imedi /  13 მაისი 2019, 21:06 / სანდო წყარო

იოსებ გოგაშვილი: მაჩალიკაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა

იოსებ გოგაშვილი

იოსებ გოგაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე, იოსებ გოგაშვილმა პირველ სატელევიზო ინტერვიუში „ქრონიკასთან“, თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე და ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე  ისაუბრა.

გოგაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბევრ რამეს ცრუობს. მისივე თქმით, ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

„ის თავის საკუთარ ოჯახსაც ატყუებს. იტყუებოდა თავიდან, როცა ამბობდა, რომ შეეშალათ სახლი და სხვაგან შევიდნენ, თუმცა ეს იყო სასამართლო განჩინებით. სასამართლო განჩინება თუ იყო თემირლან მაჩალიკაშვილზე, როგორ შეგვეშალა სახლი?"- ამბობს იოსებ გოგაშვილი.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა აჰმედ ჩატაევზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ჩატაევი პირველად თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა ტელეფონით, მან კი მამას შეატყობინა.

ინტერვიუში გოგაშვილი ამბობს, რომ ის პროკურატურისგან მის დაკითხვას ითხოვს არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, არამედ საქართველოში ჩატაევის შემოსვლასთან დაკავშირებითაც.

მისივე თქმით, ის სპეცოპერაციის დღეს თბილისში იმყოფებოდა და არა პანკისში.

„არ იყო წინასწარ განსაზღვრული და დადგენილი ვინმეს ლიკვიდაცია. გამომძიებლები მივიდნენ ბრალის წარსადგენად და პირების დასაკავებლად"- აცხადებს გოგაშვილი.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს სოსო გოგაშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს.

ამ საქმეზე მაჩალიკაშვილი 10 მაისს დაკითხეს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის აჰმედ ჩატაევი. ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. 

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც  ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს და პანკისის უხუცესებს აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის კავშირის არ სჯერათ. ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

ყველა სიახლე

Elsevier

22 მაისი 2019, 11:12

საქართველო

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ექნებათ

ქართველ მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს თავიანთი უნივერსიტეტებიდან შეეძლებათ ისარგებლონ ისეთი ბაზების სამეცნიერო რესურსებით, როგორებიცაა: Scopus და Science Direct, Funding Institutional (Scival Funding).

მკვლელობაში ბრალდებულის დაკავება

22 მაისი 2019, 11:09

ძალოვნები

სოფელ აღაიანში 7 თვის ჩვილის მკვლელობისთვის არასრულწლოვანი დედა დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

22 მაისი 2019, 10:55

კულტურა

ბუკერის პრემია ომანელმა მწერალმა ჯოხა ალჰარტიმ მიიღო

2019 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატი ომანელი მწერალი ჯოხა ალჰარტი გახდა რომანისთვის „ციური სხეულები“. ალჰარტი პირველი ლაურეატია, რომელიც არაბულ ენაზე წერს. 50 000 ფუნტი სტერლინგის ფულად ჯილდოს ის წიგნის ინგლისურ ენაზე მთარგმნელს მერილინ ბუტს გაუყოფს.

პოლიცია

22 მაისი 2019, 10:51

მსოფლიო

ჯაკარტაში არეულობის ორგანიზების ბრალდებით 20 ადამიანი დააკავეს

მასობრივი საპროტესტო აქცია, რომელიც არეულობაში გადაიზარდა, 17 აპრილის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ქუჩაში გამოსულებმა მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება გააპროტესტეს, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრელებული მონაცემების მიხედვით ხმათა 55. 5 პროცენტი მოიპოვა.

„ჯორჯიან მანგანეზი“

22 მაისი 2019, 10:36

საქართველო

„ჯორჯიან მანგანეზი“: დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება შევთავაზეთ, თუმცა უარი თქვეს

"შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს,"- წერია განცხადებაში.

ალადინი

22 მაისი 2019, 10:35

კულტურა

გაი რიჩის „ალადინის“ პრემიერა გაიმართა

მსახიობი ალადინის ახალ ეკრანიზაციაში ჯინის როლს ასრულებს. გმირი მაყირებელმა 25 წლის წინ შექმნილ მულტფილმში ლეგენდარული მსახიობის, რობინ უილიამსის გახმოვანებით შეიყვარა.

Trey Songz

22 მაისი 2019, 10:04

ტაბლოიდი

Trey Songz მამა გახდა

ამერიკელი მომღერალი და რეპერი Trey Songz მამა გახდა. სიახლის შესახებ ინფორმაცია კი თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში. ახალშობილ ბიჭს ნოა დაარქვეს.

სოხუმი

22 მაისი 2019, 09:50

ტაბლოიდი

ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს ჩატარდება

როგორც უკვე ცნობილია, თავდაპირველად არჩევნები 21 ივლისს იყო დაგეგმილი. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ე.წ. ოპოზიციონერ ასლან ბჟანიას ოჯახი ე.წ. არჩევნების ახალ თარიღს დათანხმდა, რადგან ოპოზიციონერი ე.წ. საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას შეძლებს.

შინაგან საქმეთ სამინისტრო

22 მაისი 2019, 09:36

ძალოვნები

შსს-მ ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება დაიწყო

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. მანამდე სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროვებაში დაადანაშაულა.

ბრიტნი სპირსი  სემ ასგარი

22 მაისი 2019, 09:19

ტაბლოიდი

აკრძალვის მიუხედავად ბრიტნი სპირსი 25 წლის კაცს მაინც ხვდება

ბრიტნი სპირსი და 25 წლის სემ ასგარი სამი წელია, ერთმანეთს ხვდებიან. მათ ერთმანეთი სიმღერის Slumber Party კლიპის გადაღებებზე გაიცნეს. მომღერალს დაქორწინება სურს, თუმცა ამის წინააღმდეგი ბრიტნის მამაა.

22 მაისი 2019, 09:03

ეკონომიკა

კატარში ზაჰა ჰადიდის პროექტით აშენებული სტადიონი $575 მილიონი დაჯდა

კატარში ზაჰა ჰადიდის პროექტით აშენებული სტადიონი $575 მილიონი დაჯდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი სტადიონის თანხები კატარის მთავრობამ გამოყო.

გიორგი გახარია

22 მაისი 2019, 08:51

ტაბლოიდი

რას სთხოვს 9 წლის დაჩი შს მინისტრს

"შევამჩნიე რომ ყველა საგზაო ნიშანზე კაცის ფიგურაა გამოსახული. ვფიქრობ რომ ეს ქალების შეუმჩნეველი დაჩაგვრაა. ქალაქში ფეხითაც და მანქანითაც ქალები და კაცები ერთნაირად დადიან, ამიტომ გთხოვთ საგზაო ნიშნებზე ქალის ფიგურაც გამოსახოთ" - წერს დაჩი წერილში. წერილს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მანქანა

22 მაისი 2019, 08:45

ძალოვნები

თბილისში დააკავეს კაცი, რომელსაც მეუღლე და ორი შვილი ბინაში ჰყავდა გამოკეტილი

დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.გამოძიება ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და11-პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, კვენტინ ტარანტინო და მარგო რობი

22 მაისი 2019, 08:38

კულტურა

კანში ტარანტინოს ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ პრემიერა გაიმართა

ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს-ანჯელესში ხდება. მთავარი პერსონაჟები სატელევიზიო ვესტერნების ყოფილი ვარსკვლავი რიკ დალტონი და მისი დუბლიორი კლიფ ბუტი არიან. მოქმედება ჩარლზ მენსონის დაჯგუფებასთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე ვითარდება

ანტონიო კონტე

22 მაისი 2019, 08:28

სპორტი

ანტონიო კონტე „ჩელსისგან“ £9 მილიონს მიიღებს

კონტეს ხელმძღვანელობით „ჩელსი“ 2016-2017 წლების სეზონზე ინგლისის ჩემპიონი გახდა. 2017 წელს კი მან ინგლისის თასი მოიგო, თუმცა პრემიერლიგა მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა

აქცია

22 მაისი 2019, 08:14

მსოფლიო

აშშ-ში აბორტების აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა

ამის მიზეზი კი ბოლო პერიოდში აბორტის აკრძალვის შესახებ მიღებული მკაცრ კანონებია. ალაბამას და მისურის შტატებში აბორტების შესახებ არსებული კანონების გამკაცრების შემდეგ, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას კიდევ 16 შტატი ცდილობს.

სალომე ზურაბიშვილი

22 მაისი 2019, 08:04

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ენერგეტიკის მდივანს კიევში შეხვდა

"განვიხილეთ საქართველოსა და უკრაინის ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიკაციის გზები, მათ შორის, თხევადი ბუნებრივი აირის პოტენციალი, როგორც ენერგეტიკის დივერსიფიკაციის საშუალება“, – აღნიშნულია აშშ-ენერგეტიკის მდივნის განცხადებაში.

ნენ უინტონი

22 მაისი 2019, 00:59

კულტურა

BBC-ის საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი გარდაიცვალა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის (BBC) საინფორმაციო გამოშვების პირველი ქალი წამყვანი ნენსი უიგინტონი 93 წლისა გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, ნენსი უიგინტონმა, რომელიც ნენ უინტონის სახელით იყო ცნობილი, ტელეკომპანიის ეთერში პირველად საინფორმაციო გამოშვება 1960 წლის 20 ივნისს წაიყვანა.

22 მაისი 2019, 00:36

ტექნოლოგიები

ვაშინგტონის შტატში ადამიანის ცხედრის კომპოსტირება ლეგალური გახდა

ვაშინგტონი გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც ადამიანის ცხედრის კომპოსტირება ლეგალური გახდა. ახალი კანონი ძალაში მომავალი წლის მაისიდან შევა. ადამიანის კომპოსტირება თითქმის ისეთივე იქნება, როგორც ნარჩენების, - სხეულს სპეციალურ სითხეში განათავსებენ ორგანულ მასალებთან ერთად.

პატრიკ ალესი

22 მაისი 2019, 00:16

კულტურა

საფრანგეთში გარდაიცვალა დალაქი რომელმაც თმის საშრობით ვარცხნილობის შექმნა მოიგონა

ალესის ნამდვილი სახელი ხესუს გონსალესია. ის ესპანეთის ქალაქ სანტანდერში 1930 წელს დაიბადა. მისი ოჯახი საფრანგეთში ესპანეთში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ გადასახლდა. მოდის სამყაროში კარიერა მან ერთ-ერთ სილამაზის სალონში კურიერად დაიწყო.