imedi /  04 აპრილი 2019, 10:26 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახური ბათუმის ციხეში მყოფი პატიმრების საჩივრებს უსაფუძვლოს უწოდებს

ციხე

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბათუმში მდებარე N3 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მიერ გავრცელებულ საჩივართან დაკავშირებით აცხადებს, რომ საჩივრის ინიციატორი გიორგი მარსაგიშვილია, რომელიც 2013 წლიდან სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდის (სსკ-ის 179-2 ნაწ "ბ" ქ/პ  და 179-3 ნაწ "ა" ქ/პ).

როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაში წერია, საჩივარს ხელს აწერენ მისი თანამესაკნეები დავით ჭოველიძე (რომელიც გასამართლებულია განზრახ მკვლელობა, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლით) და შოთა დობაძიშვილი (გასამართლებულია ყაჩაღობა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის). მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, რომელიც სხვა დაწესებულებებთან შედარებით მკაცრი რეჟიმით ხასიათდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს საჩივარში მოყვანილ ბრალდებებს და აცხადებს, რომ დაწესებულების ადმინისტრაციას არ დაურღვევია მსჯავრდებულების მიმართ რამე სახის უფლებები. პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გიორგი მარსაგიშვილი და მისი თანამესაკნეები მუდმივად უარს აცხადებენ დაწესებულების შინაგანაწესისადმი დამორჩილებაზე და გადაძახილების მეშვეობით  იმავეს მოუწოდებენ სხვა მსჯავრდებულებსაც. ამასთანავე, სამსახურის ცნობით, მარსაგიშვილი გამოირჩევა განსაკუთრებით აგრესიული ქმედებებით, როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ასევე მედპერსონალის მიმართ.

ზემოთჩამოთვლილი ქმედებების გამო მსჯავრდებულს არაერთხელ აქვს დაკისრებული დისციპლინური სახდელი, რაც გამოიხატება სამარტოო საკანში მოთავსებაში, ასევე პაემნების, ან სატელეფონო საუბრების დროებით შეზღუდვაში.

"მსჯავრდებულების რისკს განსაზღვრავს მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომელი. რისკის გადაფასება ხდება წელიწადში ერთხელ და გადაწყვეტილებას ჯგუფი რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იღებს, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია დაწესებულებაში პატიმრის მიერ გამოვლენილი ქცევა. ამდენად, მსჯავრდებულების მიერ გამოთქმული ბრალდება, თითქოს მათთვის რისკის დამძიმება დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება", - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. 

რაც შეეხება საჩივარში მოყვანილ სხვა ფაქტებს, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ წყლის პრობლემა არ უკავშირდება პენიტენციურ დაწესებულებას.

"N3 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარედ (ე.წ. ურეხის დასახლება) მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. პენიტენციური დაწესებულების წყალმომარაგება მოსახლეობაზე ბევრად უკეთესია იქიდან გამომდინარე, რომ ხდება რეზერვუარების გამოყენება. როდესაც წყდება ქალაქიდან წყალი, ამის შემდეგ წყლის მიწოდება დაწესებულებისთვის რეზერვუარიდან ხორციელდება.

ასევე უსაფუძვლოა განცხადება, რომ უსაფრთხო საკნებში ვენტილაციის პრობლემა არსებობს, რადგან ამ საკნების ვენტილაცია 24 საათიან რეჟიმში, უწყვეტად ხორციელდება. რაც შეეხება, მთლიანად დაწესებულების ვენტილაციას, იმისათვის, რომ სავენტილაციო მოწყობილობა არ გადაიწვას, ღამით მხოლოდ 2 საათით ხდება ვენტილაციის გამორთვა. ესეც იმ საკნებში, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი ვენტილაციის საშუალება, ანუ სადაც შესაძლებელია ფანჯრის გახსნა და საკნების ბუნებრივად განიავება.

სიცრუეა ისიც, თითქოს უსაფრთხო (დეესკალაციის საკნებში) და სამარტოო საკნებში სათვალთვალო ვიდეოკამერის ხედვის არეალში ხვდება ტუალეტის ნიჟარა.

უსაფუძვლოა ასევე მსჯავრდებულების განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მათ ეზღუდებათ კანონით მინიჭებული უფლებები, კერძოდ, საჩივრების დაწერის უფლება", - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის თქმით, მათი საჩივარი მედიისთვის სწორედ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი, რადგან ადმინისტრაციამ გაუგზავნა მითითებულ ადრესატებს.  

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ N3 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ისევე, როგორც სხვა დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, საჭიროებისამებრ დროულად მიეწოდება სამედიცინო სერვისები.

"სამსახური ადასტურებს, რომ 1 აპრილს გიორგი მარსაგიშვილმა, დავით ჭოველიძემ და შოთა დობაძიშვილმა თვითდაზიანებები მიიყენეს, რაც გამოიხატა შემდეგში: 23:39 სთ-ზე, გიორგი მარსაგიშვილმა კისერზე კანქვეშ და მარცხენა ხელის ცერა თითთან ე.წ. სპილენძის მავთული გაიყარა (რომელიც საკანში არსებული ტელევიზორის ანტენის დეტალია) და ხელით მიება მაგიდის ფეხს. ნახევარი საათის შემდეგ მის საკანში მყოფმა მსჯავრდებულმა დავით ჭოველიძემ (2 აპრილს 00:08 სთ-ზე) მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და  მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. შოთა დობაძიშვილმაც (2 აპრილს 01:14 სთ-ზე) - მარცხენა ხელის ცერა თითთან გაიყარა ძაფი და მარსაგიშვილის მიერ თითებს შუა გაყრილ მავთულს გამოაბა. მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს.

2 აპრილს, 12:50 სთ-ზე მსჯავრდებულმა მარსაგიშვილმა ადვოკატთან შეხვედრამდე მაგიდიდან აიხსნა ხელი, სხვა მსჯავრდებულებს მავთულის ამოძრობის გარეშე ჩამოეხსნა და ადვოკატთან შესახვედრად გავიდა. ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ, მარსაგიშვილი  საკანში შეიყვანეს, სადაც კარადა დააზიანა, რის შემდეგაც დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს. 2 აპრილს 23.25 საათზე საკანში დარჩენილმა დობაძიშვილმაც დააზიანა საკანში არსებული კარადა. ციხის თანამშრომლების ინფორმაციით, დობაძიშვილი და ჭოველიძე არაადეკვატურად იქცეოდნენ, თვითდაზიანებებით იმუქრებოდნენ და ციხის თანამშრომლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ პერიოდში მსჯავრდებულებმა თითებს შორის გაყრილი ძაფები მოიხსნეს და ამჟამად დეესკალაციის საკანში იმყოფებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია", - წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა სხეული დაიზიანა. ადვოკატის თქმით, ისინი ციხის თანამშრომლებს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. ასევე მათი მოთხოვნაა სასმელი წყლის მიწოდება. 

ყველა სიახლე

ნიკოლოზ ბასილაშვილი

25 აპრილი 2019, 19:47

სპორტი

ბასილაშვილმა ბუდაპეშტის ტურნირი წარმატებით დაიწყო

ბუდაპეშტის ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა ტურნირზე ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც გერმანელ პეტერ გოიოვჩიკს შეხვდა და 6:3, 0:6, 6:3 დაამარცხა.

აჭარის ტელევიზია

25 აპრილი 2019, 19:31

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 24 მაისი, ახალი დირექტორი 4 ივნისამდე, გასაუბრების წესით უნდა შეირჩეს. დირექტორს სამი წლის ვადით აირჩევენ. 19 აპრილს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას ოთხმა წევრმა დაუჭირა მხარი.

უმაღლესი განათლება

25 აპრილი 2019, 19:13

საქართველო

ქართულ დიპლომებს და კვალიფიკაციის სერტიფიკატს ევროპაში აღიარებენ

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ხდება. გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღეს.

ფესტივალი Coachella

25 აპრილი 2019, 19:06

ტაბლოიდი

ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე ჰერპესის ვირუსის მასობრივი აფეთქება შეინიშნება. ამის შესახებ გამოცემა TMZ საიტ HerpAlert-ზე დაყრდნობით წერს, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ეძღვნება.

25 აპრილი 2019, 19:03

ძალოვნები

გუდამაყრის ხეობაში ხანძარია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რთული რელიეფის გამო, მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ადგილამდე მისვლა ფეხით უწევთ, რაც ცეცხლის ჩაქრობის შესაძლებლობას ჯერჯერობით არ იძლევა. ვითარებას ართულებს ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაც.

მკერდი

25 აპრილი 2019, 18:58

ტაბლოიდი

სარძევე მილაკების ფოტო სოცქსელში ვირუსული გახდა

ფოტო ქსელში ვირუსული გახდა, დღის განმავლობაში 130 000ზე მეტი მოწონება დაიმსახურა, პოსტი გადაზიარებულია 44 ათასჯერ. ზოგიერთი მომხმარებლი მკერდის კუნთოვანი მასის ნახვამ გააკვირვა. ფოტომ კიდევ უფრო გააქტიურა მსჯელობა ძუძუთი კვების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი და კრისტიან ურსე

25 აპრილი 2019, 18:55

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი კრისტიან ურსეს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში 5 მარტს დაბრუნდა.

ილია მეორე

25 აპრილი 2019, 18:37

საქართველო

პატრიარქის თქმით ტერაქტები მორწმუნეებში დიდ უარყოფით მუხტს ქმნის

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე შრი-ლანკაზე ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძმიმრებს. პატრიარქის თქმით, როგორც ქრისტიანთა, ისე მუსლიმთა მიმართ გახშირდა ისეთი ქმედებები, რაც მორწმუნეთა შორის დიდ უარყოფით მუხტს ქმნის.

ძებნაში მყოფი პირები

25 აპრილი 2019, 18:33

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების საქმეზე 6 პირზე ძებნა გამოცხადდა

შრი-ლანკის პოლიციამ 21 აპრილს მომხდარი ტერაქტების საქმეზე 6 პირს, მათ შორის 3 ქალს ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი News 1st-ი ავრცელებს. ეჭვმიტანილების სახელებისა და ფოტოების შემცველი ვიდეო ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

წყალდიდობა ირანში

25 აპრილი 2019, 18:28

საქართველო

სტიქიისგან დაზარალებულ ირანს საქართველო დაეხმარება

საქართველო ირანს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე არსებულ ქონებას გადასცემს, მათ შორის წყლის კონტეინერებს, სასმელი წყლის გასაფილტრ კომპლექსებს, საძილე ტომრებს, საკაცეებსა და საბნებს. გადასაცემი ქონების ჯამური ღირებულება 89 164 ლარია.

მექანიკური ფორთოხალი

25 აპრილი 2019, 18:15

კულტურა

ბერჯესის არქივში „მექანიკური ფორთოხლის“ აქამდე უცნობი გაგრძელება იპოვეს

200-გვერდიან ნაბეჭდ ფურცლებზე ბერჯესის მოსაზრებები წერია ადამიანის ბუნების შესახებ, ნაწერში ასევე განვრცობილია ის მოსაზრებები, რომელსაც მწერალი 1962 წელს გამოცემულ რომანში წერდა. რომანი ეხება არასრულწლოვან დამნაშავეს, რომლის გამოსწორებას, უფრო სწორედ კი "გამოჯანმრთელებას" სახელმწიფო ცდილობს.

გიგა ბოკერია და ზურაბ ჭიაბერაშვილი

25 აპრილი 2019, 18:01

ეკონომიკა

გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს

"ჩვენ ვემსახურებით ყველა მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში და ასევე უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც არიან რეზიდენტი პირები და მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. ნუ ვეცდებით თემის პოლიტიზებას“, - აღნიშნა კოტრიკაძემ.

ფარიკაობა

25 აპრილი 2019, 17:59

სპორტი

ფარიკაობაში 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლა იწყება

ფარიკაობაში 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლა იწყება. 26-28 აპრილს სამხრეთ კორეის დედაქალაქი სეული ხმლით ფარიკაობაში გრან პრის უმასპინძლებს.

სამხრეთ აფრიკა

25 აპრილი 2019, 17:59

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში მორიგ ციკლონს ელოდებიან

სამხრეთ ტანზანიასა და ჩრდილოეთ მოზამბიკის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ციკლონის შესახებ გაფრთხილებულებია. გაეროს ოფიციალური პირების თქმით, ისინი შიშობენ, რომ ციკლონი რეგიონში ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს.

25 აპრილი 2019, 17:56

ტექნოლოგიები

NASA-მ ტელესკოპი Hubble-ის იუბილე მომაკვდავი ვარსკვლავების ფოტოთი აღნიშნა

1990 წლის 24 აპრილს NASA-ს კოსმოსური აპარატი Hubble Space Telescope პირველად გაუშვეს კოსმოსში. ამდენი ხნის განმავლობაში აპარატმა 45 000 ციური ობიექტი შეისწავლა. NASA-მ ტელესკოპის 29-ე იუბილე სპეციალური ფოტოთი აღნიშნა.

პატრიცია ჰილი და ფრენკ ჰილი

25 აპრილი 2019, 17:39

ტაბლოიდი

პორნოარხის ყურების გამო მეუღლის მკვლელობისთვის 69 წლის ქალს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ის არკანზასის შტატის სასამართლომ 69 წლის პატრიცია ჰილს, რომელმაც 65 წლის მეუღლე ფრენკ ჰილი პორნოარხის ყურების გამო მოკლა, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა NBC-ი წერს. შემთხვევა 2018 წლის 28 ივლისს მოხდა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 17:38

მსოფლიო

ტრამპი ბაიდენს: კეთილი იყოს რბოლაში შენი ჩაბმა მძინარე ჯო

ბაიდენი აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტია. ის დიდი ხნის განმავლობაში არც ადასტურებდა და არც უარყოფდა ინფორმაციას არჩევნებში კენჭისყრის შესახებ. ანალიტიკოსების თქმით, მას დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

რაგბი

25 აპრილი 2019, 17:36

სპორტი

საქართველოს შვიდქალა ნაკრები გერმანიაში ბონის ტურნირზე იასპარეზებს

ეროვნულმა ნაკრებმა გასულ წელს რაგბი ევროპის „კონფერენც დივიზიონი“ მოიგო და „ალაფაში“ დაწინაურდა. რანგით მეორე დონის ტურნირში ადგილის შენარჩუნებას ქართველი მორაგბეები ივნისში ორ ეტაპს, ბუდაპეშტსა და ლისაბონში შეეცდებიან.

პალმირა

25 აპრილი 2019, 17:28

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფო“ პალმირაში დაბრუნებას გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე უძველეს ქალაქ პალმირაზე კონტროლის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ლიბანური გამოცემა Al Masdar News-ი სირიის ჯარში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

25 აპრილი 2019, 17:24

ვიდეო

ბიბლიური სცენები ირაკლი ფარჯიანის მხატვრობაში