imedi /  14 მაისი 2019, 15:18 / სანდო წყარო

საქართველოს ციხეებში ვიდეოჩანაწერებს ხუთის ნაცვლად 30 დღე შეინახავენ

გლდანის ციხე

გლდანის ციხე

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გამოცემული ახალი ბრძანების თანახმად, პენიტენციურ სისტემაში  ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით გადაღებული მასალის შენახვის ხუთდღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის N403 ბრძანების აღსრულება და პრაქტიკაში დანერგვა ფინანსურ და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გულისხმობს.

2019 წლის 1-ელი ივლისიდან ის გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდება, ხოლო სრულად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 1-ელი იანვრისთვის დაინერგება.

მოცემული ცვლილების განხორციელება საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა.

„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების თავდაპირველი ვერსია ელექტრონული მეთვალყურეობის მასალების შენახვის 24 საათიან ვადას ითვალისწინებდა. მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანებით ეს ვადა 120 საათამდე (5 დღე-ღამე) გაიზარდა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქმის „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვისას, 2018 წლის დეკემბერში ასევე დაადგინა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის არსებული 5-დღიანი ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა.

გარდა ამისა, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს გონივრულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის არანაკლებ 10 დღე-ღამემდე გაზრდა.

„იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების შენახვის ვადა მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა. ცვლილება, მომავალში, ჩანაწერების შენახვის ვადებთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის გამორიცხვას ისახავს მიზნად. მოცემულ ვადასთან მისადაგების მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ცვლილების ამოქმედების პერიოდი 2019 წლის 1-ელი ივლისიდან 2021 წლის დასაწყისამდე განისაზღვრა, რათა ცვლილებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური მზაობის ხარისხის გათვალისწინებით დაინერგოს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 

 №2 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ცვლილება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება; №12 პენიტენციურ დაწესებულებაში - 2020 წლის 1 თებერვლიდან; №7, №9, №17 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში - 2020 წლის 1 ივლისიდან; №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებში - 2020 წლის 1 ოქტომბრიდან; ხოლო №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1 იანვრიდან.

ყველა სიახლე

ქუთაისი

23 ივლისი 2019, 21:42

საქართველო

ქუთაისში საპირფარეშოების პრობლემის გამო მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა

ქუთაისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ანტისანიტარიაა. ამის მიზეზი კი ქალაქის მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტუალეტებია. ამ პრობლემის გარდა, სხვა საკითხებიც არსებობს, მაგალითად ქუთაისელი მძღოლები მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ჩივიან. ქუათაისის მერიაში კი განმარტავენ, რომ პრობლემებს ეტაპობრივად აგვარებენ.

ინტერნეტ მიმოწერა

23 ივლისი 2019, 21:35

ტაბლოიდი

კაცმა ქორწილის წინა დღეს ყოფილ შეყვარებულს მისწერა და ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

ალექსას ყოფილმა შეყვარებული წერდა, რომ მომდევნო დღეს ქორწილი აქვს და ამ წერილს საცოლის ნებართვით წერს. ალექსას თქმით, მან არ იცოდა, რა პასუხი უნდა გაეცა ყოფილი შეყვარებულისთვის. მისმა პოსტმა 96 ათასი გაზიარება და 420 ათასი მოწონება დააგროვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან Twitter-ის მომხმარებლებმა ახალგაზრდა კაცს გმირი უწოდეს.

მიხეილ ქარელი

23 ივლისი 2019, 21:28

საქართველო

მიხეილ ქარელის თქმით ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა

მიხეილ ქარელი "ქრონიკასთან" ინტერვიუში პარიზში მომხდარ ამბავს იხსენებს და ამბობს, რომ ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი ოქრუაშვილი "რუსთავი 2"-ის ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო, ხალვაშის გაყალბებული ხელმოწერაა დარტყმული.

კრისტოფერ ვრეი

23 ივლისი 2019, 21:07

მსოფლიო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენისას გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ რუსეთი აშშ-ის საარჩევნო პროცესებში ჩარევას განაგრძობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მისივე თქმით, რუსეთის მიზანს მესამე ქვეყნების საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს.

მაქსიმ დადაშევი

23 ივლისი 2019, 20:53

სპორტი

რუსი მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ში რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი რინგზე დაპირისპირების შემდეგ საავადმყოფოში ტვინის შეშუპებით მოხვდა, დღეს კი გარდაიცვალა. რუსეთის ბოქსის ფედერაციაში ამბობენ, რომ მოკრივის გარდაცვალების გარემოებებს გამოიძიებს. 28 წლის მაქსიმ დადაშევი საავადმყოფოში პუერტორიკოელ სუბრიელემ მატიასთან რინგზე დაპირისპირების შემდეგ მოხვდა.

ბაქო თბილისი ყარსი

23 ივლისი 2019, 20:23

ეკონომიკა

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა

თურქეთიდან საქართველოში პირველი სატვირთო რეისი შესრულდა. შემადგენლობა თურქეთში, ერზრუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს. ეს არის საქართველოს დანიშნულებით რამდენიმე ათასი ტონა თურქული ტვირთის პირველი სატესტო გაშვება.

მოსამართლეების დანიშვნა

23 ივლისი 2019, 20:03

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: ზურაბ ადეიშვილმა ჩემი პროფესიონალიზმი დაინახა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უსმენენ. მას ზურაბ ადეიშვილთან თანამშრომლობის შესახებ შეკითხვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. თავაძის თქმით, ადეიშვილმა მისი პროფესიონალიზმი დაინახა.

კახა კალაძე

23 ივლისი 2019, 19:48

საქართველო

კახა კალაძე 24 ივლისს თურქეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვდება ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group-ის ხელმძღვანელებს, ესტუმრება ISUZU-ს ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და „ჯი თი გრუპს“ შორის 220 ახალი, შესყიდვის ხელშეკრულება 24 აპრილს გაფორმდა.

ახალციხის მთავარი საათი

23 ივლისი 2019, 19:47

საქართველო

ახალციხის მთავარ საათს მეხი დაეცა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მდებარე საათს მეხი დაეცა, რის გამოც შიდა მექანიზმია დაზიანებული. როგორც ქალაქის მერიაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, საათი უახლოეს მომავალში კვლავ ამუშავდება. ქალაქის მთავარი საათი თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მიმდინარე წლის აპრილში დადგეს.

ლოხ-ნესის ტბა

23 ივლისი 2019, 19:35

ტაბლოიდი

შოტლანდიაში ლოხ-ნესის ურჩხულზე სანადიროდ ათასობით ადამიანი ემზადება

სოციალურ ქსელში თითქმის უკვე 18 ათასმა ადამიანმა თანხმობა განაცხადა ურჩხულის მოძებნაზე, ხოლო მათთან ერთად წასვლაზე კიდევ 38 ათასამდე ადამიანი ფიქრობს. ურჩხულის მოძებნის იდეა გამოძახილია აშშ-ში სოცქსელში დაწყებული კამპანიისა სახელწოდებით "ზონა 51-ის შტურმის აღება". ღონისძიება 21 სექტემბერს არის დანიშნული.

ვინ დიზელი და ჯო უოტსი

23 ივლისი 2019, 19:18

კულტურა

„ფორსაჟი 9“-ის გადაღებებზე ვინ დიზელის დუბლიორი 9 მეტრის სიმაღლიდან დაეცა

ამერიკელი მსახიობის ვინ დიზელის დუბლიორი „ფორსაჟი 9“-ის გადაღებების დროს სერიოზულად დაშავდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. მისი ინფორმაციით, ვინ დიზელის დუბლიორი ჯო უოტსი აივნიდან ხტებოდა, როდესაც დამცავი თოკი გაწყდა და დაცემისას კასკადიორმა თავი დაარტყა.

კრის კრაფტი

23 ივლისი 2019, 18:58

ტექნოლოგიები

Apollo 11-ის მისიის ორგანიზატორი გარდაიცვალა

კრის კრაფტმა NASA-ში მუშაობა 1958 წელს დაიწყო. მან ეკიპაჟის კოსმოსური ფრენებისთვის დაგეგმვისა და კონტროლის პროცესები შეიმუშავა. მან ორგანიზება გაუწია NASA-ს ფრენის კონტროლის ოპერაციებს მთვარეზე „აპოლოს“ მისიის დროს. NASA-ს ხელმძღვანელის, ჯიმ ბრაიდენშტაინის განცხადებით, მისი მემკვიდრეობა შეუფასებელია.

ნუკრი ბენიძე

23 ივლისი 2019, 18:50

სპორტი

ბაქოში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ანგარიშზე 8 მედალია. ქართველმა მოჭიდავეებმა ბაქოში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კიდევ 2 მედლი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორი 65 კილოგრამ წონაში თავისუფალი სტილით მოჭიდავე დავით ფაცინაშვილი გახდა.

ვირავან კედკესრი

23 ივლისი 2019, 18:36

ტაბლოიდი

ტაილანდში ორსული მოდელი ფეხის მასაჟის დროს კომაში ჩავარდა და 6 თვეში გარდაიცვალა

25 წლის მოცეკვავე და მოდელი ვირავან კედკესრი 11 იანვარს ფეხის მასაჟზე მივიდა, თუმცა სეანსის დროს გონება დაკარგა. მასაჟისტმა კოლეგებთან ერთად მისი დახმარება სცადეს, მოგვიანებით ადგილზე ექიმებიც მოვიდნენ და ვირავანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გზაში მოდელმა ინსულტი გადაიტანა, რის გამოც მას მუცელი მოეშალა. ექიმებმა ვირავანს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დაუდგინეს.

გაფიცვა

23 ივლისი 2019, 18:34

ეკონომიკა

ახალქალაქის რკინიგზის სადგურის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

120 თანამშრომელი 4 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. მოძრაობა მაგისტრალზე პოლიციის ჩარევის შემდეგ განახლდა. როგორც ისინი ამბობენ, გაუსაძლისი სამუშაო პირობების, დარღვეული უსაფრთხოების ნორმებისა და ხელფასის დაგვიანების გამო კომპანია უკვე 10-მდე დასაქმებულმა დატოვა.

მოდელები

23 ივლისი 2019, 18:21

ტაბლოიდი

Oysho-ს სარეკლამო კამპანიამ მომხმარებლები აღაფრთოვანა

ფოტოებზე სამი მოდელია აღბეჭდილი. მათი სხეულის ფორმები საყოველთაოდ გავრცელებულ სტანდარტში არ ჯდება და არც ფოტოებია პროგრამებით დამუშავებული. ამ ფაქტმა მომხმარებელში კმაყოფილება გამოიწვია იმის გამო, რომ Oysho-მ აქცენტი მოდელების ბუნებრიობასა და ნატურალიზმს გაუსვა.

ანდრეს ინიესტა

23 ივლისი 2019, 18:16

სპორტი

ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ლა ლიგის ელჩი გახდა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა. ტოკიოში გამართულ საზეიმო ცერემონიაში ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა და „ბარსელონას“ ყოფილმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ მიიღეს მონაწილეობა.

ტერაქტი მალიში

23 ივლისი 2019, 18:11

მსოფლიო

მალიში ფრანგული სამხედრო ბაზის შესასვლელთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა

მალის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ გაოში ფრანგული სამხედრო ბაზის შესასვლელთან აფეთქდა დანაღმული ავტომობილი, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტები იმყოფებოდნენ. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე მალელი, ფრანგი და ესტონელი სამხედროები მსახურობენ.

მამუკა ბახტაძე

23 ივლისი 2019, 18:00

საქართველო

მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელებს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ულოცავს. როგორც პრემიერი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, მას სჯერა, რომ ჯერა, რომ წარმატებული არჩევნები უკრაინაში ხელს შეუწყობს დემოკრატიის, რეფორმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლას.

შალვა თადუმაძე

23 ივლისი 2019, 17:44

საქართველო

შალვა თადუმაძე საკუთარ თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე საკუთარ კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე განიხილავს. ეს განცხადება შალვა თადუმაძემ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების შემდეგ გააკეთა. როგორც თადუმაძემ თქვა, პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ რომ არ არის, ამას თავისი საქმიანობით დღესაც უზრუნველყოფს.