imedi /  15 მაისი 2019, 14:21 / სანდო წყარო

2018 წელს 6.5%-ით გაიზარდა სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი

პროკურატურა

2018 წელს საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა 16 820 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის ანგარიშში წერია, რომელიც საგამოძიებო უწყებამ პარლამენტს წარუდგინა.

ანგარიშის თანახმად, დევნის მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით ექვსნახევარი პროცენტით არის გაზრდილი.

დანაშაულთა სამეული კი ასეთია - ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული. პროკურატურის ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში შემცირებულია დევნადაწყებული პირების მიმართ საპატიმრო გირაოს მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელიც. კერძოდ, 2018 წელს გირაო მოთხოვნილ იქნა 6,5% შემთხვევაში.

რაც შეეხება სასამართლოს მიერ პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელს, 2018 წელს პატიმრობა შეეფარდა დევნადაწყებულ პირთა 22,8%-ს, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდის მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მატების ძირითადი მიზეზი ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის ზრდის ტენდენციაა.

დოკუმენტი 47 ფურცლისგან შედგება და მასში მიმოხილულია სისხლის სამართლის პოლიტიკა და ზოგადი კრიმინოგენური ვითარება.

ყველა სიახლე

სტრესი

15 სექტემბერი 2019, 11:12

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სტრესზე ადამიანების რეაქციის მიზეზი ამოხსნეს

ცილა, რომელსაც ადამიანის ძვლები შეიცავს, შესაძლოა ორგანიზმის სტრესზე რეაგირების მიზეზი გახდეს. ამ საკითხზე გამოცემა Scientific American-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. მანამდე 10 წლეულების მანძილზე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ სტრესის დროს რეაქციაზე პასუხს ჰორმონები აგებდნენ. თუმცა ახლა გაირკვა, რომ ეს ოსტეოკალცინია, რომელსაც ადამიანის ძვლები გამოიმუშავებს.

ბორის ჯონსონი ჰალკი

15 სექტემბერი 2019, 10:58

ტაბლოიდი

The Sun-მა ბორის ჯონსონი ჰალკს შეადარა

ბრიტანულმა გამოცემამ The Sun-მა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი კომიქსების სუპერგმირ ჰალკს შეადარა. ასე გამოეხმაურა გამოცემა ბორის ჯონსონის განცხადებებს, რომელიც მან ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან-კლოდ იუნკერთან შეხვედრამდე გააკეთა.

გამოფენა „რედისონ ქოლექშენში

15 სექტემბერი 2019, 10:17

კულტურა

„რადისონ ქოლექშენში“ ხათუნა მაისურაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

„კლასიკური მუსიკა ფერებით“ - ამ სახელწოდების პერსონალურ გამოფენას წინანდლის „რადისონ ქოლექშენი“ მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ხათუნა მაისურაძის 30-მდე ძველი და ახალი ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. მხატვრის ინსპირაცია მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გახდა, რომელიც ჭავჭავაძეების მამულში 8 სექტემბერს დაიწყო და 22 სექტემბრამდე გრძელდება.

თავდასხმა ნავთობტერმინალებზე

15 სექტემბერი 2019, 10:07

ეკონომიკა

აფეთქებების შედეგად საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდელ აზიზ ალ-საუდმა განაცხადა, რომ ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმის შედეგად ნავთობის მოპოვება 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იუწყება.

ECOWAS-ის სამიტი

15 სექტემბერი 2019, 09:20

მსოფლიო

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფენ

დასავლეთ აფრიკის ქვეყნები რეგიონში ტერორიზმთან საბრძოლველად 1 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Magrib Arab Press-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამიტზე მიიღეს.

ანსუ ფატი

15 სექტემბერი 2019, 09:05

სპორტი

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელმა მორიგი რეკორდი დაამყარა

„ბარსელონას“ 16 წლის ფეხბურთელი ანსუ​ ფატი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში საკუთარ აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა. „ვალენსიასთან“ მატჩში გვინეა-ბისაუელმა შემტევმა ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გახსნა, კიდევ ხუთ წუთში კი მისი პასით „ვალენსია“ ფრენკი დე იონგმა დაამწუხრა.

კანადის პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

კანადაში სროლას მსხვერპლი მოყვა

კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ მისისოგაში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ხუთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი CBC ავრცელებს. ინციდენტი საღამოს, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მოკლული მოზარდი და ხუთი დაჭრილი, მათ შორის ერთი ქალი და კიდევ ოთხი მოზარდი აღმოაჩინეს.

პოლიცია

15 სექტემბერი 2019, 08:40

ძალოვნები

პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ძებნილი ადამიანი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები. ამის შემდეგ ა.ხ-მ მათი გამოყენებით აიღო ონლაინსესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას - ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა.

სეკინატ იბრაჰიმოვა

15 სექტემბერი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ჩეჩნეთის მოსახლეობა კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის

ჩეჩნეთის მოსახლეობა რესპუბლიკის პრეზიდენტს რამზან კადიროვს ჯადოქრებთან ბრძოლისთვის მადლობას უხდის. რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება რესპუბლიკის მოსახლეობა სეკინატ იბრაჰიმოვას დაკავებას, რომელიც პოლიციამ ჯადოქრობაში დაადანაშაულა. ჯადოქრის დაკავებას ადგილობრივმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა.

15 სექტემბერი 2019, 08:19

მსოფლიო

მექსიკელმა კრიმინალისტებმა ჭაში დამარხული 44 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლეს

კრიმინალისტებმა მექსიკაში, ხალისკოს შტატში ჭაში დამარხული 44 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ქალაქ გვადალახარას მახლობლად ცხედრებით სავსე 119 შავი ტომარა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს.

ედვარდ სნოუდენი

15 სექტემბერი 2019, 01:05

მსოფლიო

რა წერია ედვარდ სნოუდენის მოგონებების წიგნში. მთავარი

ახლა ის რუსეთში ცხოვრობს, რომელმაც მას თავშესაფარი და ცხოვრების უფლება მისცა. წიგნში „Permanent Record“ („პირადი საქმე“) სნოუდენი პირველად დეტალურად ყვება მოვლენების საკუთარ ვერსიას. ზოგიერთი დასავლური გამოცემა წიგნს გამოქვეყნებამდე გაეცნო და სნოუდენთან ინტერვიუც ჩაწერა.

მაიკლ პომპეო

15 სექტემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

პომპეომ ირანი საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ ირანის ხელისუფლება საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებსა და ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აშშ-ის პირველმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.

სალმონელა

15 სექტემბერი 2019, 00:41

მსოფლიო

აშშ-ში მოსახლეობას აფრთხილებენ ქათმებს არ აკოცონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს - ნუ კოცნიან თავიანთ ქათმებს, - წერს CNN. კერძოდ, გაფრთხილება ქათმებისთვის სპეციალური სივრცის გამოყოფის აუცილებლობას გულისხმობს, რათა სალმონელას დაავადების გავრცელებას ხელი არ შეეწყოს.

გვირგვინი

15 სექტემბერი 2019, 00:24

კულტურა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს

ბრიტანეთის სამეფო ოჯახი სერიალ „გვირგვინის“ გადაღებებში ჩარევას უარყოფს, - წერს CNN. სამეფო ოჯახმა ეს განმარტება მას შემდეგ გააკეთა, როცა სცენარისტმა პიტერ მორგანმა მედიასთან განაცხადა, რომ სერიალთან დაკავშირებით პერიოდულად „ძალიან მაღალი რანგის ადამიანებს“ ხვდება.

15 სექტემბერი 2019, 00:13

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცი თვითმფრინავთან შეჯახებას სასწაულებრივად გადაურჩა. ვიდეო

აშშ-ში, ფლორიდის შტატის ქალაქ ბოკა-რატონში კაცი სასწაულებრივად გადაურჩა თვითმფრინავთან შეჯახებას, რომელიც აეროდრომზე ავარიულად ეშვებოდა. ინციდენტი გარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. აეროდრომის თანამშრომელს ანგარიდან ნაგავი გაჰქონდა, რა დროსაც მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი Piper PA-28 ავარიულად ეშვებოდა.

ტუნისი

14 სექტემბერი 2019, 23:46

მსოფლიო

ტუნისის პრეზიდენტობისთვის 26 კანდიდატი იბრძოლებს

15 სექტემბერს ტუნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში 26 კანდიდატი მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს. ერთ-ერთი კანდიდატის, მოქმედი პრემიერმინისტრის იუსეფ ჩაჰედის თქმით, ქვეყანამ მთავარი აქცენტი უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ რეფორმებზე უნდა გადაიტანოს.

პლანეტა სატურნი

14 სექტემბერი 2019, 23:31

ტექნოლოგიები

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

NASA-მ პლანეტა სატურნის ახალი ფოტო გამოაქვეყნა, - წერს Mashable. კერძოდ, 20 ივნისს, როცა სატურნი დედამიწას უახლოეს მანძილზე მოუახლოვდა, ჰაბლის ტელესკოპმა მისი ახალი ფოტო გადაიღო. ახალი ფოტო NASA-ს იმ პროექტის ნაწილია, რომელიც მზის სისტემას იკვლევს და მეცნიერებს ეხმარება აჩვენოს, თუ როგორ ვითარდება ის.

დათვი

14 სექტემბერი 2019, 22:59

მსოფლიო

სომხეთში დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს

სომხეთში, არაგაწის მთაზე დათვი პოლონელ ტურისტებს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:26 საათზე პოლონეთის მოქალაქე მარგო ჟ.-სგან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მას და მის საქმროს ​არაგაწიც მთაზე დათვი დაესხა თავს.

14 სექტემბერი 2019, 22:45

კულტურა

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება

სერიალი „მეგობრები“ არ განახლდება, - წერს Fox News. როგორც სერიალის შემქმნელებმა მართა კაუფმანმა და დევიდ კრეინმა სატელევიზიო ფესტივალზე განაცხადეს, შოუ ტელეეკრანებზე აღარ დაბრუნდება. „მეგობრების“ პირველი სერია 1994 წლის 22 სექტემბერს გავიდა.

მიწისძვრა

14 სექტემბერი 2019, 22:37

მსოფლიო

ინდონეზიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 23:21 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა ქალაქ ლაუვუიდან 108 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.