imedi /  28 სექტემბერი 2022, 10:32 / სანდო წყარო

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია.

„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია, მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ)“,- აღნიშნულია დადგენილებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ყველა სიახლე

ავთანდილ თალაკვაძე

30 ნოემბერი 2022, 12:41

რეგიონი

ოზურგეთში ცენტრალური მაგისტრალის, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

ქალაქ ოზურგეთში ცენტრალური მაგისტრალის, კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია და სანაპიროს ქუჩაზე ახალი, თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობა იწყება.

30 ნოემბერი 2022, 12:41

პოლიტიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

„ანგარიშში ასახულია ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მედია გარემოსა და ფიქსირებული და მობილური ბაზრების თაობაზე. ვახტანგ აბაშიძემ ისაუბრა როგორც მაუწყებლობის სფეროს, ისე ელექტრონული კომუნიკაციების ტენდენციებზე და მიმოიხილა მედია წიგნიერების განვითარების მიმართულებით კომუნიკაციების კომისიისა და მედია აკადემიის საქმიანობა“.

დავით მათიკაშვილი

30 ნოემბერი 2022, 12:37

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილება, თანმდევ რვა კანონპროექტთან ერთად.

ვიქტორ დოლიძე

30 ნოემბერი 2022, 12:34

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძე: ბუქარესტში დაფიქსირდება ნატოს მტკიცე პოზიცია საქართველოსა და უკრაინის მომავალ წევრობაზე ამ ორგანიზაციაში

„დეკლარაცია საუბრობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, თავსებადობის ამაღლებაზე და რუსეთიდან მუდმივად საფრთხეების, რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის მეტ დახმარებაზე, მეტ თანადგომაზე, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა და მშვიდობა. მივესალმებით შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროცესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და დარწმუნებული ვარ ჩვენზეც აისახება. მინისტერიალის განცხადებას ზურგს უმაგრებს მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებები და ახალი სტრატეგიული კონცეფცია.

გივი მიქანაძე

30 ნოემბერი 2022, 12:32

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: სახალხო დამცველის პოზიციაზე პირის აპოლიტიკურობის კომპონენტი ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის

სახალხო დამცველი პოზიცია გახლავთ ძალიან მაღალი პოზიცია იმიტომ, რომ ეს არის საპარლამენტო კონტროლის დამატებითი ფუნქცია, რომელიც აღჭურვილია ძალიან დიდი უფლებამოსილებებით. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ კონკრეტული პირის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, მაგრამ ამავდროულად აპოლიტიკურობის კომპონენტი ჩვენთვის არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ ისაუბრა.

30 ნოემბერი 2022, 12:28

საზოგადოება

შინაგან საქმეთა მინისტრი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

30 ნოემბერი 2022, 12:24

საზოგადოება

მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გამრავლების საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში.

ტანია ფაიონი

30 ნოემბერი 2022, 12:22

პოლიტიკა

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ვთავაზობთ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, განვიხილავთ ადგილზე არსებულ ვითარებას და მოვუსმენთ საგარეო საქმეთა მინისტრს

„დღეს შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს ბოსნია და ჰერცოგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც არიან რისკის წინაშე და არიან მოწყვლადი ქვეყნები , მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდეს და პარტნიორებთან ერთად უკრაინაში ომის შედეგები განვიხილოთ. სლოვენიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დასავლეთ ბალკანეთში არსებულ ვითარებას“.

30 ნოემბერი 2022, 12:21

ეკონომიკა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

მომხსენებლის განმარტებით, განსახილველ კანონპროექტთა პაკეტი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას უკავშირდება, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

30 ნოემბერი 2022, 12:18

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით კონტრციკლური ბუფერის დაწესების ჩარჩოს განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

30 ნოემბერი 2022, 12:11

საზოგადოება

თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო ოფთალმოლოგიური აქცია მოეწყო

აქციის ფარგლებში, 800-მდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირს ოფთალმოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად, საჭირო სათვალეები უფასოდ გადაეცათ.

ბოგდან აურესკუ

30 ნოემბერი 2022, 12:10

პოლიტიკა

ბოგდან აურესკუ: რუმინელებს ძლიერი და თბილი გრძნობები გვაქვს საქართველოსა და ქართველების მიმართ - რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

რუმინეთი გაზრდის საკუთარ კონტრიბუციას უკრაინის დასახმარებლად. ეს მოხდება გაძლიერებული მხარდაჭერის პაკეტის ფარგლებში და ამ თემაზე კოლეგებთან ვისაუბრეთ, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ ბუქარესტში განაცხადა. მისი თქმით, ნატოსთვის და განსაკუთრებით რუმინეთისთვის შავი ზღვის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია.

30 ნოემბერი 2022, 12:07

საზოგადოება

სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი ავტომანქანებისთვის დედაქალაქში პარკირების ადგილები მოეწყობა

დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სანდრო რაქვიაშვილი

30 ნოემბერი 2022, 12:06

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი სახალხო დამცველზე: მივიჩნევ, რომ კონსენსუსი თუ გვინდა, შანსი მხოლოდ იაგო ხვიჩიას აქვს

„მე მივიჩნევ, რომ კონსენსუსი თუ გვინდა და მარტივი შეთანხმება, შანსი მხოლოდ იაგო ხვიჩიას აქვს. მაგრამ, ჯერჯერობით გაურკვეველია, რას შესთავაზებენ ერთმანეთს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ შეიცვალონ პოზიცია“,- აღნიშნა რაქვიაშვილმა.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2022, 12:00

საზოგადოება

პირველ დეკემბრიდან კვირის ბოლომდე, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

მისი თქმით, გუშინ დაკეტილი იყო თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორია, დღეს საგზაო სამუშაოები უკვე დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

დავით მათიკაშვილი

30 ნოემბერი 2022, 12:00

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება მაკოორდინირებელი ფუნქცია და ინსტიტუციურად გააძლიერებს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში არსებულ საგამოძიებო ქვედანაყოფების როლს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში

„შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონპროექტში, რომლის მიხედვითაც პარტიების მონიტორინგის საკითხს აუდიტის სამსახურის ნაცვლად ამზადებს უკვე ანტიკორუფციული ბიურო, მისი ქვემდებარე იქნება. ბიუროს ექნება მაკოორდინირებელი ფუნქცია და ინსტიტუციურად გააძლიერებს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში არსებულ საგამოძიებო ქვედანაყოფების როლს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

30 ნოემბერი 2022, 11:49

სამართალი

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს ორი მეწარმე სუბიექტი და მათი ბუღალტერი.

კახა კალაძე

30 ნოემბერი 2022, 11:42

საზოგადოება

კახა კალაძე: მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა

მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს 2022 წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლისგან ყველა თბილისელი ისურვებდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და საახალწლო სლოგანის შესახებ ისაუბრა.

იან ლიპავსკი

30 ნოემბერი 2022, 11:40

პოლიტიკა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული NATO-ს გაფართოებაზე და ვაფიქსირებთ ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების მიმართ

„ჩვენ აქ ვართ, NATO პარტნიორებთან ერთად. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული NATO-ს გაფართოებაზე, არ არის მარტივი, მაგრამ ვაფიქსირებთ ერთგულებას 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების მიმართ. შევხვდით კულებას, ვისაუბრებთ პარტნიორებთან. ჩეხეთი ნატოს გაფართოების ძლიერი მხარდამჭერია“,- აღნიშნა ლიპავსკიმ.

30 ნოემბერი 2022, 11:33

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის, დაჩქარებული წესით, განიხილა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილება.