imedi /  13 მაისი 2019, 21:48 / სანდო წყარო

გორში 9 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ბრალდების 3 მოწმე დაკითხეს

9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების სამი მოწმე გამოკითხეს, მათ შორის ექსპერტები.

პროკურორის განმარტებით, ექსპერტებმა დეტალურად აღწერეს გარდაცვლილისთვის მიყენებული დაზიანებები, რამაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია. მომდევნო პროცესი ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება, რის შემდეგაც ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლოს ჩვენებას მისცემს. ის ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

მოზარდი გასული წლის 25 ოქტომბერს მდინარე ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 33 წლის იაგო ნებიერიძე არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ბრალი დაუმძიმდა სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ყველა სიახლე

Porsche Type 64

23 მაისი 2019, 19:28

კულტურა

Sotheby's აუქციონზე Porsche Type 64-ის ბოლო მოდელი გამოიტანეს

Sotheby's აუქციონზე Porsche-ს უძველესი მოდელი გამოიტანეს. მსოფლიოში Type 64-ის მხოლოდ ერთი მოდელია დარჩენილი. ავტომობილი 1939 წელს სპეციალურად ბერლინი-რომის რბოლისთვის ააწყვეს. Porsche Type 64-ის სულ სამი მოდელი შეიქმნა. Sotheby's აუქციონის ექსპერტების შეფასებით, ეს მანქანა ისტორიის ნაწილია და უნიკალურია.

23 მაისი 2019, 18:59

ვიდეო

საბაგიროების ქალაქი

მეტალურგიული წარმოება

23 მაისი 2019, 18:56

ეკონომიკა

ბრიტანეთში მეტალურგიული კომპანია British Steel-ი გაკოტრდა

ბრიტანეთში სიდიდით მეორე მეტალურგიული კომპანია British Steel-ი გაკოტრდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მიიღო. მას შემდეგ რაც საწარმოსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა კომპანიისთვის 30 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ.

ლონდა თოლორაია

23 მაისი 2019, 18:55

ძალოვნები

ლონდა თოლორაია აღაიანში მომხდარზე: სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო

ლონდა თოლორაიას თქმით, რადგან არასრულწლოვანს ეხება, ეს საქმე ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. 21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა.

ლუდოვიტ რეისი

23 მაისი 2019, 18:42

სპორტი

ლუდოვიტ რეისი „ბარსელონას“ ფეხბურთელია

ლუდოვიტ რეისმა გასულ სეზონში ევროდივიზიონში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სპორტსმენი „გრონინგემის“ წევრი 2015 წლიდან იყო. „გრონინგემიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის სატრანსფერო თანხმამ €3.25 მილიონი შეადგინა. სპორტსმენი კატალონიურ საფეხბურთო კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.

23 მაისი 2019, 18:21

მსოფლიო

ევროკავშირში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა უნგრეთმა გასცა

2017 წლის მდგომარეობით, ევროკავშირში ბინადრობის ნებართვა იმ ქვეყნების 20 მილიონ მოქალაქეზე გაიცა, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ალიანსში მიგრაციის მოწინააღმდეგედ ითვლება, თუმცა ეს ქვეყანა გაცემული ნებართვების რაოდენობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მამუკა მდინარაძე

23 მაისი 2019, 18:04

საქართველო

მდინარაძე აშშ-ზე: ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი

მდინარაძის თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია.

Amazon

23 მაისი 2019, 17:58

ტექნოლოგიები

Amazon-ი მუშაობს მოწყობილობაზე რომელიც ემოციებს წაიკითხავს

ახალი პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება იქნება. მოწყობილობაზე Amazon-ის კომპიუტერული სისტემის ჯგუფი Lab126 და Alexa-ს ხმოვანი ასისტენტის პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი ერთად მუშაობს.

23 მაისი 2019, 17:58

კულტურა

ახალი „ტერმინატორის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია 20th Century Fox-მა ფილმის „ტერმინატორი: ბნელი ბედი“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ახალ ფილმში არ გაითვალისწინებენ მოვლენებს, რომელიც მესამე, მეოთხე და მეხუთე „ტერმინატორში“ მოხდა. ახალი ტერმინატორის პროდიუსერი ჯეიმ კემერონია.

გორის რაიონული სასამართლო

23 მაისი 2019, 17:47

ძალოვნები

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეეფარდა

პროცესი დახურული იყო. ახლა ბრალდებულ არასრულწლოვანს რუსთავში გადაიყვანენ. 7 თვის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს. მისი ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის უფლება აირჩია.

გემი კლოტილდა

23 მაისი 2019, 17:36

მსოფლიო

აშშ-ში მონებით მოვაჭრეების „უკანასკნელი“ გემი იპოვეს

ალაბამას შტატში იპოვეს გემის ფრაგმენტები, რომელიც მიიჩნევა ბოლო გემად, რომელსაც აფრიკიდან ამერიკაში მონები ჩაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გემი კლოტილდას ფრაგმენტები ალაბამაში მდინარეში იპოვეს. ისტორიკოსების ცნობით, კლოტილდა კონგრესისგან ფარულად, დაკავებული იყო კონტრაბანდით და ის სპეციალურად ჩაძირეს 1860 წელს.

არჩილ თალაკვაძე

23 მაისი 2019, 17:34

საქართველო

თალაკვაძე: ნაციონალებმა ივანიშვილზე უსუსური შეტევა წამოიწყეს

"დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ეს დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანი მხოლოდ არეულობის და დესტაბილიზაციის გზით თავის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება, არ დაბრუნდნენ მმართველობაში და ეს ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. “ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჯუდიტ კერი

23 მაისი 2019, 17:00

კულტურა

მწერალი ჯუდიტ კერი გარდაიცვალა

საბავშვო მწერალი, ცნობილი მოთხრობის „კატა მოგის“ ავტორი ჯუდიტ კერი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 50 წლიანი კარიერის მანძილზე მან 30 წიგნი გამოსცა. მისი ცნობილი რომანია „როცა ჰიტლერმა ვარდისფერი კურდღელი მოიპარა“. მან წიგნების გამოცემა 40 წლის ასაკში დაიწყო. მისი წიგნი „the Tiger in The Tiger Who Came to Tea“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

23 მაისი 2019, 16:59

საქართველო

როგორ გამოიყურება ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ფოტო

როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება.

დევიდ გარეტი

23 მაისი 2019, 16:51

კულტურა

საქართველოში მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა

საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა. ​მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით UNLIMITED –LIVE 2019 ესტუმრება. ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ბილეთების გაყიდვა 23 მაისს 20:00 საათზე დაიწყება.

სტიქია აშშ-ში

23 მაისი 2019, 16:49

მსოფლიო

აშშ-ში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ტორნადომ იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით არიან დაშავებულებიც. სტიქიამ შეუტია მისურის, ოკლაჰომასა და აიოვასაც. მანამდე აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სულ მცირე 29 ტორნადო იყო ნავარაუდევი 24 საათში.

მოსწავლეები

23 მაისი 2019, 16:47

ტაბლოიდი

ამერიკელი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. ვიდეო

"ქართულ-ამერიკული მეგობრობის სიმღერით გამოვლინების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ ძალიან გვიყვარს კულტურების გაზიარება და გაცვლითი პროგრამები, სწორედ, ამას ემსახურება. თქვენ რომელ ქართულ სიმღერას ასწავლიდით ამერიკელებს?,"- წერს საელჩო.

მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი 2019, 16:13

საქართველო

სააკაშვილი: მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული

„მესმის დავა და კრიტიკა, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს? მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

WhatsApp Facebook Instagram

23 მაისი 2019, 16:08

ტექნოლოგიები

ინდონეზიაში Facebook-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის გამოყენება შეზღუდეს

როგორც ჯაკარტაში ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ეს ნაბიჯი ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადადგეს. თავად Facebook-ი, რომელიც როგორც WhatsApp-ის და Instagram-ის გამართულ მუშაობაზე აგებს პასუხს, თავისი საკომუნიკაციო აპლიკაციების დაბლოკვას არ ადასტურებს.

მერაბ კოსტავა

23 მაისი 2019, 15:59

საქართველო

მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.