imedi /  28 მარტი 2019, 10:13 / სანდო წყარო

სუსი: საქართველოში მცხოვრებ „დაეშის“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა შემცირდა

ტერორიზმი

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში მცხოვრებ "დაეშის" შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენა კიდევ უფრო შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის მუშაობის შედეგების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

ანგარიშის თანახმად, ტერორისტული ორგანიზაციის იდეების ადგილობრივ მხარდამჭერებს არ აქვთ ორგანიზებულად და შეთანხმებულად მოქმედების შესაძლებლობა და არ ჰყავთ ე.წ. ლიდერი. "წარსულში „დაეშის“ იდეების მიმართ მოწყვლადი ახალგაზრდები ამჟამად აღარ ინტერესდებიან ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” იდეოლოგიით. ტერორისტული ორგანიზაციის წევრების თავისუფალი გადაადგილებისა და ფულადი სახსრების მოზიდვის შესაძლებლობის შეზღუდვის შედეგად „დაეშის“ იდეოლოგიის ადგილობრივი მხარდამჭერები მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეებს განიცდიან", - წერია სუსის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოში მცხოვრებმა ცალკეულმა პირებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეებს, შესაძლოა, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერების დავალებით იმოქმედონ. აღნიშნული პირების გამოვლენის, მათი დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

„საქართველოსთვის, ისევე, როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად გამოწვევას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ („დაეში“) და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ.

საანგარიშო პერიოდში „დაეში“ მოქმედებას აგრძელებდა დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული ახალი სტრატეგიით. აღნიშნულის ფარგლებში „დაეშისთვის“ პრიორიტეტული აღარ იყო მხარდამჭერების სირიასა და ერაყში მობილიზება. ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება. „დაეში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ რადიკალიზებულ პირებს ნებისმიერი საშუალებით ტერორისტული თავდასხმების განხორციელებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, ინტერნეტსივრცისა და სოციალური ქსელების გამოყენებით, კვლავ აქტიურად ავრცელებდა საკუთარ იდეოლოგიას, ახდენდა პირების რადიკალიზაციასა და გადაბირებას", -წერია ანგარიშში.

სუსის ინფორმაციით, 2018 წელს „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“ კვლავ წარმოადგენდნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტერორისტულ გამოწვევას. „ალ-ქაიდა“ აქტივობებს, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის კონტინენტზე მოქმედი რეგიონული დაჯგუფებების მეშვეობით ახორციელებდა. „თალიბანი“ განაგრძობდა ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და ქვეყანაში საერთაშორისო მისიით მყოფ სამხედროებზე თავდასხმებს.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ატარებდა ღონისძიებებს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენის მიმართულებით. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მხრიდან საფრთხის შემცველი ქმედებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება", - აღნიშნულია ანგარიშში.

სუსის განმარტებით, საყურადღებოა, რომ დღეისათვის საქართველოში არსებობს ექსტრემისტული შეხედულებების მქონე პირთა ჯგუფები, რომელთა მიზანს, ამ ეტაპზე, სახელმწიფოსთან დაპირისპირება არ წარმოადგენს. „გამორიცხული არ არის, რომ მომავალში მათ საკუთარი კავშირები და ფინანსური შესაძლებლობები სხვადასხვა ექსტრემისტული ან/და ტერორისტული ჯგუფისა თუ ორგანიზაციის სასარგებლოდ გამოიყენონ. აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს", - ნათქვამია ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში დადგინდა რამდენიმე პირი, რომლებიც ინტერნეტსივრცის, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაციების იდეებს ავრცელებდნენ. აღნიშნული პირების მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული პროცედურები.

"აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. აღნიშნულის მიუხედავად, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ტერორიზმთან დაკავშირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფოს საბაჟო და სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე გადაადგილება მკაცრად კონტროლდება, ასევე ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის კვეთის მუდმივი მონიტორინგი. მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომელიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ მიმართულებით საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილების თვალსაზრისით უცხოელი ტერორისტი მებრძოლების ან/და ტერორიზმთან დაკავშირებული პირების განსაკუთრებული აქტივობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტერორისტული/ექსტრემისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერ საქართველოში მცხოვრებ  უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობას. აღნიშნული მიმართულებით 2018 წელს გამოვლენილია რამდენიმე პირი. მათ მიმართ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უწყებაში ამბობენ, რომ ტერორისტული საფრთხეების კონტექსტში, საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები და ადგილზე შექმნილი უკონტროლო ვითარება. რუსეთის საოკუპაციო ძალა და სპეცსამსახურები კვლავ ინარჩუნებენ შესაძლებლობას, მათი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, განახორციელონ სხვადასხვა ტერორისტული აქტივობების ინიცირება/ინსცენირება.

"გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა ტერორისტულ საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, ინფორმაციის გაცვლის მიზნით საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობა. მიმდინარეობდა მუშაობა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების უსაფრთხოების ზომების შეფასების, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების პასპორტიზაციისა და რისკების ანალიზის მიმართულებით. აქტიურად ხორციელდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების თანამშრომლების მომზადება/გადამზადება.

საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებების 10 საქმეზე, ასევე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები 2017 წელს დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების ჩართულობით, შემუშავდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-2021 წლების ეროვნული სტრატეგია და სტრატეგიის სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. დოკუმენტის შემუშავების პროცესში მოხდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება. სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან.

2018 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ეფექტური საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში მნიშვნელოვნად იქნა შემცირებული ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეები. აღნიშნული დადებითად არის ასახული გაერო-ს, ევროკავშირისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში", - ნათქვამია ანგარიშში.

ყველა სიახლე

ჯოკერი

21 ოქტომბერი 2019, 00:52

კულტურა

ჯარედ ლეტოს ჯოკერის ახალი როლის შესრულება თავად სურდა

ჯარედ ლეტო, რომელიც "თვითკვლელთა რაზმში" ჯოკერის როლს თამაშობს, რეჟისორ ტოდ ფილიპსის მიერ ახალი ჯოკერის შესახებ ფილმის გადაღებების ჩაშლას ცდილობდა. ჯარედ ლეტო იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც ჯოკერის როლი ხოაკინ ფენიქს შესთავაზეს.

ჩრდილოეთ მაკედონია

21 ოქტომბერი 2019, 00:42

მსოფლიო

ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

ჩრდილოეთ მაკედონიის ლიდერი 2020 წლის აპრილში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დათანხმდა, ამის წინაპირობა კი ევროკავშირის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვა გახდა. ვადამდელი არჩევნები 2020 წლის 12 აპრილს გაიმართება.

ლიბრა

21 ოქტომბერი 2019, 00:22

ეკონომიკა

Facebook-ი აცხადებს რომ ლიბრა მხოლოდ ერთმა კომპანიამ არ უნდა გააკონტროლოს

Facebook-ის კრიტპოვალუტის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ მარკუსი მსოფლიოს მაღალჩინოსნების დამშვიდებას ცდილობს, რომლებიც სოციალური ქსელის კრიტპოვალუტასთან, ლიბრასთან დაკავშირებით შეშფოთებას და გარკვეულ შიშს გამოთქვამენ.

დემონსტრაცია სანტიაგოში

21 ოქტომბერი 2019, 00:20

მსოფლიო

ჩილეში პოლიციამ თითქმის 1 500 დემონსტრანტი დააკავა

აქციები ჩილეში მას შემდეგ იმართება, რაც ერთი კვირის წინ ხელისუფლებამ მეტროთი მგზავრობის საფასურის 800-დან 830 პესომდე გაზრდა დააანონსა. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ დედაქალაქ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

Abominable

21 ოქტომბერი 2019, 00:02

კულტურა

მალაიზიამ სამხრეთ ჩინეთის ზღვის სადავო რუკის გამო ანიმაციური მულტფილმი დაბლოკა

მალაიზიის ხელისუფლებამ გააპროტესტა მულტფილმში არსებული ის სცენა, რომელშიც სამხრეთ ჩინეთის ზღვის რუკაა ნაჩვენები. რუკაზე დატანილია ზღვის ზოლის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩინეთს, მალაიზიას, ტაივანს, ვიეტნამს, ფილიპინებსა და ბრუნეის შორის კამათის საგანია.

აშშ სამხედრო ბაზა

20 ოქტომბერი 2019, 23:34

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ბაზაზე წვრთნების დროს სულ ცოტა 3 ჯარისკაცი დაიღუპა

შემთხვევა ჯორჯიის შტატში მოხდა, როცა ჯარისკაცები სამხედრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. 3 მათგანი ადგილზე დაიღუპა, კიდევ 3 დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დახმარება

20 ოქტომბერი 2019, 23:34

მსოფლიო

კვლევა: რომელია ყველაზე გულუხვი ერი

ანალიზი საქველმოქმედო ფონდმა Charities Aid Foundation-მა ჩაატარა. 10-წლიანი კვლევის განმავლობაში 126 ქვეყანაში 1.3 მილიონამდე ადამიანი გამოკითხეს. კითხვები შეეხებოდა თუ რა თანხას ხარჯავენ საქველმოქმედო მიზნებისთვის, რამდენად ხშირად ეხმარებიან გასაჭირში მყოფ უცნობებს და რამდენად არიან ჩართულები მოხალისეობრივ საქმიანობაში.

მარსი

20 ოქტომბერი 2019, 22:59

ტექნოლოგიები

NASA-ს ყოფილი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარსზე სიცოცხლე 40 წლის წინ აღმოაჩინეს

მეცნიერის თქმით, სიცოცხლე წითელ პლანეტაზე მისია „ვიკინგმა“ აღმოაჩინა, რომლის ფარგლებშიც მარსზე ორი კოსმოსური აპარატი - „ვიკინგი 1“ და „ვიკინგი 2“ ჩაფრინდა. მათი მთავარი ამოცანა სიცოცხლის მიკრობული ფორმების აღმოჩენა იყო. ამისთვის აპარატებმა წითელ პლანეტაზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

20 ოქტომბერი 2019, 22:47

ტექნოლოგიები

კვლევა: ის ვინც ბევრს ფიქრობს ადრე კვდება

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გონებრივი აქტივობა დადებითად მოქმედებდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, საპირისპირო შედეგი აჩვენა. ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება.

ილია წულაია

20 ოქტომბერი 2019, 22:05

საქართველო

ილია წულაია: „არქი ჯგუფმა“ „პროგრეს ბანკის“ სესხი სრულად გადაიხადა

ილია წულაია „იმედის კვირასთან“ აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკიდან“ აღებული სესხი, თავისი პროცენტით, მან სწორედ „თიბისი ბანკში“ დაფარა, მას შემდეგ რაც „პროგრეს ბანკის“ აქტივები „თიბისიში“ გადავიდა. წულაიამ გაასაჯაროვა ყველა ამ გადარიცხვის ოფიციალური დოკუმენტი.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 22:05

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი „თალიბანთან“ მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ოფიციალური ვიზიტით ავღანეთს ეწვია. ესპერი ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ განის და ამერიკელ ჯარისკაცებს შეხვდება. ამასთან, დიპლომატი მოძრაობა „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას შეეცდება.

ნიგერია ნაწამები ბავშვები

20 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

ნიგერიაში კიდევ ერთი სკოლიდან ნაწამები მოსწავლეები გაათავისუფლეს

ნიგერიის ჩრდილოეთით ისლამურ სკოლა-ინტერნატებში მილიონობით ბავშვი სწავლობს. ქვეყნის მოსახლეობა მთავრობას ამ სასწავლო დაწესებულებებზე უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებისკენ მოუწოდებს. ერთი თვის განმავლობაში პოლიციამ ისლამური სკოლებიდან 1 000 მოსწავლეზე მეტი გაათავისუფლა.

მარგალიტი

20 ოქტომბერი 2019, 21:26

კულტურა

მსოფლიოს უძველესი მარგალიტი აბუ-დაბიში იპოვეს

აბუ-დაბის ტურიზმისა და კულტურის სამინისტროს განცხადებით, ნატურალური მარგალიტი მარავას კუნძულზე არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. ფენები, სადაც მარგალიტი იპოვეს ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 5800-5600 წლით თარიღდება, ნეოლითის პერიოდით.

ელექტროსკუტერი

20 ოქტომბერი 2019, 21:04

მსოფლიო

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში ელექტროსკუტერით ავარიას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ბორდოში მოხდა. ავტომობილი ელექტროსკუტერით მოძრავ 25 წლის ბიჭს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. ბიჭთან ერთად ელექტროსკუტერით 18 წლის გოგოც გადაადგილდებოდა.

ბილ მიურეი

20 ოქტომბერი 2019, 20:53

კულტურა

ბილ მიურეის რომის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს

69 წლის მიურეის ჯილდო კინოხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს. საზეიმო ღონისძიებას მსახიობები ფრენსის მაკდორმანდი და ედვარდ ნორტონი და რეჟისორი უეს ანდერსონი დაესწრნენ. მიურეის კარიერა 1976 წელს დაიწყო. ის „ემის“, „ოქროს გლობუსის“ და „BAFTA“-ს ლაურეატია.

სირია

20 ოქტომბერი 2019, 20:40

მსოფლიო

ქურთები სირიის სასაზღვრო ქალაქს ტოვებენ

ქალაქ რას ალ აიანის ოფიციალურმა პირებმა Associated Press-ს ანონიმურად განუცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების ფარგლებში, ადგილობრივი მცხოვრებლები და ქურთი სამხედროები ტერიტორიას ბადრაგის თანხლებით ტოვებენ. მათთვის უცნობია, რამდენად დასრულდება ევაკუაცია კვირას.

ძიუდო

20 ოქტომბერი 2019, 20:15

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებაში მესამე ადგილი დაიკავა

მაროკოში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა. ჯამში ქართველებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პოლიცია

20 ოქტომბერი 2019, 19:55

ძალოვნები

ნინოწმინდაში ენერგო პრო ჯორჯიას თანამშრომელი გარდაიცვალა

კომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ განძაში მოხდა. გარდაცვლილი ქვესადგურის ოსტატი და საკმაოდ გამოცდილი თანამშრომელი იყო. მომხდარის მიზეზების დასადგენად „ენერგო პრო ჯორჯიაში“ შიდა გამოძიებას ატარებენ. სავარაუდოდ, საქმე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევას ეხება.

მკვლელობა

20 ოქტომბერი 2019, 19:33

მსოფლიო

ბანგლადეშში Facebook პოსტს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 50 დაშავდა

ბანგლადეშში, ბოლას ოლქში პოლიციასთან შეტაკების დროს სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა. დაპირისპირება Facebook პოსტს მოჰყვა, რომელიც მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელ შინაარსს შეიცავდა. აქცია მას მერე დაიწყო, რაც ინდუსმა წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა.

შვეიცარია

20 ოქტომბერი 2019, 19:14

მსოფლიო

შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებში მწვანეებმა წარმატებას მიაღწიეს

ამ ეტაპზე მხოლოდ არაოფიციალური შედეგებია ცნობილი, მაგრამ წინასწარი მონაცემებით მწვანეთა პარტიებმა - „შვეიცარიის მწვანეთა პარტიამ“ და „მწვანე ლიბერალთა პარტიამ“ ჯამში ამომრჩეველთა ხმათა 20,3% მიიღეს, რითაც 2015 წლის შედეგი 8,6%-ით გააუმჯობესეს. გამარჯვება კი სავარაუდოდ „შვეიცარიის მემარჯვენე კონსერვატორთა პარტიამ“ მოიპოვა.