imedi /  16 მაისი 2019, 17:26 / სანდო წყარო

სასამართლომ ხორავას საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის არასრულწლოვანი დ.ღ დამნაშავედ ცნო

ხორავას ქუჩა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მიცემული ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი დ.ღ. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა შკუბულიანმა გამოაცხადა. 

მოსამართლეს დღევანდელ სხდომაზე დ.ღ.-ს სასჯელის ზომა არ გამოუცხადებია. სასჯელის ზომას მოსამართლე 22 მაისს გამოაცხადებს. 

დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ჰქონდა, 15 იანვარს კი მან პენიტენციური დაწესებულება 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა.

დ.ღ. გასული წლის ივლისში დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ესაუბრა მოკლული დავით სარალიძის მამას, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასამართლო განხილვის სტადიაზე მან მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო. 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

2 არასრულწლოვნის მიმართ საქმე სააპელაციო ინსტანციაშია. პირველმა ინსტანციამ მათ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ბრალდება მოუხსნა - ერთს დანაშაული სარალიძის განზრახ სხეულის დაზიანებით დაუკვალიფიცირა, მეორე კი სარალიძის ნაწილში სრულად გაამართლა, მაგრამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

პარალელურ რეჟიმში იმართება პროცესი ხორავას საქმის გამოძიების ფარგლებში ჩადენილ კანონდარღვევებზე, მათ შორის იმ მოწმეების მიმართაც, რომლებმაც გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცეს.

მკვლელობის საქმის გამოძიება ამით არ ამოწურულა და კვლავაც გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელსაც უშუალოდ მინისტრი ხელმძღვანელობს.

ყველა სიახლე

ჯუდიტ კერი

23 მაისი 2019, 17:00

კულტურა

მწერალი ჯუდიტ კერი გარდაიცვალა

საბავშვო მწერალი, ცნობილი მოთხრობის „კატა მოგის“ ავტორი ჯუდიტ კერი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. 50 წლიანი კარიერის მანძილზე მან 30 წიგნი გამოსცა. მისი ცნობილი რომანია „როცა ჰიტლერმა ვარდისფერი კურდღელი მოიპარა“. მან წიგნების გამოცემა 40 წლის ასაკში დაიწყო. მისი წიგნი „the Tiger in The Tiger Who Came to Tea“ მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

23 მაისი 2019, 16:59

საქართველო

როგორ გამოიყურება ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ფოტო

როგორც პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემა განვითარდება და მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდება.

დევიდ გარეტი

23 მაისი 2019, 16:51

კულტურა

საქართველოში მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა

საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა. ​მუსიკოსი საქართველოს ახალი ალბომით UNLIMITED –LIVE 2019 ესტუმრება. ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ბილეთების გაყიდვა 23 მაისს 20:00 საათზე დაიწყება.

სტიქია აშშ-ში

23 მაისი 2019, 16:49

მსოფლიო

აშშ-ში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ტორნადომ იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე. ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით არიან დაშავებულებიც. სტიქიამ შეუტია მისურის, ოკლაჰომასა და აიოვასაც. მანამდე აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სულ მცირე 29 ტორნადო იყო ნავარაუდევი 24 საათში.

მოსწავლეები

23 მაისი 2019, 16:47

ტაბლოიდი

ამერიკელი მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ. ვიდეო

"ქართულ-ამერიკული მეგობრობის სიმღერით გამოვლინების კიდევ ერთი მაგალითი. ჩვენ ძალიან გვიყვარს კულტურების გაზიარება და გაცვლითი პროგრამები, სწორედ, ამას ემსახურება. თქვენ რომელ ქართულ სიმღერას ასწავლიდით ამერიკელებს?,"- წერს საელჩო.

მიხეილ სააკაშვილი

23 მაისი 2019, 16:13

საქართველო

სააკაშვილი: მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული

„მესმის დავა და კრიტიკა, აი, სააკაშვილი არ გვითანხმებს განცხადებებს, თქვენ თუ მითანხმებთ, ჩემო მეგობრებო, განცხადებებს? მოდით, წინ ვიაროთ და ვინც პირველი მივა მიზნამდე, ის იქნება გამარჯვებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.

WhatsApp Facebook Instagram

23 მაისი 2019, 16:08

ტექნოლოგიები

ინდონეზიაში Facebook-ის, WhatsApp-ის და Instagram-ის გამოყენება შეზღუდეს

როგორც ჯაკარტაში ოფიციალური უწყებები აცხადებენ, ეს ნაბიჯი ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად გადადგეს. თავად Facebook-ი, რომელიც როგორც WhatsApp-ის და Instagram-ის გამართულ მუშაობაზე აგებს პასუხს, თავისი საკომუნიკაციო აპლიკაციების დაბლოკვას არ ადასტურებს.

მერაბ კოსტავა

23 მაისი 2019, 15:59

საქართველო

მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდია დაწესდება

„26 მაისს 80 წელი უსრულდება ჩვენს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული თავისუფლებასთან ბრძოლა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავაარსებთ მერაბ კოსტავას სახელობის სტიპენდიას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

23 მაისი 2019, 15:50

მსოფლიო

საფრანგეთში 102 წლის ქალმა თავშესაფარში 92 წლის მეზობელი მოკლა

საფრანგეთში 102 წლის ქალი მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ინციდენტი მოხუცებულთა თავშესაფარში მოხდა. 92 წლის ქალის ცხედარი მისივე ოთახში აღმოაჩინეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის გაგუდვისა და თავის მძიმე ტრავმის მიყენების შედეგად არის გარდაცვლილი. მკვლელმა დანაშაული უკვე აღიარა. ის ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

ჯეფრი რაში

23 მაისი 2019, 15:34

კულტურა

ჯეფრი რაშს Daily Telegraph-მა $2,9 მილიონის კომპენსაცია გადაუხადა

ავსტრალიელ მსახიობ ჯეფრი რაშს გამოცემა Daily Telegraph-მა კომპენსაციის სახით $2,9 მილიონი გადაუხადა. გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მსახიობს ქალების მიმართ უხამს ქცევაში ადანაშაულებენ.სტატიაში ეწერა, რომ უცნობმა მსახიობმა ქალმა, რომელიც რაშთან ერთად 2015-2016 წლებში სპექტაკლში თამაშობდა, რაში უხამს შეხებებსა და კომენტარებში დაადანაშაულა.

ომარ მახარაძე

23 მაისი 2019, 15:15

საქართველო

სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი ამბობს, რომ მას ტელეფონი გაუტეხეს

ბსუ-ს ლექტორი და ბათუმის საკრებულოში დეპუტატი 19 წლის სტუდენტის ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით უარყოფს. ომარ მახარაძე Tv25-ის ეთერში აცხადებს, რომ ტელეფონის „აიქლაუდი“ გაუტეხეს.

დავით ჭიჭინაძე

23 მაისი 2019, 15:11

საქართველო

ჭიჭინაძემ განმარტა თუ რატომ არ შევა ბესელიას პარტიაში

პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ არ იქნება პარტიაში, რომლის შექმნასაც ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე გეგმავენ. „ამ ადამიანებმა ერთად დატოვეს უმრავლესობა და ალბათ ერთად გადაწყვიტეს პოლიტიკური თანაცხოვრება, მე მათთან არ მაქვს ძირითად საკითხებზე თანხვედრა. ერთმანეთთან ვერ ვთანხმდებით ქვეყნის მოწყობის მოდელში. ისინი უფრო ლიბერალურ მოწყობაზე ფიქრობენ, მე ტრადიციების შენარჩუნებით მსურს"- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ნარენდრა მოდი

23 მაისი 2019, 14:59

მსოფლიო

ინდოეთის საყოველთაო არჩევნებზე პრემიერმინისტრის პარტიამ გაიმარჯვა

ინდოეთის პრემიერმინისტრი ნარენდრა მოდიმ კიდევ ერთი 5-წლიანი ვადა მიიღო მას შემდეგ რაც ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შედეგებს ჯერჯერობით არ აჩვენებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, მოდის პარტია ბხარატია ჯანატა 542 ადგილიდან 300-ს მიიღებს.

მიხეილ დვალიშვილი

23 მაისი 2019, 14:50

ძალოვნები

რას ჰყვება აღაიანში მოკლული ჩვილის მამა არასრულწლოვან ცოლთან ურთიერთობაზე

მიხეილ დვალიშვილის თქმით, დაახლოებით 12-ის ნახევარზე მას სახლის აივანზე ეძინა, როცა მისმა მეუღლემ მას ოთახში შესვლა და დაძინება სთხოვა, დაახლოებით დილის 6-ის ნახევარზე კი შვილი გარდაცვლილი ნახა, მეუღლე კი სახლში აღარ იყო.

23 მაისი 2019, 14:30

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე პატარა „მაკდონალდსი“ ააშენეს

შვედეთში „მაკდონალდსის“ შემცირებული ვერსია შექმნეს, რომელიც მეთაფლია ფუტკრებისთვისაა გათვალისწინებული. როგორც გამოცემა Adweek-ი წერს, ეს „მაკდონალდსის“ ბრენდის ყველაზე პატარა შენობაა მსოფლიოში.

მამუკა ბახტაძე

23 მაისი 2019, 14:27

ეკონომიკა

ბახტაძე: ლარის კურსის ვარდნა არის მოკლევადიანი

საქართველოს პრემიეტრმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება მოკლევადიანია. „ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი. მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი, რასაც ჰქვია სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია. ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის მფგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე“ - განაცხადა ნახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

23 მაისი 2019, 14:18

საქართველო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივას.

23 მაისი 2019, 13:57

ტაბლოიდი

9 წლის ბიჭი, რომელმაც შს მინისტრს წერილი მისწერა, გიორგი გახარიას შეხვდა

9 წლის დაჩი გულუა, რომელმაც შს მინისტრს წერილი მისწერა, გიორგი გახარიამ თავის სამუშაო კაბინეტში მიიღო. ფოტოს დაჩის დედამ ნათია ანასტასიადმა Faceboook-ზე გამოაქვეყნა. „ძალიან საქმიანი და პროდუქტიული შეხვედრა გამოვიდა! დაჩი კმაყოფილია"-წერს ის.

23 მაისი 2019, 13:54

ეკონომიკა

Honda ბაზრიდან 137 ათას ავტომობილს გაიწვევს

იპონურმა ავტომწარმოებელმა Honda Motor-მა განაცხადა, რომ ბაზრიდან 137 ათას ავტომობილს გაიწვევს. ამის მიზეზია აშშ-ში მომხდარი სამი შემთხვევა, როდესაც ავარიის დროს დამცავი ბალიში არ გაიშალა. ავტომობილების ამ სერიიდან 118 ათასი აშშ-ის ბაზარზეა, ხოლო 19 ათასი კორეასა და კანადაში.

23 მაისი 2019, 13:51

საქართველო

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა

მასწალებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 25 000 აპლიკანტი დარეგისტრირდა. მათგან 20000 პრაქტიკოსი, 5000 კი მასწავლებლობის მსურველია. პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც მინიმალურ კომპეტენციას დაადასტურებენ და სტატუსს აიმაღლებენ, 2019 წლის სექტემბრიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.