imedi /  10 აპრილი 2019, 13:37 / სანდო წყარო

თელავის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს

დაჭრა

შემთხვევის ადგილი

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, ამავე უმაღლესი სასწავლების სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. imedinews-ის ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. 

მომხდარის კონკრეტული მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა სიახლე

ათონელის რეზიდენცია

25 აპრილი 2019, 17:32

საქართველო

პრეზიდენტის შეწყალება სხვადასხვა ფორმით ჯამში 42 მსჯავრდებულს შეეხო

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით 42 მსაჯვრდებული შეიწყალა, მათგან 19 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

პალმირა

25 აპრილი 2019, 17:28

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფო“ პალმირაში დაბრუნებას გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე უძველეს ქალაქ პალმირაზე კონტროლის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ლიბანური გამოცემა Al Masdar News-ი სირიის ჯარში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

25 აპრილი 2019, 17:27

ვიდეო

კიმ ჩენ ინის დაცვა მოძრავ მატარებელს წმენდს

25 აპრილი 2019, 17:24

ვიდეო

ბიბლიური სცენები ირაკლი ფარჯიანის მხატვრობაში

აზერბაიჯანი

25 აპრილი 2019, 17:19

საქართველო

პრეზიდენტი აზერბაიჯანთან საზღვრების საბოლოოდ დადგენას მოითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია საქართველოსა და მეგობარი აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ, კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს.

როს უილსონი

25 აპრილი 2019, 17:08

საქართველო

როს უილსონი საქართველოს მაისში დატოვებს

"ელჩი უილსონის დროებითი უფლებამოსილება დაიწყო 2018 წლის ნოემბერში. ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის,"- წერია განცხადებაში.

გაზეთი Daily Telegraph

25 აპრილი 2019, 17:03

ტაბლოიდი

ავსტრალიურმა გამოცემამ შეცდომით კონკურენტი გაზეთის გვერდები დაბეჭდა

ავსტრალიის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემამ ახალ ნომერში შეცდომით კონკურენტი გაზეთის გვერდები დაბეჭდა. BBC-ის ინფორმაციით, სიდნეიში მდებარე Daily Telegraph-მა შეცდომით ლიბერალური მიმართულების Sydney Morning Herald-ის ორი გვერდი დაბეჭდა.

სალომე ზურაბიშვილი

25 აპრილი 2019, 17:02

საქართველო

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალბატონი მსჯავრდებულია.

ტრეფიკინგი

25 აპრილი 2019, 16:53

მსოფლიო

დასავლეთ აფრიკაში 157 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნეს

დასავლეთ აფრიკაში 157 ბავშვი სექს და შრომით ტრეფიკინგს გადაარჩინეს, რომელთა შორისაც ზოგის ასაკი 11 წელია. ისინი იმ 220 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც უნდა გაეყიდათ და სექსუალურ და იძულებით შრომაში ჩაერთოთ. ამის შესახებ ინტერპოლმა განაცხადა.

რემი მალეკი

25 აპრილი 2019, 16:49

კულტურა

რემი მალეკი ახალი ჯეიმს ბონდი იქნება

„ოსკაროსანი“ მსახიობი რემი მალეკი ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად იამაიკაში ფილმის პრეზენტაციის დროს დადასტურდა.

25 აპრილი 2019, 16:42

კულტურა

ჯორჯ ქლუნის მონაწილეობით სერიალის ტრეილერი გამოვიდა

Hulu-მ მინისერიალის, Catch 22-ის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც რეჟისორი და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც ჯორჯ ქლუნია. ფილმში ჯორჯ ქლუნისა და კრისტოფ ებოტის გარდა, მონაწილეობენ კაილ ჩანდლერი და ჰიუ ლორი. სერიალის მსოფლიო პრემიერა 17 მაისს გაიმართება.

დავით ზალკალიანი

25 აპრილი 2019, 16:40

საქართველო

ზალკალიანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, აზერბაიჯანული მხარე დაკეტილ პუნქტებს გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

Hibiscadelphus woodii

25 აპრილი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

ჰავაიზე დრონმა იპოვა ყვავილი, რომელიც გადაშენებული ეგონათ

ჰავაიზე დრონების საშუალებით აღმოაჩინეს მცენარე Hibiscadelphus woodii, რომელიც მიიჩნეოდა, რომ 2016 წელს გადაშენდა. აღმოჩენა ჰავაი ნაციონალური ტროპიკური ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა გააკეთეს.

თეირანი

25 აპრილი 2019, 16:31

კულტურა

საქართველო თეირანში ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს

ფესტივალზე ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმის “ბამბის ნაყინი” ჩვენება გაიმართება. სექციაში Restored Classics გაიხსენებენ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – გიორგი დანელიას ფილმს “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”, ხვალ კი ფესტივალზე ზაზა ხალვაშის ფილმს “ნამე” აჩვენებენ.

დროშები

25 აპრილი 2019, 16:30

საქართველო

საგარეო უწყება: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ის მონაპოვარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ

საქართველოს საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდამ გარკვეული პრობლემები გამოიწვია, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.

25 აპრილი 2019, 16:27

ტაბლოიდი

კიმ ჩენ ინმა პუტინს ხმალი აჩუქა, პუტინმა კი - ჭურჭელი

ვლადივოსტოკში შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. რუსეთის ლიდერმა კორეული ხმალი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინისგან ჭურჭლის სერვიზი მიიღო.

სადიქ ალ-მაჰდი

25 აპრილი 2019, 16:24

მსოფლიო

სუდანის ოპოზიცია შესაძლო კონტრგადატრიალების საფრთხეზე საუბრობს

სუდანში შესაძლოა კონტრგადატრიალება მოხდეს, თუ სამხედროები და ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარების შესახებ კონსენსუსს ვერ მიაღწევენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს სუდანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ალ-უმას“ ხელმძღვანელმა სადიქ ალ-მაჰდიმ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

25 აპრილი 2019, 16:23

საქართველო

ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ ვიზალიბერალიზაციას შევინარჩუნებთ

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გართულებები არ იქნება და მის შენარჩუნებას ქვეყანა შეძლებს. მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ერთერთი უმთავრესი მიღწევაა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 აპრილი 2019, 16:14

საქართველო

ლიბიიდან ქართველი მეზღვაურები საქართველოში დღეს გამოემგზავრებიან

რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე, ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის საქმის გამო ვერ ტოვებდნენ ქვეყანას. კონსტანტინიდის განმარტებით, ლიბიის საგამოძიებო უწყებამ გადაწყვიტა, რომ ეკიპაჟის 18 წევრი, მათ შორის ორი წევრი საქართველოდან, გაუსვლელობის პირობით გაჩერებულიყვნენ ლიბიაში.

სამხედროები

25 აპრილი 2019, 16:12

ძალოვნები

საქართველოს თავდაცვის ძალებში ლოგისტიკის დღე აღინიშნა

ლოგისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა იოსებ ლოლაძემ მიულოცეს.