Imedi /  04 მაისი 2019, 14:01 / სანდო წყარო

თელავში ბებიის მხრიდან ძალადობის გამო მოზარდს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პოლიციის მანქანა

კიდევ ერთი ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. თელავის ერთ-ერთ სოფელში 10 წლის ბიჭს სავარაუდოდ ბებია ფიზიკურად გაუსწორდა.

არასრწულოვანი მიყენებული დაზიანებებით პოლიციის თანხლებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშიც მოხვდა. ექიმის თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ბავშვს სახეზე და სხეულის სხვადასხვა ადგილზე დალურჯებები, ცხვირზე შეშუპება აღენიშნებოდა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ პაციენტი სახლში გაწერეს.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს სოციალური მომსახურების კახეთის სამხარეო სააგენტოს. შეტყობინება მათთან პარასკევს,  3 მაისს შევიდა. ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ბებიას უკვე განაშორეს და მასზე დროებით ზრუნვა მამიდას დაეკისრა.

imedinews-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ არიან, რის გამოც ბავშვი ბებიასთან იზრდებოდა.

სოციალურ მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ სავარაუდო მოძალადე ქალს 10 წლის ბიჭზე მეურვეობის კანონიერი უფლება არ ჰქონდა და მასზე მხოლოდ სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მინდობილობა იყო გაცემული.

ბებიის მიერ არასრულწლოვან ბიჭზე ძალადობის შესახებ imedinews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ პირველ კომენტარს სკოლის დირექტორი აკეთებს. მაია ოთარაშვილი აცხადებს, რომ სკოლაში მოსულ ბავშვს სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც სკოლის ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

„ადრე იყო შემთხვევა, მაშინ ბავშვმა თქვა, რომ კატამ დაკაწრა. ბოლოს კი სპეცმასწავლებელმა შენიშნა, რომ ნაკაწრები ჰქონდა და ყურზე სისხლი აღენიშნებოდა. როგორცვე ეს შევამჩნიეთ დავრეკეთ პოლიციაში და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მერე ნათესავმა წაიყვანა ბიჭი თავისთან, ერთ-ერთ სოფელში. ახლა თავს კარგად გრძნობენ. დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეს ბავშვები ბებია-პაპასთან იზრდებოდნენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვია. ის კარგი ყოფაქცევით გამოირჩევა სკოლაში“, - განმარტა სკოლის დირექტორმა მაია ოთარაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია.

ყველა სიახლე

Deutsche Bank-ი

21 ოქტომბერი 2019, 18:48

ეკონომიკა

Deutsche Bank-ი თანამშრომლებს 10%-ით ამცირებს

გერმანიის უმსხვილესი Deutsche Bank-ი თანამშრომლების 10%-ით შემცირებას გეგმავს. ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის კრისტიან შივნინგის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზია ახალი ტექნლოგიების დანერგვის შედეგად ხარჯების შემცირება. მიმდინარე წელს ბანკის მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა.

ადგურ ხარაზია

21 ოქტომბერი 2019, 18:43

საქართველო

სოხუმის დეფაქტო მერი თანამდებობიდან გადადგა

სოხუმის დეფაქტო მერმა ადგურ ხარაზიამ თანამდებობა დატოვა. ხარაზიამ ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ მისი მიზანი "სავარაძელი არასდროს ყოფილა". მისი თქმით, ბევრი ღამე არ ძინებია ადამიანების პრობლემებზე ფიქრში. ადგურ ხარაზია სოხუმის მერის პოსტს 2014 წლიდან იკავებდა.

ქუთაისი აქცია

21 ოქტომბერი 2019, 18:42

საქართველო

ქუთაისში სტუდენტებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს

,,რუსეთი ოკუპანტია“, ,,აფხაზეთი ჩვენი ტკივილია" - ამ სლოგანებით ქუთაისში ლადო მესხიშვილის თეატრის წინ სტუდენტების საპროტესტი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.

21 ოქტომბერი 2019, 18:25

საქართველო

გახარიამ უზბეკეთის ვიცეპრემიერთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უზბეკეთის ვიცე პრემიერმინისტრ ელიორ განიევს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფოტოგრაფია

21 ოქტომბერი 2019, 18:22

ტაბლოიდი

ქუთაისში დანიელმა მოგზაურმა ფულის თხოვნის საინტერესო მეთოდს მიაგნო. ფოტო

დანიიდან საქართველოში ჩამოსასვლელად მან ორ მეგობართან ერთად დიდი გზა გამოიარა. ცოტა ხნის წინ თბილისშიც იყვნენ, ახლა კი ქუთაისში არიან და ბრაზილიაში წასასვლელად ფულს აგროვებენ. ერთი მათგანი ფულს მუსიკის მოსმენაში იღებს, მეორე სუვენირ მაგნიტებს ყიდის, მესამე კი ქუჩაში დახმარებას ითხოვს.

გაზით მოწამვლა

21 ოქტომბერი 2019, 18:19

საქართველო

თბილისში ერთ-ერთ სამორინეში ხუთი ადამიანი გაზით მოიწამლა

თბილისში ერთ-ერთ სამორინეში გაზის გაჟონვის შედეგად ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გლდანში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

21 ოქტომბერი 2019, 18:02

საქართველო

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვების არვე გამოჩნდა. ვიდეო

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვების არვე გამოჩნდა. მათი ვიდეო დაცული ტერიტორიების სააგენტომ გაავრცელა. „მობეზრდათ კლდეებზე ხტუნვა და მრავალფეროვნებისთვის AltiHut-ს ესტუმრნენ, აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვები ყაზბეგის ეროვნულ პარკში"-წერია ვიდეოს აღწერაში.

დომინიკ რააბი დავით ზალკალიანი

21 ოქტომბერი 2019, 17:59

საქართველო

დომინიკ რააბი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება

დავით ზალკალიანმა და დომინიკ რააბმა ლონდონში „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“ დღეს მოაწერეს ხელი. შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს.

სუდიტა ვაჟირალონგკორნი

21 ოქტომბერი 2019, 17:56

მსოფლიო

ტაილანდის მეფის მეუღლეს სამეფო ტიტულები ჩამოართვეს

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ვაჟირალონგკორნი "ამბიციური" იყო და "მეფის სტატუსამდე ასვლას ცდილობდა". "სამეფო კონსორტის ქმედებები უპატივცემულობად განიხილეს", - წერია განცხადებაში. ის თითქმის საუკუნის განმავლობაში პირველი ადამიანი იყო, რომელსაც სამეფო კონსორტის წოდება მიენიჭა.

რომის პაპის ავტოგრაფი

21 ოქტომბერი 2019, 17:53

ეკონომიკა

რომის პაპის ავტოგრაფით Harley-Davidson-ი აუქციონზე £42 ათასად გაიყიდა

მოტოციკლი Harley-Davidson-ი რომის პაპის ფრანცისკეს ავტოგრაფით ქალაქ სტაფორდში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე 42 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ BBC სააუქციონო სახლ Bonhams-ზე დაყრდნობით წერს.

სალომე ზურაბიშვილი ჯუნიჩი ნიჰეი

21 ოქტომბერი 2019, 17:29

კულტურა

ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანიას ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ კომპანიას-Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ტოკიოში, Japan Arts- ში შეხვედრაზე დააყენა. ეს კომპანია უკვე 40 წელზე მეტია, მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა

თბილისის საქალაქო სასამართლო

21 ოქტომბერი 2019, 17:20

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა ბრალი აღიარა

20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ილია მემარნიშვილმა, წარდგენილი ბრალი აღიარა. ამის შესახებ თავისმა ადვოკატმა, ალექსანდრე მუკბანიანმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ადვოკატის თქმით, მან სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ ცალკე წარმოებად გამოიყოს მემარნიშვილის საქმე.

იური ვაზაგაშვილი

21 ოქტომბერი 2019, 17:12

საქართველო

იუსტიციის სამინისტრო: სახელმწიფო ვაზაგაშვილებს კომპენსაციას 18 იანვრამდე გადაუხდის

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ე. წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სახელმწიფო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელე მხარისათვის კომპენსაციის გადახდას აგვიანებდეს, სიმართლე არ არის და საზოგადოების მოტყუების მცდელობაა.

მატარებელი

21 ოქტომბერი 2019, 17:04

ძალოვნები

მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰერმან მაშაბა

21 ოქტომბერი 2019, 16:42

მსოფლიო

იოჰანესბურგის მერი რასიზმზე თავისი მოსაზრებების გამო თანამდებობიდან გადადგა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა, სამხრეთ აფრიკის ოპოზიციური დემოკრატიული ალიანსის წევრი, რასიზმთან დამოკიდებულებების გამო იოჰანესბურგის მერის თანამდებობიდან გადადგა და პარტიაც დატოვა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

21 ოქტომბერი 2019, 16:33

მსოფლიო

2016 წლის შემდეგ ლუკაშენკო ევროკავშირის წევრ ქვეყანას პირველად ესტუმრება

ალექსანდრე ლუკაშენკო ავსტრიაში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვან დერ ბელენს შეხვდება. ვიზიტი 12 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. ბოლოს ლუკაშენკო ევროკავშირში 2016 წლის მაისში იმყოფებოდა, როდესაც ის ვიზიტით იტალიაში ჩავიდა.

ფეხბურთი

21 ოქტომბერი 2019, 16:26

ტექნოლოგიები

კვლევა: ფეხბურთელებში დემენცია სხვა ადამიანებთან შედარებით სამჯერ უფრო ხშირია

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 7676 გარდაცვლილი ფეხბურთელის ავადმყოფობის ისტორიები შეისწავლეს და მონაცემები სხვა პროფესიების 23 ათასი წარმომადგენლის ავადმყოფობის ისტორიებს შეადარეს. თავდაპირველად სპეციალისტებს ბურთზე თავის დარტყმასა და ტვინის პათოლოგიების განვითარებას შორის კავშირის შესწავლა სურდათ.

21 ოქტომბერი 2019, 16:19

ვიდეო

ქალები უფლებებისთვის - ირანელი მარიამის ბრძოლა თავისუფლებისთვის

ირანი მიწისძვრა

21 ოქტომბერი 2019, 16:19

მსოფლიო

ირანში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი თეირანიდან 1000 კილომეტრის მოშორებით მდებარე ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ კუხერდში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

საქართველოს პარლამენტის შენობა

21 ოქტომბერი 2019, 16:14

საქართველო

მაია ცქიტიშვილი და „ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი პარლამენტში დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები საქართველოს ვიცეპრემიერსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ.