imedi /  09 სექტემბერი 2022, 21:20 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით. მისი თქმით, ბოლო თვეებში COVID შემთხვევების მატების და COVID ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე.

„საქართველოში COVID-19-ის ეპიდსიტუაცია რჩება სტაბილური, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციით, კერძოდ ბოლო ერთი კვირის მანძილზე გამოვლინდა 12 787 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1826 ახალი შემთხვევა) მაშინ, როდესაც წინა კვირას იყო 13 737 ახალი შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1962 ახალი შემთხვევა). მათგან კლინიკებში კვირის ბოლოს მკურნალობდა 850 პაციენტი (6,7%), ხოლო დანარჩენი 11 936 პაციენტი მკურნალობდა ბინაზე. ბოლო 1 კვირის მანძილზე სულ ჩატარებულია 73 436 ტესტი, დადებითობის მაჩვენებელია 17,41%, ხოლო ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი (RT): 0.95, რაც ასევე ინფექციის გავრცელების კლების ტენდენციებზე მიუთითებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ბოლო თვეებში COVID შემთხვევების მატების და COVID ვაქცინაციით დაბალი მოცვის მიუხედავად, საქართველოში უკვე მეხუთე თვეა ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე. კერძოდ ბოლო კვირაში (და არა ერთ დღეში) იყო გარდაცვალების 8 შემთხვევა (დღეში საშუალოდ 1 გარდაცვალება), რაც მხოლოდ ცოტათი აღემატება გრიპის ეპიდემიების დროს გარდაცვალების მაჩვენებელს. სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მედიკამენტებით და მეთოდებით. სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო ხუთი თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში. ასე მაგალითად: საქართველოში ბოლო 5 თვის მანძილზე ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით გვქონდა COVID-19-ით 37 გარდაცვალების შემთხვევა. მაშინ როდესაც COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებშიც კი გარდაცვალების შემთხვევები ბევრად მეტი იყო: აშშ (204 გარდაცვალება 5 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), ავსტრია (366 გარდაცვალება), დიდი ბრიტანეთი (317 გარდაცვალება), გერმანია (199 გარდაცვალება), იტალია (263 გარდაცვალება), ესპანეთი (215 გარდაცვალება), საფრანგეთი (173 გარდაცვალება), ფინეთი (437 გარდაცვალება), შვედეთი (146 გარდაცვალება), დანია (196 გარდაცვალება), ისლანდია (221 გარდაცვალება), ლიტვა (159 გარდაცვალება), ლატვია (173 გარდაცვალება), ესტონეთი (132 გარდაცვალება), მოლდოვა (78 გარდაცვალება), ისრაელი (114 გარდაცვალება), იაპონია (102 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (185 გარდაცვალება), ავსტრალია (291 გარდაცვალება), ახალი ზელანდია (479 გარდაცვალება) და ა.შ.

მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არც ერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან და ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ „პაქსლოვიდს“ ან „რემდესივირს“, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

დაბეჯითებით მინდა მოვუწოდო მოსახლეობას COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს - ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს. საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნეს მკურნალობა „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“. ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად არ ხდება ან ძალიან იშვიათად ხდება ავადმყოფის დამძიმება და მით უმეტეს ლეტალური გამოსავალი.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე შექმნილია ყველა პირობა, რათა COVID-19-ის კლინიკური მართვა მოხდეს, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვა ლეტალური გამოსავლების მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნებით. ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული COVID-ის ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლივ გაიგზავნოს COVID კლინიკაში. მინდა ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელონ ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“, - წერს თენგიზ ცდერცვაძე სოციალურ ქსელში.

ყველა სიახლე

ვლადიმირ პუტინი

30 სექტემბერი 2022, 01:51

მსოფლიო

პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 01:08

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 12.3 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 00:59

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს

საკმაოდ ბეწვის ხიდზე გაიარა ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა საქართველოს მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად აღიქვეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2022, 00:55

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია

ის ხალხი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, რეალურად მიშას ხალხია. სახელი „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც არ უნდა ატრიალო, რომელ პარტიაზეც მიშა იტყვის ჩემიაო, ეს ხალხიც იქ წავა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

რამაზ საყვარელიძე

30 სექტემბერი 2022, 00:46

პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე: კეზერაშვილი აფინანსებს ადამიანს, რომელსაც ასევე რუსეთი აფინანსებს და ახლა იბრძვის, რომ საქართველომ რუსებს შემოშვებაზე უარი უთხრას

„ახლა გახსნილი საზღვრით შენ უკრაინას ეხმარები, თან ისე, რომ შენი სისხლი არ იღვრება. რუსეთს სჭირდება ის, რომ შენ ჩაკეტო [საზღვარი]“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი

30 სექტემბერი 2022, 00:21

პოლიტიკა

მიხეილ ყველაშვილი: ყოველ ჯერზე, ჩვენი თანმიმდევრული ინფორმაციის მიწოდებით ბევრი რამ გამართლდა

„ანალოგიური იყო გიორგი ვაშაძის გუშინდელი, თითქოს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება, რომ ომის დაწყების პირველ დღეებში საქართველოს შესთავაზეს მრავალმილიარდიანი პროექტი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. დღეს საუბრობს ეს ბატონი (გიორგი ვაშაძე) ამ საკითხებზე და რომ როგორ აზარალა „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო და როგორ არ მიიღო მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელება საქართველოსთვის. წერილში ჩვენ აღვწერეთ, რატომ არის ეს სახიფათო“.

არჩილ თალაკვაძე

30 სექტემბერი 2022, 00:17

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ საქართველო ორ თვეში მიიღებს სტატუსს, ცრუ მოლოდინები არ უნდა შევუქმნათ - ევროკავშირმა თქვა, რომ 2023 წლის ბოლოს დაუბრუნდება ამ საკითხს

ის ხალხი, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი თავს წარმოაჩენს ისე თავის ტელევიზიებში თითქოს ძალიან უნდოდა ამ სტატუსის მიღება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არის პუნქტები, რომელშიც ოპოზიციის მონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 00:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე.

30 სექტემბერი 2022, 00:05

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: როდესაც დაინახა კეზერაშვილმა, რომ შეიძლება კანონი მიიღონ, ის შეიძლება ოფიციალურად გახდეს ოლიგარქი და დაექვემდებაროს რეგულირებას, გამოვიდა და ახლა ცდილობს პოლიტიკას შეაფაროს თავი

„ქართული ოცნება“ გამოვიდა და თქვა, რომ მზად ვართ მივიღოთ კანონი, თუნდაც ისეთი, როგორიც აქვს უკრაინას, მაგრამ იქ კანონში რა კრიტერიუმებიც არის ჩამოთვლილი, კეზერაშვილი პირდაპირი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს - ერთ-ერთი პირველი, თუ ვინმე დააკმაყოფილებს, უდავოდ იქნება კეზერაშვილი - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 სექტემბერი 2022, 00:01

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა

უკრაინა მოიგებს ომს, რადგან ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარეზე სიმართლეა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:54

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იკვეთება, რომ კეზერაშვილს ურთიერთობა ჰქონდა არა მხოლოდ მელიასთან ან ხაბეიშვილთან, არამედ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან ბევრთან და ცდილობდა, რამდენიმე ხელით ემართა სიტუაცია

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესს გნებავთ დაარქვით დაშლა, გნებავთ დადნობა, მაგრამ ეს არის კანონზომიერი და რატომ?! - პარტიას არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული ლიდერი, არ ჰყავს მომავლის ლიდერები და არ აქვს მომავლის დღის წესრიგი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:38

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საზღვარზე ყველას დოკუმენტაცია მოწმდება, ზედმიწევნით ხდება ყველაფრის აღრიცხვა, ვინ და როდის შემოდის და ამ ინფორმაციის ანალიზი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საზღვარზე რიგი შექმნილია იმისთვის, რომ რაღაც კონტროლდება, უკონტროლო რომ იყოს და ყველა გადიოდეს როგორც უნდა, მაშინ არც რიგი იქნება და არც ის პროცედურა, რაც საზღვარზეა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბელარუსმა არაღიარების პოლიტიკა განაგრძოს აფხაზეთთან მიმართებაში და არა ის, რომ ემოციური ფონი შევქმნათ

მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში „ვიზიტზე“ საქართველოს მთავრობას ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, როგორც დიპლომატიური თვალსაზრისით, ასევე სამართლებრივ ჭრილში.

არჩილ თალაკვაძე

29 სექტემბერი 2022, 23:22

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დღეს საქართველო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძულია

„როდესაც რეგიონში არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, გვაქვს მშვიდობა, როცა რეგიონში ყველგან ცეცხლი ანთია და ომი მიმდინარეობს და გაქვს წინსვლა ინსტიტუციური რეფორმებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ამისთვის პრაქტიკულად არავის სცალია. ლარსზე, სარფში რიგი ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე სტაბილური კუნძული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

29 სექტემბერი 2022, 23:10

პოლიტიკა

რატი ბრეგაძე ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალზე სიტყვით წარდგა

დუბლინში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტერიალი მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციის საკითხებს ეხება. კონფერენციას ევროპის ქვეყნების იუსტიციის სამინისტროების ხელმძღვანელები ესწრებიან. საქართველოს დელეგაციას რატი ბრეგაძე ხელმძღვანელობს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი

29 სექტემბერი 2022, 22:51

მსოფლიო

ბლინკენი: ფიქტიური „რეფერენდუმების“ შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს

ფიქტიური „რეფერენდუმების“ შედეგები მოსკოვში იყო ჩაწყობილი და უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:37

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, ჩვენი ეროვნული ინტერესია, ეს პოლიტიკა წარმატებით გაგრძელდეს

ჩვენ გვაქვს წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ოთხ ქვეყანას ჰქონდა აღიარებული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად. ათი წლის განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ძალიან წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწოდებდნენ პრორუსებს და ა.შ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებულ არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებდით - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ბელარუსმა აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ აღიაროს. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს ოპოზიცია

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა არ იქნეს აღიარებული ბელორუსის სახელმწიფოს მიერ. ამისთვის იდგმება ის ნაბიჯი, რისი საპირისპირო ნაბიჯებისკენაც მოგვიწოდებს რეალურად ოპოზიცია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ, ერთ-ერთი მთავარი არის - ინტელექტუალური კრიზისი

სხვადასხვა ფორმის კრიზისი აქვთ მათ, ერთ-ერთი მთავარი არის - ინტელექტუალური კრიზისი. მე ჩამოგითვალეთ ადამიანები, ესენი არიან: კეზერაშვილი, მელია, ხაბეიშვილი. პირველი არის, ინტელექტის სერიოზული დეფიციტი. ასეთ პირობებში უფრო მარტივია ინტრიგების ჩახლართვაც. ეს ერთი, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

29 სექტემბერი 2022, 22:21

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძის განცხადება არის უმძიმესი პროვოკაცია, მან პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ვაშაძის განცხადება არის უმძიმესი პროვოკაცია, პრაქტიკულად პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას, თან ლენდ-ლიზზეა საუბარი, ეს მართლა საოცრებაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.