imedi /  12 მაისი 2019, 17:42 / სანდო წყარო

გახარია: 1 წელიწადში „კლუბური“ ნარკოტიკით გარდაცვლილთა რიცხვი კრიტიკულად შემცირდა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის კანცელარიაში პარლამენტის შენობის წინ ბიუსტის დადგმის შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო ერთ წელში ე.წ. კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდების გარდაცვალების რიცხვი კრიტიკულად შემცირებულია. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას - პოლიცია ამ ბიუსტით ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას დაიცავს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"პირველი რა თქმა უნდა ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ ეს არაერთხელ  დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის მზად ვართ მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ როგორც ჩვენი ოპონენტებისგან ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც და აქ ვერ ვხედავთ ვერანაირ პრობლემას. 

შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება. 12 მაისის შემდეგ როდესაც ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, კლუბებთან დაკავშირებული, კლუბური ნარკოტიკების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტი ერთი წლის განმავლობაში გვქონდა 2 შემთხვევა. ორი ტრაგიკული შემთხვევა. რა თქმა უნდა ესეც ბევრია, მაგრამ, ყველას კარგად გვახსოვს, ერთი წლის წინ ყოველი პარასკევი და შაბათი ამ ქალაქში იყო უმძიმესი მოლოდინის დღეები და იმდენად კრიტიკულად არის შემცირებული ასეთი შემთხვევები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა 2 ტრაგიკული შემთხვევა. 

ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი, ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნება არც ერთი დახურული ზონა. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს რომლებმაც ეს ტრაგედია გამოიარეს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ, როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით დღესაც, დავიცავთ იმ ბიუსტით გამოხატვის თავისუფლებას რომელიც დგას აქ რუსთაველზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ხმოვანი ბიუსტი დადგეს. ბიუსტზე განთავსებულია სპეციალური ღილაკი, თითის დაჭერისას კი ისმის გიორგი გახარიას სიტყვები „მოდით დავიწყოთ ბოდიშით... ბოდიში“. აქციის მონაწილეები ამ ფორმით ზუსტად ერთი წლის წინ კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსეხმაურებიან.

ყველა სიახლე

ჰონგ-კონგი

17 სექტემბერი 2019, 16:55

მსოფლიო

100-წამიან ვიდეოში ასახული ჰონგ-კონგის ანტისამთავრობო აქციების 100 დღე

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა. BBC-მ ჰონგ-კონგის დემონსტრაციების 100 დღეს 100-წამიანი ვიდეო მიუძღვნა. პროტესტის ძირითადი ტალღა ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა. ახლა დემონსტრანტები სხვა მოთხოვნების შესრულებას მოითხოვენ.

პოლიცია დანაშაული

17 სექტემბერი 2019, 16:50

მსოფლიო

ესპანეთში კაცმა საკუთარი ოჯახის წევრები შვილების თვალწინ მოკლა

ესპანელმა სამართალდამცველებმა დააკავეს კაცი, რომელმაც საკუთარი ოჯახის წევრების მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა 16 სექტემბერს ქალაქ ვალგაში მოხდა. 45 წლის ხოსე ლუის აბეტ ლაფუენტე თავისი ყოფილი ცოლის სახლში მივიდა, რომელიც მათ საერთო შვილებს სკოლაში წასაყვანად ამზადებდა.

სასამართლო

17 სექტემბერი 2019, 16:37

საქართველო

ქართული სასამართლოს მიმართ ნდობის ასამაღლებლად კონფერენცია ჩატარდა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში დღეს, 17 ოქტომბერს, კონფერენცია სახელწოდებით -„ქართული სასამართლოს განვითარების უახლესი ისტორია, პერსპექტივა და გამოწვევები“ გაიმართა. ის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ ორგანიზებით ჩატარდა. ასოციაცია გეგმავს, რომ კონფერენცია ყოველწლიური გახდეს.

სპორტი

17 სექტემბერი 2019, 16:34

ტაბლოიდი

ბეისბოლის გულშემატკივარმა საყვარელი სპორტსმენები საცირკო ილეთით გაამხნევა

იოგის ცეკვამ სპორტული კომენტატორების ყურადღება მიიქცია. მოგვიანებით იოგისგან ინტერვიუ NBC Sports-ის ჟურნალისტმა აიღო. ვიდოეში გულშემატკივარი ძალიან გახარებულია და ამბობს "თავს უკვე ძალიან ცნობილად ვგრძნობ". როგორც გაირკვა, ის ცირკში მუშაობდა.

რუსეთის სასაზღვრო სამსახურის გემი

17 სექტემბერი 2019, 16:31

მსოფლიო

იაპონიის ზღვაში ჩრდილოკორეული გემის ეკიპაჟი რუს მესაზღვრეებს დაესხა თავს

იაპონიის ზღვაში ჩრდილოკორეული იალქნიანი გემის ეკიპაჟი რუს მესაზღვრეებს დაესხა თავს, - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ადგილობრივი სასაზღვრო სამმართველოს პირადი შემადგენლობა უკანონო საქმიანობის აღსაკვეთად აუცილებელ ზომებს მიმართავს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

17 სექტემბერი 2019, 16:22

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის ტურნირზე იასპარეზებს

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის მეცის 250-იანი კატეგორიის ტურნირზე იასპარეზებს. ჩოგბურთის ფედერაციის ცნობით, ჩოგბურთელი მეორე ნომრად არის წარმოდგენილი და ასპარეზობაში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთვება. ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-17 ნომერია.

17 სექტემბერი 2019, 16:20

თემა

რატომ ემართებათ ბავშვებს დეპრესია და როგორ ამოვიცნოთ ის?

დეპრესია არა მარტო ზრდასრულ ადამიანებს, არამედ ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. თუმცა ამ შემთხვევას უფროსები ხშირად უზრდელობას, სისულელეს ან გამოხტომებს უწოდებენ. მშობლები იმასაც ამბობენ, რომ მათი შვილები არც თუ ისე იშვიათად გაბუტულის როლს ირგებენ. საქმე ის არის, რომ ბავშვებისა და ზრდასრულების დეპრესიის სიმპტომები ერთმანეთისგან განსხვავდება. სწორედ ამიტომ თუ უფროსი ასაკის ადამიანების დეპრესიის დიაგნოსტირება მეტ-ნაკლებად არაპროფილირებულ სპეციალისტებს ან ახლობლებსაც კი შეუძლიათ, ბავშვების შემთხვევაში ეს გაცილებით რთული პროცესია.

სერიალი

17 სექტემბერი 2019, 16:15

კულტურა

Netflix-მა კლონების შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, რადის პერსონაჟი მაილს ელიოტი საოფისე სამსახურისგან გადაღლილი და მოწყენილი ადამიანია. ის სპა-სალონში მიდის, სადაც ჰპირდებიან რომ მის საუკეთესო ვერსიად გადააქცევენ. სალონში წასვლა სრულიად მოულოდნელი შედეგით მთავრდება.

სეს

17 სექტემბერი 2019, 16:14

საქართველო

თბილისში კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

თბილისში სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კვების 57 ობიექტი შემოწმდა. კერძოდ, სააგენტოს წარმომადგენლები განახლებული აღმაშენებლისა და ბელიაშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტს ეწვივნენ. კრიტიკული შეუსაბამობები მხოლოდ 13 ობიექტში აღმოჩნდა.

ლუქსორი

17 სექტემბერი 2019, 16:12

მსოფლიო

ლუქსორში იტალიელ დიპლომატს ათასობით არტეფაქტის მოპარვაში ადანაშაულებენ

ეგვიპტეს გენერალურმა პროკურორმა ნაბილ სადექმა ლუქსორში იტალიის ყოფილი საპატიო კონსულის ლადისლავ ოტაკარ სკაკალის დაკავების ბრძანება გასცა. იტალიელ დიპლომატს 22 000 არტეფაქტის მოპარვაში და მათი საზღვარზე გადატანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Egypt Today ავრცელებს.

საქართველოს ბიზნესასოციაცია

17 სექტემბერი 2019, 15:32

ეკონომიკა

ბიზნესასოციაცია შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს

საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნესგარემოსათვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებელებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.

კინოლოგიის სამსახური

17 სექტემბერი 2019, 15:32

ძალოვნები

შსს კინოლოგიურ სამსახურს აახლებს

უწყების ინფორმაციით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ.

ლაფანყური ჰესი შეხვედრა

17 სექტემბერი 2019, 15:30

საქართველო

ლაფანყურის მოსახლეობამ და ჰესის მშენებელმა კომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს

თელავის საკრებულოს შენობაში სოფელ ლაფანყურის მოსახლეობის ჰესის მშენებელ კომპანია „ართანა-ლოპოტასთან“ და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ართანა-ლოპოტა“გარემოს დაცვის სამინისტროს დამატებით დოკუმენტაციას წარუდგენს.

Tinder

17 სექტემბერი 2019, 15:26

ტექნოლოგიები

Tinder-მა სერიალი გადაიღო

პაემნების სერვისმა Tinder-მა სერიალი გადაიღო. როგორც სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ეს საკუთარი ვიდეოპროდუქციის შექმნის გზაზე კომპანიის პირველი ნაბიჯია. სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ევროპის საბჭო

17 სექტემბერი 2019, 15:13

საქართველო

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია სტუმრობს

საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრები პარლამენტის თვამჯდომარეს მმართელი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგნელებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებია.

ავღანეთი პოლიცია

17 სექტემბერი 2019, 15:05

მსოფლიო

ავღანეთში აფეთქებებს სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა ავღანეთში აფეთქების შედეგად. ამის შესახებ Tolo News-ი იტყობინება. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ჩარიკარიში, პრეზიდენტ აშრაფ ღანის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. კიდევ ერთი აფეთქება ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ცენტრში მოხდა, სადაც 6 ადამიანი დაიღუპა.

ლაბორატორია მეცნიერები

17 სექტემბერი 2019, 15:04

მსოფლიო

რუსეთში ვირუსების კვლევის ლაბორატორიაში აფეთქება მოხდა

რუსეთში, კვლევით ლაბორატორიაში ხანძრის შედეგად ჰაერში სახიფათო ვირუსები არ მოხვდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა ციმბირში, ქალაქ ნოვოსიბირსკთან, კვლევით ცენტრ „ვექტორში“ მოხდა, რომელიც ებოლას და აივის მსგავს სასიკვდილო ვირუსებს იკვლევს.

17 სექტემბერი 2019, 14:39

საქართველო

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები NDI-ს კვლევას

„ქართული ოცნების“ ერთი ნაწილი ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს არ ენდობა. ისინი უნდობლობას უცხადებენ იმ ციფრებს, რომლებიც დღეს NDI -მ გაასაჯაროვა. ოპოზიციისთვის NDI-ს შედეგები იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება ხალხს არ უსმენს. კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა.

პარლამენტის პლენარული სხდომა

17 სექტემბერი 2019, 14:33

საქართველო

პლენარული სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით და ხმაურით გაიხსნა

დაპირისპირების მიზეზი გახდა მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ შოთა ხაბარელის კითხვა, არის თუ არა სპორტსმენების წარმატება მთავრობის ხელშეწყობის დამსახურება. დაპირისპირება კვლავ პოლიტიკური ბრალდებებით გაგრძელდა. ბოკერიამ მდინარაძეს უღირსი, მდინარაძემ კი მას ნაგავი უწოდა.

ბრედ პიტი

17 სექტემბერი 2019, 14:05

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა ასტრონავტთან ინტერვიუ ჩაწერა

ბრედ პიტმა ამპლუა შეიცვალა. მაყურებელს ის ამჯერად ჟურნალისტის როლში მოევლინა. ვიდეო NASA-ს ოფიცოალურ გვერდზე გავრცელდა. მსახიობმა ინტერვიუ ასტრონავტ ნიკ ჰეიგთან ჩაწერა, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ მისიაში იმყოფება.ინტერვიუ ფანტასტიკური ჟანრის ტრილერის, „ვარსკვლავებისკენ“ სარეკლამო ფარგლებში შედგა.