imedi /  07 აპრილი 2019, 22:08 / სანდო წყარო

გენერალ ქუთათელაძის ოჯახმა „იმედის კვირას“ ვიდეო მიაწოდა, სადაც მკვლელობაში ბრადებული ჩანს

სამსონ ქუთათელაძე

გიორგი ჭანტურია

გენერალ სამსონ ქუთათელაძის ოჯახმა "იმედის კვირას" გენერლის გახმაურებულ მკვლელობამდე სათვალთვალო კამერით გადაღებული ქუჩის ვიდეოკადრები მიაწოდა. ვიდეო 2018 წლის 15 იანვარს, რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზარში, გენერლის მკვლელობამდე სამი საათით ადრეა გადაღებული. კამერის ობიექტივში ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია 12:14 წუთზე მოხვდა - მუქი ფერის ქურთუკით და ნაქსოვი  ქუდით. ვიდეოჩანაწერი 15-წუთიანია. 

გენერლის მკვლელობის შემდეგ გადაღებულ კადრებში ასევე ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე სხვებთან ერთად ბრალდებული გიორგი ჭანტურიაც იმყოფება, თუმცა ტყავის ქურთუკი აცვია და ქუდი აღარ ახურავს. 

მოკლული გენერლის მეუღლისთვის ეს ვიდეოჩანაწერი ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიამ მოკლა. შემდეგ მკვლელობის მთავრი მტკიცებულებები იარაღი და ტანსაცმელი გაანადგურა ან გადამალა. 

რამდენიმესაათიან ინტერვალში ტანსაცმლის გამოცვლას ბრალდებულის ადვოკატი  წვიმიანი ამინდით ხსნის. ბექა ბასილაია ამბობს, რომ ტანსაცმლისა და ავტომობილის ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და ჭანტურიას დანაშაულის კვალი არსად იკვეთება. 

ის, რაც განსაკუთრებული და საეჭვო არ არის ბრალდებულის ადვოკატისთვის, ერთ-ერთი უტყუარი მტკიცებულებაა გამოძიებისა და მოკლულის ოჯახისთვის. ქუთათელაძეების ადვოკატი დეტალურად საუბრობს იმ ვიდეო მასალებისა და მოწმეთა ჩვენებების შესახებ, რომელიც გენერლის მკვლელობის 20-ტომიან საქმეში დევს. ლევან ზაქრაძე ამბობს, რომ მკვლელობის დღეს ბაზრის ადმინისტრაციული შენობისკენ სამსონ ქუთათელაძის და გიორგი ჭანტურიას გადაადგილება კამერებმა და მოწმეებმაც დააფიქსირეს.

ერთ-ერთი მოწმე, რომელზეც ადვოკატები საუბრობენ ირაკლი თედორაძეა. ის პირველად 2018 წლის იანვარში დაკითხეს. მეორედ - შვიდი თვის შემდეგ. განმეორებით ჩვენებაში და სასმართლო პროცესზეც, თედორაძემ თქვა, რომ დაინახა სამსონ ქუთათელაძის კაბინეტიდან გამოსული გიორგი ჭანტურია, რომელსაც იარაღი ეჭირა. რატომ მისცა ორი განსხვავებული ჩვენება ამის გარკვევა "იმედის კვირამ" მოწმესთან სცადა, თუმცა ირაკლი თედორაძე სახლში არ დახვდა.

ირაკლი თედორაძის მიერ ჩვენების შეცვლას  პროკურატურა გამოძიების პროცესში ახალი გარემოებებით ხსნის. უწყების ინფორმაციით, მოწმეთა პირდაპირი ჩვენებები, საგამოძიებო მოქმედებათა ოქმები, ვიდეოჩანაწერები, და ექსპერტიზის დასკვნები მხოლოდ გიორგი ჭანტურიას დანაშაულზე მიუთითებს.  

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გამოძიებამ პირველად მკვლელობიდან მეორე დღეს დააკავა, მაშინ ჭანტურიას 40-საათიანი პატიმრობა ბრალის წარდგენის გარეშე, გათავისუფლებით დასრულდა. ის განმეორებით რვა თვის შემდეგ ქუთათელაძის მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. მაშინ გამოძიებამ განმეორებითი ჩხრეკისას ჭანტურიების საცხოვრებელი სახლიდან 3 ცეცხლსასროლი იარაღი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოღო. 

დაკავებიდან მალევე გავრცელდა აუდიოჩანაწერიც, რომელიც ახლა საქმეში ერთ-ერთ მტკიცებულებაა. აუდიო ჩანაწერში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას და მარიამ ჭანტურია, მის მეგობარს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ესაუბრება. ამ აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ჭანტურიების სახლში იარაღი ინახებოდა. ჭანტურიების ოჯახი ამტკიცებდა, რომ ჩანაწერი დამონტაჟებული იყო, სახლში იარაღი კი სამართალდამცველებმა ჩაუდეს. 

გენერალი სამსონ ქუთათელაძე 2018 წლის 15 იანვარს ე.წ სტამბოლის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში მოკლეს. მოკლულის მეუღლე  პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მკვლელი გიორგი ჭანტურია იყო. მკვლელობის მოტივად კი ფინანსურ დავას ასახელებდა. გენერალსა და ბრალდებულს შორის არაერთგზის კონფლიქტი სტამბოლის ბაზრის დირექტორმა მამაუკა ცხოვრებაძემაც დაადასტურა.  

სასამართლო პროცესები ახლა დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვით გრძელდება. თუ საქმეზე განაჩენი 1 თვეში არ დადგება, გიორგი ჭანტურიას პროცესებზე სიარული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან აღარ მოუწევს. 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა მას 8 მაისს იწურება. 

ყველა სიახლე

მარიამ ჯაში

27 თებერვალი 2020, 21:00

საქართველო

მარიამ ჯაში: დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევით ყინული დაძრულია, დიალოგი შესაძლოა განახლდეს

„წინასწარ გაჟღერებულმა ნებისმიერმა არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება დააზიანოს დიალოგი. დიალოგის დაზიანება კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური კონსენსუსი საარჩევნო სისტემაზე ვერ შედგება და ჩვენი ქვეყანა მომდევნო 4-5 წლის მანძილზე დარჩება მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობის რისკის ქვეშ” - აცხადებს მარიამ ჯაში.

ჰადი ხოსროშაჰი

27 თებერვალი 2020, 20:56

მსოფლიო

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვატიკანსა და ეგვიპტეში ირანის ყოფილი ელჩი ხადი ხოსროუშახი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებისგან გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანეს. ყოფილი ელჩის მდგომარეობა მძიმე იყო. ანალიზებით მას კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს დილით კი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2020, 20:38

საქართველო

განათლების სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელების წესი შეიმუშავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.

მიქაელ ჯაბაროვი

27 თებერვალი 2020, 20:30

ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი: საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია

საქართველო აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაელ ჯაბაროვმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან ბაქოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 20:27

საქართველო

ბოლო მონაცემებით, ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტი იმყოფება

ბოლო მონაცემებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 21 პაციენტი იმყოფება. სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში კიდევ 11 პაციენტი შეიყვანეს. მისივე თქმით, ხუთს უკვე ჩაუტარდა კვლევა კორონავირუსზე და მათ ინფექცია არ დაუდასტურდათ.

27 თებერვალი 2020, 20:18

საქართველო

სუს-ში ადასტურებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა კორონავირუსის გამო ე.წ. გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით არსებული ყველა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის ფაქტი დაადასტურეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 20:00

ეკონომიკა

გიორგი გახარია: დაბალანსებული თანამშრომლობა სახელმწიფოსა და საბანკო სექტორს შორის, არის საფუძველი, რომ 2020 წელი „თიბისი“-სთვის და მთლიანად საბანკო სექტორისთვის იყოს წარმატებული

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბანკო სექტორი, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნდამენტი, ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყოს ძლიერი და განვითარებული, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ თიბისი ბანკის წლიურ ანგარიშზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

27 თებერვალი 2020, 19:53

ეკონომიკა

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

27 თებერვალი 2020, 19:43

მსოფლიო

ჯანმოს ხელმძღვანელი იმ ქვეყნებს მიმართავს, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა

ეს თქვენი შესაძლებლობის ფანჯარაა. თუ ახლა აგრსიულად იმოქმედებთ, შესძლებთ ვირუსის შეკავებას. შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ხალხის დაავადება. შეგიძლიათ გადაარჩინოთ სიცოცხლეები. ამ ქვეყნებისთვის ჩემი რჩევაა-იმოქმედეთ სწრაფად“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

27 თებერვალი 2020, 19:32

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სახლში პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლუდი Corona

27 თებერვალი 2020, 19:32

ეკონომიკა

ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona ზარალს განიცდის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. აღნიშნულს ცხადყოფს ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:30

საქართველო

ირაკლი კობახიძე: არსებობს მოლოდონი, რომ კვირის ბოლომდე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება

კობახიძის შეფასებით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსიისას, სხვადასხვა ვარიანტები იქნა განხილული. საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

27 თებერვალი 2020, 19:21

საქართველო

რუსეთმა გაძევებული ქართველებისთვის კომპენსაციის გადახდის პირობები დაასახელა

სამოქმედო გეგმაში წერია, რომ საქართველოს მთავრობამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოამზადოს დაზარალებულთა საბოლოო სია, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნის. სია უნდა მოიცავდეს დაზარალებულ პირთა სახელს, დაბადების თარიღს, მათთან მიმართებაში დადგენილ დარღვევებს, ასევე კომპენსაციის თანხას.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:17

საქართველო

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. “გვაქვს მოლოდინი, რომ მალე სრულად განიკურნება, თუმცა მოუწევს, რომ გარკვეული პერიოდი მაინც დაჰყოს კლინიკაში, რათა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩეს“, - განმარტა გაბუნიამ.

დავით უსუფაშვილი

27 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

დავით უსუფაშვილი: სამწუხაროა, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში ვხვდებით ერთმანეთს

უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს პრობლემებზე სასაუბროდ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელი დიპლომატების სახლებში სადილებსა და საუზმეებზე ვხვდებით ერთმანეთს, იმდენად პოლარიზებულია ჩვენი პოლიტიკური სისტემა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „შენების მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

თამარ გაბუნია

27 თებერვალი 2020, 19:07

საქართველო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის

პირბადის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავად აქვს დაავადების ნიშნები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “დღის ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა. ჯანმრთელი ადამიანისთვის პირბადის გამოყენება რეკომენდებული არ არის. „დაავადებულმა ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს გაფრქვევა და გადაცემა ინფიცირებული მასალის“, - განმარტა გაბუნიამ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 19:02

საქართველო

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 100/50-ის შეთავაზება გადაიხედოს

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას, მაგალითად, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი 2020, 18:42

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის შეთავაზება, 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი, უმრავლესობისთვის მისაღებია

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული 40-პროცენტიანი ბუნებრივი ბარიერი უმარავლესობისთვის მისაღებია, „ ჩვენ გვაქვს მომზადებული ვარიანტი, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-პროცენტიანი შედეგით პარტიამ 75-ზე მეტი მანდატი მიიღოს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გახარია

27 თებერვალი 2020, 18:39

საქართველო

გიორგი გახარია: კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს არავისთან, არც საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან

„მერწმუნეთ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა კომუნიკაციის არ გვაქვს არავისთან, არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არც ოპოზიციასთან და ოპონენტებთან, ყოველთვის ღია ვიყავით და ღია ვართ“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითვის საპასუხოდ განუცხადა.

თელავი

27 თებერვალი 2020, 18:37

საქართველო

თელავში ხანძარია

თელავის მუნიციპალიტეტში ხანძარია. ცეცხლი რამდენიმე საათის წინ სოფელ თეთრიწყლების მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ქვედა საფარს მოედო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ 10-მდე მეხანძრე მაშველი სტიქიის ზონაში იმყოფება.