IMEDI /  27 იანვარი 2022, 10:51 / სანდო წყარო

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 8 630 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 8 630-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 686 220 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 110 168 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 981 531, გარდაიცვალა 14 840 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

26 მაისი 2022, 14:06

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკრაინის მიმართ სოლიდარობა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბარს დაეთმო. დედაქალაქის მთავარ მოედანზე უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოიხატა.

ავთანდილ კასრაძე

26 მაისი 2022, 14:01

საზოგადოება

ავთანდილ კასრაძე: რუსთაველის გამზირზე წარმოვადგინეთ ტექნოპარკის ერთგვარი მინიმოდელი, სადაც, ბავშვებს შეუძლიათ გაეცნონ მსოფლიოს ტექნოლოგიურ მიღწევებს და ისწავლონ ინოვაციური პროდუქტების შექმნა

სხვადასხვა სივრცესთან ერთად, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისში, რუსთაველის გამზირზეა წარმოდგენილი, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პავილიონი, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

თამარ იოსელიანი

26 მაისი 2022, 13:58

საზოგადოება

თამარ იოსელიანი: ქვეყნის დამოუკიდებლობა თითოეული მოქალაქის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველას გილოცავთ ამ დიდ, ეროვნულ დღესასწაულს

„გილოცავთ 26 მაისს - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, ყველაზე დიდ ეროვნულ დღესასწაულს! დამოუკიდებლობა მართლაც რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გვაქვს აღებული“, -აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

26 მაისი 2022, 13:53

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს მცხეთაში მასპინძლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასა და საგამოფენო სივრცეებს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, დილიდან აქტიურად სტუმრობენ როგორც მცხეთელები, ასევე, ქალაქის სტუმრები, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:47

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს

ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია და გვჯერა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლოზ წულუკიძე

26 მაისი 2022, 13:42

საზოგადოება

ნიკოლოზ წულუკიძე: ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება

„დღეს ისეთი განცდა მაქვს, თითქოს პირველად გხვდებით, რადგან განსაკუთრებულად რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩემს მდგომარეობაში, გამოვსულიყავი და მაგალითი მიმეცა ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება. რთული, მაგრამ აუცილებელია, რომ გადავრჩეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო მაყურებლისთვის მიმართვა „ტელეიმედის“ წამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელიც, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, ეთერს დაუბრუნდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:32

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო ევროპისაგან ელის პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას

„დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც სამშობლო და თავისუფლება უზენაესი ღირებულებებია და ყოველდღიური შრომით საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში მონაწილეობს

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! დღეს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლისთავს აღვნიშნავთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

26 მაისი 2022, 13:28

საზოგადოება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ევროკავშირის ჰიმნი პირველად შესრულდა. ვიდეო

თბილისში, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჰიმნი - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის უკანასკნელი ნაწილი შესრულდა. ჰიმნი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელამ, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა, სამების ტაძრის საპატრიარქო და თბილისის ოპერის თეატრის გუნდებმა შეასრულეს.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს თავისუფლების დაცვასა და განმტკიცებას, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, სახელმწიფოსი, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიბრუნებს ევროპულ ოჯახში

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:24

პოლიტიკა

პრემიერი: სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ჩვენს თანამედროვეთა შორის ის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას

„სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:19

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ, ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა

„ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა. მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესების ფონზე, დღევანდელ 26 მაისს განსაკუთრებული იმედით აღვნიშნავთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:19

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 1918 წლის 26 მაისს, ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებით, ქართველმა ხალხმა, მისმა ევროპაზე ორიენტირებულმა მთავრობამ შექმნა დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული, ჭეშმარიტად ევროპული სახელმწიფო

საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი, თავისუფალი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძირძველი ქართველი ერი, მუდამ იყო მისი ღირებულებების ერთგული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

26 მაისი 2022, 13:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა

დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების - დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:16

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც; „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ კონკრეტული სახე შეიძინა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად - გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“ , - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 მაისი 2022, 13:15

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დიდი მემკვიდრეობა და დღევანდელი მიღწევები გვიძლიერებს რწმენას, რომ ჩვენი უძველესი ქვეყანა, თავისი უნიკალური ისტორიით, კულტურითა და ენით, ნამდვილად იმსახურებს, გახდეს ევროპის ერთიანი დიდი ოჯახის ღირსეული წევრი

ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ვინც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა; მას შემდეგ მთელს ჩვენს განვითარებას სწორედ ის სახარებისეული ფასეულობები განსაზღვრავს, რომელიც ასევე საფუძვლად უდევს დღევანდელ ევროპას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

26 მაისი 2022, 13:06

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა რეკრუტებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

„დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება! დღეს, თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ. თქვენ იცით და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და ღირსებასა და თავდადებას მოითხოვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2022, 13:06

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას

კარგად გვესმის, რომ ევროპისკენ ინტეგრაციის აჩქარებული პროცესი, უკრაინელი ხალხის დამსახურებაა, მათი სისხლისა და ტანჯვის. უკრაინამ გაიარა საოცარი ბრძოლები, მისმა მეომრებმა მსოფლიოს აჩვენეს მამაცობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი 2022, 13:00

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცდელობაა, მოსახლეობა დააჯერონ, რომ თითქოს, შეიძლება, საქართველომ დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას - საქართველო, ომითა და ძალით, არაფერს დააპირებს თქვენ წინააღმდეგ

„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ცხრება - პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში, მცდელობაა, მოსახლეობა დააჯერონ, რომ თითქოს, შეიძლება, საქართველომ დრო იხელთოს და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნებას. ეს მორიგი აშკარა, რუსული, დეზინფორმაცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.