06 ოქტომბერი 2022, 13:20 / სანდო წყარო

ბონი ჯენკინსი: ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი COVID19-თან საქართველოს ბრძოლაში, აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან თანამშრომლობით

ბონი ჯენკინსი

ბონი ჯენკინსი

მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბონი ჯენკინსმა განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები გამოაჩინა, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ლაბორატორიულ ბიოუსაფრთხოებასთან.

​„აქედან გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ და ეს მოითხოვს დაწესებულებების ერთობლივ გამოყენებას, ძლიერ ლაბორატორიულ ბიოუსაფრთხოებას და კიბერუსაფრთხოების პრაქტიკას ნებისმიერ საერთაშორისო ბიოლოგიური მეცნიერებების საზოგადოებასთან. მეტი ურთიერთგაზიარებით ჩვენ უნდა მოვახდინოთ საუკეთესო პრაქტიკის ინტეგრირება ჩვენი კრიტიკული კვლევის ინსტიტუტებისა და ლაბორატორიების მუშაობის მიმართულებით. ასე ჩვენ ვიქნებით უკეთესად მომზადებულები შემდგომი პანდემიისთვის, შემდეგ პანდემიასთან გასამკლავებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დრო საგანგებო მდგომარეობებს შორის, რათა გავაძლიეროთ საერთაშორისო და ეროვნული შესაძლებლობები, ასევე ეროვნული კანონმდებლობები და სხვა ზომები, რომლებიც გვჭირდება, რომ უკეთესად ვიყოთ მზად ჯანმრთელობის გადაუდებელი შემთხვევების აღმოჩენისთვის, მათზე პასუხისთვის და ბიოუსაფრთხოების დასამტკიცებლად. ჩვენ ასევე უნდა გამოვიყენოთ ეს დრო ცნობიერების ასამაღლებლად, ასევე ნდობის, გამჭვირვალობისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად დაინტერესებულ წრეებს შორის. მათ შორის არის ბიომეცნიერებების საზოგადოებები“, – განაცხადა ბონი ჯენკინსმა.

მისი თქმით, ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი COVID19-თან საქართველოს ბრძოლაში.

„დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი კოლეგებს საქართველოს რიჩარდ ლუგარის ცენტრიდან. ეს დაწესებულება ერთ დღეში არ აშენებულა. ეს ითხოვდა წლების განმავლობაში საქართველოს მხრიდან ინვესტიციას, ერთგულებასა და ეტაპობრივ გაუმჯობესებას, რომ აღმოაჩინონ და უპასუხონ ცხოველური და ადამიანური დაავადებების აფეთქებებს. ლუგარის ცენტრი იყო ნოვატორი და ინსტრუმენტი COVID19-თან საქართველოს ბრძოლაში. აშშ ამაყობს ლუგარის ცენტრთან მშვიდობიანი თანამშრომლობით. მე მივესალმები ლუგარის თანამშრომლების პროფესიონალიზმსა და ღიაობას, რომელმაც კარი გაუღო გამჭვირვალობას. მაგალითად, საქართველო გახდა მსოფლიოს ლიდერი „ცე“ ჰეპატიტის ტვირთის შემცირებაში. საქართველო არის რეგიონული ლიდერი COVID19-ის ტესტირებაში სწორედ ლუგარის ცენტრის დამსახურებით. ეროვნული კანონმდებლობისა და სხვა ზომების გაძლიერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობისთვის და ბიოუსაფრთხოება. ასევე, მხარს უჭერს ეროვნულ ვალდებულებას საერთაშორისო ნორმებისა და ვალდებულებების მიმართ. მაგალითად, ეროვნულ დონეზე ბიოლოგიური იარაღის კონვენციის განხორციელება ქვეყნებისგან მოითხოვს, უარი თქვან ბიოლოგიური იარაღის განვითარებაზე. ქვეყნებმა ასევე უკეთესად უნდა ითანამშრომლონ ბიომეცნიერებების საზოგადოებასთან“, – აღნიშნა ბონი ჯენსკინსმა.

ყველა სიახლე

30 ნოემბერი 2022, 14:16

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის განვითარებისთვის ჩვენს მიერ შემუშავებული 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპორტის ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება გახლავთ

დავიწყეთ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება - უკვე შენდება ახალი საჩოგბურთო კომპლექსი; მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში ფეხბურთის მინი სტადიონების კეთილმოწყობა; ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია რაგბი და სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარება. ახალ სარაგბო ბაზას პირველ რიგში სჭირდებოდა პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომ მისი მშენებლობა დაიწყოს - ჩვენ პროექტის მოსამზადებლად საჭირო დაფინანსება მოვიძიეთ. ამის შემდეგ, მოვამზადებთ პროექტის ხარჯთაღრიცხვას და გვეცოდინება ვადები, რომელშიც შევძლებთ ახალი ბაზის მშენებლობის დაწყებას, - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 14:12

ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა

2022 წლის 30 ნოემბერს, კორეის დედაქალაქ სეულში, შეხვედრა გაიმართა კორეის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორთან გი ვუკ იანგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თაობაზე. აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების შესახებ. საქართველოს მხრიდან ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

30 ნოემბერი 2022, 14:09

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მითვისებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი და ყოფილი დირექტორი დამნაშავედ ცნო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2022, 14:08

მსოფლიო

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

30 ნოემბერი 2022, 14:07

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძე: ხულო-ზარზმის გზის ისტორიული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, შენდება ხიდები და ხელოვნური ნაგებობები. წელს დასრულდება გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხოლო მთლიანი 47 კმ-იანი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება.

30 ნოემბერი 2022, 14:04

საზოგადოება

ტყის სოციალური ჭრის გაუქმების ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

მიხეილ ყაველაშვილი

30 ნოემბერი 2022, 14:03

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: გვაქვს ინფორმაცია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან იგეგმება პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით

ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მხრიდან იგეგმება უმძიმესი პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

30 ნოემბერი 2022, 14:02

საზოგადოება

საქართველოში მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მეფრინველეობის ინდუსტრიისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. ღონისძიებაზე, ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა დარგში არსებული თანამედროვე მიდგომები, სიახლეები, ტენდენციები და გამოწვევები დისკუსიის რეჟიმში განიხილეს.

მამუკა მდინარაძე

30 ნოემბერი 2022, 14:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: სააკაშვილი არის ინსტრუმენტი, მათი დავალებების მიმცემების ხელში

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იუსტიციის სამინისტროს უფრო აინტერესებს (იმიტომ რომ ეს მისი ვალია), ვიდრე იმ ხალხს, ვინც ფსევდო ინტერესს გამოხატავს მისი ჯანმრთელობის მიმართ. თავიდან კვდება, კვდება იძახეს, შემდეგ დაავიწყდათ, ახლა დაუბრუნდნენ ისევ, რომ გამოიყვანონ ეს ადამიანი, ქვეყანა არიონ, სხვა გეგმა მათ არ აქვთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

30 ნოემბერი 2022, 13:58

კულტურა

„თეატრი“ – „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე ოფიციალურად გაიხსნა

25 ნოემბერს „წისქვილი ჯგუფის“ ახალი მულტიფუნქციური სივრცე – „თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა. The Show – ასე ჰქვია პირველ წარმოდგენას, რომელსაც სივრცემ უმასპინძლა. დადგმაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საოპერო მომღერლებმა და საბალეტო დასმა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა, „აფხაზეთმა“ და ხელოვნების სფეროს სხვა გამორჩეულმა წარმომადგენლებმა. წარმოდგენის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიქობავა, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, ბრენდ შეფი კი ალექს ნათაძეა.

30 ნოემბერი 2022, 13:53

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 20 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და უკრაინის არმიის 100 000-მდე სამხედრო დაიღუპა

„რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიკვდილი, განადგურება და აღუწერელი ტანჯვა მოიტანა. ვარაუდობენ, რომ დღემდე დაიღუპა 20 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და 100 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

30 ნოემბერი 2022, 13:46

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთმა უნდა გადაიხადოს საშინელი დანაშაულებისთვის

რუსეთმა უნდა გადაიხადოს საშინელი დანაშაულებისთვის, - ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:44

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ, მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ

გთავაზობთ, ერთ წლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ საქართველოში მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს გააკეთებს არეულობაზე, ეს ნაბიჯი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს

სალომე ზურაბიშვილი თუ არჩევანს გააკეთებს სიმშვიდესა და არეულობას შორის არეულობაზე, ეს ნაბიჯი უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:33

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, ჩვენ წინასწარ ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე

კონსულტაციები გაგრძელდება სახალხო დამცველობის 8 კანდიდატის გარშემო. რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას კონსულტაციებს, ჩვენ წინასწარ ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ჩვენ გვქონდა უმრავლესობის სხდომა სადაც მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა განწყობები სხვადასხვა კანდიდატის მიმართ. ბუნებრივია ეს განწყობები ერთნაირად დადებითი არ არის რვავე კანდიდატის მიმართ. ჩვენ რომ არ გავუსწროთ წინ მოვლენებს და არ შევუქმნათ პრობლემა მოლაპარაკებებს, რა თქმა უნდა დღეს ვერ დავაფიქსირებთ პოზიციას ვერცერთ კანდიდატზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ხათუნა ხოფერია

30 ნოემბერი 2022, 13:29

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: რაო, თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? მშვიდობის კი არა, მშვიდობის მაძიებელთა, მშვიდობისთვის მებრძოლთა, მშვიდობის მოყვარეთა შემფარებელი ქალაქიცაა

რაო?.. თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? მშვიდობის კი არა, მშვიდობის მაძიებელთა, მშვიდობისთვის მებრძოლთა, მშვიდობის მოყვარეთა შემფარებელი ქალაქიცაა. და მარტო თბილისი კი არა, მთლიანად საქართველო! დიახ, ეს დალოცვილი საქართველო, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: რა დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ როცა მშვიდობა გამოგვაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ

„ეკლესიას იმდენად მტრობენ რომ ჯვარი აღიზიანებდთ. მშვიდობას იმდენად მტრობენ, რომ სლოგანმა გააღიზიანათ. სინამდვილეში მათ აღიზიანებთ არა წარწერა და სლოგანი, არამედ მათ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა აღიზიანებთ, რადგან ისინი არიან ომის პარტია. მათ აქვთ პირდაპირი განზრახვა, რასაც ვერ მალავენ, რომ სურთ ომი საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო უწყებები მთლიანად მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით - სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი დღეს არის არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში

ხელისუფლება მთლიანად მოქმედებს თავისი პასუხისმგებლობით. სახელმწიფო უწყებები მთლიანად მოქმედებენ საკუთარი პასუხისმგებლობით - სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სააკაშვილი დღეს არის არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ჩანგპენგ ჟაო

30 ნოემბერი 2022, 13:09

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის -Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის.

ირაკლი კობახიძე

30 ნოემბერი 2022, 13:02

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და ის უნდა დასანქცირდეს, არის ომის პარტიის აგენტი

როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, უსამართლო შეფასება, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს არის სიბინძურის სამსახურში, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.