imedi /  08 აპრილი 2019, 18:15 / სანდო წყარო

ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ იმედა აბაშიძეს სასჯელი გადაუვადდა

ბათუმი ქურდული სამყარო

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული იმედა აბაშიძე სასამართლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მას სასჯელი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაუვვადდა, მანამდე კი ბრალს კვალიფიკაცია შეეცვალა.

მოსამართლემ ვიოლეტა ფორჩხიძემ ქურდული სამყროს მხარდაჭერისთვის აბაშიძეს ორი წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ის სასჯელის მოხდას ჯანმრთელობის გაუმჯობესების შემდეგ დაიწყებს.

იმედა აბაშიძემ დარბაზის დატოვებამდე ბათუმისა და ქუთაისის ციხეებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, ადვოკატმა კი მის მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

გარდა ამისა, ბრალი გადაუკვალიფიცირდა კიდევ სამ დაკავებულს. მარად წითელაძეს 2.6 წელი, ჯამბულ ნაკაშიძესა 2 წელი და ბეჟან დეკანაძეს 1 წელი, ექვსი თვე და 15 დღე მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზი ოვაციებით შეხვდა

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 10 პირი თბილისსა და აჭარაში 18 ივლისს დააკავეს. მათ სასამართლომ პატიმრობა 19 ივლისს შეუფარდა, ხოლო. რაც შეეხება მეთერთმეტე ბრალდებულს, მინდია ლავასოღლის დაუსწრებლად უკვე განაჩენიც გამოუტანეს. მას კანონიერი ქურდობის გამო 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

20 თებერვალი 2020, 19:12

საქართველო

გიორგი გახარია: საქართველოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

„გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას“, - წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

გიგლა ბარამიძე

20 თებერვალი 2020, 19:09

საქართველო

გიგლა ბარამიძე: თუკი მოლაპარაკების მაგიდასთან მერაბიშვილი ჩამოჯდება, ეს აბსოლუტურად მიუღებელია

არ ვიცი, მერაბიშვილი სად წავა, საქართველოში დარჩება, საზღვარგარეთ წავა თუ სოფელში, ეს ნაკლებად მაინტერესებს, მაგრამ გვსურს, რომ ოპოზიციური ერთობა, რაც საარჩევნო სიტემების ცვლილებებთან დაკავშირებით შეიქმნა, შევეცდებით, რომ ეს ერთობა არ დაიშალოს, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

20 თებერვალი 2020, 19:04

საქართველო

იენს სტოლტენბერგი კიბერშეტევაზე: ვგმობ საქართველოსთვის ასეთ დამაზიანებელ ქმედებებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს. ამის შესახებ მან „ქრონიკას“ განუცხადა. ნატო განაგრძობს საქართველოს მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცვის საკითხში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად“.

გია ვოლსკი

20 თებერვალი 2020, 18:58

საქართველო

გიორგი ვოლსკი: კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს მივმართავ, სიღრმისეულად გააანალიზონ, ვის არქმევენ პოლიტპატიმარს

კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ყველას მივმართავ, სიღრმისეულად გააანალიზონ, ვის არქმევენ პოლიტპატიმარს და აქედან გაავლონ ყველანაირი ხაზები და კავშირები, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი დასავლელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხზე.

რუსეთის საგარეო უწყება

20 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება კიბერშეტევაზე: მოსკოვი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს

„ამ კომენტარს საქართველოს იმ წარმომადგენლების ნამუსზე ვტოვებთ, ვინც ეს გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

20 თებერვალი 2020, 18:48

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რაც საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას.

ირაკლი კობახიძე

20 თებერვალი 2020, 18:41

საქართველო

ირაკლი კობახიძე: პოლიტპატიმრებს უწოდებენ იმ ადამიანებს, რომლებიც 20 ივნისს პუტჩის მცდელობაში მონაწილეობდნენ

პოლიტპატიმრებზე როდესაც საუბრობენ და მაგალითებად მერაბიშვილს, ახალაიას, უგულავას და სხვებს ასახელებენ, ეს არის ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი, რომ პოლიტპატიმრები საქართველოში რეალურად არ არსებობენ, - ამის შესახებ „ქრონიკას“ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

20 თებერვალი 2020, 18:40

საქართველო

დავით ზალკალიანი მაიკ პომპეოს და დომინიკ რააბის მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აცხადებს, რომ საფრთხეების შესამცირებლად აშშ-სთან თანამშრომლობას განაგრძობს

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ მინისტრმა საერთაშორისო გამოძიების შედეგთან დაკავშირებულ პოსტში აღნიშნა, რომლის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა.

ლაშა ტალახაძე

20 თებერვალი 2020, 18:29

სპორტი

ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა

ხმის მიცემის პროცედურაში 50 514 ადამიანი მონაწილეობდა და ტალახაძემ 17 084 ხმა მიიღო და მეორე ადგილზე გასულ სომეხ სიმონ მარტიროსიანს, რომელმაც 5 514 ხმა დააგროვა, საგრძნობი უპირატესობით აჯობა. 2019 წელს ლაშა ტალახაძემ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგო.

20 თებერვალი 2020, 18:24

საქართველო

მიხეილ ჩხენკელი: თსუ-ს მალე ექნება ისეთი მეორე კორპუსი, როგორიც ეკადრება მის ისტორიასა და თანამედროვეობას

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ სულ მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე.

ირაკლი კობახიძე

20 თებერვალი 2020, 18:21

საქართველო

ირაკლი კობახიძე: მერაბიშვილს არც ერთი სიტყვა სინანულის არ უთქვამს, იმ უმძიმესი დანაშაულების გამო, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა, ბოდიში არ მოუხდია

ვანო მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელიც იყო მაშინდელი სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი და ლიდერი ანუ იმ კრიმინალური სისტემის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას" ჩამოყალიბებული ჰქონდა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

20 თებერვალი 2020, 18:02

საქართველო

პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანია „ევროპაბეთისგან“ სრული დატვირთვით ამოქმედდა

„დროის კონტროლი“ - ეს ინოვაციური ჭკვიანი ტექნოლოგიაა და წარმატებითაა დანერგილი ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, დიდი ბრიტანეთი, მალტა, გერმანია და სხვა ქვეყნები. საქართველოში კი ის „ევროპაბეთმა“ პირველმა დანერგა. მისი წყალობით, მოთამაშეს გარკვეული ხნის შემდეგ თავად ვებგვერდი ახსენებს იმას, რომ უკვე დიდი ხანია, თამაშობს და რომ უნდა დაფიქრდეს: სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.

20 თებერვალი 2020, 17:59

საქართველო

გაერთიანებული სამეფო რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

გაერთიანებულმა სამეფომ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოააშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე, - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცებულ განცხადებაში წერია.

სანდრა კალნიეტე

20 თებერვალი 2020, 17:51

საქართველო

ლატვიელი ევროპარლამენტარი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა

„მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობისა და მდგრადი დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მოხდა. ნებისმიერ ფასად არჩევნების მოგებას, წესების შეცვლას და ოპოზიციის დევნას გავლენა ექნება ევროკავშირ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე“, - დაწერა სანდრა კალნიეტემ „ტვიტერზე“.

20 თებერვალი 2020, 17:44

საქართველო

აშშ-ის საელჩო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას გმობს

აშშ მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან. კიბერსივრცის სტაბილურობა დამოკიდებულია სახელმწიფოების პასუხისმგებლიან ქცევაზე. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავიცვათ სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემა კიბერსივრცეში.

გიგლა ბარამიძე

20 თებერვალი 2020, 17:39

საქართველო

გიგლა ბარამიძე: კარგად ნაჭამ-ნასვამი, მოსუქებული გამოვიდა, მილიონიან სახლში ელოდებიან და ისევ დამხობაზე ლაპარაკობს

რომელი ნელსონ მანდელა მერაბიშვილი მყავს, რომ მასზე ლაპარაკს ამდენი დრო დავუთმოთ?! - ამის შესახებ “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

20 თებერვალი 2020, 17:30

ეკონომიკა

ხობში „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

პროექტის გასახორციელებლად კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტში, აუქციონის ფორმით, პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მიწის ნაკვეთი შეიძინა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ ლარზე მეტია. საწარმოში 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

20 თებერვალი 2020, 17:25

საქართველო

მაიკ პომპეო კიბერშეტევაზე: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ამგვარი ქმედება საქართველოში

„ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ ქართველი ხალხისა და ინსტიტუტების წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებგვერდებზე კიბერ შეტევა რუსეთმა განახორციელა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში 20 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

ანა ფოტიგა

20 თებერვალი 2020, 17:19

საქართველო

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა: მივესალმები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს მიესალმება. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

გიორგი შენგელაია

20 თებერვალი 2020, 17:15

კულტურა

გიორგი შენგელაია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს

კინორეჟისორი გიორგი შენგელაია დღეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. გიორგი შენგელაიას ხსოვნას პატივი მიაგეს პოლიტიკოსებმა, ხელოვანებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა.