უნდა აღიაროს

„ვერ ხედავს საკუთარ დანაშაულს. უფრო სწორად, არ უნდა აღიაროს ეს და არ უნდა სიმართლეს გაუსწოროს თვალი. საერთო ჯამში, რასაც ვხედავთ, არის ძალიან დახვეწილი, ელიტური კორუფციის სქემა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგია, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი თავი დააყენონ როგორც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლები. სინამდვილეში კი ვნახეთ, რომ სააკაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოაწყო კორუფციის სქემა, გიგი უგულავამ თბილისის მერიაში მოაწყო კორუფციის სქემა და 48 მილიონ გააქრეს ბიუჯეტიდან. დავით კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროში მოაწყო ელიტური კორუფციის სქემა და 5 მილიონი ევრო ომამდე რამდენიმე თვით ადრე ფიქტიური წვრთნებით, რომელიც მხოლოდ ფურცელზე იყო, გადარიცხა ოფშორებში და ა.შ.“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

03 დეკემბერი 2021, 00:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს ფუფუნება და ვერ ხვდება, რომ ეს ფუფუნება ქვეყნის ხარჯზე არ უნდა ჰქონდეს

ეს არის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი თავი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

დმიტრო კულება

03 დეკემბერი 2021, 00:02

მსოფლიო

დმიტრო კულება: კრემლმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რა რეაქცია ექნება რუსეთის საზოგადოებას, როდესაც უკრაინიდან რუსი ჯარისკაცების კუბოების გაუთავებელი ნაკადი წამოვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს გადაწყვეტს, სასაკლაოს ექნება ადგილი.

ქეთევან ჩაჩავა

02 დეკემბერი 2021, 23:56

სამართალი

ქეთევან ჩაჩავა: ჩვენ არ ვეხებით 20 მილიონს, რომელიც იხარჯებოდა პრეზიდენტის სტუმრების ღირსეულად დახვედრისთვის, საუბარია ხარჯებზე, რომელიც გაწეულია ექსპრეზიდენტის მეგობრების, ნათესავების, ოჯახის წევრების პრივილეგიებით სარგებლობისთვის

საქართველოს პრეზიდენტისთვის გამოყოფილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოში შესაბამისი თანხები იმისთვის, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების უზრუნველყოფა მომხდარიყო. 2009 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში ეს არის 20 მილიონი ლარი, რომელიც იხარჯებოდა საქართველოს პრეზიდენტის სტუმრების ღირსეულად დახვედრისთვის, სასტუმრო მომსახურების, კვებითი მომსახურებისთვის და ა.შ., - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

02 დეკემბერი 2021, 23:51

სამართალი

ქეთევან ჩაჩავა გაფლანგვის საქმეზე: ეს არის გართობის, მოგზაურობის, დასვენების ხარჯები, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული

„ეს არის გართობის, მოგზაურობის, დასვენების ხარჯები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ყოფილიყო ანაზღაურებული. ​​დოკუმენტაციაში, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წარმოდგენილია გრიფით „საიდუმლო“, არის ასახული დანახარჯები, თუმცა არსად არის მითითებულ ამ დანახარჯებიდან რა სიკეთე მიიღო საქართველოს სახელმწიფომ. ფიზიკურად არ არსებობს ასეთი დოკუმენტი პირობაში, იმიტომ რომ ეს იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის კომფორტისთვის, პირადი დაინტერესებისთვის, პირადი მოგზაურობისთვის, არაოფიციალური ვიზიტების დროს გაწეული ხარჯი“, - ამბობს პროკურორი.

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა

02 დეკემბერი 2021, 23:40

სამართალი

პროკურორი: კანონი არ გვაძლევს საფუძველს, საჯარო მოხელემ თავისი ვიზუალის მოსაწესრიგებლად, თუნდაც ტანსაცმლის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე დანახარჯი გასწიოს

კანონი არანაირად არ გვაძლევს საფუძველს, რომ საჯარო მოხელემ, მიუხედავად მისი რანგისა და თანამდებობისა, თავისი ვიზუალის მოსაწესრიგებლად, თუნდაც ტანსაცმლის შესაძენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან რამე დანახარჯი გასწიოს. ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა, არამიზნობრივი ხარჯი და სწორედ ესაა ასახული აუდიტის დასკვნაში, - ამის შესახებ პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას განაცხადა.