28 იანვარი 2022, 20:32 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიები, პრესა და ექსპერტები ცდილობენ, „ომიკრონით“ გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID-აპოკალიფსი

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ბოლო დღეებში ანგაჟირებული ტელევიზიების, პრესისა და ექსპერტების მიერ არის მცდელობა, რომ ომიკრონის შტამით გამოწვეული ობიექტური სიძნელეები წარმოაჩინონ როგორც COVID აპოკალიფსი. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა სრულიად მოუმზადებელია ახალი გამოწვევებისთვის და კოლაფსს განიცდის, მოსახლეობა ბედის ანაბარაა მიტოვებული და ა.შ. ეს ყველაფერი ტყუილია, დიდი ტყუილი. უბრალოდ მათ ძალიან უნდათ, რომ ასე იყოს და გულზე სკდებიან, რომ ასე არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„ომიკრონის ფართოდ გავრცელების შემდეგ ამერიკის და ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმები და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ასე მაგალითად, ა.წ. 26 იანვარს 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში დაფიქსირდა 4408 შემთხვევა, მაშინ როდესაც საფრანგეთში დაფიქსირდა 6534 შემთხვევა, ყველაზე სრულად ვაქცინირებულ ისრაელშიც კი - 8166 შემთხვევა და ა.შ.

გავრცელებულია აზრი, რომ ომიკრონი იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას და გაცილებით ნაკლებ სიკვდილობას. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. ახალი შემთხვევების და ე.წ. აქტიური COVID ავადმყოფების გაცილებით მაღალი რიცხვის გამო ჯამში ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის შემთხვევები ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ზოგიერთ ქვეყანაში კი ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ასე მაგალითად: აშშ-ში ა.წ. 26 იანვარს დაფიქსირდა 3244 გარდაცვალება (ასეთი მაღალი სიკვდილობა მათ ერთი წელია არ ჰქონიათ), ანუ 9,7 გარდაცვალება 1 მილიონ მოსახლეზე, მაშინ როდესაც საქართველოში იმავე დღეს გვქონდა 27 გარდაცვალება , ანუ 6,9 – 1 მილიონ მოსახლეზე. მიაქციეთ ყურადღება - ამ დღეს ჩვენზე შეუდარებლად უფრო ძლიერ და სრულად ვაქცინირებულ ამერიკას, ისევე როგორც ბევრ სხვა სრულად ვაქცინირებულ ქვეყანას, 1 მილიონ მოსახლეზე ჰქონდა უფრო მეტი გარდაცვალება, ვიდრე საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის CDC-ს დირექტორის როშელ ვალენსკის განცხადებით, რომელიც მან თეთრ სახლში გააკეთა „შედარებით მსუბუქი არ ნიშნავს მსუბუქს“ “Milder does not mean mild” (ლაპარაკია ომიკრონზე). ჯანმოს გენერალური დირექტორი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ „ომიკრონი რჩება საშიშ ვირუსად“.

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემის და კლინიკური სექტორის მზადყოფნას და პაციენტთა ნაკადების მართვას, აქაც საქართველო არაფრით ჩამორჩება ამერიკის და ევროპის ქვეყნებს. ასე მაგალითად, აშშ CDC-ის ოფიციალური მონაცემებით აშშ-ში გადავსებულია კლინიკები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ბრიტანეთში ექიმებს სამხედროები ეხმარებიან და ა.შ. მაშინ, როდესაც საქართველოში მობილიზებული 8000-ზე მეტი საწოლიდან დაკავებულია მხოლოდ 4894 საწოლი, ანუ მხოლოდ 60%. საქართველოში ა.წ. 1 იანვრამდე მოქმედ 60 „ონლაინ კლინიკას“ დაემატა კიდევ 40 „ონლაინ კლინიკა“, რომლებიც დაკომპლექტდა შესაბამისად გადამზადებული ოჯახის ექიმებით. გაძლიერდა ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“, რომელიც ახორციელებს 100 „ონლაინ კლინიკაზე“ მონიტორინგს და მათ გადაზღვევას. შედეგად საქართველოში სადღეისოდ გვყავს 124 ათასზე მეტი აქტიური COVID ავადმყოფი და მათგან არცერთი ავადმყოფი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) არ დარჩენილა ექიმის გარეშე, ყველა მათგანს მიეწოდება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება. არცერთი COVID ავადმყოფი, ვისაც სჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია არ დარჩენილა კლინიკის გარეთ. ყველა ავადმყოფს უტარდება მკურნალობა უახლესი და ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტებით და მიდგომებით. არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ჟანგბადის, მედიკამენტების ან სასუნთქი აპარატების ნაკლებობის გამო და ყველაფერი ამის შემდეგ ჩასაფრებულ ადამიანებს ყოფნით სითავხედე, რომ ილაპარაკონ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე და ავადმყოფების ბედის ანაბარად მიტოვებაზე.

მივმართავ მოსახლეობას, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საიმედო ხელშია, ნუ აღიქვამენ სერიოზულად ანგაჟირებული ტელევიზიების და ექსპერტების განცხადებებს, რომლებიც გამიზნულად კეთდება მოსახლეობის დასტრესვისა და პანიკის გამოსაწვევად. იყავით მშვიდად. ითანამშრომლეთ ექიმებთან. ატარეთ პირბადე. აიცერით! აიცერით! აიცერით! რათა შესაძლოდ მოკლე დროში დავძლიოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ამის გაკეთება რეალურია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

19 მაისი 2022, 11:35

რეგიონი

სახელმწიფო ფონდების, პროგრამებისა და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროს შოთა კაკაბაძესთან ერთად, იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

19 მაისი 2022, 11:28

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე 11-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდა მიწის სამუშაოები, ეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. ასევე, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ამ ეტაპზე, გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია.

19 მაისი 2022, 11:15

საზოგადოება

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

გიორგი ხანიშვილი

19 მაისი 2022, 11:09

ეკონომიკა

ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა

სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პროდუქცია გააცნეს. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

მედეა ჯანიაშვილი

19 მაისი 2022, 11:06

ეკონომიკა

მედეა ჯანიაშვილი: აპრილში ჩვენ ტურიზმის აღდგენის იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს არათუ შევინარჩუნებთ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე, არამედ კიდევ უფრო გავზრდით

საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით ტურიზმის აღდგენის დინამიკა 4 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

19 მაისი 2022, 11:02

ეკონომიკა

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 2022 წლის პირველ კვარტალში 11.3%-ით გაიზარდა

2022 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 10.6%-ით გაიზარდა და 17.8 მილიონი ლარი შეადგინა. ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 16.3 მილიონი ლარია, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11.3%-თაა გაზრდილი. ტელემაუწყებლობის სარეკლამო შემოსავლების 75.6% რეკლამამ შეადგინა, სპონსორობის წილი კი ჯამურ სარეკლამო შემოსავალში 14.3%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 6.3%-ითაა გაზრდილი.

19 მაისი 2022, 10:58

მსოფლიო

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთში თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მაღალი რანგის სამხედროები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე არაეფექტურად მოქმედებდნენ

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მაღალი რანგის სამხედროები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე არაეფექტურად მოქმედებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს.

19 მაისი 2022, 10:56

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი სამხედრო სწავლება „გელათი 2022”-ის საველე კომპონენტს დაესწრო

სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება. ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკში, მეორე ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.

ირაკლი ლექვინაძე

19 მაისი 2022, 10:50

ეკონომიკა

კონკურენციის სააგენტოს 2021 წლის ანგარიში: დადგინდა ეკონომიკურ აგენტთა შეთანხმებული ქმედება და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტები - სახელმწიფო უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა არ დადასტურდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დავით ზალკალიანი; სენატორი ლინდსი გრემი

19 მაისი 2022, 10:47

პოლიტიკა

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა

ელჩმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებაზე და რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ. ელჩმა სენატორს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოსვე მხარდამჭერ ქმედებებზე უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

19 მაისი 2022, 10:42

COVID19

DW: ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა სავარაუდოდ 2 მილიონს მიუახლოვდა

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 1,98 მილიონს მიაღწია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კარანტინში მყოფ 740 160 ადამიანზე. ამასთან, ფხენიანმა ჯანმოს წინადადებას დახმარების შესახებ ამ დრომდე არ უპასუხა. თუმცა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეას არ აქვს ტესტების საკმარისი რაოდენობა, რათა კოვიდით ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა დაადგინონ.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 მაისი 2022, 10:41

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ სპორტსმენს, კობა წაქაძეს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლეგენდარულ სპორტსმენს კობა წაქაძეს დაბადების დღეს ულოცავს.

19 მაისი 2022, 10:37

ეკონომიკა

იანვარ-აპრილში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით.

19 მაისი 2022, 10:30

მსოფლიო

უკრაინაში საწვავის დეფიციტის ფონზე, ქვეყანას პოლონეთი 25 000 ტონა საწვავს მიაწვდის

უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადებით, პოლონეთი უკრაინისთვის 25 000 ტონა საწვავის მიწოდებას გეგმავს.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 მაისი 2022, 10:17

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი: 6 წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან - ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი

6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს.

ნინო თანდილაშვილი

19 მაისი 2022, 10:16

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი ავსტრიის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო

ღონისძიების ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა ნინო თანდილაშვილს ავსტრიის ჩარჩო-სტრატეგია „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობისთვის“ გადასცა. დოკუმენტი მოიცავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ახალ პროგრამას, რომელიც საქართველოს დახმარებას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ითვალისწინებს.

თეა წულუკიანი

19 მაისი 2022, 09:43

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნაციონალები „ფირმის“ სინდრომით არიან დაავადებული და ჰგონიათ, რომ თუ ფონ კრამონი და იან კელი რაღაცას გვეტყვის, დასავლეთი ღაღადებს ჭეშმარიტებას, ეს ასე არ არის

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, უცხოელთა პატარა ჯგუფი მოგვყიდოს, რომ ისინი არიან ევროპა და დასავლეთი. უცხოელთა ეს ჯგუფი ცდილობს, ქართველ ხალხს მიყიდოს, რომ თუკი ისინი რაღაცით არიან უკმაყოფილოები, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და ყველა გვერჩის ერთიანად. სინამდვილეში ეს ასე არ არის, ამ ხალხს აქვს მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესი ნაციონალებთან ერთად, რომ ააყირაოს ეს მთავრობა, ისინი არიან უცხოელი ნაცები, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

19 მაისი 2022, 09:32

სამართალი

დააკავეს საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი, რომელმაც სკოლის კუთვნილი ფული აზარტულ თამაშებში დახარჯა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა.

19 მაისი 2022, 09:13

საზოგადოება

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

19 მაისი 2022, 09:09

სპორტი

აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო

ფრანქფურტის აინტრახტმა ევროპა ლიგა მოიგო, გერმანელებმა ფინალში გლაზგოს რეინჯერსი დაამარცხეს. სანჩს პის ხუანზე გამართული შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი აინტრახტმა 5:4 გაიმარჯვა.