აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა წინადადებას COVID19-ის წარმოშობის საკითხზე სადაზვერვო ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ

ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მხარი დაუჭირა წინადადებას COVID19-ის წარმოშობის საკითხზე ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ.
წინადადებას მხარი 419-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. მანამდე, 1 მარტს, ინიციატივას მხარი დაუჭირა კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა. ინიციატივის ავტორი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოულია.
დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს. თეთრი სახლის პრესმდივნის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, ბაიდენს ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, მოაწერს თუ არა ის ხელს ამ კანონპროექტს.
1 მარტს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ Covid-19 დიდი ალბათობით „ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში“ შეიქმნა. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ Covid-19-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა
ყველა სიახლე

27 მარტი 2023, 12:20
სპორტი
უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო🏆
უეფას 21-წლამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო. აჭარის დედაქალაქში ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი გაიმართა. ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო მოედანზე ტურნირის ელჩმა ალექსანდრე იაშვილმა წარადგინა.

27 მარტი 2023, 12:19
ეკონომიკა
რომეო მიქაუტაძე ქვესადგურის „გარდაბანი-500“ ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ქვესადგურის „გარდაბანი-500“ ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. სამინისროს ინფორმაციით, „გარდაბანი-500“ ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია. ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე, ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.

27 მარტი 2023, 12:02
კულტურა
კულტურის სამინისტრო პირველად ქალი რეჟისორების მხარდაჭერის შესახებ კონკურსს აცხადებს
კულტურის სამინისტრო პირველად ქალი რეჟისორების მხარდაჭერის შესახებ კონკურსს აცხადებს. მიზანია ქალ რეჟისორთა შემოქმედებითი საქმიანობის გააქტიურება. კონკურსისთვის გამოყოფილია 86 ათასი ლარი. განაცხადების მიიღება დღეიდან ხუთი აპრილის 12 საათამდეა შესაძლებელი.

27 მარტი 2023, 12:01
მსოფლიო
ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა
ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ორლანდო ბლუმი კიევში ჩავიდა. „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩის რანგში ის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. მათ ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვების დახმარების საკითხი განიხილეს.

27 მარტი 2023, 11:59
პოლიტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის გაზაფხულის აკადემია გაიხსნა
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატის თანამშრომლებისთვის რიგით მეოთხე გაზაფხულის აკადემია - „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება (მეორე ნაწილი)“, გაიხსნა. ღონისძიება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ქეთევან კვინიკაძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო მმართველობის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული ფონდის პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ პროექტის მენეჯერმა თამარ ზოდელავამ გახსნეს.

27 მარტი 2023, 11:55
მსოფლიო
დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა
დონალდ ტრამპის მტკიცებით, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, ის პუტინს უკრაინაზე თავდასხმის ნებას არ დართავდა. ტეხასში ამომრჩევლებთან შეხვედრისას, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მისი წასვლის შემდეგ კი, პუტინმა ბაიდენის სისუსტე დაინახა და უკრაინას თავს ამიტომ დაესხა.

27 მარტი 2023, 11:52
მსოფლიო
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსული ბირთვული იარაღის თავის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში, ბელარუსს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაუწესდეს
„ეს იქნება უპასუხისმგებლო ესკალაცია და საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის. ბელარუსს ჯერ კიდევ შეუძლია შეაჩეროს ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი მზადაა შემდგომი სანქციების დასაწესებლად“. - წერს ბორელი.

27 მარტი 2023, 11:48
პოლიტიკა
გია აბაშიძე: სხვათა ქონების მიმტაცებელ, სახელმწიფო ქონების გაყიდვის აუქციონის პირობებით ჰქონდა ვალდებულება 3 დევნილ ოჯახისთვის სახლები გადაეცა და რა მორიგ ე.წ. ქველმოქმედებაზე აქვს პრეტენზია უტიფარ მამუკა ხაზარაძეს?!
ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის მიერ დევნილებისთვის ნაჩუქარი ბინების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ყიდვის სანაცვლოდ, მას ჰქონდა ვალდებულება, სამი ოჯახისთვის გადაეცა საცხოვრებელი ფართები.

27 მარტი 2023, 11:44
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის, მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც ძალიან დიდი პროგრესია
ასევე შეგახსენებთ, რომ 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა პრევენციული პროგრამები. წარმოუდგენელი იყო იგივე C ჰეპატიტის მკურნალობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:42
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში
რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც რა თქმა უნდა, არის სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:40
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებით, მთავრობამ გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის დიდი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება
„2013 წლის დასაწყისში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებით, საქართველოს მთავრობამ გამოხატა საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების უზრუნველყოფის დიდი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება - ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება მკაფიოდ აისახა სამთავრობო პოლიტიკასა და სტრატეგიებში, რაც 2013 წლის შემდეგ თანმიმდევრულად ხორციელდება“, - განაცხადა აზარაშვილმა.

27 მარტი 2023, 11:39
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები, თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე
2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:36
პოლიტიკა
პრემიერი: 70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები
პრემიერის თქმით, ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 390 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი.

27 მარტი 2023, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 7 მლრდ ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 6,300 მლრდ ლარი დაზოგა
ჩვენ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის, გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისადმი მიძღვნილ პრეზენტაციაზე განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:29
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო ათი წლის განმავლობაში კერძო კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს, როდესაც 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მილიონი ლარი
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 2012 წლისგან განსხვავებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო კლინიკებმა სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 6.8 მილიარდი ლარი მიიღეს.

27 მარტი 2023, 11:27
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მლნ ლარს შეადგენდა, რომ არ დაგვეწყო ეს პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მლრდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან
2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 მარტი 2023, 11:22
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო. ეს პროგრამაც, შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური
„შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თითო პაციენტს ამ პროგრამით მკურნალობა 125 ათასი ლარი დაუჯდებოდა. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 ათასზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიადთან“ ერთად, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო „გილიადს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

27 მარტი 2023, 11:07
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?
მინდა დავუსვა შეკითხვა ლიბერალებს, ხომ არ დაფიქრდებოდით, რომ სინამდვილეში თავისუფლებისა და თანასწორობისათვის კი არ იბრძვით, არამედ ყველაზე დიდ გაუგებრობაში ხართ მოქცეული?, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.

27 მარტი 2023, 10:52
პოლიტიკა
ზაზა შათირიშვილი: „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია
მისივე თქმით, გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. შათირიშვილის განმარტებით, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას.

27 მარტი 2023, 10:52
საზოგადოება
ზაზა შათირიშვილი: ოლიგარქიულ ოჯახებსა და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები
„ოლიგარქიულ ოჯახებს და მათ კომპანიებს სრული რესურსი აქვთ, მოსახლეობის შემცირების მიზნის მისაღწევად, სრულად აამოქმედონ საკუთარი სამხედრო და ფარმაცევტული ინდუსტრიები. ამასთან, იქნება თუ არა საქართველოს და ქართველების ადგილი ოჯახების მიერ ჩაფიქრებულ ახალ სამყაროში, დანამდვილებით არავინ იცის“