imedi /  16 მაისი 2019, 14:21 / სანდო წყარო

სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეზე ბრალი სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსსაც წარუდგინეს

მიხეილ სააკაშვილი

საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბრალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ოთარ ქველიძესაც წარუდგინეს. პროკურატურა მას მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას მსგავსად, ქვეყნის ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება.

"დღეს დაიკითხა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი. მოწმემ დაადასტურა, რომ აკრძალული იყო სახელმწიფო დაცვის სამსახურზე ზედმეტი ხარჯის დამტკიცება. ყოფილი პრეზიდენტის დავალებით მან მიიღო მითითება, რომ მისი ბიუჯეტიდან ეხარჯა თანხა პრეზიდენტის პირადი მიზნებისათვის. მოწმემ დაადასტურა, რომ ეს თანხები არ შედიოდა უსაფრთხოების ნორმების ამაღლებაში და ეს არ გამომდინარეობდა კანონიდან. ეს ადამიანი აღნიშნულ პროცესზე იყო მოწმე, თუმცა მას ბრალი წარედგინა 2019 წლის პირველ მარტს, მასაც ბრალად ედება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა", - განაცხადა საქმის პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ. 

საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვას. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009 -2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული, მათ შორის თანხა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა.

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

სააკაშვილს, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, 2018 წლის თებერვალში მეუღლის სანდრა რულოვსის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.

ყველა სიახლე

ლუდოვიტ რეისი

23 მაისი 2019, 18:42

სპორტი

ლუდოვიტ რეისი „ბარსელონას“ ფეხბურთელია

ლუდოვიტ რეისმა გასულ სეზონში ევროდივიზიონში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. სპორტსმენი „გრონინგემის“ წევრი 2015 წლიდან იყო. „გრონინგემიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლის სატრანსფერო თანხმამ €3.25 მილიონი შეადგინა. სპორტსმენი კატალონიურ საფეხბურთო კლუბში 2022 წლამდე ითამაშებს.

23 მაისი 2019, 18:21

მსოფლიო

ევროკავშირში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა უნგრეთმა გასცა

2017 წლის მდგომარეობით, ევროკავშირში ბინადრობის ნებართვა იმ ქვეყნების 20 მილიონ მოქალაქეზე გაიცა, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის ალიანსში მიგრაციის მოწინააღმდეგედ ითვლება, თუმცა ეს ქვეყანა გაცემული ნებართვების რაოდენობით ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე გავიდა.

მამუკა მდინარაძე

23 მაისი 2019, 18:04

საქართველო

მდინარაძე აშშ-ზე: ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი

მდინარაძის თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია.

23 მაისი 2019, 17:58

კულტურა

ახალი „ტერმინატორის“ ტრეილერი გამოქვეყნდა

სტუდია 20th Century Fox-მა ფილმის „ტერმინატორი: ბნელი ბედი“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ახალ ფილმში არ გაითვალისწინებენ მოვლენებს, რომელიც მესამე, მეოთხე და მეხუთე „ტერმინატორში“ მოხდა. ახალი ტერმინატორის პროდიუსერი ჯეიმ კემერონია.

Amazon

23 მაისი 2019, 17:58

ტექნოლოგიები

Amazon-ი მუშაობს მოწყობილობაზე რომელიც ემოციებს წაიკითხავს

ახალი პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება იქნება. მოწყობილობაზე Amazon-ის კომპიუტერული სისტემის ჯგუფი Lab126 და Alexa-ს ხმოვანი ასისტენტის პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი ერთად მუშაობს.

გორის რაიონული სასამართლო

23 მაისი 2019, 17:47

ძალოვნები

ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას პატიმრობა შეეფარდა

პროცესი დახურული იყო. ახლა ბრალდებულ არასრულწლოვანს რუსთავში გადაიყვანენ. 7 თვის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს. მისი ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დუმილის უფლება აირჩია.

გემი კლოტილდა

23 მაისი 2019, 17:36

მსოფლიო

აშშ-ში მონებით მოვაჭრეების „უკანასკნელი“ გემი იპოვეს

ალაბამას შტატში იპოვეს გემის ფრაგმენტები, რომელიც მიიჩნევა ბოლო გემად, რომელსაც აფრიკიდან ამერიკაში მონები ჩაჰყავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გემი კლოტილდას ფრაგმენტები ალაბამაში მდინარეში იპოვეს. ისტორიკოსების ცნობით, კლოტილდა კონგრესისგან ფარულად, დაკავებული იყო კონტრაბანდით და ის სპეციალურად ჩაძირეს 1860 წელს.

არჩილ თალაკვაძე

23 მაისი 2019, 17:34

საქართველო

თალაკვაძე: ნაციონალებმა ივანიშვილზე უსუსური შეტევა წამოიწყეს

"დღეს სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ეს დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანი მხოლოდ არეულობის და დესტაბილიზაციის გზით თავის პოლიტიკური დღის წესრიგის მიღება, არ დაბრუნდნენ მმართველობაში და ეს ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. “ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჯუდიტ კერი

23 მაისი 2019, 17:00

კულტურა

მწერალი ჯუდიტ კერი გარდაიცვალა

საბავშვო მწერალი, ცნობილი მოთხრობის „კატა მოგის“ ავტორი ჯუდიტ კერი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 50 წლიანი კარიერის მანძილზე მან 30 წიგნი გამოსცა. მისი ცნობილი რომანია „როცა ჰიტლერმა ვარდისფერი კურდღელი მოიპარა“. მან წიგნების გამოცემა 40 წლის ასაკში დაიწყო. მისი წიგნი „the Tiger in The Tiger Who Came to Tea“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

23 მაისი 2019, 16:59

საქართველო

როგორ გამოიყურება ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ფოტო

როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება.

დევიდ გარეტი

23 მაისი 2019, 16:51

კულტურა

საქართველოში მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა

საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა. ​მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით UNLIMITED –LIVE 2019 ესტუმრება. ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ბილეთების გაყიდვა 23 მაისს 20:00 საათზე დაიწყება.

სტიქია აშშ-ში

23 მაისი 2019, 16:49

მსოფლიო

აშშ-ში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ტორნადომ იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით არიან დაშავებულებიც. სტიქიამ შეუტია მისურის, ოკლაჰომასა და აიოვასაც. მანამდე აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სულ მცირე 29 ტორნადო იყო ნავარაუდევი 24 საათში.

მოსწავლეები

23 მაისი 2019, 16:47

ტაბლოიდი

ამერიკელი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. ვიდეო

"ქართულ-ამერიკული მეგობრობის სიმღერით გამოვლინების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ ძალიან გვიყვარს კულტურების გაზიარება და გაცვლითი პროგრამები, სწორედ, ამას ემსახურება. თქვენ რომელ ქართულ სიმღერას ასწავლიდით ამერიკელებს?,"- წერს საელჩო.

მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი 2019, 16:13

საქართველო

სააკაშვილი: მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული

„მესმის დავა და კრიტიკა, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს? მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

WhatsApp Facebook Instagram

23 მაისი 2019, 16:08

ტექნოლოგიები

ინდონეზიაში Facebook-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის გამოყენება შეზღუდეს

როგორც ჯაკარტაში ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ეს ნაბიჯი ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადადგეს. თავად Facebook-ი, რომელიც როგორც WhatsApp-ის და Instagram-ის გამართულ მუშაობაზე აგებს პასუხს, თავისი საკომუნიკაციო აპლიკაციების დაბლოკვას არ ადასტურებს.

მერაბ კოსტავა

23 მაისი 2019, 15:59

საქართველო

მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

23 მაისი 2019, 15:50

მსოფლიო

საფრანგეთში 102 წლის ქალმა თავშესაფარში 92 წლის მეზობელი მოკლა

საფრანგეთში 102 წლის ქალი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი მოხუცებულთა თავშესაფარში მოხდა. 92 წლის ქალის ცხედარი მისივე ოთახში აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის გაგუდვისა და თავის მძიმე ტრავმის მიყენების შედეგად არის გარდაცვლილი. მკვლელმა დანაშაული უკვე აღიარა. ის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

ჯეფრი რაში

23 მაისი 2019, 15:34

კულტურა

ჯეფრი რაშს Daily Telegraph-მა $2,9 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა

ავსტრალიელ მსახიობ ჯეფრი რაშს გამოცემა Daily Telegraph-მა კომპენსაციის სახით $2,9 მილიონი გადაუხადა. გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსახიობს ქალების მიმართ უხამს ქცევაში ადანაშაულებენ.სტატიაში ეწერა, რომ უცნობმა მსახიობმა ქალმა, რომელიც რაშთან ერთად 2015-2016 წლებში სპექტაკლში თამაშობდა, რაში უხამს შეხებებსა და კომენტარებში დაადანაშაულა.

ომარ მახარაძე

23 მაისი 2019, 15:15

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ამბობს, რომ მას ტელეფონი გაუტეხეს

ბსუ-ს ლექტორი და ბათუმის საკრებულოში დეპუტატი 19 წლის სტუდენტის ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უარყოფს. ომარ მახარაძე Tv25-ის ეთერში აცხადებს, რომ ტელეფონის „აიქლაუდი“ გაუტეხეს.

დავით ჭიჭინაძე

23 მაისი 2019, 15:11

საქართველო

ჭიჭინაძემ განმარტა თუ რატომ არ შევა ბესელიას პარტიაში

პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ იქნება პარტიაში, რომლის შექმნასაც ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე გეგმავენ. „ამ ადამიანებმა ერთად დატოვეს უმრავლესობა და ალბათ ერთად გადაწყვიტეს პოლიტიკური თანაცხოვრება, მე მათთან არ მაქვს ძირითად საკითხებზე თანხვედრა. ერთმანეთთან ვერ ვთანხმდებით ქვეყნის მოწყობის მოდელში. ისინი უფრო ლიბერალურ მოწყობაზე ფიქრობენ, მე ტრადიციების შენარჩუნებით მსურს"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.