imedi /  09 მაისი 2019, 16:51 / სანდო წყარო

ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოკითხავენ

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილს ციხიდან გაყვანის ეპიზოდზე, ადვოკატის თანდასწრებით გამოკითხავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, გამოკითხვა ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნის შესაბამისად ჩატარდება.

როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, 2019 წლის 21 მარტს, ადვოკატმა წერილობითი შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ერთ-ერთ პუნქტად მოითხოვა, რომ გამოიკითხოს ვანო მერაბიშვილი და გადაიდგას ნაბიჯები, რათა დადგინდეს, შეუძლია თუ არა მას პირების იდენტიფიცირება.

"ივანე მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, ხოლო 2016 წლის 24 ივნისს, იგი სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. ორივე შემთხვევაში ივანე მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მას არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის. ამდენად, ორივე შემთხვევაში, ამოცნობის ჩატარება იყო შეუძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 12 ივლისს სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს", - წერია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წელს დააკავეს. 

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ამჟამად პატიმარმა ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა დანაშაულზე ედავება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 20 ნოემბერს შეიტანა.

2016 წლის 14 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და მერაბიშვილის მიმართ ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. მერაბიშვილის საქმეზე სტასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მთავრობამ 5 ათასი ევრო გამოყო.

ყოფილი მინისტრის პრეტენზიებიდან ერთ-ერთი საკნიდან მის უკანონო გაყვანას უკავშირდება.

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა და განაცხადა, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი გამოძიებით არ დადასტურდა.

ყველა სიახლე

17 თებერვალი 2020, 13:16

საქართველო

ხონში სკოლას სასწავლო პროცესის დროს ცეცხლი გაუჩნდა

ხონში, ჩაისუბნის სკოლა იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილოზებული. ცეცხლი სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა და ხანძრის გამო საგაკვეთილო პროცესი შეწყდა.

17 თებერვალი 2020, 13:10

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური გაფიცვას გეგმავს

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური შესაძლოა, გაიფიცოს. მათი განცხადებით, სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია და ტელევიზიიდან არასასურველ კადრებს იშორებენ. შექმნილ ვითარებაზე პასუხიმგებლობას ისინი დირექტორს, ბორდსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს აკისრებენ და გეგმავენ, დიპლომატიურ კორსპუსაც მიმართონ.

17 თებერვალი 2020, 13:01

ძალოვნები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული დ.მ. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე დააკავეს.

ნათია თურნავა

17 თებერვალი 2020, 12:59

ეკონომიკა

ნათია თურნავა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების აღდგენას გამორიცხავს

„ანაკლიის განვითარების კონსურციუმთან შეწყვეტილი ხელშეკურულება არ აღდგება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონსორციუმის სუვერენული უფლებაა, მიმართოს არბიტრაჟს. თურნავა იმედოვნებს, რომ ეს საკითხი უფრო მშვიდობიანად მოგვარდება.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები

17 თებერვალი 2020, 12:54

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა შვეიცარიისა და სერბეთის გუნდებან ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. პირველი ვარჯიში თბილისის სპორტის სასახლეში გუშინ საღამოს გაიმართა, რომელშიც თოთხმეტი კალათბურთელი მონაწილეობდა.

ვალერი გელაშვილი

17 თებერვალი 2020, 12:46

საქართველო

საპროცედურო კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ გელაშვილს კენჭი პარლამენტის სხდომაზე უნდა უყარონ. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა.

დონალდ ტრამპი

17 თებერვალი 2020, 12:45

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, ოჯახი და ქვეყანაა. CBNNEWS-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა Daytona-500-ის ავტორბოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 თებერვალი 2020, 12:41

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში რუსეთის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა დაგმო

„აშშ-ის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იდლიბში განვითარებული ძალადობის გამო და მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით გადადგმული ნაბიჯებისთვის“, - წერია განცხადებაში. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს.

ანრი ოხანაშვილი

17 თებერვალი 2020, 12:22

საქართველო

ანრი ოხანაშვილი: ნაცმოძრაობა გაღიზიანებულია იმის გამო, რომ შოთაძემ სისტემური დანაშაულების ჩამდენი პირები პასუხისგებაში მისცა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და პირებს, ვინც სისტემური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდა, ბრალი წაუყენა.

გრიგოლ ვაშაძე

17 თებერვალი 2020, 12:19

საქართველო

გრიგოლ ვაშაძე: აუცილებელია, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ჰყავდეს

ყველაზე მთავარი, რაც დღეს ოპოზიციამ უნდა გააკეთოს, ეს არის არჩევნებამდე, არჩევენების დროს და არჩევნების შემდეგ ერთიანობის შენარჩუნება. აუცილებელია, ყველა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ჰყავდეს, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიები კონკურენციას არ გაუწევენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

ლებრონ ჯეიმსი იანის ანტეტოკუნმპო

17 თებერვალი 2020, 12:13

სპორტი

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში ლებრონ ჯეიმსის გუნდმა გაიმარჯვა

ჩიკაგოში ნაციონალური საკალათბურთო ასოციიციის (NBA) ყველა ვარსკვლავის 69-ე მატჩი გაიმართა. ლებრონ ჯეიმსისა და იანისის ანტეტოკუნმპოს გუნდების მატჩში ანგარიშით 157:155 ლებრონის გუნდმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

გერმანია პოლიცია

17 თებერვალი 2020, 11:57

მსოფლიო

გერმანიაში დააკავეს რადიკალები, რომლებიც მეჩეთებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ

გერმანიაში დააკავეს რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაცია „მყარი ბირთვის“ 12 წევრი, რომლებიც მეჩეთებზე, პოლიტიკოსებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

17 თებერვალი 2020, 11:52

საქართველო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან ხმაური იყო

აქციის მონაწილეებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც ხმაური მოჰყვა. “ვერ შეგვაშინებთ”, „ყველას ვერ დაგვიჭერთ” - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაბედეს იმ წევრებს, რომელთა სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

ბექა ნაცვლიშვილი

17 თებერვალი 2020, 11:50

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილი: ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს

ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ღამის შრომის ანაზღაურების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს, - ამის შესახებ ბპარლამენტში ბრიფინგზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი

17 თებერვალი 2020, 11:48

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება

„ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა, არ არის დემოკრატია, ხალხის ერთიანობა და დასავლური გზა. არ შემიძლია ამის ყურება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას და ვეცდები, ვემსახურო ჩვენს დასავლურ არჩევანს ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს ექს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ოფიციალურ Twitter-ზე წერს.

პარლამენტი დაპირისპირება

17 თებერვალი 2020, 11:39

საქართველო

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა აქტივისტმა პარლამენტში შესვლა სცადა.

იუსტიციის სახლი

17 თებერვალი 2020, 11:37

საქართველო

შშმ პირების დასახმარებლად იუსტიციის სახლის თანამშრომლები ჟესტურ ენაში გადაამზადეს

ჟესტურ ენაში იუსტიციის სახლის თანამშრომლების გადამზადების მეორე ეტაპი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდების მიზნით ხორციელდება.

17 თებერვალი 2020, 11:22

საქართველო

გერმანიაში ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო 2022 წელს ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება. გერმნიაში მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB Berlin საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა.

17 თებერვალი 2020, 11:21

მსოფლიო

სალვადორში ავტოკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც

11 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა სალვადორში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა. ინციდენტი ლა-ლიბერტადის რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებით, ჰოსპიტალში 22 ადამიანი გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულთა შორის 6 ბავშვია. ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

17 თებერვალი 2020, 11:17

ეკონომიკა

თბილისს ისრაელიდან იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ

იურისტები საქრთველოს კანონმდებლობას გაეცნობიან და საქართველოში ინვესტირების მსურველ კომპანიებს საქართველოში ჩამოსასვლელად მოამზადებენ, ასევე შეისწავლიან, როგორ მუშაობს საქართველოში ისრაელის ბიზნესი და ხვდებათ თუ არა მათ სირთულეები.