imedi /  02 დეკემბერი 2021, 15:48 / სანდო წყარო

რა უნდა იცოდეთ „ომიკრონის“ შესახებ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ახალ შტამზე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს

SARS-CoV-2 ვირუსის ახალი შტამი B.1.1.529 პირველად სამხრეთ აფრიკაში 8 ნოემბერს აღებულ ნიმუშში, გამოვლინდა. 2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში.

„საერთაშორისო ანგარიშგება ჯანმო-ში მოხდა 24 ნოემბერს, ხოლო 26 ნოემბერს მიენიჭა ვარიანტს შეშფოთების სტატუსი (VOC) და დაერქვა ომიკრონი[1]. ჯანმო-ს მიერ ყველაზე სწრაფად, 2 კვირის ფარგლებში მიენიჭა აღნიშნული სტატუსი.

შტამის გამოვლენას დაემთხვა ახალი შემთხვევების მატება ქვეყანაში. შტამი ასევე აღირიცხა 11 ნოემბერს ბოცვანაში აღებულ ნიმუშში. აღმოჩენის მიუხედავად, მაღალია ალბათობაა, რომ შტამი ამ ქვეყნებში არ წარმოქმნილა და მათი სექვენირების მაღალი პოტენციალის გამო მოხდა პირველი იდენტიფიცირება.

2 კვირაში სამხრეთ აფრიკაში, იმ რეგიონში, სადაც დადგენილია მუტირებული შტამი, ჰოსპიტალიზაციის სიხშირე გაიზარდა 3-ჯერ, ხოლო ტესტირების დადებითობის მაჩვენებლმა 1%-დან 10.2%-ს მიაღწია. ბოლო 24 სთ-ში ეს მაჩვენებელი 16.4%-მდე გაიზარდა. შტამის აღმოჩენას უკავშირდება დაინფიცირების რიცხვის მატება ახალგაზრდებში, 35 წლის ქვევით, განსაკუთრებით სკოლის ასაკის. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კოჰორტა ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულია და მეტად სოციალურად აქტიური. ასევე გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია 20-44 ასაკობრივ ჯგუფში, ისევე როგორც 2 წლის ქვევით ბავშვებში. ახალი შტამი ქვეყანაში სექვენირებული ნიმუშების 74%-ს შეადგენს და თითქმის ჩაანაცვლა დელტა შტამი.

ახალი შტამი აღმოჩენილია ჯანმო-ს 5 რეგიონში. 2 დეკემბრისთვის დადასტურებული შემთხვევები 27 ქვეყანაშია აღრიცხული: გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, გერმანიაში (აღირიცხა პირველი შიდა გადაცემა), ავსტრიაში, ჩეხეთი, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთში, დანიაში, ბელგიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ისრაელში, კანადაში, ჰონგ კონგში, ავსტრალიაში, იაპონიაში, აშშ-ში (კალიფორნია), საუდის არაბეთში.

ახალი შტამის გამოჩენის გამო მინიმუმ 70 ქვეყანამ დააწესა გამკაცრებული რეგულაციები ან ჩაკეტა საზღვრები აფრიკის რიგი ქვეყნებიდან შემომსვლელებისთვის.

ამ ეტაპზე გამოვლენილი შემთხვევების მიმდინარეობა მსუბუქიდან მძიმემდე ვარირებს, თუმცა ტიპიური სუნისა და გემოს დაკარგვა ნაკლებად აღინიშნება. ამ დრომდე არ აღრიცხულა აღნიშNული შტამით გარდაცვალების შემთხვევა.

სიტუაცია ფასდება როგორც მაღალი რისკის მქონე. საფრთხეებს შორისაა: გადადების მომატებული უნარი; დაინფიცირებისას კრიტიკული მიმდინარეობა და მკვეთრად გაზრდილი რეინფიცირების შესაძლებლობა“ - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ყველა სიახლე

მოჰამედ იბრაჰი

16 იანვარი 2022, 13:44

მსოფლიო

სომალიში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაჭრილია მაღალჩინოსანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც Al Jazeera წერს, მისი სამიზნე სომალის მთავრობის სპიკერი, მოჰამედ იბრაჰიმ მოალიმუ იყო, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

16 იანვარი 2022, 13:27

რეგიონი

ქუთაისში თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს

ქუთაისში, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. დიდთოვლობის მიზეზით, ა(ა)იპ „სპეციალური სერვისები“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული

16 იანვარი 2022, 13:26

რეგიონი

მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, გორის ქუჩები ინტენსიურად იწმინდებოდა, ცენტრალურ გზაზე კი ტექნიკური მარილი დაყარეს

გორში უამინდობა იყო - თოვა 15 იანვრის საღამოს დაიწყო და თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა. მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა მუნიციპალური სამსახური.

16 იანვარი 2022, 13:20

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:11

რეგიონი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2022, 13:03

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სინაგოგაში მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი გათავისუფლებულია

აშშ-ში, ტეხასის შტატში, ქალაქ კოლივილში, მძევლად აყვანილი 4-ვე ადამიანი სამართალდამცველებმა გაათავისუფლეს. დაშავებული არცერთი არაა. პირი, ვინც ადამიანები მძევლად აიყვანა, გარდაცვლილია, თუმცა, პოლიცია არ ასახელებს მიზეზს და უცნობია, ის მოკლეს თუ თავი მოიკლა.

16 იანვარი 2022, 12:48

COVID19

16 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში „ომიკრონის“ 1189 შემთხვევაა დადასტურებული

16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1189 შემთხვევა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შინეიდ ოკონორი

16 იანვარი 2022, 12:31

მსოფლიო

შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, შინეიდ ო'კონორი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ერთი კვირის შემდეგ, რაც შინეიდ ო'კონორის შვილი გარდაცვლილი იპოვეს, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზაციამდე, მან Twitter-ზე რამდენიმე შემაშფოთებელი პოსტი დაწერა.

16 იანვარი 2022, 12:23

COVID19

მსოფლიოში კოვიდინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ორ მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკის ზრდა „ომიკრონ“ შტამის გავრცელებას უკავშირდება.

ნინო ჩერუტი, 1989 წელი

16 იანვარი 2022, 12:12

მსოფლიო

მოდის იტალიელი ლეგენდა ნინო ჩერუტი გარდაიცვალა

პიემონტიში მდებარე საავადმყოფოში, მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდეგ, ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი ნინო ჩერუტი 91 წლისა გარდაიცვალა. ჩერუტიმ ტანსაცმლის დიზაინის სფეროში მუშაობა 1950-იან წლებში დაიწყო. ის საკუთარი ბაბუის მიერ 1881 წელს დაარსებულ ტექსტილის ქარხნის მართვას ჩაუდგა სათავეში, 1967 წელს კი, პირველი საკუთარი ბუტიკი პარიზში გახსნა.

16 იანვარი 2022, 12:04

პოლიტიკა

საგარეო უწყება: საქართველო უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას მკაცრად გმობს

„საქართველო მკაცრად გმობს უკრაინისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყების „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

16 იანვარი 2022, 11:54

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დევიდ ბენეტი, ედვარდ შუმეიკერი და მისი და

16 იანვარი 2022, 11:54

მსოფლიო

მედია: კაცმა, რომელსაც ღორის გული გადაუნერგეს, წლების წინ ადამიანი დაჭრა და პარალიზებული დატოვა

ამერიკაში მცხოვრები ოჯახი აცხადებს, რომ 57 წლის დევიდ ბენეტი არ იმსახურებს, ისტორიაში უდიდესი სამედიცინო მიღწევის მონაწილე პაციენტის სახელით შევიდეს, რადგან მას დამნაშავის წარსული აქვს.

16 იანვარი 2022, 11:30

რეგიონი

საქართველოს მასშტაბით, გზებს ინტენსიურად წმენდენ. სად მოქმედებს შეზღუდვები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები გამუდმებით მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.

16 იანვარი 2022, 11:28

რეგიონი

შტორმმა ბათუმის ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურა დააზიანა

უამინდობაა ბათუმში. ახალ ბულვარში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაზიანდა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

16 იანვარი 2022, 11:22

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

„ამჟამად, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, ნალექი, ძირითადად, თოვლის სახითაა. ცივი ჰაერის მასების გავრცელება განსაკუთრებით მოსალოდნელია 17-18 იანვრის ღამის საათებში, რაც, მთელ საქართველოში, ღამით, ყინვების გაძლიერებას გამოიწვევს. ყინვები შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ჰაერის მასების გავრცელებით იქნება გამოწვეული“, - აცხადებს დოდო გვაზავა.

თამარ გაბუნია

16 იანვარი 2022, 11:13

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები იმატებს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი შტამის ცირკულაცია იწყება

მთავარი არის ის, რომ თუ ადამიანი არის ავად, ბავშვი იქნება ეს, მასწავლებელი თუ თანამშრომელი სასწავლო გარემოში, ის არ უნდა მივიდეს სკოლაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ტესტირების პროცესში, სკოლის ექიმები ჩაერთვებიან.

16 იანვარი 2022, 10:59

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 5 053 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 053-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 609 515 აცრა გაკეთდა.

16 იანვარი 2022, 10:57

რეგიონი

მაღალმთიან აჭარაში გზებს უწყვეტ რეჟიმში წმენდენ

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებს თოვლის საფარისგან მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში წმენდდა.

16 იანვარი 2022, 10:54

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 3 222 თბილისში, 768 აჭარაში, 483 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.