imedi /  11 აპრილი 2019, 22:49 / სანდო წყარო

შსს განმარტავს, თუ რატომ დააკავეს ნაციონალების წევრები ზუგდიდში

შსს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის"წევრების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დააკავა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა,"- წერია განცხადებაში.

მედიასთან კომენტარი გააკეთა გიორგი პატარაიამ. მან განმარტა, რომ დაკავებული არ იყო და პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ამჟამად დაკავებულები არიან ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე და ენმ-ს ერთ-ერთი აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია.

ყველა სიახლე

პატრიცია ჰილი და ფრენკ ჰილი

25 აპრილი 2019, 17:39

ტაბლოიდი

პორნოარხის ყურების გამო მეუღლის მკვლელობისთვის 69 წლის ქალს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

აშშ-ის არკანზასის შტატის სასამართლომ 69 წლის პატრიცია ჰილს, რომელმაც 65 წლის მეუღლე ფრენკ ჰილი პორნოარხის ყურების გამო მოკლა, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა NBC-ი წერს. შემთხვევა 2018 წლის 28 ივლისს მოხდა.

დონალდ ტრამპი

25 აპრილი 2019, 17:38

მსოფლიო

ტრამპი ბაიდენს: კეთილი იყოს რბოლაში შენი ჩაბმა მძინარე ჯო

ბაიდენი აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტია. ის დიდი ხნის განმავლობაში არც ადასტურებდა და არც უარყოფდა ინფორმაციას არჩევნებში კენჭისყრის შესახებ. ანალიტიკოსების თქმით, მას დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

რაგბი

25 აპრილი 2019, 17:36

სპორტი

საქართველო 7-ქალა ნაკრები გერმანიაში ბონის ტურნირზე იასპარეზებს

ეროვნულმა ნაკრებმა გასულ წელს რაგბი ევროპის „კონფერენც დივიზიონი“ მოიგო და „ალაფაში“ დაწინაურდა. რანგით მეორე დონის ტურნირში ადგილის შენარჩუნებას ქართველი მორაგბეები ივნისში ორ ეტაპს, ბუდაპეშტსა და ლისაბონში შეეცდებიან.

პალმირა

25 აპრილი 2019, 17:28

მსოფლიო

„ისლამური სახელმწიფო“ პალმირაში დაბრუნებას გეგმავს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში, ჰომსის პროვინციაში მდებარე უძველეს ქალაქ პალმირაზე კონტროლის დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ ლიბანური გამოცემა Al Masdar News-ი სირიის ჯარში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

25 აპრილი 2019, 17:27

ვიდეო

კიმ ჩენ ინის დაცვა მოძრავ მატარებელს წმენდს

25 აპრილი 2019, 17:24

ვიდეო

ბიბლიური სცენები ირაკლი ფარჯიანის მხატვრობაში

აზერბაიჯანი

25 აპრილი 2019, 17:19

საქართველო

პრეზიდენტი აზერბაიჯანთან საზღვრების საბოლოოდ დადგენას მოითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აუცილებელია საქართველოსა და მეგობარი აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის არსებული შეთანხმებისამებრ, კომისიამ დროულად განაახლოს მუშაობა, რათა ორ მეგობარ ქვეყანას შორის საზღვრები საბოლოოდ დადგინდეს.

როს უილსონი

25 აპრილი 2019, 17:08

საქართველო

როს უილსონი საქართველოს მაისში დატოვებს

"ელჩი უილსონის დროებითი უფლებამოსილება დაიწყო 2018 წლის ნოემბერში. ელჩ უილსონს ჰქონდა დიდი პატივი, ყოფილიყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი და ხელი შეეწყო ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის,"- წერია განცხადებაში.

ათონელის რეზიდენცია

25 აპრილი 2019, 17:05

საქართველო

პრეზიდენტის შეწყალება სხვადასხვა ფორმით ჯამში 42 მსჯავრდებულს შეეხო

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით 42 მსაჯვრდებული შეიწყალა, მათგან 19 მსჯავრდებული საპატიმროს დღესვე დატოვებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გაზეთი Daily Telegraph

25 აპრილი 2019, 17:03

ტაბლოიდი

ავსტრალიურმა გამოცემამ შეცდომით კონკურენტი გაზეთის გვერდები დაბეჭდა

ავსტრალიის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გამოცემამ ახალ ნომერში შეცდომით კონკურენტი გაზეთის გვერდები დაბეჭდა. BBC-ის ინფორმაციით, სიდნეიში მდებარე Daily Telegraph-მა შეცდომით ლიბერალური მიმართულების Sydney Morning Herald-ის ორი გვერდი დაბეჭდა.

სალომე ზურაბიშვილი

25 აპრილი 2019, 17:02

საქართველო

პრეზიდენტმა სააღდგომოდ 19 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალბატონი მსჯავრდებულია.

ტრეფიკინგი

25 აპრილი 2019, 16:53

მსოფლიო

დასავლეთ აფრიკაში 157 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნეს

დასავლეთ აფრიკაში 157 ბავშვი სექს და შრომით ტრეფიკინგს გადაარჩინეს, რომელთა შორისაც ზოგის ასაკი 11 წელია. ისინი იმ 220 ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც უნდა გაეყიდათ და სექსუალურ და იძულებით შრომაში ჩაერთოთ. ამის შესახებ ინტერპოლმა განაცხადა.

რემი მალეკი

25 აპრილი 2019, 16:49

კულტურა

რემი მალეკი ახალი ჯეიმს ბონდი იქნება

„ოსკაროსანი“ მსახიობი რემი მალეკი ჯეიმს ბონდის შესახებ 25-ე ფილმში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად იამაიკაში ფილმის პრეზენტაციის დროს დადასტურდა.

25 აპრილი 2019, 16:42

კულტურა

ჯორჯ ქლუნის მონაწილეობით სერიალის ტრეილერი გამოვიდა

Hulu-მ მინისერიალის, Catch 22-ის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც რეჟისორი და ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელიც ჯორჯ ქლუნია. ფილმში ჯორჯ ქლუნისა და კრისტოფ ებოტის გარდა, მონაწილეობენ კაილ ჩანდლერი და ჰიუ ლორი. სერიალის მსოფლიო პრემიერა 17 მაისს გაიმართება.

დავით ზალკალიანი

25 აპრილი 2019, 16:40

საქართველო

ზალკალიანი: დავით გარეჯთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით ვითარება მოგვარებულია, აზერბაიჯანული მხარე დაკეტილ პუნქტებს გახსნის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

Hibiscadelphus woodii

25 აპრილი 2019, 16:40

ტექნოლოგიები

ჰავაიზე დრონმა იპოვა ყვავილი, რომელიც გადაშენებული ეგონათ

ჰავაიზე დრონების საშუალებით აღმოაჩინეს მცენარე Hibiscadelphus woodii, რომელიც მიიჩნეოდა, რომ 2016 წელს გადაშენდა. აღმოჩენა ჰავაი ნაციონალური ტროპიკური ბოტანიკური ბაღის სპეციალისტებმა გააკეთეს.

თეირანი

25 აპრილი 2019, 16:31

კულტურა

საქართველო თეირანში ფაჯრის საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობს

ფესტივალზე ვაჟიკო ჩაჩხიანის ფილმის “ბამბის ნაყინი” ჩვენება გაიმართება. სექციაში Restored Classics გაიხსენებენ ლეგენდარული ქართველი რეჟისორის – გიორგი დანელიას ფილმს “დავდივარ მოსკოვის ქუჩებში”, ხვალ კი ფესტივალზე ზაზა ხალვაშის ფილმს “ნამე” აჩვენებენ.

დროშები

25 აპრილი 2019, 16:30

საქართველო

საგარეო უწყება: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ის მონაპოვარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ

საქართველოს საგარეო უწყების სპიკერის განცხადებით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდამ გარკვეული პრობლემები გამოიწვია, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ.

25 აპრილი 2019, 16:27

ტაბლოიდი

კიმ ჩენ ინმა პუტინს ხმალი აჩუქა, პუტინმა კი - ჭურჭელი

ვლადივოსტოკში შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. რუსეთის ლიდერმა კორეული ხმალი მიიღო, ხოლო ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პუტინისგან ჭურჭლის სერვიზი მიიღო.

სადიქ ალ-მაჰდი

25 აპრილი 2019, 16:24

მსოფლიო

სუდანის ოპოზიცია შესაძლო კონტრგადატრიალების საფრთხეზე საუბრობს

სუდანში შესაძლოა კონტრგადატრიალება მოხდეს, თუ სამხედროები და ოპოზიცია ხელისუფლების გადაბარების შესახებ კონსენსუსს ვერ მიაღწევენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს სუდანის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტია „ალ-უმას“ ხელმძღვანელმა სადიქ ალ-მაჰდიმ განუცხადა.