Imedi /  19 აპრილი 2019, 16:29 / სანდო წყარო

ჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე კომპანიის დირექტორი დააკავეს

ჭავჭავაძეზე მუშების დაღუპვის საქმეზე შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს

„მიმდინარე წლის 31 მარტს შპს „ხიმიჯ სერვის 2“-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ხიმინჯ სერვის 2“-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.

გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს „ხიმინჯ სერვის 2“-ის დირექტორს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. 

31 მარტს ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებარე ობიექტზე, სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა მიწის მასიდან 25 წლის კაცის ცხედარი მალევე ამოიყვანეს, 8 საათი გაგრძელდა მეორე ცხედრის სამძებრო სამუშაო. ორივე კაცი მიწის რვამეტრიანი მასის ქვეშ იყო მოყოლილი.

მიწა სავარაუდოდ იქ ჩამოიშალა, სადაც საძირკველი იყო გაჭრილი. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჭავჭავაძეზე მშენებლობის დამკვეთ კომპანიას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, ორ ქვეკონტრაქტორ კონპანიას კი ჯარიმა დაეკისრა.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2019, 14:47

საქართველო

სუსი: რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა

როგორც უწყებაში აცხადებენ, ოკუპანტების ვერტმფრენმა ოკუპირებულ ტერიტორიას გადაუფრინა. „ნებისმიერი ასეთი ქმედება არღვევს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საკითხი მწვავედ დგება როგორც IPRM-ის, ისე ჟენევის ფორმატებში“, - აცხადებენ სუს-ში.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2019, 14:35

საქართველო

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველასთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბაქოში ოფიციალური ვიზიტისას ჟურნალისტებთან თქვა.

20 ივნისი 2019, 14:28

საქართველო

აშშ-ის საელჩო: ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება

„შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას იძულებით გადაადგილებული ადამიანების მხარდასაჭერად, რათა დავეხმაროთ მათ იარების მოშუშებასა და ტკივილის შემსუბუქებაში. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება"- ნათქვამია განცხადებაში.

საპროტესტო აქცია ქუთაისში

20 ივნისი 2019, 14:27

საქართველო

რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი ქუთაისში გააპროტესტეს

„ვაპროტესტებთ რუსი დეპუტატების საქართველოში, მით უმეტეს პარლამენტში ვიზიტს. წარმოუდგენელი რამ მოხდა დღეს. დაუშვებელია, ის რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა ადამიანი, რომელიც დასცინოდა ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი არ დაუშვებს პრორუსული ძალების გაბატონებას. ჩვენ უნდა დავანახოთ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგ ვართ“ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ირაკლი კობახიძე

20 ივნისი 2019, 14:21

საქართველო

საპარლამენტო ოპოზიცია ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისგან ირაკლი კობახიძისგან პასუხისმგებლობის აღებას და თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. ამის შესახებ დღეს განცხადება დავით ბაქრაძემ და ნიკა მელიამ გააკეთეს.

მამუკა ბახტაძე

20 ივნისი 2019, 14:12

საქართველო

მამუკა ბახტაძე: უმძიმესი სანახავია პარლამენტის მთავარი ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი

„ეს ფაქტი ზიანს აყენებს ჩვენი თავისუფლების იდეას, აზიანებს ქართულ პარლამენტარიზმს! სრულად ვიზიარებ ქართული საზოგადოების სამართლიან პროტესტს და მივმართავ ამის ორგანიზატორებს - დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები და მოახდინონ მკაცრი რეაგირება მომხდარზე!“, - წერს საქართველოს პრემიერმინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილი

20 ივნისი 2019, 14:08

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი: რა საჭირო იყო ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე

"ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივნის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინოა პარლამენტში მომხდარი ფაქტი. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიასთანდაკავშირებით განაცხადა.

20 ივნისი 2019, 14:07

საქართველო

აქციის მონაწილეები რუსი დეპუტატების დეპორტაციას მოითხოვენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა სასტუმრო „რედისონთან“ გადაინაცლეს, სადაც დეპუტატები არიან. მათ დეპუტატების დეპორტაცია მოითხოვეს. სასტუმროში დაპირისპირებაც მოხდა. იმას მიზეზი ის გახდა, რომ დემონსტრანტები შენობაში არ შეუშვეს.

Facebook Libra

20 ივნისი 2019, 13:59

ტექნოლოგიები

Facebook-ს კრიპტოვალუტის პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებენ

Libra-ს პრეზენტაციას კრიტიკა მოჰყვა ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლებისგან. Facebook-ის ციფრული ვალუტა 2020 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. მისი მეშვეობით ანგარიშსწორება Facebook-ის აპლიკაციებით, მათ შორის WhatsApp-ითაც იქნება შესაძლებელი. Libra-ს მეშვეობით ანგარიშსწორება საბანკო ანგარიშის ქონის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

კახაბერ ოქრიაშვილი

20 ივნისი 2019, 13:54

საქართველო

უმრავლესობის წევრი კახაბერ ოქრიაშვილი პარლამენტში მომხდარის გამო ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი კახაბერ ოქრიაშვილი ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მისი თქმით, ის ბაქოდან უერთდება საღამოს ღირსების აქციას და მოუწოდებს ხელისუფლების ყველა შტოს, შეუერთდნენ ამ აქციას. პარლამენტში მომხდარი ინციდენტის ოპოზიციის ნაწილი ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

20 ივნისი 2019, 13:51

ვიდეო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 ივნისი 2019, 13:49

მსოფლიო

ზელენსკიმ ჟურნალისტებს თავისი კაბინეტი დაათვალიერებინა

ვიდეოში უკრაინის ლიდერი მედიის წარმომადგენლებს თავის კაბინეტს ათვალიერებინებს და ჩვეულებისამებრ, მხიარულ განწყობაზეა. ჟურნალისტებს ზელენსკი, მისი აზრით, ყველაზე სასაცილო ოთახსაც უჩვენებს, სადაც საშხაპე და სილამაზის სალონია მოწყობილი და ხუმრობს, რომ შხაპის მიღება სახლშიც შეუძლია.

ზაქარია ქუცნაშვილი

20 ივნისი 2019, 13:46

საქართველო

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტიდან შეძახილებით გააცილეს. ვიდეო

მას შემდეგ რაც პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა,ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა, დარბაზიდან გამოსულ ქუცნაშვილს მოქალაქეებმა მოღალატე უწოდეს და შეძახილების ფონზე გააცილეს.

კახა კალაძე

20 ივნისი 2019, 13:42

საქართველო

კახა კალაძე: მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია, დაუშვებელია რაც დღეს ხდება

მოვითხოვ, დაუყონებლივ შეწყდეს სხდომა. ქართველები ვართ, ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, პატრიოტები ვართ, ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და ამ დროს მგონია, რომ არ არის მისაღები ის, რაც დღეს ხდება. რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

20 ივნისი 2019, 13:40

ვიდეო

ემზარ კვიციანი სხდომათა დარბაზში დეპუტატებს დაუპირისპირდა

20 ივნისი 2019, 13:39

ტაბლოიდი

ჯასტინ ბიბერი უსახლკაროს დაეხმარა

25 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა მაღაზიიდან გამოსვლისას დააფიქსირეს. გაირკვა, რომ მომღერალმა კაცს პირად თვითმფრინავში ჩაჯდომამდე 40 დოლარი აჩუქა. ჯასტინ ბიბერი 2018 წლის სექტემბერში დაოჯახდა. პოპის პრინცმა ქორწინება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ აღიარა და სოციალურ ქსელში ჰეილი ბოლდუინთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

იმპიჩმენტი

20 ივნისი 2019, 13:37

საქართველო

ვატო შაქარაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება მოითხოვა

თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადეს. შაქარაშვილმა ბანერი გააკეთა რომელზეც წერია: კობახიძე=გავრილოვს.

20 ივნისი 2019, 13:35

ვიდეო

ზაქარია ქუცნაშვილს პარლამენტში მოღალატე უწოდეს

20 ივნისი 2019, 13:32

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები ტრანსფარანტებით იმ გასასვლელთან დგანან, საიდანაც რუსები უნდა გამოვიდნენ. ამასთან. დემონსტრანტებმა შენობასთან ვლადიმერ პუტინის ფოტოები დაწვეს.

ლევან ვასაძე

20 ივნისი 2019, 13:21

ძალოვნები

ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, ვასაძეს უკანონო ფორმირებების შექმნის ხელმძღვანელობისა და მასში გაწევრიანების ფაქტებზე დაკითხავენ, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.