imedi /  12 აპრილი 2019, 08:23 / სანდო წყარო

გორთან ავტობანზე ბენზინმზიდი დაიწვა. არის მსხვერპლი

გორთან, ავტობანზე მაზუთით დატვირთული ბენზინმზიდი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. შსს-ში აცხადებენ, რომ პირველადი მონაცემებით, ბენზინმზიდი ბორდიურს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო მანქანები.

გარდაცვლილია მძღოლი, რომელიც სოფელ ოსიაურის მკვიდრია. ხანძარი ამ დროისთვის ჩამქრალია. შემთხვევის გამო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა შეჩერებული იყო, თუმცა გადაადგილება შემოვლითი გზით იყო შესაძლებელი. ამ დროისთვის გზა უკვე გახსნილია.

Image may contain: sky and outdoor

Image may contain: cloud, sky, outdoor and nature

ყველა სიახლე

18 აპრილი 2019, 13:10

კულტურა

„უცნაური ამბების“ ავტორები იდეის მოპარვაში დაადანაშაულეს

მათ სერიალის იდეის მოპარვაში ჩარლი კესლერი ადანაშაულებს, რომლის მტკიცებით, ანალოგიური პროექტი 2014 წელს ტრაიბეკას კინოფესტივალზე წარადგინა. ძმები დაფერები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ იდეა მათ ეკუთვნით. ამ საქმეზე სასამართლო პროცესი 6 მაისს გაიმართება.

სასამართლო

18 აპრილი 2019, 13:06

საქართველო

მესამე სექტორი მოსამართლეთა პროფესიული მომზადების სისტემის შეცვლას ითხოვს

არასამთავრობოების განცხადებით, მიუხედავად მოსამართლეთა სიმცირისა და სასამართლოების გადატვირთულობისა, 2 წლის განმავლობაში: 2015-2017 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლას მსმენელები არ მიუღია. კვლევა ასევე მიმოიხილავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ინსტიტუციურ მოწყობას.

18 აპრილი 2019, 12:49

ტექნოლოგიები

ბრიტანული Jaguar I-Pace აშშ-ში წლის ავტომობილად დასახელდა

ბრიტანულმა ელექტრომობილმა Jaguar I-Pace -მა წლის ავტომობილის სტატუსი მიიღო. World Car Awards 2019-ი ნიუ-იორკში გაიმართა.ასევე Jaguar I-Pace გაიმარჯვა ნომინაციაში ყველაზე ეკოლოგიური ავტომობილი. ლიდერების სამეულში დასახელდა Audi e-tron-ი და Volvo S60/V60.

ქალის ცემა

18 აპრილი 2019, 12:48

ტაბლოიდი

ყატარელი სოციოლოგი კაცებს ცოლების ცემას ვიდეოგაკვეთილით ასწავლის

ვიდეორგოლში მისი არასრულწლოვანი ვაჟიც მონაწილეობს, რომელიც მამისგან გაკვეთილებს იღებს. ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. სოციოლოგს ქალზე ძალადობისკენ მოწოდებაში ადანაშაულებენ, ის გააკრიტიკეს უფლებადამცველებმაც.

მეჩეთი

18 აპრილი 2019, 12:48

მსოფლიო

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს

ბელგიაში 100-ზე მეტი სალაფიტური ორგანიზაცია მოქმედებს. ოფიციალური მონაცემები სალაფიტური ორგანიზაციების რიცხვის შესახებ ბელგიის ხელისუფლებას არ გააჩნია, თუმცა ქვეყნის იუსტიციის მინისტრი კუნ გინსი ადასტურებს, რომ „სალაფიზმთან დაკავშირებული ჯგუფების რიცხვი ნამდვილად იზრდება“.

პაკისტანი

18 აპრილი 2019, 12:38

მსოფლიო

პაკისტანში ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს შემდეგ კი დახოცეს

Aljazeera-ს ცნობით, მებრძოლებმა ადამიანები გაიტაცეს, შემდეგ კი შორიახლოს მდებარე მთებში დახოცეს. ოფიციალური პირების განცხადებით, გატაცებულ პირებს შორის ცოცხალი ვერავინ გადარჩა, ყველა მათგანს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

პარლამენტი

18 აპრილი 2019, 12:23

საქართველო

პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე გაიხსნა და მალევე კობახიძემ შესვენება გამოაცხადა

დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა მოითხოვა, რომ სხდომა ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას გამოსვლით დაწყებულიყო, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ მას უთხრა, რომ ტრიბუნა ანრი ოხანაშვილს უნდა დათმობოდა, რადგან დღის წესრიგით გათვალისწინებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

აქცია ზუგდიდის პროკურატურასთან

18 აპრილი 2019, 11:57

საქართველო

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

მირო მარკელია რამდენიმე თვის წინ კახათში ახალგაზრდა მეზობლებს შორის მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. დაზარალებულმა ახალგაზრდამ ჩვენება მირო მარკელიას წინააღმდეგ მისცა. გამოძიება მარკელიას წინააღმდეგ 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 5-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას

ნუსრათ ჯაჰან რაფი

18 აპრილი 2019, 11:53

მსოფლიო

ბანგლადეშში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგო ცოცხლად დაწვეს

ბანგლადეშში ცოცხლად დაწვეს 19 წლის გოგო , რომელმაც ორი კვირით ადრე სკოლის დირექტორის მხრიდან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 27 მარტს დირექტორმა ის კაბინეტში გამოიძახა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, რის შემდეგაც ნუსრათი ოთახიდან გაიქცა.

საკანონმდებლო მაცნე

18 აპრილი 2019, 11:48

საქართველო

ქართული ენა EuroTermBank-ის საერთაშორისო ტერმინოლოგიურ რესურსს დაემატა

ამ სიახლის მეშვეობით დაწესებულებები, ორგანიზაციები და მოქალაქეები უსასყიდლოდ მოიძიებენ როგორც ქართული ტერმინის შესატყვისს სხვადასხვა ენაზე, ასევე - ინგლისური ტერმინის ქართულ შესატყვისს. ახლა საერთაშორისო ტერმინოლოგიურ ბაზაში სულ 42 ენაა.

ბაგრატიონები

18 აპრილი 2019, 11:43

საქართველო

დავით ბაგრატიონის თქმით მას აქვს კომპრომატი თუ როგორ სცემს ანა ბაგრატიონი მათ შვილს

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის თქმით, მას ოთხი დღის წინ მუხრანელის დავალებით, დავით ბაგრატიონის ადვოკატი დაუკავშირდა და მისი სიტყვები გადასცა. მუხრანელის თქმით, მას ანას წინააღმდეგ შვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ჩანაწერი აქვს.

გიორგი ქობულია

18 აპრილი 2019, 11:35

საქართველო

ქობულია: მე ნუ მეკითხებით, მინისტრების გაშვების გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მედიამ, ამ თემაზე კითხვები პრემიერმინისტრს უნდა დაუსვას. მისი თქმით, საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას ის იღებს.

18 აპრილი 2019, 11:29

ეკონომიკა

საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს

ბიზნეს-ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

18 აპრილი 2019, 11:29

საქართველო

თბილისში ჰაერში მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი ნორმაზე მაღალია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად თბილისში, ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის(NO2) და მყარი ნაწილაკების(PM10) კონცენტრაცია ნორმაზე მაღალი აღმოჩნდა. ასევე თბილისში გასულ კვირას ჰაერში ტყვიის კონცენტრაციაზე კვლევა 4 ლოკაციაზე ჩატარდა, თუმცა ლაბორატორიულად დადგინდა, რომ ტყვიის შემცველობა არ აღემეტებოდა დასაშვებ ნორმას.

ღალატი

18 აპრილი 2019, 11:24

ტაბლოიდი

კვლევა: კაცებს ღალატი სახეზე უფრო ეტყობათ, ვიდრე ქალებს

დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მკვლევარების მტკიცებით, კაცების სახის გამომეტყველების მიხედვით ღალატი უფრო ადვილად ამოსაცნობია, ქალების შემთხვევაში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. კვლევის შედეგები ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.

samsung

18 აპრილი 2019, 11:17

ტექნოლოგიები

ამერიკელ ჟურნალისტებს დასატესტად მიცემული დასაკეცეკრანიანი Samsung-ი ორ დღეში გაუფუჭდათ

სულ ცოტა სამი ამერიკელი ჟურნალისტისა და ბლოგერის Samsung Galaxy Fold-ის დასაკეცი სმარტფონებს, რომლებიც მათ ტესტირებისთვის მისცეს, ეკრანები გაუფუჭდა. ყველა მათგანს მობილური ტელეფონი გაფუჭებამდე ორი დღით ადრე მისცეს.

ბრედლი უელში

18 აპრილი 2019, 10:57

კულტურა

შოტლანდიაში Trainspotting 2-ის მსახიობი ბრედლი უელში მოკლეს

შემთხვევაში ედინბურგის ცენტრში მოხდა. თავდამსხმელმა მსახიობს თავში ესროლა. ის შემთხვევის ადგილზე ექიმების მისვლის შემდეგ გარდაიცვალა. ბრედლი უელში 42 წლის იყო. წარსულში ის კრივით იყო დაკავებული, 2009 წელს კი უელში სერიალში Danny Dyer’s Deadliest Men გადაიღეს.

ტაივანი

18 აპრილი 2019, 10:39

მსოფლიო

ტაივანში 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით, ქალაქი ჰუალინი იყო. როგორც Aljazeera იუწყება, მიწისძვრის გამო დროებით შეფერხდა მეტროთი გადაადგილება. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ამ ეტაპზე არ ვრცელდება. სკოლებიდან მოსწავლეების სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.

18 აპრილი 2019, 10:33

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. შეხვედრაზე გადაწყდება, ვენეციის კომისიის რომელ რეკომენდაციას გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა არჩევის კანონპროექტში.

თბილისის მერია

18 აპრილი 2019, 10:30

საქართველო

კალაძე: ლითონის ხიდები მოიხსნება იქ, სადაც ქვეითებისთვის ინფრასტრუქტურა მომზადებულია

თბილისის მერიამ დედაქალაქში საფეხმავლო რკინის ხიდების დემონტაჟი დაიწყო. როგორც მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.