imedi /  19 აგვისტო 2022, 21:05 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ბოლო თვეებში, მატების შემდეგ, მსოფლიოში შეინიშნება COVID-19-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილიზაცია. დღეში საშუალოდ ფიქსირდება ერთ მილიონამდე COVID-19-ის ახალი შემთხვევა და 2000-ზე მეტი გარდაცვალება, რაც პანდემიის პიკურ მაჩვენებლებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ სრული ვაქცინაციის და ომიკრონის შტამებით გამოწვეული დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობის გათვალისწინებით ცოტა მაინც არ არის, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების შემდეგ ადგილი აქვს სტაბილიზაციას კლების ტენდენციით.

„ასე მაგალითად, ბოლო კვირაში ქვეყანაში დაფიქსირდა 12 338 ახალი შემთხვევა მაშინ, როდესაც წინა კვირაში ახალი შემთხვევების რაოდენობა იყო 12 729. ეს კარგია, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების მხოლოდ 6 შემთხვევა, ხოლო წინა კვირაში - 8. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი 1700-1800 COVID-19-ით ავადმყოფისგან საშუალოდ მხოლოდ ერთი ავადმყოფის (0.06%) გადარჩენა ვერ ხერხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სადღეისოდ COVID-19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 არსად წასულა და სავარაუდოდ იგი კარგად ხანს შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, შესაბამისად ჩვენ უნდა ვისწავლოთ COVID-19-თან თანაცხოვრება და სწორი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მართვით შევინარჩუნოთ გარდაცვლავების შემთხვევები დღევანდელ მინიმალურ ნიშნულზე და ამით თავიდან ავიცილოთ COVID-19-ის ნეგატიური გავლენა ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე.

სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, კერძოდ: ბოლო ოთხი თვის მონაცემებით ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი როგორიცაა გერმანია, ისრაელი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია და სხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ 1%-ზე ნაკლებია (0.98%), რაც მსოფლიოს 110 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომელთაც არ მოსწონთ და აღიზიანებთ ქვეყანაში COVID-19-ის სიტუაციის სტაბილურობა და გარდაცვალების მინიმალური მაჩვენებელი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე აცხადებენ (ძირითადად სოციალურ ქსელებში), რომ თითქოს ქვეყანაში არ არის COVID-19-ის შემთხვევების ზუსტი აღრიცხვა?! მონაცემები არ ქვეყნდება?! გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები არ არის გამჭვირვალე?! არ შეესაბამება სინამდვილეს?! და ა.შ. ბოღმიან ადამიანებს რა გამოლევს. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის ტყუილი, უფრო მეტიც დიდი ტყუილი. საქართველოში პანდემიის პირველი დღეებიდან დღემდე COVID-19-ის შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა ხდებოდა და ხდება ზედმიწევნით ზუსტად და გამოქვეყნებული შედეგები იყო და არის ზედმიწევნით გამჭვირვალე და სწორი. მართალია ბოლო პერიოდში მონაცემები ყოველდღე არ ქვეყნდება, მაგრამ რეგულარულად ქვეყნდება კვირაში ერთხელ (რაც სავსებით საკმარისია) და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები (Institute for Health Metrics and Evaluation და სხვა), რომლებიც დეტალურად აკვირდებიან და სწავლობენ ქვეყნებში არსებულ COVID- სიტუაციას და გამოქვეყნებული მონაცემების სისწორეს, ცალსახად მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სარწმუნოა, კერძოდ: სადღეისოდ საქართველოსთვის გამოქვეყნებული მონაცემების სარწმუნოობის ინდექსი შეადგენს 1.07-ს (1.0 ნიშნავს 100%-იან აბსოლუტურ სარწმუნოებას) და ამ მაჩვენებლით (მონაცემების სანდოობით) საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პირველ ათეულშია.

კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, რომ „ომიკრონის“ შტამებით გამოწვეული COVID-19-ის სიმპტომები პირველ დღეებში პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციების სიმპტომებისაგან. ამიტომ აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე უკლებლივ ყველამ ჩავიტაროთ COVID-19-ზე ტესტირება, რაც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომია და COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში ზედმიწევნით შევასრულოთ ექიმის რეკომენდაციები. ყველამ გაითვალისწინოს, რომ დროული მიმართვის და საჭიროებისამებრ მკურნალობის დროული დაწყების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება პაციენტის დამძიმება და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა.

მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი და/ან რემდესივირი ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს“, - წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

გერგეი გუიაში

29 სექტემბერი 2022, 19:11

მსოფლიო

უნგრეთის მთავრობა: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს.

29 სექტემბერი 2022, 18:59

ეკონომიკა

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცდილების გაზიარება აქტივების მართვაში, უსაფრთხოების ინოვაციური პრაქტიკისა და კლიმატის მიმართ გზების მდგრადობის უზრუნველყოფის ტექნოლოგიების გამოყენებაში.

29 სექტემბერი 2022, 18:55

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მათ რამდენჯერმე სთხოვეს ამერიკის ელჩს, ვაშაძის განცხადებას გამიჯვნოდნენ, თუმცა, ყოველ ჯერზე პასუხად დუმილი მიიღეს.

29 სექტემბერი 2022, 18:50

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 1-2 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1-2 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი პესკოვი

29 სექტემბერი 2022, 18:43

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

29 სექტემბერი 2022, 18:32

მსოფლიო

ჩრდილოატლანტიკური საბჭო: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რეალობაა, რომ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოდან და კერძოდ, ქართული ჯარიდან ნაძარცვი ფულით შექმნილი ბიზნესით ფინანსდება

რეალობაა, რომ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოდან და კერძოდ, ქართული ჯარიდან ნაძარცვი ფულით შექმნილი ბიზნესით ფინანსდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 18:29

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თსუ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

29 სექტემბერი 2022, 18:17

ეკონომიკა

ევროკავშირი და CSRDG სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას მასპინძლობენ

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავის გადასარჩენად ჩამოსვლას ცდილობენ ნიშნავს, რომ პუტინის ანტიქართული პოლიტიკა კრახით დასრულდა

მესაზღვრე არის ის ადამიანი, ოფიციალური პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ შემოუშვას და ვინ არ შემოუშვას საქართველოში. თუ დაინახავს რომ ეს არის მომატებული საფრთხე, რა თქმა უნდა სასაზღვრო კონტროლი გამკაცრებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 18:13

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ოპოზიციის მხრიდან გადაჭარბებული რეაქცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდება, მიზნად ისახავს საზოგადოებაში გამოიწვიონ სამართალდამცავი ორგანოებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია

„სინამდვილეში საქმე აბსოლუტურად სხვანაირადაა: საქართველოში მოქმედებებს კანონი უცხოელი მოქალაქეების შესახებ,მ სადაც კონკრეტულად გაწერილია შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეიძლება მესაზღვრემ უკან გააბრუნოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. ამ კრიტერიუმებში მკაცრად არის გაწერილი უსაფრთხოების საკითხები“, - განაცხადა გვიდიანმა.

29 სექტემბერი 2022, 18:11

ეკონომიკა

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

29 სექტემბერი 2022, 18:10

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან. მხარეებმა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდება მას შემდეგ რაც, მიმდინარე კვირას ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე: ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა

​ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ცალსახად შეფასდა, რომ ეს იყო აშკარად არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ. ამასთან ერთად ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა მისი მხრიდან და იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 18:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტთან“ დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად ნორმალური და დიპლომატიური კონიუნქტურის ფარგლებში იყო - ოპოზიციისგან არაადეკვატური და გადაჭარბებული მოთხოვნების დაყენება არ გვიკვირს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია აქვს, თუმცა, მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია კვლავ არაადეკვატურობით გამოირჩევა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 17:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 17:49

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი პარტია ადრე თუ გვიან რომ დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო

„ნაცმოძრაობაში“ პროცესები აბსოლუტურად ლოგიკურად ვითარდება. ის, რომ ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი და ბელადზე ჩამოკიდებული პარტია ადრე თუ გვიან დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო, და დღეს საზოგადოება ამ პროცესს ადევნებს თვალყურს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

გიორგი მიქაუტაძე

29 სექტემბერი 2022, 17:48

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში მოხვდა

გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მოხვდა სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში, - ამის შესახებ სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის შესაბამის სამუშაო ჯგუფში პროცესი დასარულს უახლოვდება.

29 სექტემბერი 2022, 17:38

სამართალი

შსს-მ საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ ბათუმიდან დაიწყო

შსს-ს ცნობით, კამპანიას „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.