Imedi /  06 მაისი 2019, 11:23 / დაუდასტურებელი

საქართველოში ჩადენილი ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქეებს 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

პროკურატურა

პროკურატურა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის ბრალდებულ ირანის ორ მოქალაქეს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. 

მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პ.გ.-მ და ს.გ.-მ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, სხეულში დამალეს და 2018 წლის 4 დეკემბერს უკანონოდ შემოიტანეს საქართველოში. ლაპარაკია პ.გ.-ს მიერ 8 აბ (0.1922 გრ.) ნარკოტიკულ საშუალება ,,მეთადონსა’’ და 51,3823 გრ. „ჰეროინზე’’, ხოლო ს.გ.-ს მიერ 51,2325 გრ. ,,ჰეროინზე’’.

სამართალდამცველებმა ორივე პირი იმავე დღეს ქ. რუსთავში დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  საქართველოში უკანონოდ შემოტანა) და 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ყველა სიახლე

დავით ბაქრაძე გიგი უგულავა

15 სექტემბერი 2019, 14:22

საქართველო

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო სიის შედგენის წესს ცვლის

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ევროპული საქართველო“ სიის შედგენის ახალ წესზე გადადის. ამ საკითხთან დაკავშირებით პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ოთახში ბრიფინგი გაიმართა. ახალი წესის მიხედვით, კანდიდატი ირჩევს კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულს და ამ ტერიტორიულ ერთეულში მიღებული ხმების შესაბამისად დალაგდება კანდიდატების საბოლოო რეიტინგი.

ავტოპარკი

15 სექტემბერი 2019, 14:12

საქართველო

აუდიტი: საჯარო სამსახურებში საწვავს მივლინებების და შვებულების დროსაც ხარჯავენ

სახელწიფო აუდიტმა სამინისტროების ავტოპარკის მართვის და რეგულირების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშმა აჩვენა, რომ საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხებს საწვავში მაშინ ხარჯავდნენ, როცა მივლინებებში იყვნენ ან შვებულებით სარგებლობდნენ.

ლომი

15 სექტემბერი 2019, 14:00

მსოფლიო

ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქში ლომები გამოჩნდნენ

თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებზე ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მოსეირნე სულ მცირე 7 აზიური ლომი ჩანს. სატყეო სამსახურის წარმომადგენლის სუნილ ქუმარ ბერვალის განცხადებით, ლომები ჯუნაგადჰიდან 70 კილომეტრში მდებარე გირის ტყიდან მოვიდნენ.

მეგი ნიკოლსონი გიორგი გახარია

15 სექტემბერი 2019, 13:53

საქართველო

პრემიერი ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ადამიანის უფლებების დაცვის ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაური მეგი ნიკოლსონს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებზე ესაუბრა.

გაუპატიურების მცდელობა

15 სექტემბერი 2019, 13:37

ძალოვნები

პოლიციამ ქუთაისში ქალზე თავდასხმის გამო კაცი დააკავა

ქუთაისში 21 წლის ქალზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევა ხარებავას ქუჩაზე მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, ხარებავას ქუჩაზე მდებარე კორპუსში მდებარე ბინაში კაცი გაზის კომპანიის თანამშრომლის სახელით შევიდა, რა დროსაც ახალგაზრდა ქალი მარტო იმყოფებოდა. პოლიციამ კაცი გაუპატიურების მცდელობის გამო დააკავა.

მოპარული ნივთები

15 სექტემბერი 2019, 13:32

ძალოვნები

ბარსელონაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ბარსელონაში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიური პოლიცია ავრცელებს. დაკავებულებს ბარსელონასთან მდებარე დაბა ბაშ-ლიობრეგატში 7 სახლის ძარცვა ედებათ ბრალად. პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულებს შემდეგი ძარცვის ათობით სახლი ჰქონდათ მონიშნული.

15 სექტემბერი 2019, 13:14

ძალოვნები

თბილისში მუშა დაიღუპა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა. imedinews საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს, რომ ინციდენტი დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. როდესაც შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები მივიდნენ, მუშა გარდაცვლილი დახვდათ. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ზუსტდება.

აბას მუსავი

15 სექტემბერი 2019, 13:10

მსოფლიო

ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

ინფორმაციას ამის შესახებ The New York Times-ი ავრცელებს. „მაქსიმალური ზეწოლის პოლიტიკა, რომელსაც აშშ მისდევდა, ჩავარდა და ახლა მაქსიმალური ტყუილის პოლიტიკის გატარება დაიწყო“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავიმ.

ოქროს უნიტაზი

15 სექტემბერი 2019, 12:26

ტაბლოიდი

ბრიტანეთში მოპარული ოქროს უნიტაზის ზუსტი ფასი დასახელდა

დიდ ბრიტანეთში მდებარე ბლენჰეიმის სასახლიდან 2019 წლის 14 სექტემბერს მოპარული ოქროს უნიტაზი $6 მილიონი ღირს. ამის შესახებ სასახლის მთავარმა მმართველმა დომინიკ ჰერმა განაცხადა. ჰერი აღნიშნავს, რომ ბლენჰეიმის სასახლეში მსგავსი ინციდენტი არასდროს მომხდარა, რადგან დაცვის სისტემა გამართულად მუშაობს. თუმცა მომხდარი ძარცვის შემდეგ სისტემა გადაიხედება.

რუდი გუტენდორფი

15 სექტემბერი 2019, 11:58

სპორტი

გერმანიაში მსოფლიო რეკორდსმენი საფეხბურთო მწვრთნელი გარდაიცვალა

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ​სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში გუტენბერგი 55 გუნდს, მათ შორის 18 ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. ფეხბურთის მიმართ სიყვარულისა და გაწვრთნილი გუნდების რეკორდული რაოდენობის გამო გულშემატკივრებმა მას „დაუღალავი რუდი“ შეარქვეს.

15 სექტემბერი 2019, 11:55

ტაბლოიდი

აშშ-ში ქალმა ძილში ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა

აშშ-ში, კალიფორნიაში მცხოვრებმა ქალმა ჯენა ევანსმა ძილში შემთხვევით ნიშნობის ბეჭედი გადაყლაპა, ამის შესახებ The Mirror-ი წერს. გამოცემის ცნობით, ქალს ღამე კოშმარი დაესიზმრა. თითქოს ბოროტმოქმედი მატარებელში მისთვის ბეჭდის წართმევას აპირებდა. ქალმა მძარცველისაგან გადარჩენის მიზნით, ბეჭედი შემთხვევით გადაყლაპა.

სტრესი

15 სექტემბერი 2019, 11:12

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სტრესზე ადამიანების რეაქციის მიზეზი ამოხსნეს

ცილა, რომელსაც ადამიანის ძვლები შეიცავს, შესაძლოა ორგანიზმის სტრესზე რეაგირების მიზეზი გახდეს. ამ საკითხზე გამოცემა Scientific American-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. მანამდე 10 წლეულების მანძილზე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ სტრესის დროს რეაქციაზე პასუხს ჰორმონები აგებდნენ. თუმცა ახლა გაირკვა, რომ ეს ოსტეოკალცინია, რომელსაც ადამიანის ძვლები გამოიმუშავებს.

ბორის ჯონსონი ჰალკი

15 სექტემბერი 2019, 10:58

ტაბლოიდი

The Sun-მა ბორის ჯონსონი ჰალკს შეადარა

ბრიტანულმა გამოცემამ The Sun-მა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კომიქსების სუპერგმირ ჰალკს შეადარა. ასე გამოეხმაურა გამოცემა ბორის ჯონსონის განცხადებებს, რომელიც მან ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრამდე გააკეთა.

გამოფენა „რედისონ ქოლექშენში

15 სექტემბერი 2019, 10:17

კულტურა

„რადისონ ქოლექშენში“ ხათუნა მაისურაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

„კლასიკური მუსიკა ფერებით“ - ამ სახელწოდების პერსონალურ გამოფენას წინანდლის „რადისონ ქოლექშენი“ მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ხათუნა მაისურაძის 30-მდე ძველი და ახალი ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. მხატვრის ინსპირაცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გახდა, რომელიც ჭავჭავაძეების მამულში 8 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრამდე გრძელდება.

თავდასხმა ნავთობტერმინალებზე

15 სექტემბერი 2019, 10:07

ეკონომიკა

აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.

ECOWAS-ის სამიტი

15 სექტემბერი 2019, 09:20

მსოფლიო

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Magrib Arab Press-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამიტზე მიიღეს.

ანსუ ფატი

15 სექტემბერი 2019, 09:05

სპორტი

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელმა მორიგი რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ანსუ​ ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში საკუთარ აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ვალენსიასთან“ მატჩში გვინეა-ბისაუელმა შემტევმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა, კიდევ ხუთ წუთში კი მისი პასით „ვალენსია“ ფრენკი დე იონგმა დაამწუხრა.

კანადის პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

კანადაში სროლას მსხვერპლი მოყვა

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBC ავრცელებს. ინციდენტი საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლული მოზარდი და ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ქალი და კიდევ ოთხი მოზარდი აღმოაჩინეს.

პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 08:40

ძალოვნები

პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ძებნილი ადამიანი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები. ამის შემდეგ ა.ხ-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინსესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა.

სეკინატ იბრაჰიმოვა

15 სექტემბერი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ჩეჩნეთის მოსახლეობა კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის

ჩეჩნეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება რესპუბლიკის მოსახლეობა სეკინატ იბრაჰიმოვას დაკავებას, რომელიც პოლიციამ ჯადოქრობაში დაადანაშაულა. ჯადოქრის დაკავებას ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა.