imedi /  05 მაისი 2019, 22:23 / სანდო წყარო

კანიბალიზმის საქმეზე მსჯავრდებული: ეს ის დანაშაული იყო, რომელიც უნდა მომხდარიყო

კანიბალიზმის საქმე

ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილი

"ადამიანი, როდესაც დანაშაულს სჩადის, ადრე თუ გვიან მაინც ხვდება ციხეში. გამოუძიებელი და დაფარული არაფერი არ არის. ეს ისეთი საქმე იყო, რომელიც აუცილებლად გაიხსნებოდა", - ამის შესახებ ე.წ. კანიბალიზმის საქმის მონაწილემ, მსჯავრდებულმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა "იმედის კვირასთან" ინტერვიუში თქვა. 

22 წლის ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მკვლელობის დეტალების შესახებ "იმედის კვირასთან" ისაუბრა. მკვლელობის საქმე რომელიც 2016 წლის 19 ოქტომბრით თარიღდება, იმდენად მძიმე იყო, რომ სასამართლო პროცესი მალევე დაიხურა. დააკავეს 6 ახალგაზრდა. მათგან ორი სასჯელს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის იხდის. მათ ირმა ყოჩიაშვილის გამზრდელი დედა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი მოკლეს. 

ირმა ყოჩიაშვილი ახლა სასჯელს რუსთავის ქალთა კოლონიაში იხდის. "იმედის კვირა" მასთან სწორედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა. როგორც ირმა ყოჩიაშვილი "იმედის კვირასთან" საუბარში ამბობს, გამზრდელი დედა მას ცუდად ექცეოდა და ეს არ იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. "მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს, მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. მაქვს სინანული იმის როგორც მოკალი, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა, ადამიანს მოუსწრაფე სიცოცხლე, რისი უფლებაც არ გაქვს", - ამბობს ირმა მკვლელობიდან სამი წლის შემდეგ. 

მსჯავრდებულის თქმით, მათ ვერ დაუდასტურეს კანიბალიზმის ბრალდება. ირმა სასაცილოდ მიიჩნევს საზოგადოებაში გაჩენილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მკვლელობა გარკვეული რიტუალის მიზნით მოხდა და რომ ის და მასთან ერთად მსჯავრდებულები "რაღაც სექტის წევრები არიან".

კითხვაზე აცნობიერებდა თუ არა მაშინ რასაც აკეთებდა, დღეს ირმას პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა მაინც ამბობს, რომ ალბათ უფრო ვერ აცნობიერებდა. 

ირმა ყოჩიაშვილი მასზე ბექა შენგელიას გავლენის შესახებ დასმულ შეკითხვასაც პასუხობს. როგორც ირმა ამბობს, ბექა შენგელია (რომელსაც ამ მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი) მასზე ზეწოლას არ ახდენდა, "არანაირი ბიძგი არ მოუცია,რომ რამე შემეცვალა ჩემ ცხოვრებაში".

"ეს ის დანაშაული იყო, რომელიც უნდა მომხდარიყო, ბავშვობიდანვე მქონდა განცდა რომ ციხეში მოვხვდებოდი. ფსიქოლოგიურად ამ ყველაფრისთვის მზად ვიყავი.

რა ზიანი მივაყენე და რაც დავუშავე, მაინც განვიცდი და ემოციურად ვარ განწყობილი. აქედან რომ გავალ შეიცვლება ჩემი ცხოვრება და მსგავს რამეს არც გავაკეთებ და არც ვიფიქრებ რომ გავაკეთო", - თქვა ირმა ყოჩიაშვილმა "იმედის კვირასთან".

საბოლოოდ სასამართლომ ბექა შენგელიას უვადო, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს ოცი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ირმა კიდე 17 წელიწადნახევარს  ციხის გისოსებს მიღმა გაატარებს. 

სრული ინტერვიუ იხილეთ ამ ბმულზე. 

ყველა სიახლე

ბორდო

26 მაისი 2019, 00:37

მსოფლიო

ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის

საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ცენტრში რამდენიმე შენობა იწვის. ტელეარხ BFMTV-ის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაზე 100-ზე მეტი მეხანძრე მუშაობს.გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეორე სართულზე განჩდა და მიმდებარე შენობებზე გავრცელდა, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა.

დონალდ ტრამპი

25 მაისი 2019, 23:50

მსოფლიო

Twitter-მა დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ორი ძმა სამუდამოდ დაბლოკა

სოციალურ ქსელში დაასკვნეს, რომ ედ და ბრაიან კრასენშტეინები იყენებდნენ ყალბ ექაუნთებს, რათა ამერიკის ლიდერის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება უფრო ფართო მასშტაბებში წარმოეჩინათ. „Twitter-ის წესები ყველაზე ვრცელდება. რამდენიმე ყალბი ანგარიშის წარმოება მკაცრად აკრძალულია“, - განაცხადეს კომპანიაში.

25 მაისი 2019, 23:25

თემა

„ისტორიული არჩევნები“. როგორ არის მოწყობილი ევროპარლამენტი და რას წყვეტს ის?

25-26 მაისს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანოს უფლებამოსილებები დიდი არ არის, ამ კენჭისყრას უკვე უწოდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის ისტორიაში.

გადაღლილობა

25 მაისი 2019, 23:21

ტექნოლოგიები

გადაღლილობა დაავადებად აღიარეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) მე-11 ვერსია დაამტკიცა. სიის ახალ რედაქციაში გადაღლილობა და ლუდომანია ფსიქოლოგიური აშლილობებად დასახელდა. გადაღლილობა, რომელიც ასევე „ემოციური გადაწვის სინდრომის“ სახელით არის ცნობილი, განმარტებულია როგორც „სამსახურთან დაკავშირებული ქრონიკული სტრესით გამოწვეული ფიზიკური და ფსიქიკური დაუძლურება“.

პონ ჯუნ ჰო

25 მაისი 2019, 22:51

კულტურა

კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ სამხრეთკორეელმა პონ ჯუნ ჰომ მიიღო

Guardian-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ფესტივალის ჟიურიმ გამარჯვებულთა გამოცხადების საზეიმო ცერემონიაზე გამოაცხადა. კანის კინოფესტივალის ჟიურიმ, რომელსაც მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა, კორეელი რეჟისორი ფილმ „პარაზიტებისთვის“ დააჯილდოვა.

25 მაისი 2019, 22:29

კულტურა

„სამეფო კარის თამაშებში“ 6 887 პერსონაჟი მოკვდა

გამოცემა The Washington Post-მა სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დაღუპული პერსონაჟების რიცხვი დათვალა. მათი მთლიანი ჯამი 6 887-ია. ყველაზე სასტიკი ფინალური სეზონი აღმოჩნდა. ბოლო სეზონის განმავლობაში 4 548 ცხედარი დათვალეს, რომელშიც შედიოდა როგორც მნიშვნელოვანი პერსონაჟები, ასევე უბრალო ჯარისკაცები და მოსახლეობა.

„მაკდონალდსი“

25 მაისი 2019, 22:20

ეკონომიკა

აშშ-ში „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელი გაიფიცა

სწრაფი კვების რესტორნების ქსელის „მაკდონალდსის“ ასობით თანამშრომელმა აშშ-ში გაფიცვა გამოაცხადა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისინი დაბალ ანაზღაურებას, სახიფათო პირობებში მუშაობას და სექსუალურ შევიწროებას აპროტესტებდნენ. პროფკავშირებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, 13 ამერიკულ ქალაქში რამდენიმე ასეულმა თანამშრომელმა სამუშაო ადგილები „პიკის საათში“ დატოვა.

ნიკა გვარამია

25 მაისი 2019, 22:08

საქართველო

„რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლის ლადო ჭანტურიას აცილებას ითხოვს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ ნიკა გვარამიამ განაცხადა, ლადო ჭანტურია ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლებისგან იღებს.

25 მაისი 2019, 21:45

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი ამოიფრქვა

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანი აგუნგი ამოიფრქვა, რის გამოც ქვეყნაში ასობით ავიარეისი გადაიდო. ვულკანი ღამე ამოიფრქვა. BBC-ის ცნობით, ამჟამად ყველა გადადებული ფრენა აღდგა. მიუხედავად ვულკანის გააქტიურებისა, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გამხდარა.

დავით ზალკალიანი

25 მაისი 2019, 20:58

საქართველო

ზალკალიანი: საინჟინრო სამუშაოები აზერბაიჯანის მხარეს მიმდინარეობდა

„გვაქვს სამი მოცემულობა - არის ტერიტორია ქედს მიღმა, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიაა, არის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ეკუთვნის და ერთი მესამედი სადავო ტერიტორია. საინჟინრო სამუშაოები ხდებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა.

„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქცია

25 მაისი 2019, 20:34

მსოფლიო

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პოლიციამ პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ტელეარხი BFMTV იუწყება. მისი ინფორმაციით, პოლიციასა და ყვითელჟილეტიანებს შორის შეტაკებები რესპუბლიკის მოედანზე მოხდა.

25 მაისი 2019, 20:01

საქართველო

ქალთა მოძრაობა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს

ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ სტუდენტმა, რომელმაც ლექტორი ამხილა უარი თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებაზე. მათი თქმით, იურისტი, რომელიც გოგომ დაიქირავა მოძალადის მხარდამჭერ პოზიციას აჟღერებს.

25 მაისი 2019, 19:14

ტექნოლოგიები

„მსოფლიო ინტერნეტისთვის“ განკუთვნილი თანამგზავრები დედამიწიდან დაინახეს

კომპანია SpaceX-მა 23 მაისს ორბიტაზე გლობალური ინტერნეტ-პროექტისთვის Starlink 60 თანამგზავრი გაუშვა. თანამგზავრები, რომელთა წონა 227 კილოგრამია, დედამიწის ირგვლივ იფრენენ. მზის ენერგიის საშუალებით, მათ შეეძლებათ მთელ მსოფლიოს მიაწოდონ ინტერნეტი.

ნასერ ელ-ხელაიფი

25 მაისი 2019, 18:57

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურა პსჟ-ს პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პროკურატურა სწავლობს 3,5 ოდენობის ორ ფულად გადარიცხვას, რომელიც 2011 წელს ელ-ხელაიფისა და მისი ძმის ხალიდის კუთვნილმა კომპანია Oryx Qatar Sports Investment-მა სენეგალელი ბიზნესმენის პაპა მასატა დიაკის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე განახორციელა.

გიორგი ყავლაშვილი

25 მაისი 2019, 18:57

საქართველო

ადვოკატი: „რუსთავი 2“-ის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

„რუსთავი 2“-ის 9%-ანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითვალისწინებდა, დაკმაყოფილდა. ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანიაში პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ განაცხადა. თუ ამის შემდეგ, კომპანიასთან სამართლებრივი პრეტენზიები დარჩება ძალაში, ადვოკატი აცხადებს რომ, გადაწყვეტენ დავა არბიტრაჟში დასრულდება, თუ სასამართლოში.

ამერიკული სამხედრო გემი

25 მაისი 2019, 18:52

მსოფლიო

აშშ-ში დამნაშავედ ცნეს მეზღვაური რომელიც რუსეთში საიდუმლო ინფორმაციის გადაგზავნას ცდილობდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ოფიცერს სტივენ კელოგს, რომელიც ჟურნალისტისთვის რუსეთში გასაგზავნად საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

25 მაისი 2019, 18:46

საქართველო

გორის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დაისეტყვა

მერეთის, ნიქოზის, ახალუბნის, ტირძნისის და დიცის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ამბობენ რომ დაზიანდა და განადგურდა ვაზი, ხეხილი და ერთწლიანი კულტურები. სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალი ჯერ უცნობია. რწმუნებულები ვითარებას ადგილზე სწავლობენ.

25 მაისი 2019, 18:33

მსოფლიო

საგარეო უწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს

საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. კერძოდ თურქეთში, ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, ირლანდიასა და სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე. ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

შემთხვევის ადგილი

25 მაისი 2019, 18:14

მსოფლიო

მედია: პოლიციამ ლიონში აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა

ფრანგმა სამართალდამცველებმა 24 მაისს ლიონში საფეხმავლო ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV იუწყება. წყაროს ინფორმაციით, „ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, უბრალოდ მან საკუთარი კვალი დატოვა“.

თავისუფლების მოედანი

25 მაისი 2019, 17:54

საქართველო

საქართველო 26 მაისისთვის ემზადება

ხვალ 26 მაისია, - დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ხვალ მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. თავისუფლების მოედანზე 288 რეკრუტი ქვეყნის წინაშე ფიცს დადებს. ამ დღეს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც იქნება წარმოდგენილი.