imedi /  02 ნოემბერი 2022, 23:01 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდ არის უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ, უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება. ბოლო კვირეებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირეებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოში ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა COVID ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია - საშუალოდ 200-დან 500-მდე ახალი შემთხვევა დღეში.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მე-7 თვეა სტაბილურად ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე შემდგომი კლების ტენდენციით. ასე მაგალითად: ბოლო კვირაში იყო 3 გარდაცვალება, ხოლო ბოლო 1 თვის განმავლობაში - სულ 13 გარდაცვალება, ანუ ორ დღეში 1 გარდაცვალებაზე ნაკლები.

სადღეისოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და მედიკამენტებით (პაქსლოვიდი, რემდესივირი, დექსამეტაზონი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი და სხვ.).

სწორედ ამის შედეგია, რომ ბოლო შვიდი თვის მონაცემებით, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევები (50 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 3,3 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში) ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (255 გარდაცვალება ბოლო 7 თვეში და 29 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში 1 მილიონ მოსახლეზე), დიდი ბრიტანეთი (404 გარდაცვალება და 47 გარდაცვალება), გერმანია (277 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), საფრანგეთი (222 გარდაცვალება და 28 გარდაცვალება), ისრაელი (138 გარდაცვალება და 8 გარდაცვალება), ფინეთი (615 გარდაცვალება და 105 გარდაცვალება), შვედეთი (217 გარდაცვალება და 41 გარდაცვალება), დანია (280 გარდაცვალება და 46 გარდაცვალება), იაპონია (149 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (252 გარდაცვალება და 15 გარდაცვალება), ავსტრალია (368 გარდაცვალება და 17 გარდაცვალება), ლიტვა (223 გარდაცვალება და 33 გარდაცვალება ), ლატვია (258 გარდაცვალება და 36 გარდაცვალება), ესტონეთი (210 გარდაცვალება და 44 გარდაცვალება), ავსტრია (555 გარდაცვალება და 25 გარდაცვალება) და სხვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 7 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.94%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია.

მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს და ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა.

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში პრაქტიკულად მიაღწია COVID-ის, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექციის მართვას. რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების, მაგალითად გრიპის, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის და სხვ. ეპიდემიებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.
მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ყველა ოჯახის ექიმს, ყველა COVID- კლინიკას და COVID-19-ით ყველა პაციენტს, პირველივე სიმპტომის გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტირება და სათანადო ჩვენების შემთხვევაში დროულად, პირველივე დღეებში გამოიყენონ პაქსლოვიდი ან რემდესივირი. ამით ჩვენ გადავარჩენთ ათასობით COVID-19-ით პაციენტის სიცოცხლეს.

მინდა, ვურჩიო მოსახლეობას, აქტიურად გააგრძელოს COVID ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

04 დეკემბერი 2022, 07:57

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში, ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებსა და მეგობრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში, ბახმუტთან ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან, ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის სამძიმრის წერილში.

კახაბერ ხაჭაპურიძე

04 დეკემბერი 2022, 00:52

საზოგადოება

კახაბერ ხაჭაპურიძე: ბარიატრიული ოპერაციის ჩატარება ხდება მაშინ, როდესაც ჭარბი წონა გადადის პათოლოგიურ სიმსუქნეში

როდესავ პაციენტს ჭარბი წონა აქვს, არ ნიშნავს ეს, რომ პირდაპირ უნდა მივმართოთ ბარიატრიას. როცა ჭარბი წონა გადადის ავადმყოფურ, პათოლოგიურ სიმსუქნეში, სწორედ მაშინ ხდება ბარიარტრიული ოპერაციის ჩატარება, - ამის შესახებ ქირურგმა კახაბერ ხაჭაპურიძემ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

04 დეკემბერი 2022, 00:19

პოლიტიკა

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის შედეგად ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდა

სამართლებრივი ფორუმი, რომლის მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა, წელს პირველად ჩატარდა და ერთობლივი დეკლარაციის შემუშავებით დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

03 დეკემბერი 2022, 23:41

თემა

არის თუ არა დედამიწაზე საკმარისი ადგილი და რესურსი, რომ 8 მილიარდ ადამიანს ეყოს?

დედამიწის მოსახლეობის მატებასთან ერთად, ბუნებრივი რესურსები იწურება. თუმცა მდგრადი განვითარების ექსპერტები ამბობენ, რომ პრობლემა არა მხოლოდ მოსახლეობის ზრდაა, არამედ - ჭარბი მოხმარებაც. რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწა?- ამ კითხვას პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

03 დეკემბერი 2022, 23:40

თემა

ილონ მასკი Apple-ს ეჩხუბა. რას ნიშნავს ეს Twitter-ისთვის?

Twitter-ის ახალი მფლობელი ილონ მასკი ტექნოლოგიურ გიგანტ Apple-თან კონფლიქტშია. მასკის თქმით, კონცერნმა Twitter-ზე თავისი რეკლამების უმეტესობა შეაჩერა. ამასთანავე, Apple-ი იმუქრება, რომ Twitter-ის აპლიკაციას თავის ონლაინ-მაღაზია App Store-დან წაშლის. რატომ გაირბინა შავმა კატამ მასკსა და Apple-ს შორის, BBC-მ გაარკვია.

ოთარ შამუგია

03 დეკემბერი 2022, 23:20

საზოგადოება

ოთარ შამუგია: კონკურენცია ძალიან დიდია და ამიტომ ჩვენ ფერმერებს უნდა დავეხმაროთ, რომ მათ იზრუნონ ხარისხზე, დანერგონ თანამედროვე სტანდარტები, რომ ევროკავშირის ბაზარზე უფრო მეტი წვდომა ჰქონდეთ

„დაახლოებით 270 რეგულაცია გვაქვს დასაახლოებელი სურსათის უვნებლობის მიმართულებით ევროკავშირის რეგულაციებთან, აქედან 170 უკვე მიღებული გვაქვს, ამ პროცესს გეგმის მიხედვით მივყვებით. ჩვენი მიზანია, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს ბოლომდე შევასრულოთ. ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, გვეხმარება ევროკავშირი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ოთარ შამუგია

03 დეკემბერი 2022, 22:42

პოლიტიკა

ოთარ შამუგია: ჩვენ 2013 წლიდან არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ და მზარდია ყოველწლიურად იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პროგრამებით ინტერესდება

ჩვენ 2013 წლიდან არაერთი პროგრამა შევიმუშავეთ და ვთავაზობთ ჩვენს ფერმერებს, რათა მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული, აწარმოონ უფრო მეტი და უფრო ხარისხიანი პროდუქცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

03 დეკემბერი 2022, 22:00

რეგიონი

ოთარ შამუგია: „ნარინჯისფერი რთველი“ დაწყებულია - შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუფერხებლად შეუძლიათ ფერმერებს მანდარინის ჩაბარება

„20-ზე მეტი საწარმოა, რომელიც მანდარინს იბარებს, ამზადებს მას საექსპორტოდ და ეს პროცესი არის სრულად გამართული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად შეუფერხებლად შეუძლიათ ფერმერებს მანდარინის ჩაბარება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გაი ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:34

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: შინაური მტერი გაშმაგებით გვებრძვის, რომ ევროპულ გზას აგვაცდინოს - გვიწევს დამახინჯებული ინფორმაციის უგულებელყოფა, ჩვენი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველოში საქმე ასე არ არის

ჩვენი ოპოზიცია ბრიუსელსა და ვაშინგტონში ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი პარტნიორები დაარწმუნონ, თითქოს ჩვენ გზას აცდენილები ვართ და პუტინის ჩრდილში მივდივართ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

გია ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:27

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: სააკაშვილის ბედი გადაწყვიტა სამართლიანმა სასამართლომ და მან თავად გადაწყვიტა თავისი ბედი, როდესაც დაადგა ავაზაკობისა და კაცის კვლის გზას 2006 წელს

„ქართული ოცნება“ ვერ გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილის ბედს, მისი ბედი გადაწყვიტა მართლმსაჯულებამ, სამართლიანმა სასამართლომ და მან თავად გადაწყვიტა თავისი ბედი, როდესაც დაადგა ავაზაკობის, კაცის კვლის გზას 2006 წელს, მან მაშინ გამოუტანა თავის თავს განაჩენი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, შეეშალათ მისამართი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, როდესაც „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისთან მობრძანდნენ.

გია ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:16

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, რომელიც ჩვენ პარტიულ ოფისთან „ნაცმოძრაობის“ ორ ბანაკად დაყოფილმა წევრებმა გაითამაშეს, ხაბეიშვილს ეყო თავხედობა და დაუწერია, ათასობით ადამიანი იყო დღეს სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოსულიო

დღეს ვიხილეთ უნიჭო სპექტაკლი, რომელიც გაითამაშეს ჩვენ პარტიულ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ბანაკად დაყოფილმა წევრებმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, გარე მოხმარებისთვის ჩატარებული აქცია იყო.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:08

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ

„ქართული ოცნების“ ოფისის წინ შეკრება, ოღონდ შაბათ დღეს, აი, იმ დროს ოფისში, რომ არავინ არ არის! ხაბეიშვილმა, მუმლაძემ და მელიამ, გადახედეს ერთ მუჭა ხალხს და კმაყოფილებმა იმით, რომ ბელადის წინაშე დიდი ვალი მოიხადეს, დაიშალნენ, მალე პარტიასაც საბოლოოდ დაშლიან, მანამდე კი შეეცდებიან რაც შეიძლება ბევრი ფული წაგლიჯონ თავიანთ სპონსორებს!”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

გია ცაგარეიშვილი

03 დეკემბერი 2022, 21:02

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი „ემპათიას“ დასკვნაზე: ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ ქალბატონი ჯიშკარიანის მემუარები ვიკითხო სააკაშვილზე

ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ ქალბატონი ჯიშკარიანის მემუარები ვიკითხო სააკაშვილის თაობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნას.

ნინო ლაცაბიძე

03 დეკემბერი 2022, 20:44

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებზე: ეს ადამიანები პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, მათი პოლიტიკური ლიდერები რუსთავში არ ცხოვრობენ და ალბათ ძალიან მარტივია მისცენ დავალება, რომ ქალაქში პრობლემები შექმნან

„ეს ადამიანები დღეს, რუსთაველებს უყენებენ როგორც პოლიტიკურ პირობებს, ასევე თავის პირად საკითხებს. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ცოლ-ქმარი, რომლებსაც პირდაპირ მუხლში აქვთ მითითებული მათი საცხოვრებელი სახლის ლიფტის რეაბილიტაცია უნდა გავითვალისწინოთ, სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები მხარს არ დაუჭერენ იმას, რომ რუსთავში ეს პროექტები განხორციელდეს“.

ნინო ლაცაბიძე

03 დეკემბერი 2022, 20:25

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: სამწუხაროდ, პირველ ჯერზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი თქვა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე

როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ პირველ ჯერზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი თქვა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე, - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, უკვე მეორედ წარადგინეს რუსთავის საკრებულოში 2023 წლის რუსთავის ბიუჯეტის პროექტი.

ზურაბ ქადაგიძე

03 დეკემბერი 2022, 20:12

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კომედია ის არის, რომ თავმჯდომარეობის მთელმა ტრიუმვირატმა(მელია,ხაბე,მუმლაძე), სულ ეს აქტივი შეკრიბა და ერთი ვიწრო ქუჩა,ძლივს გადაკეტეს

,,ტრაგედიაა, რომ ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა... ისე გაამარგინალეს ოპოზიციური სპექტრი,რომ აი ამ საცოდავებზე ახდენენ სწორებას დანარჩენი რადიკალი ოპოები... კომედია კი ის არის,რომ თავმჯდომარეობის მთელმა ტრიუმვირატმა(მელია,ხაბე,მუმლაძე), სულ ეს აქტივი შეკრიბა და ერთი ვიწრო ქუჩა,ძლივს გადაკეტეს... ბიჭოოო, სინდისი არ გაქვთ გავიგეთ და სირცხვილის გრძნობა სულ დაკარგეთ, ასე აპირებთ რევოლუციას და სააკაშვილის დახსნას? ვაი ამათ მიშას და ვუი მიშას პატრონებს იქ საზღვრებს მიღმა”,- წერს ქადაგიძე.

დავით ქართველიშვილი

03 დეკემბერი 2022, 20:06

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „ნაცმოძრაობასთან“ მიმართებაში, ტერმინი „გარდაცვალებაც“ - მკრეხელობაა. სახეზეა „პარტიის“ ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების” ოფისთან დღეს გამართული აქციას ეხმიანება. როგორც ქართველიშვილი წერს, სახეზეა „პარტიის" ბანალური ბიოლოგიური სიკვდილი.

03 დეკემბერი 2022, 20:05

საზოგადოება

უკრაინაში კიდევ ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, 5-ვე ქართველი ბახმუტთან რუსეთის მხრიდან საარტილერიო იერიშს შეეწირა. დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი დღეს საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრია.

ვლადიმერ ბოჟაძე

03 დეკემბერი 2022, 19:54

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: სამმა ლიდერმა, გამოცხადებული მობილიზაციის მიუხედავად, ,,ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ასეული ადამიანი მიიყვანეს. დღეს, აღარავის სჯერა ,,ნაციონალური მოძრაობის" განახლების და გაძლიერების

დასუსტებული ,,ნაციონალური მოძრაობა" კვლავ აგრძელებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით სპეკულაციას და პოლიტიკური ქულების დაწერას მცდელობას, - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციას. როგორც ბოჟაძე წერს, აღარავის სჯერა ნაციონალური მოძრაობის განახლების და გაძლიერების.

გია გაბრიჭიძე

03 დეკემბერი 2022, 19:48

პოლიტიკა

გია გაბრიჭიძე: იმ ადამიანებმა, ვისაც საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ისევ სჯერათ, რომ ნაცებს პოლიტიკური ბრძოლა შეუძლიათ, დაინახონ, რომ ძალადობაზე და სიძულვილზე ორიენტირება კიდევ უარეს დღეში ჩააგდებთ

იმ ადამიანებმა, ვისაც იმ ყველა სისულელის, იმ ყველა სიმახინჯის, უთავმოყვარეობის და საკუთარი პოლიტიკური ძალის ასეთი გაფარჩაკების შემდეგ ისევ სჯერათ, რომ ნაცებს პოლიტიკური ბრძოლა შეუძლიათ დაინახონ, რომ ტყუილზე, ძალადობაზე, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლაზე, სიძულვილზე ორიენტირება, ასეთ და კიდევ უარეს დღეში ჩააგდებთ,- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე დღეს გამართული აქციის შესახებ.