imedi /  01 დეკემბერი 2021, 01:55 / სანდო წყარო

ენტონი ფაუჩი: ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ ვარიანტი მძიმე დაავადებას

ენტონი ფაუჩი

ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იწვევს თუ არა „ომიკრონი“ ვარიანტი მძიმე დაავადებას.

ენტონი ფაუჩის თქმით, 30 ნოემბრის დილის მდგომარეობით, 20 ქვეყანაში ახალი ვარიანტის 226 შემთხვევა დადასტურდა.

„ძალიან რთულია იმის თქმა, გამოიწვევს თუ არა ეს კონკრეტული ვარიანტი მძიმე დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ აფრიკიდან წინასწარი მონაცემები ვარაუდობს, რომ უჩვეულო სიმპტომებს აქვს ადგილი, ჯერ ადრეა ამის თქმა“, - აღნიშნა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა.

სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

28 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გლობალურ დონეზე კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის პოტენციური გავრცელების ალბათობა მაღალია.

ყველა სიახლე

კაიმო კუუსკი

24 იანვარი 2022, 06:35

მსოფლიო

უახლოეს კვირებში ესტონეთი უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის

უკრაინაში ესტონეთის ელჩმა, კაიმო კუუსკმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში ესტონეთი უკრაინას Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის.

მაიკლ მაკკოლი

24 იანვარი 2022, 06:06

მსოფლიო

კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი: პუტინი ბაიდენის მიდგომაში სისუსტის სუნს გრძნობს

„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლმა ბაიდენის ადმინისტრაციის უკრაინა-რუსეთის მიმდინარე კონფლიქტისადმი მიდგომა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიდგომაში სისუსტის სუნს გრძნობს.

რომის პაპი ფრანცისკე

24 იანვარი 2022, 05:22

მსოფლიო

რომის პაპი: შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას ემუქრება

რომის პაპმა ფრანცისკემ ყოველკვირეული მიმართვისას უკრაინაში მზარდი დაძაბულობა აღნიშნა და ასევე დიპლომატიის გზის გამოყენების მოწოდებით გამოვიდა.

24 იანვარი 2022, 05:05

მსოფლიო

The New York Times: ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის მზარდი საფრთხის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ათასი ამერიკელი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი აშშ-ის ადმინისტრაციაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

24 იანვარი 2022, 04:37

მსოფლიო

დღეს იტალიის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის პირველი ტური გაიმართება

დღეს იტალიის პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის პირველი ტური გაიმართება. იტალიის პრეზიდენტს დეპუტატები, სენატორები, გუნერნატორები და რეგიონის წარმომადგენლები ირჩევენ.

ენტონი ბლინკენი

24 იანვარი 2022, 04:18

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი არ ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ რუსეთი უკრაინას ოლიმპიადის დროს დაესხმება თავს, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა.

24 იანვარი 2022, 04:04

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ის საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრების მიერ ქვეყნის დატოვების ბრძანება გასცა.

24 იანვარი 2022, 03:42

მსოფლიო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეორე პარტია მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან სამხედრო დახმარების მეორე პარტია მიიღო. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

იაპ დე ჰოოპ სხეფერი

24 იანვარი 2022, 03:30

მსოფლიო

იაპ დე ჰოოპ სხეფერი: პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო - მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ პუტინს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე უკრაინა და საქართველო - მას თავისი იმპერიის დაბრუნება უნდა.

დომინიკ რააბი

24 იანვარი 2022, 03:11

მსოფლიო

დომინიკ რააბი: რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაემუქრება, თუ უკრაინაში მარიონეტულ რეჟიმს დააყენებს

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ რუსეთს მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაემუქრება, თუ უკრაინაში მარიონეტულ რეჟიმს დააყენებს.

ენტონი ბლინკენი

24 იანვარი 2022, 02:56

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ახლა გავააქტიურებთ, შემაკავებელ ეფექტს დავკარგავთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო მოწოდებები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაუყოვნებლივ დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ძირს გამოუთხრის დასავლეთი შესაძლებლობას, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია შეაჩეროს.

ალბერტ ბურლა

24 იანვარი 2022, 02:36

COVID19

Pfizer-ის ხელმძღვანელი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია უფრო სასურველია, ვიდრე გამაძლიერებელი დოზების ხშირი გამოყენება.

24 იანვარი 2022, 02:20

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 3 472 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 3 472 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 184 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

24 იანვარი 2022, 02:16

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 138 860 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 138 860 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 227 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2022, 02:13

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 74 799 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 74 799 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 75 ადამიანი გარდაიცვალა.

24 იანვარი 2022, 02:10

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 301 614 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 301 614 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჰანს კლუგე

24 იანვარი 2022, 02:08

COVID19

ჰანს კლუგე: „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში პანდემიას ბოლო შეიძლება მოუღოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ომიკრონმა“ კორონავირუსის პანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ევროპაში პანდემიას ბოლო შეიძლება მოუღოს.

ჯონი დეპი

24 იანვარი 2022, 00:52

კულტურა

ჯონი დეპი მაივენის ახალ ფილმში საფრანგეთის მეფის როლს შეასრულებს

ჯონი დეპის კარიერაზე უარყოფითად აისახა მისი ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის ბრალდებები ოჯახურ ძალადობაში. ამის გამო მან „ფანტასტიკურ ცხოველებში“ გრინ-დე-ვალდის როლი დაკარგა. თუმცა ევროპაში მსახიობისადმი დამოკიდებულება კვლავ დადებითია. შარშან მან არაერთი ევროპული კინოფესტივალის საპატიო ჯილდო მიიღო.

24 იანვარი 2022, 00:46

საზოგადოება

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ნაძალადევის რაიონი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ფეიქართა და ქსნის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, მონადირის, ავშნისა და ფირცხალავას ქუჩების მოსახლეობას.

24 იანვარი 2022, 00:31

ტაბლოიდი

ბრიტანეთში რობოტი-მტვერსასრუტი სამსახურიდან „გაიქცა“ და ინტერნეტის გმირი გახდა

„დღეს მტვერსასრუტი გაგვექცა. ჩვეულებრივ კართან ჩერდებიან ხოლმე, მაგრამ ამან გაქცევა გადაწყვიტა“, - დაწერა Twitter-ზე სასტუმროს თანამშრომელმა. ამ ამბავმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომხმარებლები მამაც მტვერსასრუტს მხარდაჭერას უცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ბრიტანულ ეკოსისტემაში არ არსებობს მტაცებელი, რომელიც მას გაუმკლავდებოდა. ზოგი კი დარწმუნებული იყო, რომ მტვერსასრუტი ქვეყნიდან წავიდოდა.