imedi /  24 აპრილი 2019, 08:14 / სანდო წყარო

ლევან ჯიბღაშვილი: კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ

ლევან ჯიბღაშვილი

ლევან ჯიბღაშვილი

მსახიობმა და ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გლდანის საპყრობილე გვიან ღამით დატოვა.  სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებასთან მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იმაზეც, რომ გავრცელდა მისი ფოტო შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძესთან ერთად.

"იმდენად მძიმე იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ შეფასება ძალიან რთულია. არ მისარგებლია ჩემი პირადი კონტაქტებით ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, მით უმეტეს, როდესაც მომივიდა შეცდომა. არასდროს ვისარგებლებდი ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენით.

კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, გამარჯობაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. სასამართლოზე მადლობა გადავუხადე ჟურნალისტებს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ ობიექტურები იყოთ, რადგან თქვენმა არასწორად ინტერპრეტირებულმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს როგორც ჩემი ბედი, როცა სასამართლო არ არის სრულად დასრულებული, ასევე ნებისმიერი სხვა ადამიანის ბედი.

ყველაფერი ვაღიარე, მე მეკუთვნის ეს ყველაფერი, ჩემია და დანარჩენ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავთქვამ. ჩვეულებრივად, თბილისში, ორთაჭალაში მოძრაობისას გამაჩერა საპატრულო პოლიციამ და მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, ზემოქმედების ქვეშ არ ვიყავი, ეს დაადასტურა გამოკვლევამ. ვიხვეწებოდი, დამარეკინეთ, დაესწრონ ჩხრეკას-მეთქი. შემთხვევით დამინახა ჩემმა მეგობარმა და დაიწყო რეკვა ჩემს ახლობლებთან და ამის შემდეგ მოვიდნენ ადვოკატები. ელემენტარულად, დარეკვის საშუალებაც არ მომეცა“, - განაცხადა ლევან ჯიბღაშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რომელი ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

„მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან არ დასრულებულა პროცესები, დროებით ვარ გარეთ. კიდევ ერთხელ ვთხოვ მედიას, რომ იყოს ობიქტური, რადგან არასწორმა სიტყვამ შეიძლება გადაწყვიტოს დღეს ჩემი ბედი და ხვალ ნებისმიერი ადამიანის ბედი, რომელიც ჩემს ადგილზე შეიძლება აღმოჩნდეს, რასაც არავის ვუსურვებ“, - აღნიშნა ლევან ჯიბღაშვილმა.

პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.

ყველა სიახლე

22 მაისი 2019, 16:37

საქართველო

ცნობილია როგორია ჰაერში ტყვიის შემცველობა თბილისის ბაღებისა და სკოლების ტერიტორიებზე

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე განაგრძობს. ამჯერად, ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის შესახებ რამდენიმე ადგილზე მიღებული შედეგები გამოქვეყნდა.

ფუტკრები

22 მაისი 2019, 16:37

ტაბლოიდი

ესპანეთში საცხოვრებელი სახლის კედლიდან 80 000 ფუტკარი ამოიყვანეს

ესპანეთის ქალაქ გრანადაში საცხოვრებელი სახლის კედლიდან 80 000 ფუტკარი ამოიყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.ოჯახს ორი წლის განმავლობაში საძინებელ ოთახში არსებული უცნაური ხმაური არ ასვენებდა. თავიდან ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ ხმას რომელიმე მეზობლის სარეცხი მანქანა ან კონდიციონერი გამოსცემს.

ჯესიკა კოქსი

22 მაისი 2019, 16:34

ტექნოლოგიები

უხელო ქალმა, რომელმაც თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა, პილოტის ლიცენზია მიიღო

ამერიკაში, არიზონელი ქალი ლიცენზიის მქონე პირველი ქალი პილოტია, რომელმაც მკლავების არქონის გამო, თვითმფრინავის ფეხებით მართვა ისწავლა. 36 წლის ჯესიკა კოქსი დაიბადა იშვიათი დაავადებით, რომელიც კიდურების განვითარებას უშლის ხელს.

ბათუმის საკრებულო

22 მაისი 2019, 16:28

საქართველო

ბათუმში ითხოვენ უფლებამოსილება შეუწყდეს იმ დეპუტატს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატიცაა, მეორე კურსის სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მას სტუდენტებთან აუდიტორიაში საქმიანობის უფლება შეუჩერეს. უნივერსიტეტმა ეს გადაწყვეტილება სტუდენტების მიერ აქციის გამართვის შემდეგ მიიღო.

იტალია ავარია

22 მაისი 2019, 16:27

მსოფლიო

იტალიაში ტურისტული ავტობუსი გადაბრუნდა. არის მსხვერპლი

იტალიაში ავტობუსი გადაბრუნდა, რომელშიც სავარუდოდ რუსი ტურისტები იყვნენ. შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. როგორც BBC-ის რუსული სამსახური წერს, სხვა ინფორმაციით, ავტობუსს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები გადაჰყავდა. ავტობუსში 60 ადამიანი იყო. იტალიური გაზეთის Corriere della Sera-ს ცნობით კი დაშავებულების რიცხვი 15- ს აღწევს.

უკრაინის უმაღლესი რადა

22 მაისი 2019, 16:02

მსოფლიო

რადამ ზელენსკის კანონპროექტი დღის წესრიგში არ შეიტანა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას ითვალისწინებდა, დღის წესრიგში არ შეიტანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სარჩევნო ბარიერის 5-დან 3 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებდა.

22 მაისი 2019, 15:54

საქართველო

მერია ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობის სქემას აქვეყნებს. ვიდეო

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე დაგეგმილია ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემები და საზოგადობრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

22 მაისი 2019, 15:43

მსოფლიო

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ბრაზილიაში ბაპტისტურ ეკლესიაში შეიარაღებულმა კაცმა 3 ადამიანი მოკლა. შემთხვევა მინას-ჟერაისის შტატში მდებარე ქალაქ პარაკატუში მოხდა. ყოფილი მფრინავი ჯერ ყოფილი მეგობარი გოგოს სახლში მივიდა, სადაც ის დანით მოკლა, შემდეგ კი ეკლესიისკენ გაემართა. ეჭვმიტანილმა ეკლესიაში 3 ადამიანი მოკლა, მათგან 2 მღვდელია.

სარა ჯესიკა პარკერისა და მეთიუ ბროდერიკი

22 მაისი 2019, 15:29

ტაბლოიდი

სარა ჯესიკა პარკერმა და მისმა მეუღლემ ქორწინების 22 წლის იუბილე აღნიშნეს

”1997 წლის 19 მაისი – 2019 წლის 19 მაისი, 22 წელი, 8,030 დღე და მილიარდი მოგონება. ბედნიერ იუბილეს გისურვებ,”- წერს პარკერი. 57 და 54 წლის მსახიობები ოფიციალურად 2007 წელს დაქორწინდნენ და 3 შვილი ჰყავთ, უფროსი 16 წლის ჯეიმსია, უმცროსი კი 9 წლის ტყუპია.

თბილისის საქალაქო სასამართლო

22 მაისი 2019, 15:17

ძალოვნები

სასამართლომ მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულების მიმართ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა

ბრალდების მხარე ნიკა დაუშვილის, ირაკლი ხუჭუას, ვახტანგ ჯაყელისა და ლაშა ჩაფიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, ხოლო დანარჩენი 7 ბრალდებულის - გიორგი ბედიაშვილის, ირაკლი ბაჯელიძის, ჯონი შეროზიას, რობერტ იმერლიშვილის, პაატა ღუდუშაურის, ნოდარ კიკნაველიძისა და ნიკოლოზ მაისურაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

22 მაისი 2019, 14:47

ეკონომიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საბაჟო-გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა“, კამპანიის ფარგლებში, წარდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები. საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. იქნება სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა.

22 მაისი 2019, 14:37

კულტურა

სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული ფილმის თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეო

ცხოველს ეშვის ამოღების ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა და მისი მიმდინარეობა BBC-ის ჯგუფმა სერიალში "დიდი ცხოველების ოპერაციები" გადაიღო. სპილო გრანდის შესახებ გადაღებული ეპიზოდის პრემიერა 6 ივნისს BBC Two-ს ეთერში ინგლისის დროით 21:00 საათზე შედგება.

კახა გულედანი

22 მაისი 2019, 14:29

საქართველო

სამგორის გამგებელი კახა გულედანი თანამდებობას ტოვებს

"კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში - ამისგან ვერავის შევზღუდავ. გული გვწყდება, რომ ასეთი კადრი ტოვებს ჩვენს რიგებს. წარმატებები მას“, - განაცხადა კალაძემ.

22 მაისი 2019, 14:24

საქართველო

რა ღონისძიებები გაიმართება დამოუკიდებლობის დღეს

დამოუკიდებლობის დღეს მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. საწყისი საბრძოლო მომზადების 288 რეკრუტი სამშობლოსა და ერის წინაშე ფიცს თავისუფლების მოედანზე დადებს. თბილისის გარდა, 26 მაისს 175 რეკრუტი ფიცს ქვეყნის მასშტაბით ხუთ ლოკაციაზე დადებს: ზუგდიდში, მრავალძალში, უფლისციხეში, ანანურსა და გრემში.

YouTube

22 მაისი 2019, 14:23

ტექნოლოგიები

აგვისტოდან YouTube-ზე არხების გამომწერთა რაოდენობა დამრგვალებულად გამოჩნდება

„ახლა გამომწერთა მთვლელი არხების უმრავლესობაზეა დამრგვალებული. აგვისტოდან ეს ყველა არხს შეეხება, რომლებსაც 1000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ვიცით, რომ გამომწერთა რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბლოგერებისთვის, ასევე მათი ფანებისთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, ისინი წინასწარ გავაფრთხილოთ!“ - წერია განცხადებაში.

22 მაისი 2019, 14:08

საქართველო

მოკლული 7 თვის ბავშვის ოჯახი არასრულწლოვანი დედის მკაცრად დასჯას ითხოვს. ვიდეო

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

პრაღა აქცია

22 მაისი 2019, 13:55

მსოფლიო

ჩეხეთში იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

დემონსტრანტების მტკიცებით, ბენეშოვა ჩეხეთის პრემიერმინისტრის ანდრეი ბაბიჩის წინააღმდეგ გამოძიებას ეწინააღმდეგება. ბაბიჩს ევროკავშირის სუბსიდიების განაწილებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. საუბარია 1,6 მილიონ ევროზე, რომელიც ევროკავშირმა რეკრეაციული კომპლექსის მშენებლობისთვის გამოყო.

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

ინგლისში პლასტმასის საწრუპებისა და ყურის ჩხირების გაყიდვა აიკრძალება

ბრიტანეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიზნად გარემოს დაბინძურების შემცირებას ისახავს. გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად ჯამში პლასტმასის 5 მილიარდ საწრუპს, სასმლის 300 მილიონ მოსარევ ჯოხს და ყურის 2 მილიარდ ჩხირს იყენებენ.

ფეხმძიმე ქალები

22 მაისი 2019, 13:51

ტაბლოიდი

ბოსტონში საავადმყოფოს 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში ერთ-ერთი საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილების 14 მედდა ერთდროულად არის ფეხმძიმედ. ამის შესახებ Massachusetts General Hospital-ი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „დედიკოებო! ონკოლოგიური განყოფილების ოჯახში მატებას ველოდებით. ერთდროულად 14 ფეხმძიმე მედდა, რომელთაგან ერთი ტყუპს ელოდება. ისინი ღიმილის 15 მიზეზს გვაძლევენ“, - წერია პოსტში.

იგორ კოლომოისკი

22 მაისი 2019, 13:51

მსოფლიო

კოლომოისკის ადვოკატი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა

მანამდე ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინაში დაბრუნდა. იგორ კოლომოისკიმ ქვეყანა 2017 წლის ივნისში დატოვა. ის ამ დრომდე შვეიცარიასა და ისრაელში ცხოვრობდა. ბიზნესმენის ქვეყნიდან წასვლა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. 2017 წელს, კიევის სასამართლომ კოლომოისკის ქონება დააყადაღა.