imedi /  24 აპრილი 2019, 14:54 / სანდო წყარო

პროკურატურა ჯიბღაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ლევან ჯიბღაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა განმარტავს დადგენილ პრაქტიკას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.

როდესაც პირს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1, 2 ან 3 ნაწილით, არ არის ნასამართლევი, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სახეზე არ არის ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, პროკურატურა, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. აღნიშნული პრაქტიკა, პროკურატურის მიერ გამოიყენება ყველა იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული პირი აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.

რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას და გასაღებას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 4, 5 ან 6 ნაწილს, როდესაც საქმეში მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი ან  პირს აღმოაჩნდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს პროკურატურა, ასევე დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით", - წერია განცხადებაში.

ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან 0,5659გ კოკაინი, 0,1921გ ექსტაზი(MDMA) ამოიღეს.

პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად 15 000 ლარის გირაო მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ჯიბღაშვილს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით წაუყენეს. ეს მუხლი საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I ან II სიაში შეტანილი დიდი ოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ამ დანაშაულის ჩადენა შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობისთვის მზადაა.

ყველა სიახლე

21 თებერვალი 2020, 12:51

ძალოვნები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ

„მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი“ - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

21 თებერვალი 2020, 12:44

საქართველო

UNHCR-მა დევნილთა სააგენტოს ტექნიკა გადასცა

სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ნიკა გვარამია

21 თებერვალი 2020, 12:38

ძალოვნები

ნიკა გვარამიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი სასამართლო პროცესი გადაიდო

„დღევანდელი სასამართლო გადაიდო იმის გამო, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლო მასზე დასწრება. სასამართლომ ჩანიშნა მომდევნო სხდომების გრაფიკი და საქმის განხილვა გაგრძელდება უკვე მომდევნო კვირას“,- განაცხადა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი

21 თებერვალი 2020, 12:23

საქართველო

ვანო მერაბიშვილი დღეს დაგეგმილ ოპოზიციურ შეხვედრას არ დაესწრება

ვანო მერაბიშვილი დღეს დაგეგმილ ოპოზიციურ შეხვედრაზე მისვლას არ აპირებს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის თქმით, ის მომდევნო ერთი კვირის გატარებას ოჯახთან ერთად გეგმავს. მერაბიშვილი დღეს ახალციხეში ჩავა და მშობლებს მოინახულებს.

21 თებერვალი 2020, 12:09

საქართველო

გიორგი გახარიამ ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

პრემიერმა ნიდერლანდების სამეფოს საქართველოზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობისა და ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

21 თებერვალი 2020, 12:07

საქართველო

თბილისი IFD-ის რენტაბელობის მიხედვით ევროპულ ქალაქებს შორის პირველ ადგილზეა

ქალაქები შეარჩიეს ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა: ქონების რეგისტრაციის საფასური, მოგების გადასახადი, მშენებლობის ნებართვა, სამრეწველო ხარჯები და სხვა. აღნიშნული რეიტინგი 2003 წლიდან მზადდება.

იაგო ხვიჩია

21 თებერვალი 2020, 12:04

საქართველო

იაგო ხვიჩია: არ მაქვს უფლება, მერაბიშვილს შეხვედრაზე მოსვლა ავუკრძალო

მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრებზე, რომელიც საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემების რეფორმირებას ეხება, მერაბიშვილის აზრი საინტერესოა. „ის იყო ამ სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და რეფორმატორი, მის ხელში ეს სისტემა გაძლიერდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანა დოლიძე

21 თებერვალი 2020, 11:43

საქართველო

ანა დოლიძე: მერაბიშვილი უდიდესი ლოდი იქნება იმ პოლიტიკური ძალებისთვის, ვისთანაც ის გაერთიანდება

ვანო მერაბიშვილი საქართველოს მოსახლეობის თვალში დაკავშირებულია ლიკვიდაციების კასკადთან, ძალადობასთან, რეპრესიებთან, აქედან გამომდინარე, მისი საჯარო პოლიტიკაში ყოფნა და პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირება, იქნება უდიდესი ლოდი ამ პოლიტიკური ძალებისთვის და ფაქტობრივად ჩაძირავს მათ, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ზორიანა სკალეცკაია

21 თებერვალი 2020, 11:37

მსოფლიო

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ჩინეთიდან ევაკუირებულებს სოლიდარობას უცხადებს და მათთან ერთად კარანტინში დარჩება

მათთან ერთად შემდეგ 14 დღეს გავატარებ ერთ სივრცესა და პირობებში. ვიმედოვნებ, რომ ჩემი ყოფნა დაამშვიდებს მათ, ვინც ახალ სანჟარებშია. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხალხი ჩვენი თანამემაულეები არიან, ისინი ჩვენთვის უცხოები არ არიან“, - განაცხადა მან.

21 თებერვალი 2020, 11:30

ძალოვნები

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 2 კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბისაგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

ჯამბულ გამცემლიძე

21 თებერვალი 2020, 11:21

საქართველო

ჯამბულ გამცემლიძე: ვეკითხები ვანო მერაბიშვილს, ის კი გამოვიდა 7-წლიანი პატიმრობიდან, მაგრამ ჩემი გიორგი სად არის?!

ვეკითხები ვანო მერაბიშვილს, ის კი გამოვიდა 7-წლიანი პატიმრობიდან, მაგრამ ჩემი გიორგი სად არის?! რომ ამბობს სამარტოო საკანში ვიჯექიო, ნახოს, მათი რეჟიმის მიერ მოკლული ჩემი შვილი სად არის! - ამის შესახებ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამამ, ჯამბულ გამცემლიძემ შალვა რამიშვილის გადაცემაში „პოლიტიკურ ინტერვიუ“ განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

21 თებერვალი 2020, 11:18

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელთან თანამშრომლობის გეგმები განიხილა

შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ლტოლვილთათვის არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, მათ შორის - ქართული ენის შემსწავლელ პროგრამას როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.

21 თებერვალი 2020, 11:11

ტაბლოიდი

ბრუნეიში აღმოჩენილ ლოკოკინის ახალ სახეობას გრეტა ტუნბერგის სახელი დაარქვეს

ლოკოკინის ახალი სახეობა ციკლოფლორიდების ოჯახს განეკუთვნება და გვალვას ვერ უძლებს. იმის გამო, რომ სახეობის გადარჩენა კლიმატის ცვლილების ფონზე საფრთხის ქვეშ დგას, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ლოკოკინისთვის ახალგაზრდა ეკოაქტივისტის სახელი დაერქმიათ.

21 თებერვალი 2020, 11:03

საქართველო

Washington Post: აშშ უერთდება სხვა სახელმწიფოებს და ადანაშაულებს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის განხორციელებაში

თავის განცხადებაში ბრიტანულმა მხარემ აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა „ალბათობის მაღალი ხარისხით“ დაადგინა, რომ ამ შეტევების უკან სწორედ რუსეთი დგას, და რომ შეტევები წარმოადგენს „რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული მტრული და დესტაბილიზაციისკენ გამიზნული ხანგრძლივი კამპანიის ნაწილს“.

21 თებერვალი 2020, 10:43

საქართველო

Wired: აშშ „გრუს“ საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი კიბერშეტევის მოწყობაში ადანაშაულებს

Wired - აშშ-ი ბრალს სდებს რუსეთის დაზვერვის მთავარ სამმართველოს (გრუ) საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი კიბერშეტევის განხორციელებაში. „ათწლეულზე მეტია, რაც რუსი ჰაკერები ცხოვრებას უმწარებენ მეზობელ ქვეყნებს: ხან ესტონურ ვებგვერდებს ბომბავენ და მონაცემთა გაცვლას აბინძურებენ, ხან ელექტროენერგიასაც თიშავენ უკრაინაში“.

ეკა ბესელია

21 თებერვალი 2020, 10:33

საქართველო

ეკა ბესელია: რუსეთს აქვს ინტერესი, საქართველოში არჩევნებზე თავისი გავლენები გაზარდოს

როდესაც გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთს აქვს ინტერესი, რომ თავისი გავლენები ამ არჩევნებზე გაზარდოს, ამას სჭირდება არა მყიფე დემოკრატია და დემოკრატიის დასუსტება, არამედ ძლიერი დემოკრატია და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.

21 თებერვალი 2020, 10:16

საქართველო

კანადა კიბერთავდასხმაზე: ეს იყო რუსეთის მიერ საქართველოში არჩევნების წინ დესტაბილიზაციის გამოწვევის კიდევ ერთი მცდელობა

„ეს იყო რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა, დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ და დარტყმა მიეყენებინა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის“, - ქვეყნების რიცხვს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობენ, კანადა ამ განცხადებით შეუერთდა.

21 თებერვალი 2020, 10:00

მსოფლიო

უკრაინაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებულების ავტობუსებს თავს დაესხნენ

უკრაინის მოქალაქეები ჩინეთიდან ხარკოვში 20 თებერვალს ჩაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, მათ კორონავირუსის სიმპტომები არა აქვთ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ევაკუირებულებს სამედიცინო ცენტრებში განათავსებდნენ, რასაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

ნეიმარი

21 თებერვალი 2020, 09:55

სპორტი

ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მისი რჩეული ფეხბურთელები მესი, სუარესი, მბაპე, პოგბა და აზარი გახდნენ. მედიის ცნობით, საუკეთესოთა სიაში ნეიმარმა არ შეიყვანა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

21 თებერვალი 2020, 09:50

საქართველო

Telegraph-ი საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაწილეობაზე წერს

ბრიტანული უშიშროება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის კიბერთავდასხმის განყოფილებას საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს, ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი აქვეყნებს. უშიშროების სამსახურები შიშობენ, რომ ეს ქმედება შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციის კამპანიის ნაწილი იყოს.