COVID19

11 მარტი 2023, 09:23
აშშ-ის კონგრესმა მხარი დაუჭირა წინადადებას COVID19-ის წარმოშობის საკითხზე სადაზვერვო ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად მხარი დაუჭირა წინადადებას COVID19-ის წარმოშობის საკითხზე ამერიკული სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ.წინადადებას მხარი 419-მა კონგრესმენმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო. მანამდე, 1 მარტს, ინიციატივას მხარი დაუჭირა კონგრესის ზედა პალატამ - სენატმა. ინიციატივის ავტორი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოულია.

01 მარტი 2023, 12:44
FBI-ის დირექტორი: დიდი ალბათობით, Covid-19 ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში შეიქმნა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კრისტოფერ რეის განცხადებით, Covid-19 დიდი ალბათობით „ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში“ შეიქმნა.

27 თებერვალი 2023, 14:52
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ის ინფექცია, სავარაუდოდ, უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის ნიმუშის გაჟონვის შედეგად გავრცელდა
ამერიკული მედიის ცნობით, დეპარტამენტის შეფასება ახალ სადაზვერვო მონაცემებს ეფუძნება. ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის დეპარტამენტმა დაზვერვის საიდუმლო ანგარიში თეთრ სახლსა და კონგრესს გადასცა, რომელიც „კოვიდ-19“-ის შედეგად გამოწვეული პანდემიის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით ახალ დასკვნებს შეიცავს. ანგარიშის თანახმად, ვირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან ავარიული ინციდენტის შედეგად გაჟონა.

24 დეკემბერი 2022, 00:36
Bloomberg: ჩინეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვი 37 მილიონს აღწევს
ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ტალღა პიკს აღწევს - დღიური შემთხვევების რიცხვი უკვე 37 მილიონს უახლოვდება. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.

27 ნოემბერი 2022, 11:52
ჩინეთში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
აქციების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. დემონსტრანტები პრეზიდენტ სი ძინპინისა და კომუნისტური პარტიის გადადგომას ითხოვენ. ზოგი კი პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებს.

26 ნოემბერი 2022, 21:38
თამარ გაბუნია: კოვიდი არ გამქრალა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია - რამდენიმე კვირაა ვირუსის შემთხვევები 150-ს არ სცილდება
„კოვიდი ეტაპობრივად გადავიდა რუტინულ პრაქტიკაში, ანუ ჩვენ ყოველდღიურად არ ვაცხადებთ იმ ინფექციურ დაავადებებს, რომელიც შეიძლება ათეულობით გამოვლინდეს, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მიმდინარე რუტინული პრაქტიკა, ახლა ასეა კოვიდიც“.

26 ნოემბერი 2022, 09:31
ზედიზედ მესამე დღეა ჩინეთში დღიური ინფიცირების ანტირეკორდი ფიქსირდება
ზედიზედ მესამე დღეა ჩინეთში დღიური ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 35 183 შემთხვევა დაფიქსირდა. 24 ნოემბერს ეს მაჩვენებელი 31 656-ს, ხოლო 25 ნოემბერს - 32 943-ს შეადგენდა. თითქმის ყველა ინფიცირებულთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

24 ნოემბერი 2022, 14:41
ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა
ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა. მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, კოვიდაფეთქების ეპიცენტრებად რამდენიმე დიდი ქალაქი, მათ შორის პეკინი იქცა და რამდენიმე დიდი ქალაქი სრულ იზოლაციაშია.

{{n.Date}}, {{n.Time}}
{{n.Title}}
{{n.ShortDescription}}